Imedi /  06 ივნისი 2019, 21:37 / სანდო წყარო

იუსტიციის სამინისტრო მერაბიშვილის საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო

სამინისტრო ავრცელებს ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე ვკითხულობთ

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე მედიით არასაჯარო დოკუმენტის პოლიტიკურად ინტერპრეტირებული ვერსია გამოქვეყნდა. ამასთან გამოითქვა მოსაზრება, რომ თითქოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.

„სამინისტრო თავს ვალდებულად მიიჩნევს, არ შეუწყოს ხელი თემის გარშემო თავისუფალი ინტერპრეტაციებისა და ინსინუაციების გაჩენას. იმისთვის, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება არ იქნეს გამოყენებული მოკლევადიანი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, ერთდღიანი ხმაურიანი ბრიფინგების თემად და საფუძველს მოკლებული მოლოდინების შესაქმნელად, იუსტიციის სამინისტრო განმარტავს:

როგორც იუსტიციის სამინისტრო 5 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი საერთოდ არ განიხილა. ადვოკატებმა ამ საკითხის განხილვის მოთხოვნით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ორგზის მიმართეს − მიმდინარე წლის 3 და 29 მაისს (იხ. დანართი 2 და დანართი 3);

გარდა ამისა, როგორც იუსტიციის სამინისტრო 5 ივნისის განცხადებაში აღნიშნავდა, მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა, რომ 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ივანე მერაბიშვილს მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით − 30 დღით გახდება შესაძლებელი; ამ ბრძანების 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება 2019 წლის 1 ივლისს და დასრულდება 2021 წლის 1 იანვრამდე; პარლამენტმა დაამტკიცა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას სამოხელეო დანაშაულებზე. იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მერაბიშვილის საქმის შემდგომი განხილვა 2019 წლის სექტემბრის სხდომაზე აღარ გაიმართება და მას მინისტრთა კომიტეტი მოგვიანებით დაუბრუნდება. შემდეგ სხდომას კომიტეტი გამართავს 23-25 სექტემბერს, მერაბიშვილის საქმეზე ინფორმაციის წარდგენის ვადად კი, საქართველოს მთავრობას განესაზღვრა 30 სექტემბერი. შესაბამისად, ქართული მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვას ევროპის საბჭო მხოლოდ სექტემბრის სხდომის შემდეგ დაიწყებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ გავრცელებული ყველა ეს ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეფასებებთან (იხ. დანართი 1). იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებსა და მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატებს, დაიცვან მსჯავრდებულის ინტერესები, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ მას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის შესახებ და თავი შეიკავონ ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციებისგან“, - ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2019, 21:30

კულტურა

საქართველო ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, დიდი იტალიელი კომპოზიტორის, შემოქმედებას ეძღვნება და ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ტარდება, წელს კი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში გაიმართა. ღონისძიება თბილისში გაიხსნა, გუშინ კი შეკვეთილში ბლექ სი არენას სცენა დაიკავა.

პრეზიდენტის სასახლე

24 აგვისტო 2019, 21:21

საქართველო

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა მიღება გამართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 20:30

საქართველო

ზურაბიშვილი: არავისზე ნაკლებად არ გვტკივა ის ახალგაზრდები და პოლიციელი, რომლებმაც თვალები დაკარგეს

„აზრთასხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალსოფელის მიმდებარე ტერიტორია

24 აგვისტო 2019, 20:25

საქართველო

ახალსოფელთან ხანძარის ჩასაქრობად ვერტმფრენები მუშაობას ხვალ განაახლებენ. ვიდეო

მეორე დღეა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოებს რელიეფი ართულებს, რის გამოც ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს, ისინი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვებიან.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:56

საქართველო

ზურაბიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დასაბრუნებლად ყველა გზას ვეძებ

„ვზრუნავ იმაზე, ვეძებო ყველა გზა და ყველა საშუალება, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ თალაკვაძე

24 აგვისტო 2019, 19:21

საქართველო

თალაკვაძე: მჯერა, რომ აფხაზებთან და ოსებთან ერთად მომავალში კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე ვიმუშავებთ

საქართველოს კონსტიტუციის დებულებების სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:20

საქართველო

ზურაბიშვილი: უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ

"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ახლო პარტნიორსა და მეგობარს - უკრაინას. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ" - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

24 აგვისტო 2019, 19:11

მსოფლიო

საზღვაო ხომალდ Ocean Viking-ის 356 მიგრანტს ევროპის 6 ქვეყანა მიიღებს

არასამთავრობო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ კუთვნილმა გემმა Ocean Viking-მა ღუზა მალტის სანაპიროსთან ჩაუშვა. გემზე 356 მიგრანტი იმყოფება, რომელიც ორგანიზაციამ სამი კვირის წინ შეკრიბა. მიგრანტები 21 დღის განმავლობაში გაურკვევლობაში იყვნენ, რადგან ისინი იტალიამ არ მიიღო და გემს ლამპედუზასა და სიცილის პორტებში შესვლა აუკრძალა.

ლიდსის მუსიკალური ფესტივალი

24 აგვისტო 2019, 18:35

მსოფლიო

ლიდსის მუსიკალურ ფესტივალზე გოგო სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა

ლიდსის ფესტივალზე თინეიჯერი გოგო სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთ პარკში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე გოგოს გარდაცვალების შესახებ მიიღო შეტყობინება.

