Imedi /  26 მაისი 2019, 11:37 / სანდო წყარო

მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ავსტრიის პრეზიდენტი. ალექსანდერ ვან დერ ბელენის მოსალოცი წერილის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მოსალოც წერილში, რომელიც ავსტრიის საელჩოში საქართველოში Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს რუმინეთი.

„დღეს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობა და დღე, როდესაც შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების მოლოცვაში რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„ძვირფასო მეგობრებო საქართველოში, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ესტონეთი ყოველთვის იქნება თქვენი ახლო მეგობარი და ძლიერი მოკავშირე“ - ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მოსალოცი განცხადება უწყებამ Twitter-ზე გაავრცელა.

მოსალოცი წერილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს  აზერბაიჯანელმა კოლეგამ ილჰამ ალიევმა გამოუგზავნა.

„აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. 

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჩვენი ხალხის ნებაა, რომელიც ისტორიულად ცხოვრობენ მეგობრულად და კეთილმეზობლურად.

კმაყოფილები ვართ მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებით, რომელსაც ასეთი მყარი საფუძველი აქვს. 

მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა რომელიც ორმხრივ ნდობაზეა დამყარებული ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ჩვენი ერების სასარგებლოდ გაგრძელდება“, - ვკითხულობთ აზრბაიჯანის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

„ლიეტუველი ხალხის სახელით გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ წარმატებას, განვითარებას, ერთიანობას და მშვიდობას“, - ამ შინაარსის მოსალოცი წერილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელზე ლიეტუვის პრეზიდენტმა დაწერა და თავის ოფიციალური ვებგვერდზე განათავსა. ვრცელ ტექსტში დალია გრიბაუსკაიტე საქართველოსა და ლიეტუვას შორის 25 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს და დამოუკიდებლობისთვის გზაზე საქართველოსა და ლიეტუვის მიერ გადალახულ ერთნაირ გამოწვევებს იხსენებს. ლიეტუვა განაგრძობს თანმიმდევრული და აქტიურ მხარდაჭერას საქარათველოსთვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიენების გზაზე.

„ვუგზავნით გულითად მოლოცვას ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რომლიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს“, - ამ სიტყვებით Twitter-ის საშუალებით ულოცავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა გაუგზავნა

„საუკუნეების განმავლობაში, სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობები ვითარდებოდა ძმური კავშირებისა და ჩვენი ერების ისტორიული და კულტურული მსგავსების საფუძველზე. დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ დღეს სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობები სწორედ ამის გამოხატულებაა“, - ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომლშიც იქვე ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბაჰრეინიც.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - ვკითხულობთ ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ზე. 

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. 

დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი ღონისძიებების სრული სია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

ყველა სიახლე

ჭავჭავაძის გამზირი

16 ოქტომბერი 2019, 08:05

საქართველო

როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე 16 ოქტომბრიდან

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მაკენზი დერნი

16 ოქტომბერი 2019, 00:54

ტაბლოიდი

UFC-ის მებრძოლმა Instagram-ზე დაწერა რომ ორსულად იყო და 20 ათასი გამომწერი დაკარგა

სანამ მაკენზი დედა გახდებოდა, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სპორტში. მას შერეული საბრძოლო ხელოვნების ორთაბრძოლებში 7 მოგება აქვს, ასევე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ორგზის გამარჯვებულია.

საქართველოს ნაკრები

16 ოქტომბერი 2019, 00:42

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:2 დაამარცხა

7 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 8 ქულით ჯგუფის მე-4 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ქართველი ფეხბურთელები 15 ნოემბერს სტუმრად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

კრიპტოვალუტა

16 ოქტომბერი 2019, 00:41

ეკონომიკა

Telegram-ის კრიპტოვალუტის გამოშვება შესაძლოა ნახევარი ან 1 წლით გადაიდოს

მესენჯერ Telegram-ის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ნახევარი ან ერთი წლით გადადოს ბლოკჩეინ პლატფორმა TON-ით კრიპტოვალუტა Gram -ის გამოშვება. ამის მიზეზი კი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ დროებითი სასამართლო ყადაღა გახდა.

კილიან მბაპე

16 ოქტომბერი 2019, 00:09

სპორტი

მბაპემ წელიწადში 50 მილიონ ევროზე თქვა უარი

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა OKDIARIO ავრცელებს. მისი ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას 20 წლის ფრანგთან მოქმედი კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივება სურდა, მბაპემ კი შეთავაზება არ მიიღო, ვინაიდან მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს.

მობილური

16 ოქტომბერი 2019, 00:01

ტექნოლოგიები

Google-მა ახალი მობილურები Pixel 4 და Pixel 4 XL წარადგინა. გარჩევა

Pixel 4-ის დიაგონალი 14.5 სანტიმეტრამდეა, Pixel 4 XL-ის დიაგონალი კი 16 სანტიმეტრია. მობილური აღჭურვილია Snapdragon 855 პროცესორით, 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და ასევე შესაძლებელია 64 ან 128 გიგაბაიტინია მეხსიერების ბარათის დამატება.

