imedi /  08 ივნისი 2019, 19:15 / სანდო წყარო

ექიმი: სამტრედიის ქუჩიდან შემოყვანილ პაციენტს შესაძლოა ფსიქიატრიული დახმარება დასჭირდეს

ექიმი ტერეზა ოსაჩუკი

ტერეზა ოსაჩუკი

არ არის გამორიცხული, თამარ კბილცეცხლაშვილს ფსიქიატრიული დახმარება დასჭირდეს, - ამის შესახებ სამტრედიის ქუჩიდან მე-5 საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტის მიმღებმა ექიმმა ტერეზა ოსაჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, 29 წლის თამარ კბილცეცხლაშვილი სტაბილური მდგომარეობის მიუხედავად კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშა რჩება.

,,სამტრედიის ქუჩიდან გადმოყვანილი თამარ კბილცეცხლაშვილია. ანამნეზისა და სომატური სტატუსის გათვალისწინებით მისი მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ, ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაეწია ნევროლოგისა და ფსიქიატრის დახმარება. პაციენტი არის კონტაქტური და გაგვცა ადეკვატური პასუხები, თუმცა ჯერჯერობით რჩება დაკვირვების ქვეშ და გააგრძელებს მკურნალობას. არ არის გამორიცხული, მას ფსიქიატრიული მკურნალობა დასჭირდეს“, - განაცხადა ოსაჩუკმა.

თბილისში სამტრედიის ქუჩაზე ქალის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ქალის გარდა ბინაში კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ახლა სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. 

აღსანიშნავია, რომ ექიმები, სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე სპეციალური აირწინაღებით მუშაობენ. მეზობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში არ უნახავთ, შეტყობინება 112-ზე კი მას შემდეგ გაგზავნეს, რაც ბინაში მყოფებმა მათ კარი არ გაუღეს. მათივე თქმით, სადარბაზოში უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით მოწამლვა გახდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა სიახლე

ზელიმხან ხანგოშვილი

24 აგვისტო 2019, 12:57

ძალოვნები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

გერმანიაში პანკისის მკვიდრ ზელიმხან ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედით გამვლელმა იმ დროს მიაყენა, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. რა გახდა მკვლელობის კონკრეტული მოტივი, ოჯახის წევრებს ამ თემაზე საუბარი უჭირთ.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

24 აგვისტო 2019, 12:50

მსოფლიო

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, წელს ტრადიციული სამხედრო აღლუმი არ იმართება. პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებს პრემია გადასცა. ქვეყნის ბიუჯეტიდან 300 მილიონი გრივნა გამოიყო.

ირანი

24 აგვისტო 2019, 12:45

მსოფლიო

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

რამდენიმე დღის წინ ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ხატამიმ განაცხადა, რომ თეირანი კონვენციით აკრძალული რაკეტების შექმნას არ აპირებს და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას სხვა რაკეტების სიჩქარისა და სიზუსტის გაუმჯობესების ხარჯზე მიაღწევს.

„ლედი და მაწანწალა“

24 აგვისტო 2019, 12:35

კულტურა

Disney-მ „ლედი და მაწანწალას“ ფილმის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

რეჟისორ ჩარლი ბინის ფილმი ორი ძაღლის - კოკერ-სპანიელ ლედის და ქუჩის ძაღლის მაწანწალას სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. იქნება თუ არა განსხვავება ორიგინალური მულტფილმის სიუჟეტსა და ფილმის სიუჟეტს შორის, ჯერჯერობით უცნობია. ფილმის პრემიერა Disney+-ის სტრიმინგ სერვისზე 12 ნოემბერს გაიმართება.

ექსპერტ-კრიმინალისტები საყავრეში ჩავიდნენ

24 აგვისტო 2019, 12:29

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ექსპერტ-კრიმინალისტები ხანძრის მიზეზს იკვლევენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეში შსს ექსპერტ-კრიმინალისტები ჩავიდნენ. სპეციალისტები ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლას იწყებენ ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. imedinews-ის ინფორმაციით, შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მეთიუ მაკკონაჰი

24 აგვისტო 2019, 12:08

კულტურა

მეთიუ მაკკონაჰიმ საფეხბურთო კლუბი იყიდა

კლუბის სხვა მეწილეები ბრაიან შეფილდი, ედუარდო მარგეინი და მარიუს ჰაასი იქნებიან. აქციების საკონტროლო პაკეტი ენტონი პრეკურს ეკუთვნის. 2021 წლამდე კლუბმა ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში 20 500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი უნდა ააშენოს.

