imedi /  06 ივნისი 2019, 22:21 / სანდო წყარო

ბახტაძე აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს შეხვდა

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სან-ფრანცისკოში აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციები გააცნო.

მთავრობის მეთაურს MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა პარტნიორმა იიც ეფლბაუმმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელშიც აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ამ სფეროში წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. 

აშშ-ის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელების შეფასებით, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ხელშესახებ შედეგებს ახლო მომავალში მიაღწიოს.

„საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის, ასევე რაც ყველაზე მთავარია, ეკოსისტემის შესახებ გამოცდილების გაზიარება ისეთი წარმატებული ადგილებიდან, როგორიცაა „სილიკონ ველი“ და ისეთი მოწინავე ქვეყნებიდან, როგორიცაა მათ შორის ისრაელი, რომლებიც თავიანთი ტექნოლოგიური მიღწევებით უკვე დიდ სამომხმარებლო ბაზრებზე გადიან.

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს აღტაცებით ვუყურებ. ახალგაზრდა სახელმწიფოა, ძალიან ჭკვიანი ხალხით. საინჟინრო პროფილის მქონე 50 000 სტუდენტის ყოლა მნიშვნელოვანი განაცხადია. ქვეყანაში არსებობს ინოვაციების ფონდი და ამ სფეროს ცალკე სამინისტრო კურირებს. ამდენად, შესაძლებლობები დიდებულია და ძალიან სწრაფად დადგება ხელშესახები შედეგი“, - განაცხადა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ MizMaa Ventures-ის დამფუძნებელმა იიც ეფლბაუმმა.

ყველა სიახლე

ჰასან როუჰანი ირანის პრეზიდენტი

22 აგვისტო 2019, 11:27

მსოფლიო

ირანმა საკუთარი წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ბავარ 373" წარადგინა

ირანის პრეზიდენტმა ახალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი წარადგინა. განცხადება ამის შესახებ ჰასან როუჰანის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თეირანმა კომპლექსზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთმა ირანს საჰაერო დაცვის სისტემა S-300-ის გაყიდვაზე უარი უთხრა.

ბრიფინგი

22 აგვისტო 2019, 11:13

საქართველო

პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.- ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. საგამოძიებო უწყების განმარტებით საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.

Facebook

22 აგვისტო 2019, 10:52

ტექნოლოგიები

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი ანგარიში დაბლოკა

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი გვერდი დახურა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით კომპანიაში აცხადებენ, რომ საეჭვო გვერდები მფლობელები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ. კერძოდ, საუბარია 89 პირად ანგარიშზე, 107 გვერდზე და 15 ჯგუფზე. ზოგ მათგანს ასობით ათასი გამომწერი ჰყავდა.

ამაზონის ტყეში ხანძარია

22 აგვისტო 2019, 10:18

მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჯაირ ბოლსონარო ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადანაშაულებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გზით მთავრობის დისკრედიტაციას ცდილობენ, ხოლო ამის მიზეზი მათი დაფინანსების შემცირებაა.

ემანუელ მაკრონი

22 აგვისტო 2019, 10:18

მსოფლიო

კრემლის ვებგვერდი მაკრონის გამოსვლის რედაქტირებაში გამოიჭირეს ​

კრემლის ვებგვერდზე საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციის სტენოგრამა შეცდომებით არის გამოქვეყნებული. ეს BBC-ს რუსულენოვანი სამსახურის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ტექსტში ვერ მოხვდა მაკრონის არცერთი ფრაზა, რომელშიც ის სიტყვა "არჩევნებს" იყენებს.

დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2019, 10:10

ძალოვნები

ტრამპი დანიის პრემიერს: აშშ-ს ასე არ უნდა ესაუბრო

აშშ-ის პრეზიდენტმა დანიის პრემიერმინისტრს განცხადება დაუწუნა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეტე ფრედერიქსენის ფრაზა, რომლის თანახმად აშშ-ის მიერ გრენლანდიის შეძენის იდეას „აბსურდი“ უწოდა, არასასიამოვნო და ცუდი შეფასება იყო.

გუგუტიანთკარი

22 აგვისტო 2019, 09:21

საქართველო

გუგუტიანთკარში ამ დროისთვის ოკუპანტების მიერ ბოძების დამონტაჟების პროცესი შეჩერებულია

გუგუტიანთკარში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, თუმცა საუკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გუშინ რუსული ვერტმფრენებით დაახლოებით დღის 12:00 საათზე გამოჩნდნენ. 160 საყრდენი ბოძი და დაახლოებით 400 მეტრით გადმოწეული ე.წ საზღავრი-ასეთია ვითარება გუგუტიანთკარში. მცოცავი ოკუპაცია უკვე მე-16 დღეა გრძელდება.

