imedi /  05 ივნისი 2019, 17:40 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

მედიამონიტორინგი

მედიამონიტორინგი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2019 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, საკრებულოს შუალედური არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2019 წლის 31 მარტიდან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

მონიტორინგი 21 სამაუწყებლო არხს და საერთო ლიცენზიის მქონდე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. მედიამონიტორინგის პროცესში კომისია წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებსა და გამოკითხვებს აკვირდებოდა.

მონიტორინგის პროცესში დეტალური ანალიზი განხორციელდა სამაუწყებლო კომპანიებში წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებაზე. საანგარიშო პერიოდში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინასაარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში, ყურადღება გამახვილდა სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. დაკვირების საგანი ასევე, მაუწყებლის მხრიდან იმ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის გაშუქება იყო, რომლებიც არ წარმოადგენენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, მაგრამ მონაწილეობენ არჩევნებში.

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ რამდენიმე აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების მსგავსად, აქტუალურია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში განთავსდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც არ ემსახურებოდა მათივე კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებდა ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ. აღნიშნული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები მხოლოდ სხვა საარჩევნო სუბიექტების არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს ათავსებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთაღნიშნული არ ეწინააღმდეგება იმ კანონებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პროცესების ზედამხედველობას ახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის და დისკრიმინაციულია რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიმართ. კომისიას მიაჩნია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო რეკლამის ამგვარი გამოყენება არღვევს სამართლიანობის პრინციპს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს. კერძოდ, სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის კანონით მინიჭებული 3 საათში ერთხელ არაუმეტეს 90 წამის ნაცვლად, სხვა კანდიდატებთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი დრო ეთმობოდათ.

კვლავ აქტუალურია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდის თემა. მაუწყებელმა უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ლიმიტი, რომელიც ყოველ სამ საათში 7,5 წუთს შეადგენდა, პირველ ეტაპზე 9 წუთამდე, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირას 12 წუთამდე გაზარდა. აღნიშნული გაზრდილი ლიმიტების გამოყენება ხორციელდებოდა რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ ისე, რომ საკუთარ უფასო სარეკლამო დროს სხვა საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების არჩევის ხელშეწყობისთვის მიმართავდა. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის. გარდა ამისა, საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდამ, შესაძლოა გამოიწვიოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახება შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით - რეგიონალურ მაუწყებლებზე.

წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს კანონმდებლობის მოთხოვნებს ახსენებს და მოუწოდებს მათ, რომ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადაანაწილონ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.

წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების საკითხიც. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევის გამო, კომისიამ ხუთ მედია ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაუგზავნა. საქმე ეხება 17 მაისს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დაკვეთით „IPSOS S.A.“-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, რითაც მედია ორგანიზაციებმა დაარღვიეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას კრძალავს.

აქტუალური რჩება წინასაარჩევნო დებატების საკითხი. საანგარიშო პერიოდის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ მთელ რიგ მაუწყებლებს ან არ განუთავსებიათ წინასაარჩევნო დებატები ან მათ მიერ განთავსებულ დებატების პროგრამებში მონაწილეობა არ მიუღიათ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. წინასაარჩევნო დებატების განთავსების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, კომისიამ მაუწყებლებს შესაბამისი ახსნა–განმარტებების წარმოდგენის მიზნით მიმართა. მაუწყებლებისაგან მიღებული პასუხების შესწავლის შედგომ კომისია გაატარებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

ყველა სიახლე

27 ივნისი 2019, 02:00

საქართველო

საქართველოსა და სხვა ქვეყნების დელეგაციებმა ევროპის საბჭოში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციისათვის ხმის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით ესტონეთის, საქართველოს, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

ლოს-ანჯელესი,
კალიფორნია, აშშ

27 ივნისი 2019, 00:56

კულტურა

გამოქვეყნდა 800 მუსიკოსის სია. მათი სიმღერები კალიფორნიაში ხანძრის შემდეგ დაიკარგა

NYT-ის მონაცემებით, Universal-მა, „ფენიქსის პროექტის“ ფარგლებში მუსიკალური ჩანაწერების მეხუთედზე მეტის აღდგენა ვერ შეძლო. ხანძრიდან ორი წლის შემდეგ პროექტი დახურა. გაზეთის ცნობით, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პროგრამა ძალიან ძვირი უჯდებოდა ან რომ ასლებს უკვე ვეღარ მიაგნებდა.

ემინემი

27 ივნისი 2019, 00:39

კულტურა

რეპერ ემინემს მამა გარდაეცვალა

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი რეპერის ემინემის მამა მარშალ ბრიუს მერზეს - უმცროსი 67 წლისა გარდაიცვალა. გამოცემა TMZ-ის ცნობით, ემინემი ხშირად კითხულობდა რეპს მამის შესახებ და წუხდა, რომ მან ადრეულ ასაკში მიატოვა.

 სოფიო ქაცარავა

27 ივნისი 2019, 00:36

საქართველო

სოფო ქაცარავა: თბილისში რომ ვყოფილიყავი მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას ხმას მივცემდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო ქაცარავამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საქმეში სოლიდარობა მმართველ გუნდს სტრასბურგიდან გამოუცხადა. „თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას“.