24 აგვისტო 2019, 18:33

ეკონომიკა

საქართველოში კომერციული ბანკების მოგება 7 თვეში 21 მილიონი ლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 443 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-ივლისის მოგებაზე 21 მლნ ლარით (5%-ით) ნაკლებია. ივლისში ბანკების შემოსავლებმა 387 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 301 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 86 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

24 აგვისტო 2019, 17:55

კულტურა

Marvel-ი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის „ადამიან ობობაზე“ ახალ ანიმაციურ სერიალს გადაიღებს

Marvel Animation-მა "ადამიანი-ობობის" შესახებ ახალი ანიმაციური სერიალი გამოშვება დააანონსა. ანიმაციას "Marvel-ის ობობა და მისი საოცარი მეგობრები" ერქმევა და ის სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე იქნება გათვლილი.

წეროვანი

24 აგვისტო 2019, 17:17

ძალოვნები

წეროვანში ხანძარი ჩააქრეს

ცეცხლი წეროვანში დასახლების მიმდებარედ, საძოვრებს გაუჩნდა. ამ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის. იყო ძლიერი დაკვამლინება. ადგილზე სამი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ არის დადგენილი.

კიტ ჰარინგტონი

24 აგვისტო 2019, 16:42

კულტურა

კიტ ჰარინგტონი Marvel-ის კინოსამყაროში გამოჩნდება

ცნობილი სატელევიზიო სერიალის Game of Thrones-ის ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი Marvel-ის ერთ-ერთ ფილმში ითამაშებს. ინფორმაციას Deadline-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ჰარინგტონი Marvel-ის სუპერგმირის შესახებ ფილმში გამოჩნდება.

British Airways

24 აგვისტო 2019, 16:18

ეკონომიკა

პილოტების გაფიცვის გამო British Airways-ის ათასობით რეისი გაუქმდა

ანაზღაურების გაზრდის მიზნით British Airways-ის პილოტები 9, 10 და 27 სექტემბერს გაფიცვას გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვა 9 სექტემბერს იწყება, მგზავრებს, რომელთა რეისებიც 8 სექტემბერს ან უფრო გვიან არის დაგეგმილი, რეისის გაუქმების შესახებ შეტყობინებები მიუვიდა.

ვიქტორ სანიკიძე

24 აგვისტო 2019, 16:15

სპორტი

ვიქტორ სანიკიძე ბერძნული „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა

სანიკიძე ათენის „არისში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო, რაც მისი კარიერის დასრულების მიზეზი გახდა. სანიკიძეს ევროპის არაერთ კლუბში უთამაშია. წლების განმავლობაში ის ფრანგულ "დიჟონში", ესპანურ "სარაგოსასა" და "ესტუდიანტესში", იტალიურ "ვირტუსსა" და "სიენაში", ასევე რუსულ "უნიკსსა” და თურქულ “ანკარაში” თამაშობდა.

24 აგვისტო 2019, 16:02

მსოფლიო

ირანი აშშ-ის მიერ ფრთოსანი რაკეტის გამოცდის გამო შეშფოთდა

ირანი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის მიერ საშუალო და მოკლე რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტის გამოცდის გამო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის აბას მუსავის განცხადებით აღნიშნული ფაქტი შეირაღების ზრდის ტემპს დააჩქარებს. ასევე საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოში მშვიდობას და სტაბილურობას.

დონალდ ტუსკი

24 აგვისტო 2019, 15:44

მსოფლიო

დონალდ ტუსკს „დიდი შვიდეულის“ შემდეგ სამიტზე უკრაინის მიწვევა სურს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ფორმატში რუსეთის დაბრუნებას არ ეთანხმება და, ამავე დროს, შემდეგ სხდომაზე სტუმრის სახით უკრაინის მიწვევას ემხრობა. ამის შესახებ ტუსკმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ბირთვული რაკეტა

24 აგვისტო 2019, 15:11

მსოფლიო

პოლონეთი მზადაა ქვეყანაში აშშ-ის ბირთვული რაკეტები განათავსოს

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პეკინი და მოსკოვი მსოფლიოში მშვიდობას საფრთხეს უქმნიან. ამიტომ ნატომ უნდა განიხილოს ევროპაში საშუალო რადიუსზე მოქმედი ბირთვული რაკეტების განთავსების საკითხი, -ამის შესახებ Deutsche Welle წერს. მისი თქმით, პოლონეთი მზადაა ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული რაკეტები განათავსოს.

„ლანჩხუთი“

24 აგვისტო 2019, 15:09

სპორტი

ფეხბურთში ქალთა შორის საქართველოს თასი „ლანჩხუთმა“ მოიგო

23 აგვისტოს ქალთა შორის საქართველოს თასის ფინალი გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს თბილისის „ნიკე” და ლანჩხუთის „ლანჩხუთი” დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„ქართული სახლი“ მინსკში

24 აგვისტო 2019, 14:48

კულტურა

მინსკში „ქართული სახლი“ გაიხსნა

საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით მინსკში „ქართული სახლი“ გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა. „ქართული სახლი“ თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბელარუსში საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ გახსნეს.