imedi /  03 ივნისი 2019, 15:40 / სანდო წყარო

ნათია ზოიძე: ფაქტობრივად მითხრეს რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე

ნათია ზოიძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ღია წერილს ავრცელებს. ის წერს, რომ მალე მოქალაქეებს ხელისუფლებისგან გაკონტროლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი ეყოლება. წერილს „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

„ვფიქრობ, უნდა იცოდეთ: ნათია კაპანიძის უნდობლობიდან ერთ კვირაში სახელისუფლებო გუნდის სხვადასხვა ვერტიკალის ინიციატივით მომიგზავნეს ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანები. მთხოვდნენ, მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და სასურველი იყო, დირექტორის არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა. უმოქმედობა იქნებოდა ხელისუფლების  თანამზრახველობა, რადგან, ცხადი იყო, რომ ხელისუფლება სასურველ კანდიდატს ამზადებდა.

ნათია კაპანიძის უნდობლობიდან დაწყებული ეს პროცესი არის  პოლიტიკური ინტერესის ქვეშ, ამასთანავე ამბიციებს, პირად წყენებს  ვერ გასცდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო იდეებთან, ღირებულებებთან და არანაირად არ ეფუძნება პრობლემების მქონე თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის  განცდას.

მივმართავ მრჩეველთა საბჭოს  წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისთანაც 25-წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა: არ შემოგვასაღოთ ეს ფარსი კეთილსინდისიერების მაგალითად. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის დესტრუქცია და ეს არ მართლდება. თქვენს წინ არამარტო 320 თანამშრომელი დგას, არამედ დგანან მოქალაქეები, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ისტორიაში პირველად ფლობენ ტრიბუნას.

მრჩეველთა საბჭოს წევრმა მითხრა, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვმუშაობ ახლა მაუწყებელში, კანონდარღვევაა და მიმანიშნა კარისკენ.  გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული, მეუბნება, რომ „საინფორმაციო პოლიტიკის მართვა“ და „სამივე პლატფორმის კოორდინაცია“, რაც ჩემს ხელშეკრულებაში ვალდებულებადაა ჩაწერილი, მითვისებული მაქვს და ეს დებულებას ეწინააღმდეგებაო. ფაქტობრივად, საჯაროდ მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე.

პროცესები სრულად შიშველია: მრჩეველთა საბჭო 31 მაისის გადაწყვეტილებით ხელს უწყობს არხის თავისუფალი საინფორმაციო პოლიტიკის ვექტორს შეცვლას.

ის, რომ უკანონოდ ვერეოდი სარედაქციო დამოუკიდებლობაში, არა თუ სიმართლე არ არის, არამედ მორალური ფსკერია.  ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვერევი სარედაქციო საქმიანობაში, ეს არის ჩემი საქმე და ამით ვქმნი საფუძველს სარედაქციო თავისუფლებისთვის. მინდა, რომ ეს კარგად ესმოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის ყველა წევრს და, რაც მთავარია, მრჩეველთა საბჭოს წევრებს. არც გაბრაზებული ვარ და არც ნაწყენი. უბრალოდ ეს ასეა.

დღეს კიდევ ერთი კონკურსი გამოაცხადეს. თქვენ, ვისაც ეს გეხებათ, მშვიდად  ნუ დაელოდებით  ახალი დირექტორის არჩევას. თუ ეს უპასუხისმგებლობა გაგრძელდა, მალე აჭარაში იქნება ხელისუფლებისგან გაკონტროლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - წერია განცხადებაში.

ნათია ზოიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორის კონკურსში მონაწილეობდა, მას მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან მხარი 1-მა დაუჭირა. დანარჩენი ხმები კი 3 კანდიდატს შორის გადანაწილდა. აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნების შედეგად, ბორდმა ახალი დირექტორი ვერ აირჩია. პირველ და მეორე ტურში კენჭისყრის შედეგად ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

ნათია ზოიძე, 2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, როდესაც მაუწყებლის ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადეს, დირექტორის მოვალეობას ასრულებს. 

ყველა სიახლე

16 ივნისი 2019, 00:52

მსოფლიო

ჰუსიტებმა დრონებით საუდის არაბეთის ორი აეროდრომი დაბომბეს

გამოცემის ინფორმაციით, ამით ჰუსიტებმა უპასუხეს თაიზის პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობაზე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ მიტანილ იერიშს, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთი აშშ დროშა

16 ივნისი 2019, 00:45

ეკონომიკა

ინდოეთმა აშშ-ს 28 დასახელების პროდუქციაზე ტარიფები დაუწესა

ტარიფების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ინდოეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა 5 ივნისს ნიუ-დელის შეღავათანი სავაჭრო პრივილეგიები გააუქმა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით $142.1 მილიარდი შეადგინა.

