Imedi /  27 მაისი 2019, 12:08 / სანდო წყარო

ეკა ბესელიამ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნა

გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე

გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე

საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ ახალი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. ბრიფინგი ეკა ბესელია მმართველი გუნდიდან წასულ თანამოაზრეებთან, ზვიად კვაჭანტირაძესთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად გამართა. 

პარტია, რომლის სახელწოდებაც „სამართლიანობისთვის“ იქნება, 20 ივნისს დაფუძნდება. 

ბესელიას განცხადებით, სამართლიანობა არის ის იდეა, რომლის გარშემოც ახალ ეტაპს იწყებენ. 

„სამართლიანობა იყო ის იდეა და ის მამოძრავებელი ძალა, რომლის გამოც თავის დროზე პირადად მეც და არაერთმა ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება პოლიტიკაში წასვლის. ეს არის იდეა, რომელმაც შეგვაძლებინა, ბევრ თანამოაზრესთან ერთად გაგვევლო ურთულესი 2004-2012 წლები. ეს იდეა დღესაც დასაცავი და მისაღწევია. ეს არის ის იდეა, რომელმაც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების გზები გაყო „ქართულ ოცნებასთან“, - თქვა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით ახალი პოლიტიკური გაერთიანება ხელისუფლებას შეცვლის. 

პოლიტიკოსმა არ დააკონკრეტა, ვინ იქნებიან მისი პარტიის წევრები.

„ჩვენ ვიქნებით ბევრნი, ნახავთ, როდესაც 20 ივნისს ჩატარდება დამფუძნებელი ყრილობა. ჩვენთან ერთად იქნებიან ადამიანები, რომლებსაც იცნობთ და ასევე იქნებიან ადამიანები, რომლებიც არასდროს ყოფილან პოლიტიკაში, თუმცა წარმატებულები არიან. მათ შორის ხელს ვუწვდით იმ ადამიანებს ოცნებაში, რომლებიც ამ ღირებულებებს პატივს სცემენ“.

რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერ, ბიძინა ივანიშვილზე დასმულ შეკითხვას, ბესელიას თქმით, ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას ყველა იმ საკითხზე, რომელსაც უსამართლოდ მიიჩნევენ. 

„არ ვეხებით პიროვნებებს, ვეხებით საქმეს, პრობლემას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, იქნება ეს ბიძინა ივანიშვილი, თუ სხვა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დატოვა, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მმართველ პარტიას დაუპირისპირდა.

ყველა სიახლე

მფრინავი ტაქსი

20 ივნისი 2019, 08:45

ტექნოლოგიები

პარიზის ავიასალონზე საჰაერო ტაქსების პროტოტიპები წარადგინეს

პარიზის გარეუბან ლა-ბურჟეში, 53-ე საერთაშორისო ავიასალონზე მომავალი აეროტაქსების პროტოტიპები წარადგინეს. მათ შორის იყო ევროპული გინანტი Airbus-ის შექმნილი მოდელი „ვაანა“, რომელიც ერთ მგზავრზე ან მცირე ზომის ტვირთის გადაზიდვაზეა გათვლილი.

მეუფე კალისტრატე

20 ივნისი 2019, 08:34

საქართველო

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე, რამდენიმე საათის წინ კლინიკაში გარდაიცვალა. მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 10 დღის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა. 1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.

იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი

20 ივნისი 2019, 08:12

საქართველო

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდება, ასევე დაგეგმილია საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები. იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას.

გამოცდები

20 ივნისი 2019, 07:58

საქართველო

20 ივნისიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს. პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა.შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - "დაბეჭდეთ ბარათი".

20 ივნისი 2019, 01:20

ტექნოლოგიები

ავტომწარმოებელმა Citroën-მა 100 წლის იუბილე იზეიმა

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Citroën-მა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარიზში ღია ცის ქვეშ გამოფენა მოაწყო. Citroën-მა პირველი ავტომობილი 1919-1920 წლებში ააწყო. ყველაზე პოპულარული 2CV მოდელია. კომპანიამ ამ ტიპის 5 მილიონი ავტომობილი გაყიდა.

20 ივნისი 2019, 00:44

ძალოვნები

მეტროში ახალგაზრდებზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

„რუსთაველის“ მეტროში რამდენიმე ადამიანი ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. „საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, - ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

კატა

20 ივნისი 2019, 00:35

ტექნოლოგიები

რა უნდა იცოდეთ კატის სტერილიზაციის შესახებ. გზამკვლევი

კატების კასტრაციაზე ბევრი მითი არსებობს. სწორედ ამის გამო შინაური ცხოველების პატრონები ოპერაციისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ სტერილიზაციის შემდეგ კატა სუქდება, პასიური ხდება და შარდკენჭოვანი დაავადებების რისკი მატულობს. შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრებები სიმართლეს?