22 აგვისტო 2019, 08:55

მსოფლიო

პოლიცია: კალიფორნიის სასტუმროში მზარეული მასობრივ სროლას გეგმავდა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც კალიფორნიის სასტუმროში მზარეული მასობრივ სროლას გეგმავდა. CNN პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 37 წლის რუდოლფო მონტოია მერიოტის თანამშრომლებსა და სტუმრებზე თავდასხმას გეგმავდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნები

22 აგვისტო 2019, 08:25

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორს დღეს აირჩევენ

აჭარის ტელევიზიის დირექტორს დღეს აირჩევენ. კონკურსი მესამედ გამოცხადდა და ის ამჯერად დირექტორობის მსურველთა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს. აჭარის ტელევიზიის დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური.

მაიკ პომპეო

22 აგვისტო 2019, 08:13

მსოფლიო

პომპეომ გრენლანდიის საკითხი დანიელ დიპლომატთან განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრენლანდიის შესაძლო გაყიდვის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს. სატელეფონო საუბრისას პომპეომ დანიასთან როგორც ამერიკის მოკავშირესთან თანამშრომლობისთვის მადლიერება გამოხატა.

ელექტრომობილი

22 აგვისტო 2019, 07:54

ეკონომიკა

დღეიდან ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება

დღეიდან ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება „აიქარმა“ ბათუმში 20 ელექტრო მობილი შემოიყვანა“. ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე კომპანია აიენერჯიმ 10 ელექტრო გასამართი სადგური უკვე დაამონტაჟა.

22 აგვისტო 2019, 00:21

საქართველო

აშშ ბორდერიზაციის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს

„კიდევ ერთხელ, რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია, საკუთარი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე (დაკავებულ) პოზიციებზე და შეუზღუდავი წვდომა მისცეს ჰუმანიტარული დახმარებას მიწოდებას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაფიო ვალდებულებების თანახმად."- განაცხადა ორტაგუსმა.

21 აგვისტო 2019, 22:50

მსოფლიო

ნიდერლანდებში ნიქაბიან ქალს ავტობუსი დაატოვებინეს

ნიდერლანდების ქალაქ სტეინში ავტობუსის მძღოლმა მოძრაობა ნიქაბიანი ქალის გამო შეწყვიტა. კაცმა ქალს 2-ჯერ სთხოვა სახის ჩვენება ან ავტობუსის დატოვება. მას შემდეგ რაც ქალმა ამაზე უარი თქვა, მძღოლმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველების მისვლის შემდეგ ქალმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნებაყოფლობით დატოვა.

21 აგვისტო 2019, 22:30

მსოფლიო

BBC-ი ჩაძირული „ტიტანიკის“ კადრებს ავრცელებს. ვიდეო

ვესკოვოს განცხადებით, გემის მდგომარეობა მარილის კოროზიისა და "მეტალისმჭამელი" ბაქტერიების გამო გაუარესებულია. ექსპედიციის საბოლოო შედეგები დოკუმენტურ ფილმში აისახება, რომელსაც BAFTA და Atlantic Productions-ი იღებს. გემი დღესდღეობით ოკეანის ზედაპირიდან 4,000 მეტრის სიღრმეშია ჩაძირული.

ვიდეოთამაში

21 აგვისტო 2019, 22:07

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო ვიდეოთამაშში გამოჩნდება

„მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ"- წერს ფედერაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე. საფეხბურთო ვიდეოთამაშების სერია PES PES (Pro Evolution Soccer) იაპონურმა კომპანია Konami-მ შექმნა.

დიდი შვიდეული

21 აგვისტო 2019, 21:30

მსოფლიო

გერმანია „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია

როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რუსეთი ამ ფორმატიდან ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამო გარიცხეს და ეს პრობლემები ამ დრომდე აქტუალურია. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია.

მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო 2019, 21:08

საქართველო

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

21 აგვისტო 2019, 20:52

საქართველო

ცნობილია როდის ჩატარდება სკოლის ექსტერნის გამოცდები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე მათში შემავალი საგნებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადად 26 აგვისტო - 2 სექტემბერი განისაზღვრა.

ბათუმის ბულვარი

21 აგვისტო 2019, 20:14

საქართველო

ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული „რვაფეხა“ გაიხსნა

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.

21 აგვისტო 2019, 20:05

საქართველო

„კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ „რუსთავი 2“ დატოვა

"კურიერის" ჟურნალისტების უმრავლესობამ "რუსთავი 2" დატოვა. მათ ტელევიზიის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს და მედიასთან განცხადებებიც გააკეთეს. რეპორტიორების განცხადენით, ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ პროფესიულ საქმიანობას მალე დაუბრუნდებიან.