Imedi /  25 მაისი 2019, 16:41 / სანდო წყარო

დავით სერგეენკომ 120 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრმა მცხეთაში ბინა 120 დევნილ ოჯახს გადასცა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს

ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 5,5 მილიონი ლარი გამოყო. 

გზაზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი და დამონტაჟებულია გარე განათებები. შენობები კი სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

120 ბინიდან 54-ერთოთახიანი, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი და 3-ოთხოთახიანი არის.

ყველა სიახლე

ანკარა

13 ოქტომბერი 2019, 21:58

მსოფლიო

თურქეთი აცხადებს რომ 525 ტერორისტი გაანეიტრალა

ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთმა 525 ტერორისტი გაანეიტრალა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ცოტა ხნის წინ აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში დარჩენილ ათასამდე ჯარისკაცს გაიყვანს.

გრეიფრუტი

13 ოქტომბერი 2019, 21:37

ტექნოლოგიები

იტალიელმა დიეტოლოგებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილეს

დილით წითელი გრეიპრუტისგან დამზადებული წვენი და ერთი მუჭა თხილი ორგანიზმს C ვიტამინით, Omega 3-ით, კალცით, ანტიოქსიდანტებით და მინერალური მარილით ავსებს. ასევე დიეტოლოგების რჩევაა კვების რაციონში ადამიანის ერთ კილოგრამზე 1.1 გრამი ცილის მიღება.

კლაუდიო რანიერი

13 ოქტომბერი 2019, 21:35

სპორტი

კლაუდიო რანიერი სამპდორიას მწვრთნელად დაინიშნა

„რომას“ ყოფილი მწვრთნელი ისევ იტალიური კლუბის მენეჯერად დაინიშნა. კლაუდიო რანიერი გენუის „სამპდორიას“ ჩაიბარებს. „სამპდორიას“ შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოგებას აქვს. კლუბი იტალიის ჩემპიონატში ცხრილის ბოლოშია. რანიერი კლუბში 2019 წლის მარტში მივიდა.

დაფნ დორმანი

13 ოქტომბერი 2019, 21:09

მსოფლიო

ამერიკელმა ტრანსგენდერმა კომიკოსმა თავი მოიკლა

გამოსამშვიდობებელ პოსტში დორმანი წერს, რომ ბევრი იფიქრა, თუ როგორ დამშვიდობებოდა ახლობლებს და აღნიშნა, რომ შესაფერისი გზა ვერ იპოვა. ის წერილში ყველას პატიებას სთხოვს, ვინც მასზე გაბრაზებულია და იმედოვნებს, რომ მას კარგად გაიხსენებენ. ის 44 წლის იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

13 ოქტომბერი 2019, 21:03

მსოფლიო

ერდოღანი ჩრდილოეთ სირიის ბანაკიდან ISIS-თან დაკავშირებული ადამიანების გაქცევას დეზინფორმაციას უწოდებს

ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ბანაკიდან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ადამიანების გაქცევის შესახებ ცნობას თურქეთის პრეზიდენტი დეზინფორმაციას უწოდებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამის მიზანი დასავლეთის პროვოცირებაა.

მაშველები

13 ოქტომბერი 2019, 20:47

საქართველო

ჯუთას მწვერვალზე საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

ადგილზე მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი გავიდა. რთული რელიეფის და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა. მაშველებმა დაშავებული მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს.

მარკ ესპერი

13 ოქტომბერი 2019, 20:38

მსოფლიო

აშშ ჩრდილოეთ სირიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს

აშშ ჩრდილოეთ სირიაში დარჩენილი 1 000 ჯარისკაცის გასაყვანად მზად არის, ამის მიზეზად კი რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაციას ასახელებს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მარკ სესპერმა განაცხადა.

 გორის რაიონული სასამართლო

13 ოქტომბერი 2019, 20:18

ძალოვნები

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 6 დეკემბერს გაიმართება.

13 ოქტომბერი 2019, 20:14

სპორტი

ამერიკელ მოკრივეს ნოკაუტის გამო თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს

შეხვედრის მეათე რაუნდში დეიმ რამდენიმე დარტყმის შედეგადაც ნოკაუტი მიიღო. 27 წლის მოკრივე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ის კომაშია, თუმცა უცნობია არის თუ არა კომა მედიკოსების მიერ ხელოვნურად გამოწვეული. პატრიკ დეის ანგარიშზე ამ დროისთვის 17 მოგება, 4 მარცხი და 1 ფრეა.

ზუგდიდი

13 ოქტომბერი 2019, 20:03

სპორტი

ზუგდიდში მიხეილ მესხის სახელობის ტურნირი გაიმართა

ტურნირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის საფეხბურთო კლუბმა კოლხამ მოიგო. თამაშებში ასევე მონაწილეობდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი. გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი და მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა.

მიხეილ კობახიძე

13 ოქტომბერი 2019, 19:59

კულტურა

რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლისა გარდაიცვალა

მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული პირველი სადიპლომო ფილმი „რვანახევარი“ იყო, რომელიც საბჭოურმა ცენზურამ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნია და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურა. მიხეილ კობახიძე „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმის ერთ-ერთი მონაწილის, მსახიობ გეგა კობახიძის მამა იყო.

