imedi /  27 მაისი 2019, 10:13 / სანდო წყარო

„ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელებისადმი შეთავაზების დეტალებს ავრცელებს

26 მაისს  „ჯორჯიან მანგანეზის“  ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაც კომპანიის მხრიდან მაღაროელებისთვის შეთავაზებული იყო შემდეგი წინადადებები:

1. 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25%-იანი, ეტაპობრივი ზრდა, უფრო კონკრეტულად: 2019 წლის 1-ელი ივლისიდან - 15%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის 1-ელი ივლისიდან - 10%-იანი ზრდა;

2. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც: წლის 1-ელი ივლისიდან - ხელფასის 10 %-იანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე; ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა;

სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე. 

3. კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლება, რაც დასაქმებული თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა გახდება;

4. სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და დასაქმებული პირების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

5. ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვა; 

6.  3 თვის ვადაში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაწარმოები მანგანუმის მადნის გადასაზიდი სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფა;

7. ჭიათურაში, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე პარკისა და ატრაქციონების პარკის მშენებლობის დაფინანსება-კეთილმოწყობაში მონაწილეობა;

8. ჭიათურის მერიისთვის დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენა და გადაცემა;

9. კარიერების შესასვლელებში საკარიერო მანქანების გარეცხვის უზრუნველსაყოფად სპეციალური სამრეცხაოების მოწყობა;

10. ზემოაღნიშნული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება დასაქმებულების მიერ შეთავაზებული პროფკავშირების მიერ. 

„ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებებს დასაქმებულები არ დათანხმდნენ.  „კომპანია მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან გაკეთებული შეთავაზებები რაციონალურია და იმედოვნებს, რომ,  სწორად გაანალიზების შემთხვევაში, გაფიცული მაღაროელები საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ“, - წერია კომპანიის განცხადებაში.

ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

პროტესტის მეცხრე დღეს ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ. 40-მდე მეშახტემ გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა.

24 მაისს მაღაროელებს ჭიათურის მერმა იურიდიული დახმარება შესთავაზა. გაფიცულების ინფორმაციით, ახლად არჩეული მერის გადაწყვეტილებით, მათ იურისტი ეყოლებათ, რომელიც მიმდინარე პროცესებში კონსულტაციას გაუწევთ და დაეხმარებათ. საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველიც. 

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

16 ოქტომბერი 2019, 22:59

მსოფლიო

ტრამპი: ქურთები ანგელოზები არ არიან

სირიაში თურქეთის შეჭრა ჩვენი პრობლემა არაა, ქურთები კი ანგელოზები არ არიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიელ კოლეგა სერჯიო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პორნოგრაფია

16 ოქტომბერი 2019, 22:58

მსოფლიო

ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 38 ქვეყანაში 300-ზე მეტი პირი დააკავეს

ვებგვერდზე ბავშვთა პორნოგრაფიის 200 000-ზე მეტი ვიდეო იყო განთავსებული, რომელიც ჯამში მილიონზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. ვებგვერდი გასულ წელს დიდი ბრიტანეთის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს და დახურეს, თუმცა დღეს გაცხადდა, რომ გამოძიების შედეგად 337 დამნაშავე გამოავლინეს.

ბენქსი

16 ოქტომბერი 2019, 22:30

კულტურა

ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის

ანონიმი მხატვარი ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა. „მაღაზიაში Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი) ხელოვნების ნიმუშები, საყოფაცხოვრებო ნივთები და გაცრუებული იმედები იყიდება“, - წერს ბენქსი და რამდენიმე ნივთის ფოტოებს აქვეყნებს.

ერდოღანი

16 ოქტომბერი 2019, 22:26

მსოფლიო

პომპეო და პენსი ერდოღანს თურქეთში მაინც შეხვდებიან

ერდოღანმა მანამდე Sky New-ს განუცხადა, რომ ის აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდოდა თურქეთში, სხვა შემთხვევაში კი დელეგაციის წარმომადგენლებს თურქეთში შესაბამისი რანგის პოლიტიკოსები უმასპინძლებდნენ. აშშ-ის დელეგაცია უკვე თურქეთშია.

