imedi /  27 მაისი 2019, 14:06 / სანდო წყარო

როგორ გამოიყურება თბილისში რეაბილიტირებული და გამწვანებული სკვერები. ფოტო

სკვერები

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში რეაბილიტირებული სკვერების ფოტოებს აქვეყნებს. თბილისის მერიის ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის თესვა დაიწყო. ამ დრომდე თბილისის მასშტაბით ბალახი დაითესა 25 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჯამში კი ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის დათესვა 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი.

ამ დრომდე, რულონური ბალახი დაიგო 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. მათ შორის, ხეთაგუროვის სკვერში, წყნეთის გზატკეცილზე, ვაკის სასაფლაოს მიმდებარედ, კოსტავა-შარტავას ქუჩების მიმდებარედ არსებულ თარგებში და 9 აპრილის ბაღში.

მერიის ცნობით, დედაქალაქში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალი და ჯანსაღი ხე-მცენარეების დარგვა დაიწყო. დაირგო იტალიური ფიჭვები და უნაყოფო თუთა. გარდა ამისა, გმირთა მოედანზე, ესტაკადასთან არსებულ დეკორატიულ ქოთნებში სურო დაირგო. ამ ეტაპისთვის 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება გზაგამყოფი კუნძულების დემონტაჟი და მათი გამწვანებით ჩანაცვლება.

მერისი ინფორმაციით, დაიწყო და მიმდინარეობს გამწვანებულ თარგებში სარწყავი სისტემის დამონტაჟება. მათ შორის, ხეთაგუროვის სკვერში, სააკაძის მოედანზე მდებარე თარგში, აგლაძის ქუჩისა და მარცხენა სანაპიროს კვეთაზე არსებულ თარგში, დუმბაძის ქუჩაზე, ბაგებში წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე თარგში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ თარგში.

რაც შეეხება სკვერების რეაბილიტაციას, მერიის ცნობით, დასრულდა გოძიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. კეთილმოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 2,5 მილიონ ლარამდე შეადგინა; მიმდინარეობს გლდანის პარკის რეაბილიტაცია; რეაბილიტაცია უტარდება მრგვალ ბაღს; დაიწყო ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაობი. პარკის ტერიტორია 71313 კვადრატულ მეტრს შეადგენს; მიმდინარეობს წყნეთის ფერდის აღდგენა; ხორციელდება კუს ტბის ფერდობის აღდგენის სამუშაოები, სადაც ჯამში 7600 მწვანე ნარგავი დაირგვება.

ასევე თბილისის მერიის ინფორმაცით, დაიწყო კახეთის გზატკეცილის ორივე შუა გამყოფი ზოლისა და აეროპორტის მიმდებარედ, ,,ადამიანისა და მზის'' მონუმენტთან არსებული თარგების მოწყობა; გამწვანების ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავის შესყიდვა (ჯამში 9000-მდე ხე და 2636 ბუჩქი).

ფიტოსანიტარული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს წამლობა და ახალი მეთოდის დანერგვა, მავნებლის მართვის გეგმის შემუშავება, რომლის გამოყენება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. მერიის ცნობით, 2019 წლის ბოლომდე სულ 120 000 ხის წამლობაა გათვალისწინებული. ამ ეტაპისთვის შეთანხმებულია 350 დენდროგოლიური პროექტი, რაც ნიშნავს 350 ახალი მწვანე სივრცის გაჩენას ქალაქში.

 

 

 

ყველა სიახლე

იაპონია სტიქია

19 ივნისი 2019, 14:44

მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა. იაპონიაში 2011 წლის მარტში მომხდარმა 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ მაშინ ყველაზე დამანგრეველი ცუნამი გამოიწვია. მაშინ დაახლოებით 20 ათასი ადამიანი დაიღუპა მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად. 100 000-ზე მეტი კი ევაკუირებული იყო.

19 ივნისი 2019, 14:43

ტაბლოიდი

დიდმა თეთრმა ზვიგენმა მეთევზეებს სატყუარა შეუჭამა. ვიდეო

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეთევზეები გემზე იმყოფებოდნენ. როგორც კი ზვიგენი გამოჩნდა ერთ-ერთმა მათგანმა ვიდეო გადაიღო და Facebook-ზე გამოაქვეყნა. გემის კაპიტანი ჯეფ ქრილი აცხადებს, რომ ზვიგენზე ბევრჯერ უთევზავია, თუმცა მსგავსი რამ არასდროს უნახავს. მისი თქმით, მათ ზვიგენის დაჭერა ვერ შეძლეს.