ჰაგიბისი

13 ოქტომბერი 2019, 19:56

მსოფლიო

კანადელი მორაგბეები იაპონიაში ტაიფუნის შედეგებს ებრძვიან

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ იაპონიასთან ტაიფუნის გამო მატჩის გადადების შემდეგ, კანადის მორაგბეთა ნაკრებმა სტიქია „ჰაგიბისის“ შედეგებთან ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. მოთამაშეები ქუჩაში გავიდნენ და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის ინიციატივა გამოიჩინეს.

ტაიფუნი „ჰაგიბი“

13 ოქტომბერი 2019, 19:44

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდა

სტიქიამ ძირითადი ზიანი ჰონსიუს მიაყენა, სადაც ქარის სიჩქარე 140 კილომეტრ/საათი იყო. იაპონური მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება 160-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ელექტროენერგიის გარეშე ქვეყნის მასშტაბით 340 ათასი სახლი რჩება, სტიქიამ პრობლემები შექმნა წყალმომარაგების კუთხითაც.

13 ოქტომბერი 2019, 19:30

მსოფლიო

სასამართლომ 9 კატალონიელ პოლიტიკოსს ამბოხის ბრალდება მოუხსნა

ესპანეთის სასამართლომ 9 კატალონიელ პოლიტიკოსს, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფას მხარს უჭერდნენ, ამბოხის ბრალდება მოუხსნა, თუმცა მათ „არეულობების ორგანიზების“ ბრალდება დარჩათ. შესაბამისი გადაწყვეტილება 7-მა მოსამართლემ ერთხმად მიიღო.

შოტლანდია

13 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

შოტლანდიაში შეცდომით დაკავებული კაცი გაათავისუფლეს

მეუღლისა და 4 შვილის მკვლელობისთვის შოტლანდიაში შეცდომით დაკავებული ფრანგი გაათავისუფლეს. მეუღლისა და 4 შვილის „მკვლელობაში ეჭვმიტანილი“ კაცი პოლიციამ შოტლანდიაში, გლაზგოს აეროპორტში 12 ოქტომბერს დააკავა. დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ დაკავებული სხვა ადამიანია და დამნაშავე არ არის.

შოტლანდიური ვისკი

13 ოქტომბერი 2019, 19:06

ტექნოლოგიები

შოტლანდიური ვისკი Glenlivet კაფსულების სახით გამოუშვეს

200-წლიანი ისტორიის მქონე შოტლანდიური ვისკის ბრენდი Glenlivet-ი თანამედროვე გახდა. კომპანიის მფლობელებმა ალკოჰოლური სასმელი კაფსულების სახით გამოუშვეს. კაფსულა წყლის მცენარეების ექსტრაქტისგან დამზადდა. კაფსულა ბიოდეგრადირებადია, ერთ თვეში იშლება და გარემოს ზიანს არ აყენებს.

ტუნისი

13 ოქტომბერი 2019, 19:04

მსოფლიო

ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება იმ ორ კანდიდატს შორის უწევთ, რომლებიც წინასაპრეზიდენტო პერიოდში „აუტსაიდერებად“ მიიჩნეოდნენ და პოლიტიკურ სისტემასთან კავშირი თითქმის არ ჰქონიათ: სამართლის პროფესორსა და მედიამაგნატს შორის.

სირია

13 ოქტომბერი 2019, 18:43

მსოფლიო

სირიაში ISIS-ის წევრების ასობით ნათესავი ბანაკიდან გაიქცა

მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით 100-მდე ადამიანმა დატოვა ბანაკი, ქურთების ოფიციალური პირების თქმით კი "ისლამური სახელმწიფოს" წევრების სულ ცოტა 800 დაკავებული ნათესავი გაიქცა ბანაკიდან. აინ ისაში სულ 12 ათასამდე დევნილია, მათ შორის 1000 უცხოელი ქალია, რომლებსაც ჯიჰადისტებისგან შვილები ჰყავთ.

ბრემენელი მუსიკოსები

13 ოქტომბერი 2019, 18:36

კულტურა

ძმები გრიმების „ბრემენელ მუსიკოსებს“ 200 წელი შეუსრულდათ

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში „ბრემენელი მუსიკოსების“ 200 წლისთავს აღნიშნავენ. ისინი ქალაქის ისტორიაში ყველაზე ცნობილი პერსონაჟები არიან. ძმებმა გრიმებმა ამ სახელწოდების ზღაპარი 200 წლის წინ დაწერეს. ეს არის ვირის, ძაღლის და კატის ისტორია რომლებიც დამეგობრდნენ და ბრემენში ჩავიდნენ. ამ ზღაპრის მრავალი ეკრანიზაცია არსებობს.

Sonic Soak

13 ოქტომბერი 2019, 18:10

ტექნოლოგიები

მინიატურული ულტრაბგერითი სარეცხის მანქანა გამოიგონეს

გამოგონების იდეა თავდაპირველად ვებგვერდ Indiegogo-ზე გავრცელდა, წარმატებული ე.წ. ქრაუდფაუნდინგის შედეგად კი მისმა შემქმნელებმა სამი მილიონი დოლარი შეაგროვეს. მინიატურულ სარეცხის მანქანას არა მხოლოდ ტანსაცმლის გარეცხვა, არამედ პროდუქტების, სამკაულების და სხვადასხვა ნივთის გასუფთავებაც შეუძლია.