Mac Desktop აპლიკაცია

16 ივნისი 2019, 00:20

ტექნოლოგიები

Mac desktop-ზე Twitter-ის აპლიკაცია ისევ გამოჩნდება

როგორც Twitter-მა განაცხადა, პლატფორმაზე აპლიკაციის დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Apple-მა პროექტი Catalyst-ი გამოუშვა macOS 10.15 Catalina-სთვის. Twitter-მა MAC-ის აპლიკაციის მხარდაჭერა 2018 წლის მარტში შეწყვიტა. Twitter-მა MAC-ის აპლიკაცია 2015 წლის ოქტომბერში გამოუშვა.

უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრები

16 ივნისი 2019, 00:08

სპორტი

უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

უკრაინის ნაკრები ფეხბურთში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პოლონეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში უკრაინელმა ფეხბურთელებმა სამხრეთ კორეის ნაკრები 3:1 დაამარცხეს. უკრაინელთა რიგებში დუბლით თავი ვლადისლავ სუპრიაგამ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

ევროპის ყველაზე დიდი გრაფიტი

15 ივნისი 2019, 23:34

კულტურა

პარიზში ევროპის ყველაზე დიდი გრაფიტი შექმნეს

გრაფიტის ნახვა მე-7 პავილიონის სახურავიდან არის შესაძლებელი. პროექტის დიზაინერი ოლივიე ლანდესი ამბობს, რომ გრაფიტის შექმნის იდეა საგამოფენო ცენტრის წარმომადგენელს მოუვიდა, რომელიც 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებისთვის ცენტრის მოდერნიზაციის პროექტზეა პასუხისმგებელი.

სი ძინპინი  ვლადიმერ პუტინი

15 ივნისი 2019, 23:26

ტაბლოიდი

ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს დაბადების დღეზე ნაყინი აჩუქა

სი ძინპინს 66 წლისა გახდა. ჩინეთში მსგავს ამბებს თითქმის არ აშუქებენ მედიასაშუალებები. უცნობია ნაყინის არომატი. ჩინურ მედიას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სამაგიეროდ გაირკვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ჩინური ჩაის აჩუქა.

კახა ბექაური

15 ივნისი 2019, 23:07

საქართველო

კახა ბექაური: ტყუილია რომ ცვლილება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენაა მიმართული

„ტყუილია, რომ ეს ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა.

კადრი სერიალიდან „ჩერნობილი“

15 ივნისი 2019, 22:48

კულტურა

ჩერნობილის ყოფილმა დირექტორმა HBO-ს სერიალი გააკრიტიკა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყოფილმა დირექტორმა იგორ გრამოტკინმა HBO-ს მიერ გადაღებული სერიალი „ჩერნობილი“ გააკრიტიკა და მისი შექმნელები სიცრუეში დაადანაშაულა.

Amazon Spark

15 ივნისი 2019, 22:41

ტექნოლოგიები

Instagram-ის 2 წლის კონკურენტი დაიხურა

სოციალური ქსელი 2017 წელს ამოქმედდა და მას Instagram-ის კონკურენტადაც კი განიხილავდნენ. Amazon Spar-ი სოციალური ქსელი იყო, რომლითაც Amazon Prime-ის მომხმარებლები სარგებლობდნენ და ერთმანეთს შეძენილი პროდუქციის ფოტოებს უზიარებდნენ.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია

15 ივნისი 2019, 22:18

ტაბლოიდი

მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის ინტერნეტში გავრცელებული ფოტო ყალბი აღმოჩნდა

SussexRoyal19 წერდა, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგიანიამ ახალშობილის მორიგი ფოტო გამოაქვეყნა. ყალბ ანგარიშს 13,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რის გამოც ახალი ამბების სააგენტოებმა არჩის „ახალ ფოტოში“ ეჭვი არ შეიტანეს და გაავრცელეს ინფორმაცია.