24 აგვისტო 2019, 12:08

ტექნოლოგიები

აშშ-ში ელექტროსიგარეტის კვამლისგან სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში ელექტროსიგარეტის გამოყენების შედეგად სიკვდილის პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ Fox News-ი წერს. შტატის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში სერიოზული რესპირატორული დაავადების სიმპტომებით გადაიყვანეს. ის ელექტროსიგარეტს იყენებდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლიონელ მესი

24 აგვისტო 2019, 11:45

სპორტი

Marca: ლიონელ მესი „ბარსელონას“ პრეზიდენტით უკმაყოფილოა

კატალონიური „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მიყავს „ბარსელონას“ პრეზიდენტს ხოსეპ ბარტომეუს მოლარაპაკებები ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამის შესახებ გამოცემა Marca საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

24 აგვისტო 2019, 11:35

კულტურა

საქართველო ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს პირველად მასპინძლობს

საქართველო წელს პირველად ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი თბილისში გაიხსნა გუშინ კი შეკვეთილში „ბლექ სი არენას“ სცენა ვერდის ცნობილ ოპერა „აიდას“ დაეთმო. რომელიც საოპერო მუსიკის სამყაროში ერთერთი გამორჩეულია და კომპოზიტორმა ეგვიპტის ოპერის თეატრისთვის დაწერა.

ხანძარი ბახმაროში

24 აგვისტო 2019, 11:30

ძალოვნები

ბახმაროში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბახმაროს კურორტზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა მახარიძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სოფელი საყავრე

24 აგვისტო 2019, 11:20

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით მეხანძრე-მაშველებმა ტყის მასივში ცეცხლის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს.

ხანძარი ახალსოფელთან

24 აგვისტო 2019, 11:11

ძალოვნები

ყვარელში, ახალსოფელთან ხანძრის ქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო

ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძარი ფოთლოვან ტყეს გუშინ საღამოს გაუჩნდა. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის. ხანძრის ქრობაში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე იმყოფება 50 მეხანძრე მაშველი.

G7 სამიტი

24 აგვისტო 2019, 11:05

მსოფლიო

საფრანგეთი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს

საფრანგეთის ქალაქი ბიარიცი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმი დღეს დაიწყება და 26 აგვისტომდე გაგრძელდება. G7-ის ქვეყნები - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ბრიტანეთი და აშშ წელს მსოფლიოში უთანასწორობის საკითხების განხილვაზე კონცენტრირდებიან.

არჩილ თალაკვაძე

24 აგვისტო 2019, 11:03

საქართველო

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა ძლიერი და მტკიცეა. ჩვენ საერთო ფასეულობები და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობაა. გულითადად ვულოცავ უკრაინას ამ მნიშვნელოვან დღეს!“ - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.

24 აგვისტო 2019, 10:40

ტაბლოიდი

ფინეთში შექმნეს სუნამო, რომელსაც ადამიანის ოფლის არომატი აქვს

ფინეთში შექმნეს ახალი სუნამო, რომელსაც ადამიანის ოფლის სუნის არომატი აქვს, ამის შესახებ Flash Nord-ი წერს. გამოცემის ცნობით ეს არმატი სააგენტო Mirum Helsinki-მ წარადგინა. ტრადიციული ელემენტების გარდა სუნამოს შემადგენლობაში ორგანიზაციის ყველა თანამშრომლის ოფლის წვეთი შევიდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სუნამოს შექმნაზე შემოქმედებითმა ჯგუფმა ენთუზიაზმით იმუშავა.

საქართველოს კონსტიტუცია

24 აგვისტო 2019, 10:36

საქართველო

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნება

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

24 აგვისტო 2019, 10:31

ტაბლოიდი

მედია: მეგან მარკლის გამო პრინც ჰარის რეიტინგი ეცემა

მეგან მარკლის გამო პრინცი ჰარის რეიტინგი ეცემა. ამის შესახებ The Sun-თან საუბარში სამეფო ოჯახის საკითხებზე მომუშავე ექსპერტმა დანკან ლარკომბმა განაცხადა. მისი თქმით, ჰარისა და მეგანის ცხოვრებაში ერთ პიარკატასტროფას მეორე ანაცვლებს.

24 აგვისტო 2019, 10:23

ტექნოლოგიები

ინტერნეტში Mastercard-ის 90 ათასი მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ გაჟონა

საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა Mastercard-მა ინტერნეტში მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვის შესახებ განაცხადა. ინციდენტი გასულ კვირას გერმანიაში და ბელგიაში მოხდა. დაზარალებულთა რაოდენობამ 90 ათასი შეადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაატარეს საჭირო ღონისძიებები და ის მონაცემები წაშალეს, რომელიც ინტერნეტში მოხვდა.

დონალდ ტრამპი

24 აგვისტო 2019, 09:48

მსოფლიო

ტრამპი: დანიის პრემიერმა დამირეკა, შესანიშნავი ქალია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დანიაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების შემდეგ სკანდინავიური ქვეყნის პრემიერმინისტრი მას ტელეფონით ესაუბრა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში განუცხადა.

რაკეტების გაშვება

24 აგვისტო 2019, 09:32

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტებმა 380 კილომეტრი გაიფრინა, თუმცა იაპონიის ტერიტორიულ წყლებს არ მიაღწია. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების მეშვიდე გამოცდაა.