imedi /  04 ივნისი 2019, 20:46 / სანდო წყარო

ბატიაშვილი: განათლების რეფორმის განხორციელებაში აშშ საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი

განათლების რეფორმა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სწავლების პროცესში, - ამ საკითხებზე ისაუბრა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველ დირექტორთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები განათლების რეფორმის გატარების საკითხში საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენს მიერ დაგეგმილი რეფორმა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უჭერს მხარს. გამოითქვა სურვილი, რომ საქართველოში ერთობლივად შევქმნათ ისეთი განათლების რეფორმა, რომელმაც შემდეგ შეიძლება მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვოს სხვა ქვეყნებშიც. მათი ჩართულობა გამოცდილებას უზრუნველყოფს და საერთაშორისო დახმარების კუთხით მათი მხრიდან ძალიან აქტიური მონაწილეობა დავინახეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

„აღფრთოვანებული ვარ თქვენი რეფორმებით. განათლების მიმართულებით საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმატების ნიმუში გახდება. მე, როგორც ამ სამყაროს მოქალაქე, მოტივირებული ვარ, რომ საქართველო ხდება ლიდერი სწრაფად განვითარებადი რეფორმებით, ამიტომ მჯერა განათლების რეფორმის წარმატების და მას მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის C4IR-ის გლობალური ქსელის ხელმძღვანელმა მურათ სონმეზმა.

5 ივნისს ბატიაშვილი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრს, „სილიკონის ველს“ ეწვევა. ასევე დაგეგმილია ვიზიტი სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც საუბარი უმაღლეს განათლებას და რეფორმის ფარგლებში უშუალოდ უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს და ცვლილებებს შეეხება. შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელიც. 

ყველა სიახლე

16 ივნისი 2019, 13:22

მსოფლიო

ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში გემების დასაცავად სპეცრაზმს გზავნის

დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში კუთვნილი გემების დასაცავად სპეცრაზმის გაგზავნას გეგმავს. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ მიიღო. 100 კაციანი სპეცრაზმი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ბაჰრეინში განთავსდება. მათი ამოცანა იქნება სპარსეთის ყურეში პატრულირება და სამხედრო გემების დაცვა

16 ივნისი 2019, 13:00

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა

ორი თვითმფრინავიერთმანეთს დაფრენისას შეეჯახა. კატასტროფისას პილოტები დაიღუპნენ. თვითმფრინავების შეჯახება ქალაქ მასტერტონ ჰუდის აეროპორტში მოხდა.

ტაისონ ფიური
ტომ შვარცი

16 ივნისი 2019, 12:51

სპორტი

ტაისონ ფიურიმ შვარცი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა მოკრივე ტაისონ ფიურიმ ლას ვეგასში დაუმარცხებელ გერმანელ ტომ შვარცსს მოუგო.„ბოშათა მეფეს“ ბრძოლის მოსაგებად ორი რაუნდი დასჭირდა. მეორე რაუნდის ბოლოს, ბრიტანელმა შვარცი რინგის კუთხეში მიიმწყვდია და მსაჯმა ორთაბრძოლა შეაჩერა. ფიურიმ ბრძოლა ტენიკური ნოკაუტით მოიგო.

ემზარ კვიციანი

16 ივნისი 2019, 12:33

ტაბლოიდი

კვიციანი ვასაძეს: დიდება ღმერთს!!! ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას

ლევან ვასაძემ კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მეორე დღეს ვიდეომიმართვა, გაავრცელა, რომელშიც ბიზნესმენი მოუწოდებს "ქუდზე კაცებს", რომ 16 ივნისს შეიკრიბონ. "ვთხოვ ქალბატონებსა და ბავშვებს, ვერავის ვერ აუკრძალავ იქ მოსვლას, მარამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა, დარჩით სახლში. მე ვეძახი კაცებს",-ამბობს ის.

წერილები

16 ივნისი 2019, 12:25

ძალოვნები

მოსწავლეებმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს

წერილებში მოსწავლეების შეკითხვები ძირითადად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების საქმიანობას შეეხებოდა. პატარებმა ჯარისკაცებს სამშობლოში ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებაც უსურვეს.

ლევან გორგაძე

16 ივნისი 2019, 12:18

სპორტი

როგორ დახვდნენ ტოჩინოშინს საქართველოში. ვიდეო

ტოჩინოშინი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება, რომლის შემდეგაც, ის იაპონიაში დაბრუნდება. ის ივლისის სუპერტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 7-21 ივლისს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2019, 12:06

მსოფლიო

ტრამპი უარყოფს ცნობას, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევას ახორციელებს

"შეგიძლიათ თუ არა დაიჯეროთ, რომ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ აშშ-მა, არსებითად, მოუხშირა რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს“, - წერს ტრამპი.

