imedi /  25 მაისი 2019, 22:08 / სანდო წყარო

„რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ ნიკა გვარამიამ განაცხადა, ლადო ჭანტურია ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს.

„ჩვენი ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელს, მოსამართლე ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლებისგან, თუ როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე. საქმესთან დაკავშირებული დეტალების ორკესტრირებული დაგეგმვა მიმდინარეობს. სასამართლოში შესული სარჩელიც ემსახურება სწორედ ამ მიზანს და წარმოადგენს ამ სქემის ნაწილს - სქემის, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებიდან გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს, შედგა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროექტის განხილვა სტრასბურგის სასამართლო კოლეგიის მიერ.

„პროექტი დაიწუნეს და უკან მიუბრუნეს მომხსენებელს გარკვეული შენიშვნებით. ეს ინფორმაცია ჩვენთვის დაზუსტებით ცნობილია და ეს ინფორმაცია ჩვენთვის იუსტიციის სამინისტროში არსებული წყაროებიდან არის ცნობილი. იუსტიციის სამინისტროს ეს ინფორმაცია მიაწოდა ლადო ჭანტურიამ, რაც სამოსამართლო ეთიკის უხეშ დარღვევას და სტრასბურგის განაწესების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამის საფუძველზე ჩვენ აცილებას ვუცხადებთ ლადო ჭანტურიას და ვთვლით, რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.

ყველა სიახლე

ხოსე ბაეზი

19 ივნისი 2019, 16:06

მსოფლიო

ადვოკატი ჰარვი ვაინშტეინის დაცვაზე უარს ამბობს

ადვოკატი ხოსე ბაეზი გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის დაცვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. „ბატონი ვაინშტეინი ისე იქცევა, რომ მისი ეფექტური დაცვა ძალიან რთულდება. ის ასევე ითხოვს ისეთი ქმედებების ჩატარებას, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენს შორის პრინციპიალური უთანხმოება არსებობს“, - განაცხადა ბაეზმა.

გურამ ფალავანდიშვილი

19 ივნისი 2019, 16:05

საქართველო

გურამ ფალავანდიშვილმა „თბილისი პრაიდის“ ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია დააანონსა

„ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ დალუქოს სიბინძურის და დესტაბილიზაციის ბუდე. ჩვენ სახლში არავის ვუვარდებით , მაგრამ როცა ოფისიდან იგეგმება ერის შეურაცხმყოფელი და გარყვნილი პროექტები. ეს ოფისი უნდა დაიხუროს. ეს მოთხივნა ჯდება კანონის ფარგლებში, რადგან ბავშვები უნდა იყვნენ დაცულები მავნე ზეგავლენისგან "-განაცხადა ფალავანდიშვილმა.

Tesla

19 ივნისი 2019, 15:59

ტაბლოიდი

შვედმა ვიდეობლოგერმა Tesla-ს Model 3 პიკაპად გააკეთა. ვიდეო

Tesla-ს მოდელების შემადგენლობაში უკვე სამი ავტომობილია, კიდევ სამი ავტომობილი დაანონსებულია და შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში გაიყიდება. მათ შორის სატვირთო მანქანა Tesla Semi-ც კი არის, თუმცა Tesla-ს ჯერ არ გამოუშვია პიკაპი, რომლის პროტოტიპის წარდგენის პირობაც ილონ მასკს აქვს დადებული.

დიმიტრი ტიმჩუკი

19 ივნისი 2019, 15:52

მსოფლიო

უკრაინელი დეპუტატი დიმიტრი ტიმჩუკი გარდაცვლილი იპოვეს

რადის დეპუტატი „სახალხო ფრონტიდან“ დიმიტრი ტიმჩუკი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.პირველადი ვერსიით, მან პოსტოლეტის გაწმენდის დროს მიიყენა სასიკვდილო დაზიანება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

იულია სუსლიაკი

19 ივნისი 2019, 15:39

ძალოვნები

სააპელაციომ ბავშვთა ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებული სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, შედეგად კი ბავშვთა ტრეფიკიგნის საქმეში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში რჩება. საქალაქოს გადაწყვეტილება სუსლიაკისთვის წინასწარი პატიმრობის შესახებ დაცვის მხარეს სააპელაციოში ჰქონდა გასაჩივრებული.

