imedi /  28 მაისი 2019, 20:23 / სანდო წყარო

კობახიძე: დაინტერესებულ ძალებს ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის საშუალება არ უნდა მივცეთ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის ძალები რომელთა ინტერესშიც ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვაა. "ბუნებრივია, ჩვენ ასეთ ძალებს არ უნდა მივცეთ არაფრის შესაძლებლობა და აქ არის საჭირო, ზუსტად, რომ რაციონალური მიდგომა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და საზოგადოება, საბოლოო ჯამში,  რაციონალური მიდგომით გადაწყვეტს ყველა  საკითხს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაინტერესებულ ძალებში "შეიძლება ვიგულისხმობთ სხვა სახელმწიფოც".

"ყველა რისკი არის გასათვლელი, ყველა შესაძლო სცენარი არის გასათვლელი, ამიტომ არის სიფრთხილე საჭირო და ამიტომ არის პრაგმატული და რაციონალური მიდგომა საჭირო“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ საკითხის ირგვლივ გამწვავებული ვითარების გამოსწორების რესურსი არსებობს:

"რაც შეეხება, დემარკაციას და დელიმიტაციას, ეს არის უფრო ფართო საკითხი, არ არის ეს მარტივი საკითხი და მარტივი რომ არ არის, იმიტომ გაგრძელდა ეს პროცესი უკვე 30 წელიწადია. თვითონ დემარკაციის და დელიმიტაციის პროცესი არ არის მარტივი. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა და ზუსტად ამისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად და ამისთვის გვჭირდება ჩვენ მოლაპარაკებები, კონსულტაციები და თანამშრომლობა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან, თუმცა, რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროცესებს, რომელიც ახლა წარიმართება და იყო ვითარების გამწვავების გარკვეული ნიშნები, მათ შორის, შეიძლება, ხელოვნურიც იყო გარკვეული პროცესები, რომელიც იქ წარიმართებოდა, ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ იქ ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება, მოგვარდეს ეს საკითხი, თუ არ გადაიდგმება რაიმე კონტრ პროდუქტიული ნაბიჯები. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. რაც შეეხება, დემარკაციას და დელიმიტაციას, ეს არის შედარებით უფრო გრძელვადიანი პროცესი და აქაც არის რესურსი, იმისთვის, რომ საბოლოოდ მოგვარდეს ყველაფერი. მთავარია სიმშვიდე და მთავარია, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღეს დავით გარეჯში მრევლის მსვლელობა-აქცია გაიმართა. 

7 მაისს დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ფაშა ზადეს წარმომადგენელთან, ალი ალიევთან შეხვედრა გაიმართა. 

აღდგომის დღესასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის პრობლემები ჰქონდათ გადაადგილების კუთხით ტურისტებსა და მომლოცველებს. მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2019, 00:08

საქართველო

ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარეებს მოუწოდებს, ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ საელჩოს განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ დღეს ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნიობს თავს. მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ და ყველა შემთხვევაში იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“.

აშშ-ის საელჩო თბილისში

21 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

21 ივნისი 2019, 00:00

საქართველო

პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. ფოტო და ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

ნინო ლომჯარია

20 ივნისი 2019, 23:56

საქართველო

ომბუდსმენი: საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს!“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აქცია

20 ივნისი 2019, 23:55

საქართველო

აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა. ვიდეო

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას მოქალაქეები ცდილობენ. ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა.

დავით ზურაბიშვილი

20 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი. „ასეთი საპროტესტო ტალღის გაბანძება თუ უნდა ვინმეს, ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს მოიფიქრებ“, - წერს ზურაბიშვილი.

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე

20 ივნისი 2019, 23:51

საქართველო

ბახტაძე: საქმე გვაქვს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან

ერი,რომელიც იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის, განსაკუთრებით მიუღებელი იყო ის, რაც დღეს მოხდა. ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები, თუმცა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკვე ძალადობა უწოდა.