კონკურსი

19 ივნისი 2019, 14:42

კულტურა

ინგლისში შიშველ სხეულზე მოხატვის ყოველწლიური კონკურსი გაიმართა. ფოტო

ინგლისში ყოველწლიური კონკურსი Canvas for Creativity გაიმართა, სადაც კონკურსის მონაწილეებმა მოდელების შიშველი სხეული მოხატვის შემდეგ ხელოვნების ნიმუშებად აქციეს. კონკურსის მონაწილეებისთვის ინსპირაციის ძირითადი წყარო ველური ბუნება იყო. კონკურსში ბოდიარტის გამორჩეული ნიმუშებიც იქცევდნენ ყურადღებას.

ლი კა შინგი

19 ივნისი 2019, 14:34

მსოფლიო

ჰონგკონგელი მილიარდერი ჩინელი სტუდენტების სწავლისთვის $14 მილიონს გაიღებს

კერძოდ, ამ თანხით, შანტუს უნივერსიტეტში 2019 წელს ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასური მომდევნო 5 წლის განმავლობაში სრულად დაიფარება. ფილანტროპი უკვე 90 წლისაა და ის განათლების სფეროში ინვესტირებითაა გამორჩეული.

ჯამალ ჰაშაღი

19 ივნისი 2019, 14:34

მსოფლიო

გაეროს სპეცმომხსენებელი: ჰაშაღის საქმესთან საუდელი ოფიციალური პირების კავშირი დადასტურდა

გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანიეს კალამარის განცხადებით, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობასთან საუდის არაბეთის ოფიციალური პირების კავშირი დაადასტურა. ამის შესახებ მის მიერ მომზადებულ დასკვნაშია ნათქვამი, რომელსაც ის 26 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 წევრ ქვეყანას, მათ შორის საუდის არაბეთს წარუდგენს.

19 ივნისი 2019, 14:32

ტექნოლოგიები

მეცნიერები ახალ ეკოლოგიურ კატასტროფას წინასწარმეტყველებენ

ექსპერტებმა წყალსა და ატმოსფეროში კვლევა ველინგტონში ჩაატარეს. ამასთან, მკვლევრები ვერ ხსნიან, რატომ იზრდება მეთანის დონე. თუმცა ბევრი კვლევის თანახმად, ახალ გლობალურ კატასტროფაში წვლილი ცხოველების ფერმის მფლობელებს შეაქვთ.

საქართველო

19 ივნისი 2019, 14:09

საქართველო

ომბუდსმენი: საქართველოში 1382 ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში 1 382 ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილიც რუსეთიდან, ერაყიდან, უკრაინიდან და სირიიდან არიან.

ნავთობსადენის მშენებლობა

19 ივნისი 2019, 14:07

ეკონომიკა

კანადა $5,5 მილიარდიან ნავთობსადენს ააშენებს

კანადის მთავრობამ ნავთობსადენ Trans Mountain-ის გაფართოების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განუცხადა. მისივე თქმით, მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.

დონალდ და მელანია ტრამპები

19 ივნისი 2019, 13:59

ტაბლოიდი

რა ეცვათ მელანია და ივანკა ტრამპებს დონალდის საპრეზიდენტო კამპანიის წარდგენისას. ფოტოები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანია ოფიციალურად დაიწყო. თუმცა, პოლიტიკისა და ოფიციოზის გარდა მედიის ყურადღება პირველი ლედის მელანია ტრამპისა და თეთრი სახლის ლიდერის ივანკას ჩაცმულობამ მიიპყრო

სერიალი

19 ივნისი 2019, 13:45

მსოფლიო

GOT-ის მსახიობმა მისი გმირის ორსულობის შესახებ დეტალები გაამხილა

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობმა ლენა ჰიდიმ, რომელის სერიალში სერსეი ლანისტერის როლს თამაშობს, მიუნხენში, ComicCon-ის ფესტივალზე გამოსვლისას მსმენელს მისი პერსონაჟის ორსულობასთან დაკავშირებით გადაღებული ერთი სცენის შესახებ უამბო, რომელიც შემდეგ სერიალში აღარ ჩასვეს.

19 ივნისი 2019, 13:45

ტექნოლოგიები

Pokémon Go-ს შემქმნელები მობილურისთვის ჰარი პოტერის თამაშს გამოუშვებენ. ვიდეო

ცნობილი თამაშის - Pokémon Go-ს შემქმნელები ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის ახალ თამაშს - Harry Potter Wizards Unite-ს გამოუშვებენ, რომელიც გაფართოებულ რეალობაზე იქნება დაფუძნებული.

