imedi /  27 მაისი 2019, 14:17 / სანდო წყარო

ჭიათურაში გაფიცულები ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

ჭიათურაში გაფიცულები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისგან, ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ამის მიზეზი გვარამიას განცხადება გახდა, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"მითხარით ახლა, ეს პარადოქსია, თუ ეროვნული უბედურება: სამი დღის წინ, არჩევნებში, ჭიათურის 65%-მა ხმა მისცა ქოცებს და დღეს, იმავე ჭიათურაში ყველაფერი გაჩერებულია. მოსახლეობა (ის 65%) მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფიცვაა. და ჩვენ რატომ უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე ჰკიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს? შარშან ხომ არ მომხდარა? აგერ, სამი დღის წინ, მაშინაც გაფიცული რომ იყვნენ. მეტიც, გაფიცვიდან ავტობუსებით წაიყვანეს და 41 შემოახაზინეს. ხოდა, იმან იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი, ერთადერთი ნდობის მანდატი გადასცეს, ჩვენ რა შუაში ვართ?“, – წერს ნიკა გვარამია. 

დამსაქმებელთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. მათ სკოლის მოსწავლეები, ბაზრობის და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთელი ქალაქი გაიფიცება. მე-11 დღეა საწარმოო პროცესი ყველა მაღაროში შეჩერებულია.  

ყველა სიახლე

19 ივნისი 2019, 13:45

ტექნოლოგიები

Pokémon Go-ს შემქმნელები მობილურისთვის ჰარი პოტერის თამაშს გამოუშვებენ

ცნობილი თამაშის - Pokémon Go-ს შემქმნელები ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის ახალ თამაშს - Harry Potter Wizards Unite-ს გამოუშვებენ, რომელიც გაფართოებულ რეალობაზე იქნება დაფუძნებული.

სერიალი

19 ივნისი 2019, 13:45

მსოფლიო

GOT-ის მსახიობმა მისი გმირის ორსულობის შესახებ დეტალები გაამხილა

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობმა ლენა ჰიდიმ, რომელის სერიალში სერსეი ლანისტერის როლს თამაშობს, მიუნხენში, ComicCon-ის ფესტივალზე გამოსვლისას მსმენელს მისი პერსონაჟის ორსულობასთან დაკავშირებით გადაღებული ერთი სცენის შესახებ უამბო, რომელიც შემდეგ სერიალში აღარ ჩასვეს.

ლევან ვასაძე

19 ივნისი 2019, 13:26

საქართველო

ადვოკატი: გამოძიებას აინტერესებს, სად მდებარეობს კომბლების საწყობი და ვინ არის მომწოდებელი

„თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მორალის, უსაფრთხოების, წესრიგის დაცვას, მაშინ ქართველი ხალხი თავად დაიცავს ამ წესრიგს. სახელმწიფოს ძალაუფლების წყარო არის ხალხი, ასევე, სამართლის წყარო. ქართველი ხალხის ნება თუ არ იქნება, მას შეუძლია, არა მხოლოდ თვითორგანიზება, არამედ აჯანყებაც კი განახორციელოს“, - განაცხადა ცინცქალაძემ.

Adidas

19 ივნისი 2019, 13:24

ეკონომიკა

ევროსასამართლომ Adidas-ს სამზოლიანი სავაჭრო ნიშანი ჩამოართვა

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპორტული საქონლის გერმანული მწარმოებელი Adidas-ის სამი პარალელური ზოლისგან შემდგარი სავაჭრო ნიშანი ძალადაკარგულად ითვლება. ამგვარად, სასამართლომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) 2016 წლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც Adidas-ს სავაჭრო ნიშანი ჩამოერთვა.

19 ივნისი 2019, 13:21

მსოფლიო

ნიუ-იორკში მცხოვრები არალეგალები მართვის მოწმობის აღებას შეძლებენ

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებ არალეგალ მიგრანტებს მართვის მოწმობის აღების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

ტყვიის შემცველობა

19 ივნისი 2019, 13:15

ტექნოლოგიები

ამერიკელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტული მეთოდით ნიადაგიდან მძიმე მეტალები გამორეცხეს

მსოფლიოს ბევრ წერტილში ჰაერი, მიწა და წყალი მძიმე მეტალებით არის დაბინძურებული, მათ შორის ტყვიით, კადმიუმით, ვერცხლისწყლით, თუ სხვა ტოქსიკური მძიმე მეტალით. სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) ექსპერიმენტული პროცესით ნიადაგიდან მძიმე მეტალების გამორეცხვა მოახერხეს.

19 ივნისი 2019, 12:59

მსოფლიო

19 ივნისს აშშ-ში მონობის დასრულებას აღნიშნავენ

"ეს ყველაფერი მონების გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტ ლინკოლნის პროკლამაციიდან ორი წლის შემდეგ მოხდა, ვინაიდან ტეხასის მსგავს განაპირა შტატებზე ამან ნაკლებად იმოქმედა და მონები თავისუფლებას მხოლოდ გაქცევით აღწევდნენ. საბოლოოდ ტეხასში ჩრდილოელთა არმიის ჩასვლით ამერიკის უკანასკნელი მონები გათავისუფლდნენ",- წერს საელჩო.

მამის დღე

19 ივნისი 2019, 12:50

მსოფლიო

რომელ ქვეყნებში აღინიშნება მამის დღე და საიდან მოდის ამ დღის ისტორია

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მამის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა თარიღია. კანადაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მამის დღე ყოველი ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება. ამავე დღეს აღნიშნავენ მამის დღეს კატარში, არგენტინაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ინდოეთში, ირლანდიაში, მექსიკაში, პაკისტანში, სინგაპურსა და ვენესუელაში.

ნიკოლას მადურო

19 ივნისი 2019, 12:35

მსოფლიო

მადურო: ჩემი მკვლელობის მცდელობაზე 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, მისი მკვლელობის მცდელობაზე 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხს განუცხადა.

19 ივნისი 2019, 12:18

საქართველო

ქუთაისში თეთრი ხიდი დააზიანეს

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე აცხადებს, რომ ადგილზე არსებულ მდგომარეობას უკვე გაეცნენ და ჩანს, რომ მინა მძიმე საგნით არის დაზიანებული. მისივე თქმით, პოლიციას მასალები უკვე გადაეგზავნა.

თბილისის მერია

19 ივნისი 2019, 12:00

საქართველო

20 ივნისიდან გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერემდე გზის საფარი შეიცვლება

20 ივნისიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნას მიმდებარე ტერიტორიაზე, გალაქტიონის ხიდიდან ლაგუნა-ვერეს არსებულ პანდუსამდე გზის საფარის მოსაწესრიგებლად სამუშაოები დაიწყება, რომელიც 10 დღე გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

19 ივნისი 2019, 11:59

სპორტი

23 ივნისს თბილისში სპორტული მარათონი გაიმართება

„23 ივნისს, გიწვევთ ყველას, პირველ რიგში თქვენ, მთავრობის წევრებო და ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს რომ ჩაერთოს ამ მარათონში. მარათონი სტარტს აიღებს რესპუბლიკის მოედნიდან და დამთავრდება ორბელიანის მოედანზე, რომელიც ახლად რეაბილიტირებულია. 9 საათზე დაიწყება რეგისტრაცია და 10 საათზე დაიწყება გარბენი",- განაცხადა კალაძემ.

19 ივნისი 2019, 11:53

ეკონომიკა

საქართველოდან ყველაზე მეტი სპილენძის მადანი გადის, ხოლო ყველზე მეტი ნავთობროდუქტები შემოდის

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 261.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები,207.8 მლნ. აშშ დოლარით.

აშშ-ის სენატი

19 ივნისი 2019, 11:53

საქართველო

აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. მოსმენაზე მიწვეული იყვნენ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები.

19 ივნისი 2019, 11:44

ეკონომიკა

საქსტატი: საქართველოს მთავარი ექსპორტიორი რუსეთი, იმპორტიორი კი თურქეთია

2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირია: რუსეთი (218.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.8 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (119.1 მლნ. აშშ დოლარი). 2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.2 % შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (595.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (349.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (347.9 მლნ. აშშ დოლარი)

კახა კალაძე

19 ივნისი 2019, 11:42

საქართველო

თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, სადაც ხალხი ცხოვრობს მაგრამ ექსპლუატაციაში არაა შესული, ექსპუატაციაში მიიღებენ

თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, სადაც ხალხი ცხოვრობდა, თუმცა ექსპლუატაციაში არ იყო შესული, ე.წ. ამნისტია შეეხება და თბილისის მერია მათ ექსპლუატაციაში მიიღებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მათე გოქაძე

19 ივნისი 2019, 11:37

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა

იტალიაში მიმდინარე ჯაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპონატზე მათე გოქაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომეული სტილით მოასპარეზე ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი საიდ მუსაევი პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით, 8:0 დაამარცხა და იტალიაში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ლევან ვასაძე

19 ივნისი 2019, 11:36

საქართველო

ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, კომბლები შეაწყონ ჭერში

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მას სურს სახელმწიფოს საჩუქარი გაუკეთოს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მხარდამჭერებს კომბლების ჭერში შეწყობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ვასაძემ ვიდეომიმართვაში თქვა. ვასაძის განმარტებით, კომბლები ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის არ იყო განკუთვნილი.

გიორგი ბაიდარაშვილი

19 ივნისი 2019, 11:28

საქართველო

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ის მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს. ბაიდარაშვილს ალექსანდრე ტოგონიძე შეცვლის, რომელიც ურბანულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. ალექსანდრე ტოგონიძეს პოსტზე კი გიორგი ებანოიძე დაინიშნება.

წალენჯიხა

19 ივნისი 2019, 11:20

საქართველო

წალენჯიხის სოფელ ლიაში სახლს მეხი დაეცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს წუხელ ღამე მეხი დაეცა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის სამი წევრი იყო. არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ჭექა-ქუხილის დროს ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. ეხის დაცემის შედეგად სახლს კედლის ნაწილი აქვს მოშლილი.