გიორგი მარგველაშვილი

20 ივნისი 2019, 00:32

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი: 40 წელი ლევან ვასაძეს არავინ დაუჩაგრავს

„პრაიდზე ჩემი მისვლა ტყუილი იქნებოდა, რადგან არ ვარ ამ ორიენტაციის ადამიანი. ამიტომ, მე დავდგებოდი იმ პოლიციელის გვერდით, რომელიც პრაიდს იცავს და იქ დავინახავდი საქართველოს, ქრისტიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ემილიანო სალა

20 ივნისი 2019, 00:22

მსოფლიო

ავიაკატასტროფისას დაღუპული ემილიანო სალას საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

ინგლისში, დორსეტის საგრაფოს პოლიციამ, რომელიც ავიაკატასტროფისას დაღუპული 28 წლის ფეხბურთელის ემილიანო სალას საქმეს იძიებს ეჭვმიტანილი დააკავა. პოლიციის ცნობით, ეს არის ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც ფეხბურთელის გაუფრთხილებლობით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

20 ივნისი 2019, 00:06

მსოფლიო

ნორვეგიის კუნძულზე დროის გაუქმებას ითხოვენ

ზაფხულის დღეების გახანგრძლივების მიზნით ჩრდილოეთ ნორვეგიის კუნძულზე Sommarøy, რომელიც ზაფხულის კუნძულს ნიშნავს, დროის გაუქმებას ითხოვენ. ადგილობრივებს ხანგრძლივი პოლარული ღამის პირობებში ნოემბრიდან იანვრამდე უწევთ ცხოვრება. მაისიდან ივლისამდე კი მზე არ ჩადის.

ბეტმენი

19 ივნისი 2019, 23:48

კულტურა

ამერიკელმა მაყურებელმა საუკეთესო ბეტმენი დაასახელა

ამერიკელმა მაყურებელმა გამოხატა პოზიცია, თუ რომელი მსახიობი შეასრულებს უკეთ ბეტმენი როლს. ინფორმაციას გამოცემა The Hollywood Reporter-ი კომპანია Morning Consult-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯგუფი Kiss

19 ივნისი 2019, 23:31

კულტურა

YouTube-მა და Universal-მა ათასიდან ასი საკულტო ვიდეორგოლის ხარისხი უკვე განაახლა

პროექტის ფარგლებში დაახლოებით 100 ვიდეორგოლი უკვე განახლებულია. დანარჩენს 2020 წლის ბოლომდე აღადგენენ. YouTube-ში აღნიშნავენ, რომ განახლებული ვიდეორგოლები ყოველ კვირას გამოქვეყნდება. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ განახლებული ვიდეორგოლს:

თბილისის საქალაქო სასამართლო

19 ივნისი 2019, 23:07

ძალოვნები

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდების მოწმეები დაკითხეს

აუდიომასალა, რომელშიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, ასევე ბრალდებულთა და ერთ-ერთი მოწმის ხმები ავთენტიკურია. ეს ექსპერტ-კრიმინალისტის დასკვნაა. ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მოწმეები გამოიკითხნენ

19 ივნისი 2019, 23:04

საქართველო

„თბილისი პრაიდის“ ღონისძიებების კვირეული დაიწყო. ვიდეო

ღონისძიების ორგანიზატორებმა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დაწყების შესახებ Facebook-ზე ვიდეო განათავსეს. მათი თქმით, „კავკასიური მეტამორფოზა“ წარმატებით და ექსცესების გარეშე დასრულდა. „არსებული რისკების მიუხედავად, ღონისძიებას ასზე მეტი ადამიანი დაესწრო“.

19 ივნისი 2019, 23:00

საქართველო

BASSIANI: არ დადგეთ ძალადობის მხარეს

კლუბი ბასიანი „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს თემი დღემდე ვერ სარგებლობს კონსტიტუციით მინიჭებული შეკრების და მანიფესტაციის უფლებით. „საზოგადოებაში არსებული მანკიერებებისა და სოციალური უთანასწორობის დასაძლევად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“.

19 ივნისი 2019, 22:45

კულტურა

გიორგი კიკალიშვილი ქართულ ფეხბურთზე ფილმს იღებს

„ზაფხულის პირველი დღე“- ეს ახალი ქართული ფილმის სახელწოდებაა, რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს. რეჟისორ გიორგი კიკალიშვილის კინოსურათი ქართულ ფეხბურთზეა და ერთი ბიჭის ისტორიას გვიამბობს.

19 ივნისი 2019, 22:22

სპორტი

სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში ზედიზედ ცხრა გამარჯვების შემდეგ, სანდრო ბაზაძემ ნახევარფინალში 11-15 წააგო რუსს კამილ იბრაგიმოვთან და მესამე ადგილი დაიკავა.

ზაქარია ქუცნაშვილი

19 ივნისი 2019, 22:19

საქართველო

ქუცნაშვილმა გავრილოვის ვიზიტის გამო აჟიოტაჟი ოპოზიციას „დიპლომატიურ ქაჯობად“ ჩაუთვალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის გამო ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას „დიპლომატიურ ქაჯობად“ აფასებს. მმართველ გუნდს გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის გამო ოპოზიცია აკრიტიკებს

19 ივნისი 2019, 21:55

ეკონომიკა

საქართველოში საპენსიო სქემა 6 თვეში დასაქმებულების 11%-მა დატოვა

საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ საპენსიო სააგენტო პროცესს დადებითად აფასებს. სქემაში ამ დროისთვის 253 ათასი კომპანია და 818 ათასი მოქალაქეა ჩართული. აკუმულირებული თანხა კი 247 მილიონი ლარია. სქემა ამ დროისთვის დასაქმებულთა 11%-მა დატოვა.

19 ივნისი 2019, 21:55

საქართველო

„ქართული მარში“ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს სიურპრიზს დაჰპირდა

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეებს, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან, ვერის ბაღში „ქათული მარშის“ წევრები შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს თანადგომა გამოუცხადეს. მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ არც ცერთ ქართველს არ აქვს უფლება ამ დროს განზე გადგეს.