imedi /  26 მაისი 2019, 19:00 / სანდო წყარო

პრეზიდენტმა ნოდარ ნათაძე და გულნარა ჩაფიძე დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

​საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პროფესორები, ნოდარ ნათაძე და გულნარა ჩაფიძე დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

პრეზიდენტმა საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელიც მიხედვითაც ყოველი წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი დააჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან. 

საქართველოს პრეზიდენტმა მეცნიერების განვითარებასა და საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ნათაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გულნარა ჩაფიძეს თამარ მეფის ორდენი გადასცა ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

ნოდარ ნათაძემ და გულნარა ჩაფიძემ მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსა და მათი საქმიანობის დაფასებისათვის.

დაჯილდოების ცერემონიას საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ადამიანები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს გაძლიერების ეტაპზე ვიმყოფებით.

,,ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან ერთად, მინდა გავიხსენო ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა იმ დროს, როცა არ იყო შესაძლებელი არც დამოუკიდებლობის ხსენება, არც მისი აღნიშვნა. ჩვენ, ყველამ ერთად მივაღწიეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. დღეს კი, ამ დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს გაძლიერების ეტაპზე ვართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველა სიახლე

აქცია

21 ივნისი 2019, 01:06

საქართველო

იმედის ჟურალისტს პირდაპირი ჩართვის დროს აქციის რამდენიმე წევრი დაუპირისპირდა

იმედის ჟურალისტს ვარლამ წიკლაურს პირდაპირი ჩართვის დროს აქციის რამდენიმე წევრი დაუპირისპირდა და მისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა სცადეს. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, გადაღების პროცესში ოპერატორი კახა როინიშვილი წააქციეს, ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.

21 ივნისი 2019, 01:02

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: რუსთაველზე აქციაზე 38 სამართალდამცველი და 14 მოქალაქე დაშავდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. თბილისის სასწარფოს ინფორმაციით, აქციის 4 მონაწილეს საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს, ხოლო 10 მსუბუქად დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

21 ივნისი 2019, 01:00

ძალოვნები

შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები

„პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

21 ივნისი 2019, 00:47

საქართველო

თბილისში განვითარებულ მოვლენებზე მსოფლიო მედია წერს

თბილისის ცენტრში გამართულ აქციას მსოფლიო მედია სტატიებს უძღვნის. BBC წერს, რომ მასობრივი პროტესტი რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენას მოჰყვა. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი სერგეი გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

პარლამენტი

21 ივნისი 2019, 00:43

საქართველო

სპეცრაზმმა პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი მეორედ გამოიყენა. ფოტო

პარლამენტის შენობის წინ სპეცდანიშნულების რაზმმა ისევ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ისვრიან რეზინის ტყვიებსაც, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

პარლამენტი

21 ივნისი 2019, 00:33

საქართველო

რა ვითარება იყო პარლამენტთან ცრემლმდენი გაზის გაშვების შემდეგ. ვიდეო

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან სამართალმდაცველებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, არიან დაშავებული მოქალაქეები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. გარკვეულ მომენტში აქცია დაიშალა, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის წინ ხალხი ისევ გროვდება.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივნისი 2019, 00:32

საქართველო

ზურაბიშვილი: მიუღებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

21 ივნისი 2019, 00:08

საქართველო

ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარეებს მოუწოდებს, ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ საელჩოს განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ დღეს ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნიობს თავს. მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ და ყველა შემთხვევაში იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“.

აშშ-ის საელჩო თბილისში

21 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

21 ივნისი 2019, 00:00

საქართველო

პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. ფოტო და ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

ნინო ლომჯარია

20 ივნისი 2019, 23:56

საქართველო

ომბუდსმენი: საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს!“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აქცია

20 ივნისი 2019, 23:55

საქართველო

აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა. ვიდეო

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას მოქალაქეები ცდილობენ. ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა.

დავით ზურაბიშვილი

20 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი. „ასეთი საპროტესტო ტალღის გაბანძება თუ უნდა ვინმეს, ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს მოიფიქრებ“, - წერს ზურაბიშვილი.

მამუკა ბახტაძე

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბახტაძე: საქმე გვაქვს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან

ერი,რომელიც იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის, განსაკუთრებით მიუღებელი იყო ის, რაც დღეს მოხდა. ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები, თუმცა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკვე ძალადობა უწოდა.

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

20 ივნისი 2019, 23:49

საქართველო

თადუმაძე და მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 შერჩეულ კანდიდატს შორის არიან

ზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატიდან 50 კანდიდატი შეირჩა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ფარული კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობდა. პროცესში არ მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

20 ივნისი 2019, 23:47

საქართველო

რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები აქციას მართავენ

ისინი აპროტესტებენ ოკუპაციას, თბილისში რუსი დეპუტატების სტუმრობას, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას. ამბობენ იმასაც, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციას პოლიტიკური ძალები თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია.

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 23:40

საქართველო

საია: პარლამენტში შეჭრის მცდელობას და პოლიციელებისთვის ბოთლების სროლას არანაირი გამართლება არ აქვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ იყო ერთი მხარე, რომლებსაც გულწრფელი პროტესტი ჰქონდათ და რომლებიც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ, თუმცა იყო მეორე მხარეც , კერძოდ კი პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 23:30

საქართველო

პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. ვიდეო

პარლამენტის წინ სიტუაცია ისევ დაიძაბა, აქციის მონაწილეები ქვებს და ბოთლებს ისვრიან. ისინი პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა ცოტა ხნის წინაც სცადეს, თუმცა მაშინ სამართალდამცველების დახმარებით სიტუაცია განიმუხტა.

ჰუბერტ ქნირში

20 ივნისი 2019, 23:28

საქართველო

საქართველოში გერმანიის ელჩი პარლამენტში მივიდა

პარლამენტში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეეცდება, ვითარებაში გაერკვეს.“მთავარია, მშვიდობა და მშვიდობიანად მოგვარდეს ვითარება“,- აღნიშნა ელჩმა. მანამდე მან განცხადება გაავრცელა და ყველა მონაწილეს მოუწოდა დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას.