imedi /  27 მაისი 2019, 15:13 / სანდო წყარო

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს ჩატარდება

ცესკო

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. 

არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის ოლქში ჩატარდება. მეორე ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და ბლოკ „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.

19 მაისს საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. მეორე ტური მხოლოდ მთაწმინდაზე დაინიშნა, სადაც საარჩევნო სუბიექტებმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახეს.

ყველა სიახლე

პარლამენტი

22 ოქტომბერი 2019, 16:26

საქართველო

პარლამენტში გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრების დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს, დამოუკიდებელ დეპუტატებსა და კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პროკურატურა

22 ოქტომბერი 2019, 16:19

საქართველო

პროკურატურა: „მუქარის წერილი“ პირთა წრისთვის იყო ხელმისაწვდომი, რაც მასზე კვლევებს ართულებს

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარდგენილი მასალების თაობაზე უწყება განცხადებას ავრცელებს. საუბარია ე.წ. „მუქარის წერილზე“, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მან შს ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო.

ნორვეგია დაკავება

22 ოქტომბერი 2019, 16:16

მსოფლიო

ოსლოში შეიარაღებულმა კაცმა სასწრაფოს მანქანა გაიტაცა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში შეიარაღებულმა კაცმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი NRK ავრცელებს. გატაცებულ მანქანას პოლიცია დაედევნა, დაკავების ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო.

კალიფორნია ხანძარი

22 ოქტომბერი 2019, 16:06

მსოფლიო

კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა

სამხრეთ კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ლოს-ანჯელესიდან 29 კილომეტრის დაშორებით ტყის მასივს გაუჩნდა და დასახლებულ რაიონებზე გავრცელდა. დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონიდან ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჟან-კლოდ იუნკერი

22 ოქტომბერი 2019, 15:53

მსოფლიო

იუნკერი Brexit-ს დროისა და ენერგიის ხარჯვად მიიჩნევს

შესაბამისი განცხადება დიპლომატმა თანამდებობაზე 5-წლიანი ყოფნის შეჯამებისას გააკეთა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე მოლაპარაკებების გამო, ბრიუსელი მოსახლეობის სიცოცხლის გაუმჯობესებაზე ნაკლებად იყო ფოკუსირებული.

მეკარე

22 ოქტომბერი 2019, 15:47

სპორტი

თურქი მეკარე მატჩის დაწყებიდან მე-11 წამზე გააძევეს. ვიდეო

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში კურიოზული შემთხვევა მოხდა. „ქონიასპორსა“ და „მალათიასპორს“ შორის გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა მეკარე გააძევეს. სერკან კირიტალიმ წითელი ბარათი თამაშის დაწყებიდან მე-11 წამზე მიიღო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მეკარემ საჯარიმო მოედნის ხაზი ბურთიანად გადაკვეთა.

რომან გოცირიძე

22 ოქტომბერი 2019, 15:23

საქართველო

გოცირიძე დაინტერესდა, როგორ გაასამართლებდა მიქაუტაძე არსენა მარაბდელს

პარლამენტში გიორგი მიქაუტაძე უსმენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კანონმდებლების კითხვებს პასუხობს. რომან გოცირიძე დაინტერესდა, როგორ გაასამართლებდა მიქაუტაძე არსენა მარაბდელს. დეპუტატი დაინტერესდა რა დამოკიდბეულება აქვს კანდიდატს კანონიერებისა და სამართლიანობის შეპირისპირებასთან დაკავშირებით.

„პინოქიო“

22 ოქტომბერი 2019, 15:10

კულტურა

რობერტ ზემეკისი „პინოქიოს“ კინოვერსიას გადაიღებს

რობერტ ზემეკისი მულტფილმ „პინოქიოს“ ეკრანიზაციის თაობაზე სტუდია Disney-სთან მოლაპარაკებებს მართავს. Movieweb-ის ინფორმაციით, აღნიშნული ფილმი რეჟისორს, პოლ კინგს უნდა გადაეღო, მაგრამ მან პროექტი დატოვა. Warner Bros-სთან არსებული პროექტის დასრულებამდე, ახალი ფილმის დაწყება ზემეკისსაც არ სურდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაიფიქრა.