ლევან ძნელაძე

16 ოქტომბერი 2019, 22:05

ძალოვნები

ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიან გარჩევის მონაწილე ლევან ძნელაძეს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს, ლევან ძნელაძეს ბრალი ოფიციალურად ღუდუშაურის კლინიკაში წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 17 ოქტომბერს აღმკვეთი ღონისძიებაზე განხილვა კვლავ ამავე კლინიკაში ჩატარდება.

ანტარქტიდა

16 ოქტომბერი 2019, 21:53

მსოფლიო

წარსულში ბირთვული ტესტების გამო ანტარქტიდის ყინული რადიოაქტიურ ქლორს ასხივებს

მეცნიერებმა განსაზღვრეს რადიოაქტიური ნივთიერება ქლორი 36-ის კონცენტრაცია ორივე ტერიტორიაზე და აღმოჩნდა, რომ პირველ (რუსეთის სადგურის) ლოკაციაზე ამ ნივთიერების შემადგენლობა მაღალია, ამასთან, 2008 წელს კი კონცენტრაციის დონე მოსალოდნელს 10-ჯერ აღემატებოდა.

თურქეთი

16 ოქტომბერი 2019, 21:44

მსოფლიო

ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანი დააკავეს

სამხედრო ოპერაცია „მშვიბოდის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანია დაკავებული. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დაკავებულებს სოციალურ ქსელებში „ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ. ამასთან ერთად, გამოძიება მიმდინარეობს პროქურთული „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წინააღმდეგაც.

დავით დვალი ჯარჯი აქიმიძე

16 ოქტომბერი 2019, 21:19

ძალოვნები

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე ადვოკატი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ავრცელებს.

16 ოქტომბერი 2019, 21:03

მსოფლიო

ჩინეთის სასამართლოები ქალებს მოძალადე ქმრებთან განქორწინებაზეც კი უარს ეუბნებიან

ჩინეთში მოძალადე ქმართან განქორწინება სულ უფრო მეტად ხდება ოჯახის დანგრევისთვის არასაკმარისი მიზეზი. კვლევის თანახმად, რომელიც 2013 წელს ჩინეთის ქალთა ფედერაციამ ჩაატარა, ყოველი მეოთხე ჩინელი ქალი განიცდიდა ოჯახში ძალადობას.

ჯეიმს აპატურაი

16 ოქტომბერი 2019, 20:46

საქართველო

აპატურაი: წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე საქართველოა

ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საქართველო არის დისკუსიის ცენტრში. წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ეს საქართველოა, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

შიმშილი

16 ოქტომბერი 2019, 20:34

ეკონომიკა

გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველო 39-ე ადგილზეა

შედეგების მიხედვით, საქართველოს რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელი თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. საქართველოს შემთხვევაში მაჩვენებლები ასეთია: მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება - 7.9%; 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები - 4.3%; ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები - 10.5%; 5 წლამდე სიკვდილიანობა - 1.1.%

მაჰენდრაპარვატა

16 ოქტომბერი 2019, 20:18

მსოფლიო

კამბოჯაში არქეოლოგებმა ქხმერების იმპერიის დროინდელი ქალაქი აღმოაჩინეს

სპეციალური ლაზერული სკანირების საშუალებით მკვლევარებმა ზუსტად დაადგინეს ნანგრევების ადგილმდებარეობა. მეცნიერებმა შექმნეს ქალაქის რუკა, რომელიც ქხმერების იმპერიის ცენტრს წარმოადგენდა. ნანგრევები მე-9 საუკუნით არის დათარიღებული.