ლევან ვასაძე

19 ივნისი 2019, 13:26

საქართველო

ადვოკატი: გამოძიებას აინტერესებს, სად მდებარეობს კომბლების საწყობი და ვინ არის მომწოდებელი

„თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მორალის, უსაფრთხოების, წესრიგის დაცვას, მაშინ ქართველი ხალხი თავად დაიცავს ამ წესრიგს. სახელმწიფოს ძალაუფლების წყარო არის ხალხი, ასევე, სამართლის წყარო. ქართველი ხალხის ნება თუ არ იქნება, მას შეუძლია, არა მხოლოდ თვითორგანიზება, არამედ აჯანყებაც კი განახორციელოს“, - განაცხადა ცინცქალაძემ.

Adidas

19 ივნისი 2019, 13:24

ეკონომიკა

ევროსასამართლომ Adidas-ს სამზოლიან სავაჭრო ნიშანზე ექსკლუზივი ჩამოართვა

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპორტული საქონლის გერმანული მწარმოებელი Adidas-ის სამი პარალელური ზოლისგან შემდგარი სავაჭრო ნიშანი ძალადაკარგულად ითვლება. ამგვარად, სასამართლომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) 2016 წლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც Adidas-ს სავაჭრო ნიშანი ჩამოერთვა.

19 ივნისი 2019, 13:21

მსოფლიო

ნიუ-იორკში მცხოვრები არალეგალები მართვის მოწმობის აღებას შეძლებენ

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებ არალეგალ მიგრანტებს მართვის მოწმობის აღების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

ტყვიის შემცველობა

19 ივნისი 2019, 13:15

ტექნოლოგიები

ამერიკელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტული მეთოდით ნიადაგიდან მძიმე მეტალები გამორეცხეს

მსოფლიოს ბევრ წერტილში ჰაერი, მიწა და წყალი მძიმე მეტალებით არის დაბინძურებული, მათ შორის ტყვიით, კადმიუმით, ვერცხლისწყლით, თუ სხვა ტოქსიკური მძიმე მეტალით. სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) ექსპერიმენტული პროცესით ნიადაგიდან მძიმე მეტალების გამორეცხვა მოახერხეს.

19 ივნისი 2019, 12:59

მსოფლიო

19 ივნისს აშშ-ში მონობის დასრულებას აღნიშნავენ

"ეს ყველაფერი მონების გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტ ლინკოლნის პროკლამაციიდან ორი წლის შემდეგ მოხდა, ვინაიდან ტეხასის მსგავს განაპირა შტატებზე ამან ნაკლებად იმოქმედა და მონები თავისუფლებას მხოლოდ გაქცევით აღწევდნენ. საბოლოოდ ტეხასში ჩრდილოელთა არმიის ჩასვლით ამერიკის უკანასკნელი მონები გათავისუფლდნენ",- წერს საელჩო.

მამის დღე

19 ივნისი 2019, 12:50

მსოფლიო

რომელ ქვეყნებში აღინიშნება მამის დღე და საიდან მოდის ამ დღის ისტორია

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მამის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა თარიღია. კანადაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მამის დღე ყოველი ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება. ამავე დღეს აღნიშნავენ მამის დღეს კატარში, არგენტინაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ინდოეთში, ირლანდიაში, მექსიკაში, პაკისტანში, სინგაპურსა და ვენესუელაში.

ნიკოლას მადურო

19 ივნისი 2019, 12:35

მსოფლიო

მადურო: ჩემი მკვლელობის მცდელობაზე 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, მისი მკვლელობის მცდელობაზე 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხს განუცხადა.

19 ივნისი 2019, 12:18

საქართველო

ქუთაისში თეთრი ხიდი დააზიანეს

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე აცხადებს, რომ ადგილზე არსებულ მდგომარეობას უკვე გაეცნენ და ჩანს, რომ მინა მძიმე საგნით არის დაზიანებული. მისივე თქმით, პოლიციას მასალები უკვე გადაეგზავნა.

თბილისის მერია

19 ივნისი 2019, 12:00

საქართველო

20 ივნისიდან გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერემდე გზის საფარი შეიცვლება

20 ივნისიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნას მიმდებარე ტერიტორიაზე, გალაქტიონის ხიდიდან ლაგუნა-ვერეს არსებულ პანდუსამდე გზის საფარის მოსაწესრიგებლად სამუშაოები დაიწყება, რომელიც 10 დღე გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.