იაროსლავ სუმბაევი

15 ოქტომბერი 2019, 23:50

ძალოვნები

საქართველო რუსეთს ძებნილ ჰაკერს მაინც გადასცემს

როგორც იუსტიციის სამინისტროში „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურეს, უწყებამ 28 წლის რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის ბრძანება გასცა. სუმბაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წელს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

სკაფანდრი NASA

15 ოქტომბერი 2019, 23:32

ტექნოლოგიები

NASA-მ მთვარესა და მარსზე ფრენისთვის ახალი სკაფანდრები წარადგინა

აშშ-ის​ აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) მთვარესა და მარსზე ფრენისთვის ახალი სკაფანდრები წარადგინა. დემონსტრაცია ვაშინგტონში, NASA-ს შტაბბინაში გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე

15 ოქტომბერი 2019, 23:08

ეკონომიკა

ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკში“ კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „პროგრეს ბანკში“ არსებულ საეჭვო გადარიცხვებზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, „ვინც ეს ბანკი ასე უცბად გააქრო“:

მაია ცქიტიშვილი

15 ოქტომბერი 2019, 22:24

ეკონომიკა

ცქიტიშვილი: კონსორციუმს წლის ბოლომდე ვუხანგრძლივებთ ვადას

ივნისში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა, დღეს კი შუალედური ვადა ამოიწურა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

სერიალი

15 ოქტომბერი 2019, 22:09

კულტურა

სერიალ „ზებუნებრივის“ ბოლო, მეთხუთმეტე სეზონი დაიწყო

მეთხუთმეტე სეზონში ირკვევა, რომ ძმები ვინჩესტერების ყველა უბედურების უკან ღმერთი იდგა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთობოდა და ძმებს უსიამოვნებებში ხვევდა. ღმერთმა თურმე დიდი ხანია "ზებუნებრივში" დატოვა სამოთხე და მონსტრებზე მონადირე ძმებზე, მწერალ ჩაკის სახელით წიგნებს გამოსცემდა.

მექსიკა

15 ოქტომბერი 2019, 21:39

მსოფლიო

მექსიკაში ნარკოკარტელმა 14 პოლიციელი მოკლა

შემთხვევის ადგილზე გაგზავნილმა უსაფრთხოების ძალებმა დაჭრილი და გარდაცვლილი პოლიციელები ნახეს, სამართალდამცველების მანქანები აფეთქებული იყო, ორი პოლიციელი კი აფეთქების შედეგად დამწვარი და გარდაცვლილი. ინფორმაცია ვრცელდება დაჭრილი პოლიციელების შესახებ.

15 ოქტომბერი 2019, 21:17

თემა

ჩემს შვილს ჩუტყვავილა აქვს. რომელი ანტისეპტიკური საშუალება გამოვიყენო?

ანტისეპტიკური საშუალების დანიშნულებაა ღია ჭრილობის გაღიზიანების ან ანთებითი პროცესის განვითარების შეფერხება. ეს შეიძლება იყოს ამა თუ იმ ოპერაციის ან დაზიანების შედეგი. ზოგიერთ ანტისეპტიკს ჰერმიციდული ეფექტი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მიკრობებს ანადგურებენ. მეორე მხრივ, არსებობს ანტისეპტიკური საშუალებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. შედარებით სუსტ ანტისეპტიკურ საშუალებად ითვლება იოდის 5%-იანი ხსნარი და ბრილიანტის მწვანე (ეგრეთ წოდებული ზელიონკა).

15 ოქტომბერი 2019, 21:10

ეკონომიკა

ცნობილია სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებზეც ევროპაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა

სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებზეც ევროპაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა - რა უნდა იცოდნენ ქართველმა ფერმერებმა. კვლევის მიხედვით, რომელსაც ორგანიზაცია PMCG აქვეყნებს, ყავა ლიდერობს. მისმა იმპორტმა 2013-2017 წლებში თითქმის 50 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დაჭრა

15 ოქტომბერი 2019, 21:07

ძალოვნები

ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით პოლიციამ დღეს კიდევ ერთი პირი დააკავა, ჯამში კი ამ საქმეზე სამი პირია დაკავებული. სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მოხდა. შუახნის კაცებს შორის შელაპარაკება 2 პირის დაჭრით დასრულდა.

თევზი მატლები

15 ოქტომბერი 2019, 21:03

საქართველო

მომხმარებლის მტკიცებით, მაღაზიაში შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინა

თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინეს. მაღაზიის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ პროდუქტი მათგან არ უყიდიათ, პროდუქტის რეალიზატორი კი ამტკიცებს, რომ ეს ნაწლავია, რომელიც სავარაუდოდ იმპორტიორს პროდუქტიდან არ გამოუცლია.

გრიგოლ ლილუაშვილი

15 ოქტომბერი 2019, 20:47

ძალოვნები

ლილუაშვილი: რუსული რბილი ძალა რამდენჯერმე გავანეიტრალეთ

კვირის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ პოსტს გრიგოლ ლილუაშვილი ოფიციალურად დაიკავებს. მანამდე ის მოვალეობის შემსრულებელია და დეპუტატებთან შესახვედრად ემზადება. გრიგოლ ლილუაშვილს საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ კი თავდაცვის კომიტეტში ხვალ მოუსმენენ.

კონსტანტინ ზატულინი

15 ოქტომბერი 2019, 20:23

მსოფლიო

აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანი თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში რუსი დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის ვიზიტს აპროტესტებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის გამო ბაქომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ ნოტაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის ვიზიტი ბაქოსთვის დაუშვებელია.

სონია ალი

15 ოქტომბერი 2019, 20:12

ტაბლოიდი

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს. გამოცემა The Sun-ის ცნობით, 24 წლის ბლოგერი სონია ალი ლონდონში დაიბადა, თუმცა ახლა დუბაიში ცხოვრობს. სონიას და მის 27 წლის დას ფიზას საერთო Instagram-ი აქვთ, რომელშიც ისინი კოსმეტიკური საშუალებებს განიხილავენ. დების ვიდეობლოგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ლუდოვიკ ორბანი

15 ოქტომბერი 2019, 20:01

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრად ოპოზიციონერი წარადგინა

მემარცხენე ცენტრისტი პრემიერმინისტრის ვიორიკა დენჩილეს მთავრობა ამ თვეში ჩამოიშალა მას შემდეგ რაც პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა. ორბანმა ახლა ისეთი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც პარლამენტის ნდობას დაიმსახურებს.