პიერ ელიოტ ტრიუდო და ჯასტინ ტრუდო

15 ივნისი 2019, 21:57

მსოფლიო

კანადაში სპეცსამსახურებმა ტრიუდოს მამის შესახებ საიდუმლო დოსიე გაანადგურეს

კანადის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა ქვეყნის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მამაზე, ყოფილ პრემიერმინისტრ პიერ ელიოტ ტრიუდოზე არსებული დოსიე გაანადგურა. უფროსი ტრიუდო 2000 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა.

ფესტივალი Art-გენი

15 ივნისი 2019, 21:30

კულტურა

ხვალ Art-გენი 2019 გაიხსნება

16 ივნისს Art-გენი 2019-ის რეგიონული ტურნე ახმეტით დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელს სხვადასხვა ტიპის გამოფენები და საინტერესო სივრცეები დახვდება. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. თბილისის ტურს ეთნოგრაფიული მუზეუმი 7-14 ივლისს უმასპინძლებს.

პოლ პოგბა

15 ივნისი 2019, 21:22

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოგბას მადრიდის „რეალში“ არ უშვებს

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის აგენტს „სამეფო კლუბთან“ მოლაპარაკებების გამართვა აუკრძალა. მადრიდში გადაბარგების სურვილის მიუხედავად პოგბა „იუნაიტედზე“ ზეწოლას არ გეგმავს და იმედოვნებს, რომ მხარეები მის გადასვლაზე დამოუკიდებლად შეთანხმდებიან.

გადარჩენილი ტურისტები

15 ივნისი 2019, 21:01

საქართველო

მაშველებმა სვანეთში ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს

„სოფელ ხალდეს მახლობლად მთაში ასული ტურისტები ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ფრანგ ტურისტს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

კობახიძე: მოქალაქეთა 2 ჯგუფის დაპირისპირებისას სახელმწიფო შუაში უნდა ჩადგეს

ირაკლი კოკახაძემ „ქრონიკის“ ეთერში ლგბტ თემისა და კონტრაქციის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს სახელმწიფოს მხოლოდ შუაში ჩადგომა შეუძლია. მიზეზად კი აგრესიისას და მძაფრი დაპირისპირების პრევენცია დაასახელა.

მამუკა ბახტაძე

15 ივნისი 2019, 20:54

ეკონომიკა

ბახტაძე: ანაკლიის პორტზე პომპეოს განცხადებაში ინტერპრეტაციის არანაირი დიაპაზონი არ არსებობს

საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ანაკლიის პორტს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი აქვს, აქ ინტერპრეტაციის არანაირი დიაპაზონი არ არსებობს, - ასე აფასებს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას.

ომანის ყურე ნავთობმზიდი

15 ივნისი 2019, 20:19

მსოფლიო

საუდის არაბეთი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმას გამოეხმაურა

„აუციელებელია სწრაფი და დროული რეაგირება მოხდეს, რათა ენერგომომარაგების წინააღმდეგ შექმნილი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა. Bloomberg-ის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევების გამო ბოლო 5 თვეში ნავთობის ფასი სულ მცირე 3.9%-ით გაიზარდა.

თვითმფრინავი

15 ივნისი 2019, 20:00

ეკონომიკა

მსოფლიოში ყველაზე განიერი თვითმფრინავი $400 მილიონად იყიდება

Stratolaunch-ის სიგანე დაახლოებით 117 მეტრია. თვითმფრინავს Boeing 747-ის ექვსი ძრავი აქვს. Vulcan-ი საინვესტიციო კონგლომერატია, რომელიც მილიარდერ პოლ ალენის მფლობელობაშია. ალენი Microsoft-ის თანადამფუძნებელიც იყო, ის გასული წლის ოქტომბერში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ევროკავშირი

15 ივნისი 2019, 19:17

მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსში სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას გმობს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მაია კოსიანჩიჩის განცხადება მკვლელობისთვის მსჯავრდებული ბელარუსის მოქალაქის ალექსანდრე ჟილნიკოვის დახვრეტას უკავშირდება.

ნაზანინ ზახარი-რეტკლიფი

15 ივნისი 2019, 19:14

მსოფლიო

ირანში დაკავებულმა ნაზანინ ზახარი-რეტკლიფმა შიმშილობა განაახლა

სოლიდარობის ნიშნად რეტკლიფის თავისი ქმარიც შეუერთდა. საკვების მიღებაზე უარის თქმის მიზანი ცოლის უპირობო გათავისუფლებაა. ზახარი-რეტკლიფი 2016 წლის აპრილში დააკავეს. მას ჯაშუშობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მისი ქმარი ირანში არ შეუშვეს. ნაზანინი ბრალდებას უარყოფს.