 იანის ადეტოკუნბო

27 ივნისი 2019, 00:01

სპორტი

NBA-ის საუკეთესო კალათბურთელი ცნობილია

NBA-ის (ნაციონალური საკალთბურთო ასოციაცია) სეზონის საუეთესო კალათბურთელად იანის ადეტოკუნბო დასახელდა. „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდი საშუალოდ საკალათბურთო მატჩში 28 ქულას აგროვებს. მისი გუნდი კი NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში საუკეთესო გახდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

თიკო ქობულაშვილი

26 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სპიკერებმა ახალი გეგმა გააცნეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 27 ივნისს ისევ 19:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მსველობას მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მოაწყობენ მსვლელობას. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების სპიკერებმა თქვეს.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

26 ივნისი 2019, 23:31

საქართველო

ევროსაბჭოს ახალ გენერალურ მდივნად ხორვატი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აირჩიეს

ხორვატი პოლიტიკოსი ამ თანამდებობაზე ტორბიორნ იაგლანდს ჩაანაცვლებს. ნორვეგიელ ლიდერს უფლებამოსილების ვადა 2019 წლის ოქტომბერში ეწურება. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პოსტს 2024 წლამდე დაიკავებს. ბურიჩი ხორვატიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია.

ნათია თურნავა

26 ივნისი 2019, 23:27

ეკონომიკა

თურნავა: ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ დაემუქრება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი და გრძლვადიან პერსპექტივაში ლარს საფრთხე არ ემუქრება. ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

26 ივნისი 2019, 23:00

თემა

რა ორგანიზაციაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და რატომ დაუბრუნა მან ხმის უფლება რუსეთს?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება აღუდგინა. მანამდე ორგანიზაციამ მიიღო შესწორებები, რომლებიც რუსულ დელეგაციას ყველა უფლებას,მათ შორის, ხმის უფლებას უბრუნებდა, რაც მას 2014 და 2015 წლებში ჩამოართვეს. სხვა ქვეყნების დეპუტატებმა ამ პროცესის დაბლოკვა მხოლოდ რამდენიმე დღით შეძლეს. უკრაინის დელეგაცია აცხადებდა, რომ რუსეთის დაბრუნების შემთხვევაში მისი დელეგაცია დროებით დატოვებდა ორგანიზაციას;უკრაინელებთან ერთად ფაქტს აპროტესტებდაქართული დელეგაციაც. ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა უკვე უწოდა რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას სამარცხვინო.

26 ივნისი 2019, 22:49

საქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ინდუსტრიულმა ჰოლდინგი Aigroup -მა ცენტრალურ მოედანზე ოფიციალური პრეზენტაცია გამართა,რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.

26 ივნისი 2019, 22:23

საქართველო

ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ „თმის ღერი არ ჩამოუვარდება“.

გივი მაჭარაშვილი

26 ივნისი 2019, 22:09

სპორტი

მინსკის ევროპულ თამაშებზე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედლი მოიპოვა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი გივი მაჭარშვილმა მოუტანა

აქცია რუსთაველზე

26 ივნისი 2019, 21:52

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ამის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქვე გამოაცხადეს სიტყვით გამომსვლელებმა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა ადამიანი გათავისუფლებულია. .მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მიაწოდა.

26 ივნისი 2019, 21:41

მსოფლიო

საფრანგეთის პროკურატურამ ნოტრ-დამის ხანძარში კრიმინალური კვალი ვერ იპოვა

საფრანგეთის პროკურატურა აცხადებს, რომ პარიზის ნოტრ-დამის ხანძარში, კრიმინალური კვალი არ არის, - წერს BBC-ი. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ აქვთ მიზეზი ივარაუდონ, რომ სისხლის სამართლის დანაშული მოხდა.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 21:27

საქართველო

მელია: იმედია, ზეგ აქ ვიქნები და გახარია პარლამენტში შესვლას ვერ გაბედავს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებიშ შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდება. მანამდე ის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ ოპოზიციური პარტიის აქციაზე გავიდა, რომელიც მის მხარდასაჭერად გაიმართა.

გიორგი კონდახაშვილი

26 ივნისი 2019, 21:12

საქართველო

მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატს საქმის მასალები გადასცეს. გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, საქმეში არის რამდენიმე მოწმე, რომელიც ვერ ადასტურებს ნიკა მელიას ბრალეულობას. პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.

რომან კაკულია

26 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

კაკულია: კენჭისყრაზე დაფიქსირებული პოზიცია გუნდისთვის თუ პრობლემური იქნება, უხერხულობას არ შევქმნი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა რომან კაკულიამ განმარტა თუ რატომ ჰქონდა კენჭისყრაზე გუნდისგან განსხვავებული პოზიცია. ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შესაჩერებლად გამართულ კენჭისყრაში მან მონაწილეობა არ მიიღო.

ნინო ლომჯარია

26 ივნისი 2019, 20:47

საქართველო

ლომჯარია: მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის

სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენებას მიზანშეწონილად არ თვლის. შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე განათავსა. „უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა“.

26 ივნისი 2019, 20:47

მსოფლიო

ვენის ცენტრში აფეთქების შედეგად ორ შენობაში სართულები ჩამოინგრა

ავსტრიაში, ვენის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად ორ შენობაში რამდენიმე სართული ჩამოინგრა, ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, არის ეჭვი რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების ადგილას სამართალდამცველები, მეხანძრეები და სამედიცინო ბრიგადები იმყოფებიან.

26 ივნისი 2019, 20:42

მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა

უკრაინელი კანონმდებლები დებატებზე კოლეგებს მოუწოდებდნენ, გაეთვალისწინებინათ უკრაინაში არსებული ვითარება, დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმის ანექსია, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა, თუმცა ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა.