imedi /  03 ივნისი 2019, 20:55 / სანდო წყარო

ავსტრიის ელჩი: ჩემი ცალკეული განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან ამოგლეჯილია

არად ბენკო

არად ბენკო

საქართველოში ავსტრიის ელჩი არად ბენკო განცხადებას ავრცელებს. ის 30 მაისს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომელიც მისი ინტერვიუს გამოქვეყნებას მოჰყვა.

„ბი ემ ჯიმ“ ბენკოს ინტერვიუ გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, ელჩი აცხადებს, რომ „საქართველოში ბიზნესის განვითარებას გადაწყვეტილებების მიუღებლობა და გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანთან ნაკლებობა უშლის ხელს“.

განცხადებაში ბენკო განმარტავს, რომ მისი ცალკეული განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.

„30 მაისს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა საათნახევრიანი ინტერვიუ რამდენიმე ელჩთან, რომელიც საქართველოში ბიზნეს გარემოს შეეხებოდა. პრესამ საქართველოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები მე მომაწერა.

ისინი კონტექსტიდან ამოგლეჯილია ინტერვიუდან, რომელშიც ხაზგასმული იყო ფართო შესაძლებლობები და განხილული იყო ინვესტიციებთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში და ტურიზმში. ეს ის სფეროებია, სადაც ავსტრია აქტიურია საქართველოში"- ნათქვამია ელჩის განცხადებაში. 

როგორც ავსტრიელი დიპლომატი განმარტავს, მან ინტერვიუში მკაფიოდ მიუთითა, რომ საქართველოში კორუფცია დაბალ დონეზეა და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია.

„მე ასევე ხაზი გავუსვი, რომ საქართველო არის მიმზიდველი ჰაბი სამხრეთ კავკასიაში. ავსტრიული კომპანიები ძალიან მოწადინებულები არიან, საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ, სავაჭრო მისიების გაზრდილი რაოდენობა და გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა არის ამის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. მაგრამ როგორც საქართველოში, ისე ავსტრიაში პოტენციალი არ არის ამოწურული, რომ ორივე მხარემ იმუშაოს ბიზნესპარტნიორების დასაკავშირებლად. პოლიტიკური გარემოს ახნისას გამოყენებული იყო ფრაზები, რომელთა არასწორი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი"- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც არად ბენკო განმარტავს, ავსტრია მხარს უჭერდა და დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე და ეს ორი ქვეყანა ყველა სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობს.

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2020, 00:02

ტაბლოიდი

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დაქორწინდა

აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დაქორწინდა. თავის რჩეულთან გადაღებული ფოტოები მან Twitter-ზე განათავსა. ადამ კინზინგერის მეუღლე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ასისტენტი, სოფია ჰოლმენია. „ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ეს საოცარი ქალი ჩემი მეუღლეა“, - ეს ტექსტი დაურთო კონგრესმენმა მიკრობლოგზე განთავსებულ ფოტოებს.

მეგან მარკლი

17 თებერვალი 2020, 23:39

მსოფლიო

მეგან მარკლის ნახევარძმა სასექსის ჰერცოგინიას უყურადღებობაში ადანაშაულებს

მეგან მარკლის ნახევარძმის ტომ მარკლის განცხადებით, მეგანს თავისი ოჯახისთვის ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეწია, როდესაც ხედავდა თუ რა გასაჭირში იყო. სასექსის ჰერცოგინიას ნახევარძმა ტომ მარკლი, უსახლკაროდ მას შემდეგ დარჩა, რაც სამუშაო დაკარგა.

ბაშარ ასადი

17 თებერვალი 2020, 23:16

მსოფლიო

ბაშარ ასადი: გარე წნეხის მიუხედავად ტერორთან ბრძოლა გაგრძელდება

სირია, მიუხედავად გარე წნეხისა, ალეპოსა და იდლიბის პროვინციების ტერორისტებისგან გათავისუფლებას განაგრძობს, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა. რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს.

