imedi /  13 ივნისი 2019, 08:16 / სანდო წყარო

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დღეიდან იწყება

2019-2020 სასწავლო წლისათვის, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა. დღეიდან მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.

დოკუმენტაციის წარდგენა  13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი და დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რაც შეეხება წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას:

როგორც სამინისტრო განმარტავს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

ყველა სიახლე

21 ივნისი 2019, 03:36

ძალოვნები

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის მორიგი დაპირისპირებაა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეების ნაწილი სპერაზმს ისევ დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის პოლიცია პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს.

21 ივნისი 2019, 03:21

საქართველო

ინგოროყვას კლინიკაში რუსთაველზე აქციაზე დაშავებული 28 ადამიანი რჩება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული 35 ადამიანიდან ინგოყვას კლინიკაში 28 რჩება. ბოლო მონაცემებით 7 პაციენტი კლინიკიდან გაეწერა, ხოლო 3 ადამიანს ოპერაცია უკეთდება.

საპროტესტო აქცია

21 ივნისი 2019, 03:19

საქართველო

დრონით გადაღებული კადრები რუსთაველის გამზირიდან

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი ისევ რჩება, სპეცრაზმი კი კვლავ იყენებს ცრემლდენ გაზს მათ შესაჩერებლად და დასაშლელად. საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დღევანდელ აქციაზე ბოლო მონაცემებით 38 სამართალდამცველი და 14 დემონსტრანტი დაშავდა.

21 ივნისი 2019, 02:51

საქართველო

რუსთაველის გამზირზე ვითარება ისევ დაძაბულია

რუსთაველის გამზირზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა. ამასთან, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.ამ დროისთვის პოლიცია პროტესტის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს. ადგილზე მობილიზებილია პოლიცია.

აქცია

21 ივნისი 2019, 02:39

საქართველო

ნაციონალები სამოქმედო გეგმაზე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ერთად იმსჯელებენ

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ჩადენილია არნახული დანაშაული. როგორც რომან გოცირიძემ თქვა, ოპოზიციას იმედი ჰქონდა ამ კრიზისის პოლიტიკური გზით განმუხტვის. რომან გოცირიძის თქმით, ისინი ერთ-ერთი პარტიის ოფისში შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმას გაწერენ.

გიორგი ვაშაძე

21 ივნისი 2019, 02:23

საქართველო

რუსთაველზე აქციის დროს დაშავებულმა გიორგი ვაშაძეს მიმართა

რუსთაველის გამზირზე, მას შემდეგ რაც სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლდმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, ადგილზე გიორგი ვაშაძე მივიდა. ის "იმედის" ეთერში განცხადებას აკეთებდა, როდესაც აქციაზე დაშავებული მოქალაქე მიუახლოვდა და პრეტენზიებით მიმართა.

21 ივნისი 2019, 02:22

საქართველო

ქარტია დაშავებულ ჟურნალისტებზე: პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა

"ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე რათა არ მოხდეს საპროტესტო აქციაზე მყოფი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა,"- წერია განცხადებაში.

გიორგი ბარამიძე

21 ივნისი 2019, 02:21

საქართველო

ბარამიძე: პარლამენტში შეჭრაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, ხალხმა ეს სპონტანურად გააკეთა

„პარლამენტში შეჭრაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ხალხმა ეს სპონტანურად თვითონ გააკეთა. ხალხი არის გაბრაზებული და ერთობლივი გადაწყვეტილება არავის არ მიუღია“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

21 ივნისი 2019, 02:10

საქართველო

აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტი დაშავდა

საქართველოს პირველი არხის სამი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი დაშავდა. ორ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ორი კი კლინიკებში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

საქართველოს საპატრიარქო

21 ივნისი 2019, 02:00

საქართველო

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.

21 ივნისი 2019, 01:57

საქართველო

ესტონეთის საელჩო საქართველოში: ყველა მხარეს ვურჩევთ შეინარჩუნონ სიმშვიდე

„ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ვურჩევთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში“-ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ინგოროყვას კლინიკა

21 ივნისი 2019, 01:57

საქართველო

აქციაზე დაშავებულ სამ პაციენტს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება

"დანარჩენები სტაციონარში შემდგომი მკურნალობის მიზნით რჩებიან სტაბილურ მდგომარეობაში. ყველა მათგანს შესაბამისი მომსახურება უტარდება. სხვადასხვა სახის მსუბუქი ზედაპირული ტრავმებია, რამდენიმე ინტოქსიკაცია. ქირურგიული ოპერაცია ფეხის მიდამოს ტრავმებია სამივე შემთხვევაში“,- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

21 ივნისი 2019, 01:49

ძალოვნები

სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოვიდა, მეორე მხარეს აქციის მონაწილეები არიან. სპეცრაზმი ისვრის რეზინის ტყვიებს და იყენებს წყლის ჭავლს.

აქცია

21 ივნისი 2019, 01:44

საქართველო

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დაშლილია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზეა. ისინი სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა დაშალეს ჯებირები და სპეცრაზმის მიმართულებით ისვრიან.

ლევან ვასაძე

21 ივნისი 2019, 01:38

ძალოვნები

ლევან ვასაძის გამოკითხვა დასრულდა

ლევან ვასაძის პოლიციის მთავარ სამმართველოში მისვლამდე სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. თუმცა რამდენიმე საათის წინ ფალავანდიშვილი გათავისუფლდა, სასამართლო პროცესი კი რამდენიმე დღით გადაიდო.

21 ივნისი 2019, 01:31

საქართველო

პარლამენტის შენობის წინ ისევ რეზინის ტყვიებს და ცრემლმდენ გაზს იყენებენ

პარლამენტის შენობის წინ უკვე მესამედ ისვრის სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ხელკეტებით და სხვადასხვა ნივთით უპირისპირდებიან.

ულრიკ ტიდესტრომი

21 ივნისი 2019, 01:25

საქართველო

საქართველოში შვედეთის ელჩი: ყველა მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისა და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოვუწოდებთ

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელიც ბევრმა ადამიანმა დღეს იგრძნო. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოავლინონ თავშეკავებულობა და ყოველთვის იმოქმედონ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“,"- წერს ელჩი.

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში

21 ივნისი 2019, 01:11

საქართველო

გირჩი: პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელი იყო დაეცვა საკუთარი სკამი ოკუპანტისგან

"რისკს ზრდის ის ფაქტიც, რომ ქვეყნის შიგნითაც არსებობენ ივანიშვილის რევოლუციით დამხობის მსურველები და გარეთაც გვყავს კონკრეტული მტერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია იყოს უმართავი,"- წერია განცხადებაში.

აქცია

21 ივნისი 2019, 01:06

საქართველო

„იმედის“ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვის დროს აქციის რამდენიმე წევრი დაუპირისპირდა

იმედის ჟურალისტს ვარლამ წიკლაურს პირდაპირი ჩართვის დროს აქციის რამდენიმე წევრი დაუპირისპირდა და მისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა სცადეს. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, გადაღების პროცესში ოპერატორი კახა როინიშვილი წააქციეს, ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.

21 ივნისი 2019, 01:02

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე 38 სამართალდამცველი და 14 მოქალაქე დაშავდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. თბილისის სასწარფოს ინფორმაციით, აქციის 4 მონაწილეს საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს, ხოლო 10 მსუბუქად დაშავდა.