20 ივნისი 2019, 23:49

საქართველო

თადუმაძე და მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 შერჩეულ კანდიდატს შორის არიან

ზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატიდან 50 კანდიდატი შეირჩა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ფარული კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობდა. პროცესში არ მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

20 ივნისი 2019, 23:47

საქართველო

რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები აქციას მართავენ

ისინი აპროტესტებენ ოკუპაციას, თბილისში რუსი დეპუტატების სტუმრობას, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას. ამბობენ იმასაც, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციას პოლიტიკური ძალები თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია.

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 23:40

საქართველო

საია: პარლამენტში შეჭრის მცდელობას და პოლიციელებისთვის ბოთლების სროლას არანაირი გამართლება არ აქვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ იყო ერთი მხარე, რომლებსაც გულწრფელი პროტესტი ჰქონდათ და რომლებიც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ, თუმცა იყო მეორე მხარეც , კერძოდ კი პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 23:30

საქართველო

პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. ვიდეო

პარლამენტის წინ სიტუაცია ისევ დაიძაბა, აქციის მონაწილეები ქვებს და ბოთლებს ისვრიან. ისინი პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა ცოტა ხნის წინაც სცადეს, თუმცა მაშინ სამართალდამცველების დახმარებით სიტუაცია განიმუხტა.

ჰუბერტ ქნირში

20 ივნისი 2019, 23:28

საქართველო

საქართველოში გერმანიის ელჩი პარლამენტში მივიდა

პარლამენტში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეეცდება, ვითარებაში გაერკვეს.“მთავარია, მშვიდობა და მშვიდობიანად მოგვარდეს ვითარება“,- აღნიშნა ელჩმა. მანამდე მან განცხადება გაავრცელა და ყველა მონაწილეს მოუწოდა დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას.

პატრული

20 ივნისი 2019, 23:26

საქართველო

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს წყალი დაურიგეს. ვიდეო

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა, ასევე ცუდად გახდა ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 23:20

საქართველო

თალაკვაძე: სახელმწიფო პარლამენტზე შტურმს არ დაუშვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენები შეაფასა. „ოპოზიციას ვაფრთხილებთ, რომ ზღვარს ნუ გადავლენ. პოლიცია ორგანიზებულად მუშაობს თუმცა პოლიტიკოსები აქეზებენ პარლამენტის შტურმისაკენ ჩვენს მოქალაქეებს,“- განაცხადა თალაკვაძემ.

20 ივნისი 2019, 23:19

საქართველო

გორში წარწერა „რუსეთი ოკუპანტია“ გამოჩნდა

ამ ფაქტს წინ უძღოდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქცია. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმ კედელთან შეიკრიბნენ, რომელსაც აგვისტოს ომის ნაკვალევი ამჩნევია.

ჰუბერტ ქნირში

20 ივნისი 2019, 23:13

საქართველო

გერმანიის ელჩი: მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას

"ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ,"- თქვა ელჩმა.

სპეცრაზმელი

20 ივნისი 2019, 23:11

საქართველო

პარლამენტთან 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა

ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში მყოფ ჟურნალიტებს სთხოვენ ტერიტორია დატოვონ. როგორც "ქრონიკის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, უცნობია რატომ ატოვებინებენ მათ პარლამენტს.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 23:07

საქართველო

პარლამენტში მამუკა ბახტაძე მივიდა

პარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, პრემიერი პარლამენტში გვერდითა შესასვლელიდან შევიდა. საქართველოს პარლამენტის წინ თბილისში, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც მივიდა.

20 ივნისი 2019, 22:59

საქართველო

ჟურნალისტებს პარლამენტის შენობას ატოვებინებენ

როგორც უწყებაში განმარატავენ ამის მიზეზი მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლების უსაფრთხოებაა. ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომელიც მედიას მოუწოდებს არ დატოვონ ტერიტორია.