19 ივნისი 2019, 15:35

საქართველო

საპატრიარქო სასულიერო პირებს შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან. პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება"-წერია განცხადებაში.

19 ივნისი 2019, 15:31

ტექნოლოგიები

YouTube-ზე მაკიაჟის ვიდეოების ყურებისას პროდუქტების ვირტუალურად დატესტვას შეძლებთ

მათთვის ვისაც მაკიაჟის ტუტორიალების ყურება უყვარს, Youtube-ი გაფართოებული რეალობის გამოყენებით კოსმეტიკური პროდუქტების დატესტვას შესთავაზებს. ახალ ფუნქციას AR Beauty Try-On-ი ჰქვია და მისი გამოყენების საშუალებით ვიდეოს მიმდინარეობისას სახეზე იმავე პროდუქტებს დატესტავთ, რომელსაც იუთუბერი გამოიყენებს.

სამეფო კარის თამაშები

19 ივნისი 2019, 15:29

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის გადაღებები დაიწყო

სერიალის სახელწოდების სამუშაო ვერსია "გრძელი ღამეა" და მას ოლსტერის პროვინციაში გასაიდუმლოებულ ადგილზე იღებენ. „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის ფინალური სერია 19,3 მილიონზე მეტჯერ ნახეს, რაც HBO-ს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ახალი სერიალის პრეზენტაცია სავარაუდოდ 2020 წელს იგეგმება.

მალაიზიური „ბოინგი“

19 ივნისი 2019, 15:08

მსოფლიო

მალაიზიური ბოინგის საქმეზე რუსეთის 3 და უკრაინის 1 მოქალაქეა ეჭვმიტანილი

ჰოლანდიელ გამომძიებელთა ჯგუფმა უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური „ბოინგის“ საქმეზე ეჭვმიტანილები დაასახელა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა ეჭვმიტანილების სახელები კატასტროფაში გარდაცვლილების ნათესავებს დაუსახელეს, ოფიციალური პრესკონფერენცია კი ჰააგაში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია

19 ივნისი 2019, 15:00

მსოფლიო

პრინცი არჩი შესაძლოა ობამებმა მონათლონ

ნათლობა მომდევნო კვირასაა დაგეგმილი. როგორც გაირკვა მეგან მარკლსა და პრინც ჰარის ობამებთან კარგი ურთიერთობა აქვთ. უფრო მეტიც, მიშელი მეგანის მენტორია. ცნობილია, რომ მეგან მარკლს დონალდ ტრამპი არ მოსწონს და მისი კრიტიკით გამოირჩეოდა წინასაარჩევნოდ. თეთრი სახლის ლიდერის ლონდონში ვიზიტისას ის საზეიმო ვახშამსაც არ დაესწრო.

იაპონია სტიქია

19 ივნისი 2019, 14:44

მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა. იაპონიაში 2011 წლის მარტში მომხდარმა 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ მაშინ ყველაზე დამანგრეველი ცუნამი გამოიწვია. მაშინ დაახლოებით 20 ათასი ადამიანი დაიღუპა მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად. 100 000-ზე მეტი კი ევაკუირებული იყო.

19 ივნისი 2019, 14:43

ტაბლოიდი

დიდმა თეთრმა ზვიგენმა მეთევზეებს სატყუარა შეუჭამა. ვიდეო

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეთევზეები გემზე იმყოფებოდნენ. როგორც კი ზვიგენი გამოჩნდა ერთ-ერთმა მათგანმა ვიდეო გადაიღო და Facebook-ზე გამოაქვეყნა. გემის კაპიტანი ჯეფ ქრილი აცხადებს, რომ ზვიგენზე ბევრჯერ უთევზავია, თუმცა მსგავსი რამ არასდროს უნახავს. მისი თქმით, მათ ზვიგენის დაჭერა ვერ შეძლეს.