სირია

16 ოქტომბერი 2019, 20:04

მსოფლიო

„მაესტროს“ ვიდეოკადრები თურქეთ-სირიის საზღვრიდან

"მაესტროს" გადამღები ჯგუფი თურქეთის ქალაქ აქჩაკალეში იმყოფება, რომელიც ერთ-ერთი ყველზე ახლო ქალაქია თურქეთ-სირისიის საზღვართან. დღეს თურქეთის მიერ სირიაში სახმედრო ოპერაციის დაწყებიდან მერვე დღე იწურება და ოფიციალური ანკარა პოზიციების შეცვლას ჯერჯერობით არ აპირებს.

დაკავება

16 ოქტომბერი 2019, 19:46

მსოფლიო

სევეროდვინსკის სარაკეტო პოლიგონთან აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი დააკავეს

რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია РЕН ТВ ავრცელებს. მისი ცნობით, ქალაქ სევეროდვინსკში უცხოელები მხოლოდ სპეციალური საშვების საფუძველზე დაიშვებიან.

ავარია

16 ოქტომბერი 2019, 19:43

ძალოვნები

თბილისი-რუსთავის გზაზე მოტოციკლისტი დაიღუპა. ვიდეო

მძღოლი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტარზანი

16 ოქტომბერი 2019, 19:33

კულტურა

ფლორიდაში „ტარზანის“ ცოლი სახლში მოკლული იპოვეს

1960-იან წლებში გადაღებული სატელევიზიო სერიალის "ტარზანის" მთავარი როლის შემსრულებლის რონ ელის მეუღლე, 81 წლის ვალერი ლანდინი სანტა-ბარბარაში (ფლორიდა) საკუთარ სახშლი მოკლული იპოვეს. ვალერი და რონი 35 წელი იყვნენ დაქორწინებულები და სამი შვილი ჰყავთ.

ლიეტუვა რუსეთი

16 ოქტომბერი 2019, 19:02

მსოფლიო

მედია: ლიეტუვა და რუსეთი ჯაშუშებს გაცვლიან

სააგენტო BNS-ის წყაროების ცნობით, ვილნიუსი მოსკოვს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომელს ნიკოლაი ფილიპჩენკოს, რუსეთი კი ლიეტუვას 2016 წელს დაკავებულ ევგენი მატაიტისს და არისტიდას ტამოშაიტისს გადასცემს.

რუსეთიდან ფრენები

16 ოქტომბერი 2019, 18:53

ეკონომიკა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანიას ქუთაისისკენ ფრენის ნებართვა მისცა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების შესრულების ნებართვა მისცა. დოკუმენტი „როსავიაციის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა როგორც სააგენტო TASS-ს განუცხადეს კომპანიაში ნებართვა თავისთავად არ გულისხმობს ფრენების განხორციელების შესაძლებლობას.

სირიის ჯარი

16 ოქტომბერი 2019, 18:42

მსოფლიო

სირიული ჯარი თურქეთის საზღვართან ქალაქ კობანიში შევიდა

სირიული ჯარი თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი al-Mayadeen TV ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სირიელმა სამხედროებმა როგორც კობანი, ასევე მისი შემოგარენი დაიკავეს. მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სირიული ტანკები ქალაქ რაქაში შედიან.

ჭკვიანი კრიალოსანი

16 ოქტომბერი 2019, 18:35

ტექნოლოგიები

ვატიკანმა ელექტრონული კრიალოსანი და ჭკვიანი ჯვარი წარადგინა

კრიალოსნის ჩასართავად მისმა მფლობელმა პირჯვარი უნდა გადაიწეროს. სამაჯური შავი აგატის და ჰემატიტის 10 მძივისგან შედგება. ჯვარში კი სპეციალური ჩიპია მოთავსებული, რომელიც მომხმარებლის მონაცემებს აგროვებს. ჭკვიანი კრიალოსნის ყიდვა მსურველებს 99 ევრო შეუძლიათ.