17 თებერვალი 2020, 23:05

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ამინდის პროგნოზის კომპიუტერის შესაქმნელად £1,2 მილიარდს დახარჯავენ

ბრიტანეთში ე.წ. სუპერკომპიუტერის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც 1,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაჯდება. ახალი კომპიუტერით მეცნიერები შესაძლო კატაკლიზმების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, რაც სტიქიური უბედურებების მასშტაბებს შეამცირებს

17 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

თელავის სკოლის პედაგოგი მოსწავლესთან ფიზიკური დაპირისპირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

თელავის მეფე ერეკლე II-ის სახელობის სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეს ფიზიკურად დაუპირსპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

უილიამ ბარი

17 თებერვალი 2020, 22:48

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ათასზე მეტი ყოფილი თანამშრომელი გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის 1,100 ყოფილი თანამშრომელი აშშ-ს გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს. იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ როჯერ სტოუნის საქმეში ფედერალური პროკურორების გადაწყვეტილების შეცვლა უპრეცედენტო იყო.

ანრი ოხანაშვილი

17 თებერვალი 2020, 22:37

საქართველო

ანრი ოხანაშვილი: იურიდიულ კომიტეტზე ირაკლი შოთაძეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოვუსმინეთ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენა მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოხდა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალურ პროკურორად იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. ჩატარდა ფარული კენჭისყრა. პროცედურას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.

ნიგერი

17 თებერვალი 2020, 22:30

მსოფლიო

ნიგერში დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისას ჭყლეტას მსხვერპლი მოჰყვა

ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. ჰუმანიტარულ დახმარებას ქალაქ დიფაში, ნიგერიასთან საზღვარზე ანაწილებდნენ.

დიეგო კოლასი

17 თებერვალი 2020, 22:13

საქართველო

საფრანგეთის ელჩი: ვიმედოვნებთ, პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, რომ საქართველოში არჩევნები საუკეთესოდ ჩატარდეს

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი საქართველოში არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს. კოლასის განცხადებით, ამისთვის საჭიროა პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება.

პარიზი

17 თებერვალი 2020, 21:47

მსოფლიო

პარიზში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს

საფრანგეთის პარლამენტში საპენსიო სისტემაში ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის ირგვლივ ვითარება დაძაბულია; აქციის მონაწილეები მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 21:32

საქართველო

ირაკლი შოთაძე: თუ ამირჩევენ გენერალური პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი

უპირველეს ყოვლისა თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად, დამოუკიდებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი , - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში მოსმენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირი

17 თებერვალი 2020, 21:26

საქართველო

ევროპარლამენტი: ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც პატივს სცემს ევროკავშირის ფასეულობებს, შეუძლია განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

დოკუმენტში, რომლის ავტორი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსია, აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ყოვლისმომცველ რეფორმებს ატარებენ და ზომებს იღებენ, რომ დააკმაყოფილონ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმები, ევროკავშირში გაწევრიანების უფლება უნდა ჰქონდეთ ეტაპობრივი ინტეგრაციის მეშვეობით.

17 თებერვალი 2020, 20:53

საქართველო

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალურ პროკურორად იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. კომიტეტზე ფარული კენჭისყრა ჩატარდა; პროცედურას ოპოზიცია არ ესწრებოდა. კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენა 6 საათს მიმდინარეობდა.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2020, 20:51

საქართველო

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 50 მლნ-მდე მოიპარა ბიუჯეტიდან, აპირებენ თუ არა, ეს ფული დააბრუნონ ბიუჯეტში?

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ. მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 20:43

საქართველო

ირაკლი შოთაძე: გიგი უგულავას მეორედ მსჯავრდება არ მომხდარა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით დამდგარ განაჩენზე განმარტება გააკეთა.

ქეთევან ციხელაშვილი

17 თებერვალი 2020, 20:34

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა. ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრი ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების საკითხ შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას ეწინააღმდეგება.

ქეთევან ციხელაშვილი

17 თებერვალი 2020, 20:08

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი იზოლაციაშია, იმის გამო, რომ წამლებზე ქართული წარწერაა, მათი ამოღება ხდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტებს ესაუბრა. ქეთევან ციხელაშვილი მოუწოდებს ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს მიმოსვლა ასეთ კრიზისულ ვითარებაში და ადამიანებს მიეცეთ გადაადგილების შესაძლებლობა.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 20:06

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ხორავას ქუჩის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ

ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერია

17 თებერვალი 2020, 19:51

საქართველო

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.

17 თებერვალი 2020, 19:39

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე პასუხისგებაში მიეცა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ თავისი პროკურორობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა. „ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, მანამდეც როდესაც პირველი მოადგილე ვიყავი და აღნიშნულ დეპარტამენტს ვკურირებდი, ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა შოთაძემ