კონკურსი

19 ივნისი 2019, 14:42

კულტურა

ინგლისში შიშველ სხეულზე მოხატვის ყოველწლიური კონკურსი გაიმართა. ფოტო

ინგლისში ყოველწლიური კონკურსი Canvas for Creativity გაიმართა, სადაც კონკურსის მონაწილეებმა მოდელების შიშველი სხეული მოხატვის შემდეგ ხელოვნების ნიმუშებად აქციეს. კონკურსის მონაწილეებისთვის ინსპირაციის ძირითადი წყარო ველური ბუნება იყო. კონკურსში ბოდიარტის გამორჩეული ნიმუშებიც იქცევდნენ ყურადღებას.

ლი კა შინგი

19 ივნისი 2019, 14:34

მსოფლიო

ჰონგკონგელი მილიარდერი ჩინელი სტუდენტების სწავლისთვის $14 მილიონს გაიღებს

კერძოდ, ამ თანხით, შანტუს უნივერსიტეტში 2019 წელს ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასური მომდევნო 5 წლის განმავლობაში სრულად დაიფარება. ფილანტროპი უკვე 90 წლისაა და ის განათლების სფეროში ინვესტირებითაა გამორჩეული.

ჯამალ ჰაშაღი

19 ივნისი 2019, 14:34

მსოფლიო

გაეროს სპეცმომხსენებელი: ჰაშაღის საქმესთან საუდელი ოფიციალური პირების კავშირი დადასტურდა

გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანიეს კალამარის განცხადებით, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობასთან საუდის არაბეთის ოფიციალური პირების კავშირი დაადასტურა. ამის შესახებ მის მიერ მომზადებულ დასკვნაშია ნათქვამი, რომელსაც ის 26 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 წევრ ქვეყანას, მათ შორის საუდის არაბეთს წარუდგენს.

19 ივნისი 2019, 14:32

ტექნოლოგიები

მეცნიერები ახალ ეკოლოგიურ კატასტროფას წინასწარმეტყველებენ

ექსპერტებმა წყალსა და ატმოსფეროში კვლევა ველინგტონში ჩაატარეს. ამასთან, მკვლევრები ვერ ხსნიან, რატომ იზრდება მეთანის დონე. თუმცა ბევრი კვლევის თანახმად, ახალ გლობალურ კატასტროფაში წვლილი ცხოველების ფერმის მფლობელებს შეაქვთ.

საქართველო

19 ივნისი 2019, 14:09

საქართველო

ომბუდსმენი: საქართველოში 1382 ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში 1 382 ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილიც რუსეთიდან, ერაყიდან, უკრაინიდან და სირიიდან არიან.

ნავთობსადენის მშენებლობა

19 ივნისი 2019, 14:07

ეკონომიკა

კანადა $5,5 მილიარდიან ნავთობსადენს ააშენებს

კანადის მთავრობამ ნავთობსადენ Trans Mountain-ის გაფართოების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განუცხადა. მისივე თქმით, მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.

დონალდ და მელანია ტრამპები

19 ივნისი 2019, 13:59

ტაბლოიდი

რა ეცვათ მელანია და ივანკა ტრამპებს დონალდის საპრეზიდენტო კამპანიის წარდგენისას. ფოტოები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანია ოფიციალურად დაიწყო. თუმცა, პოლიტიკისა და ოფიციოზის გარდა მედიის ყურადღება პირველი ლედის მელანია ტრამპისა და თეთრი სახლის ლიდერის ივანკას ჩაცმულობამ მიიპყრო

სერიალი

19 ივნისი 2019, 13:45

მსოფლიო

GOT-ის მსახიობმა მისი გმირის ორსულობის შესახებ დეტალები გაამხილა

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობმა ლენა ჰიდიმ, რომელის სერიალში სერსეი ლანისტერის როლს თამაშობს, მიუნხენში, ComicCon-ის ფესტივალზე გამოსვლისას მსმენელს მისი პერსონაჟის ორსულობასთან დაკავშირებით გადაღებული ერთი სცენის შესახებ უამბო, რომელიც შემდეგ სერიალში აღარ ჩასვეს.