ალექსანდერ ვან დერ ბელენი

22 ოქტომბერი 2019, 14:56

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილმა ბორდერიზაციის პროცესზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და რუსეთიდან ავიარეისების შეჩერებაზე ისაუბრა. მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვიზალიბერალიზაცია და ცირკულარული მიგრაციის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

ერდოღანი პუტინი

22 ოქტომბერი 2019, 14:47

მსოფლიო

სოჭში ერდოღანი-პუტინის შეხვედრა იმართება

თურქეთის პრეზიდენტი დღეს რუსეთში ჩავა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდება. მხარეები ჩრდილოეთ სირიაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პუტინი და ერდოღანი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

ანდრეი რუდენკო

22 ოქტომბერი 2019, 14:37

საქართველო

რუდენკო: საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა. მის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს. „ეს საკითხი ივნისის ცნობილ მოვლენებამდე ნამდვილად განიხილებოდა. ამ ეტაპზე კი ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია. აუცილებელია, მინიმუმ, კრიზისამდელ სიტუაციას დავუბრუნდეთ,“-აღნიშნა რუდენკომ.

მაია ცქიტიშვილი

22 ოქტომბერი 2019, 14:36

ეკონომიკა

ცქიტიშვილი: ვეცდებით დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი საჭიროა

მოლაპარაკების გზით ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი საჭიროა - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსახლის პროტესტის საპასუხოდ განაცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, პროექტის რამდენიმე მონაკვეთზე მშენებლობა მიმდინარეობს.

თალიბები

22 ოქტომბერი 2019, 14:21

მსოფლიო

ავღანეთში თავდასხმას 15 სამართალდამცველი ემსხვერპლა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში თალიბების თავდასხმას 15 სამართალდამცველი ემსხვერპლა. შემთხვევა კუნდუზის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. ორმხრივი სროლისას 8 თალიბი მებრძოლიც დაიღუპა. ამასთან, დაჭრილია 2 ავღანელი პოლიციელი.

ჩვილი

22 ოქტომბერი 2019, 13:57

ძალოვნები

გარდაბანში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული

ქუთაისში აქცია

22 ოქტომბერი 2019, 13:51

საქართველო

ქუთაისში 300-მდე ოჯახმა სოციალური დახმარების შეწყვეტა გააპროტესტა

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ორგანოს წარმომადგენლებისგან განმარტება მოითხოვეს, რასაც მცირე ხმაურიც მოჰყვა. მათი თქმით, სოციალური დახმარების თანხა არ დარიცხვიათ, დღეს კი გაიგეს, რომ საერთოდ შეუწყდათ.

ქართული ფილმების დღეები სეულში

22 ოქტომბერი 2019, 13:33

კულტურა

სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

ქართული ფილმების დღეები კორეის რესპუბლიკაში პირველად ტარდება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი ცნობილი ქართველი რეჟისორების ხუთ ფილმს ნახავს: გიორგი შენგელაიას „ფიროსმანს“, ლევან თუთბერიძის „მოირას“, რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლს“, მარიამ ხაჭვანის „დედეს“ და ანა ურუშაძის „საშიშ დედას“.

აღაიანი

22 ოქტომბერი 2019, 13:15

ძალოვნები

აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ქმარს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი გოგოს ქმარს ბრალი წაუყენეს. გამოძიება 140-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 26 სექტემბერს არასრულწლოვან დედას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ნურიელ რუბინი

22 ოქტომბერი 2019, 13:08

ეკონომიკა

ნურიელ რუბინი: საქართველოში განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია

ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა და გლობალური ფინანსების საკითხებში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ექსპერტმა, ნურიელ რუბინმა, განაცხადა.

გოდერძი ბერდელიძე

22 ოქტომბერი 2019, 12:50

სპორტი

გოდერძი ბერდელიძემ ატაცში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

გოდერძი ბერდელიძემ, რუმინეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ. დაძლია და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მანამდე არჩილ მალაყმაძე ატაცში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

უეფა

22 ოქტომბერი 2019, 12:47

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება

დღევანდელ შეხვედრაში სამეფო კლუბს ტრავმის გამო ორი ლიდერი, ლუკა მოდრიჩი და გარეტ ბეილი ვერ დაეხმარებიან . ამავე ჯგუფში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბრიუგესთან“ ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის ვიცეჩემპიონი „ტოტენჰემი“ კი წინა ტურში „ბაიერნთან“ დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ მიიღებს.