16 ივნისი 2019, 11:58

მსოფლიო

აფროამერიკელმა თანამშრომელმა Boeing-ი რასიზმში დაადანაშაულა

აფროამერიკელმა თანამშრომელმა ამერიკული კორპორაცია Boeing-ი რასიზმში დაადანაშაულა. კერტის ენტონიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც კანის ფერის გამო მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

Spice Girls

16 ივნისი 2019, 11:50

კულტურა

Spice Girls-ის წევრმა ფანებს ბოდიში მოუხადა. ვიდეო

ლაპარაკია ჯერი ჰოლიველზე, რომელმაც ბენდი 21 წლის წინ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, თავის საქციელს ძალიან ნანობს. თუმცა, ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტში გადაღლილი იყო და დასვენებას საჭიროებდა.Spice Girls-ი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია, რომელიც 2000 წელს დაიშალა.

16 ივნისი 2019, 11:44

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა „საქართველოს მელიორაციას“ 25 ავტომანქანა და ეკიპირება გადასცა

გარემოს დაცივსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს მელიორაციას“ მსოფლიო ბანკმა 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

ახალი ზელანდიის სანაპირო

16 ივნისი 2019, 11:26

მსოფლიო

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის სანაპიროსთააან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსაურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები 16 ივნისს საქართველოს დროით 00:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 34,4 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

16 ივნისი 2019, 11:25

მსოფლიო

გვატემალაში საყოველთაო არჩევნებია

პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მეორე ტური 11 აგვისტოს გაიმართება. ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის 19 კანდიდატი იბრძვის.

ბაბე რუთი

16 ივნისი 2019, 11:21

სპორტი

ბეისბოლის ლეგენდარული მოთამაშის მაისური აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

უცნობია ვინ შეიძინა ლოტი. თუმცა, აუქციონზე სპორტული ნივთების მაღალ ფასში გაყიდვით რუთი ნამდვილი რეკორდსმენია. ახლა მან თავისი რეკორდი მოხსნა, რადგან 2012 წელს მისი იანკების მაისური $4.4 მილიონად გაიყიდა.

ინდოეთი

16 ივნისი 2019, 11:03

მსოფლიო

ინდოეთში ძლიერ სიცხეს მსხვერპლი მოჰყვა

ამავე ინფორმაციით დაღუპულია სულ ცოტა 29 ადამიანი. ჰაერის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ბიჰარის შტატშია. დედაქალაქ ნიუ-დელიში კი 10 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა.

16 ივნისი 2019, 10:57

მსოფლიო

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის - განცხადება კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ვიდეო მიმართვაში გააკეთა. გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი წელს $47 მილიარდ 32 მილიონია. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, კიდევ $2 მილიარდი დოლარით გაიზრდება და 49 მილიარდ 32 მილიონს მიაღწევს.

კათოლიკეები

16 ივნისი 2019, 10:45

საქართველო

კათოლიკური სამყარო წმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს

"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სამების დღესასწაულს ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს, სულიწმინდა იყოს თქვენი მფარველი“,- ნათქვამია მილოცვაში.

16 ივნისი 2019, 10:39

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. უწყებაში დიპლომატის დაბარების მიზეზი ოფიციალური ლონდონის განცხადებაა.დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრებმა ომანის ყურეში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს.

მამების დღე

16 ივნისი 2019, 10:38

მსოფლიო

ამერიკაში მამის დღეა

"დღეს ამერიკაში მამის დღეა და გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ჯონ ადამსის სიბრძნე: „ყოველთვის დადექი პრინციპის მხარეს, თუნდაც დარჩე მარტო","- ამბობდა ის. შეგიძლიათ, გაიხსენოთ მამის საუკეთესო რჩევა,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

ტომ ჰენქსი

16 ივნისი 2019, 10:10

ტაბლოიდი

ტომ ჰენქსმა მაღაზია გაქურდა. ვიდეო

ჰენქსმა გამოწვევა მიიღო და ლოს-ანჯელესის მაღაზიიდან თავისივე გამოსახულებიანი მუყაოს ფიგურა და რამდენიმე ოსკარი მოიპარა. სანახაობა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.ჰენქსმა ამ ნივთების თანხა მაღაზიას მოგვიანებით გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე

16 ივნისი 2019, 10:07

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ცვეტა კარაინჩევასთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.