Imedi /  09 ივნისი 2019, 13:27 / სანდო წყარო

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრება

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 ივნისს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება და ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციას 40 ქვეყნის ლიდერი და 187 ქვეყნის 5000 დელეგატი დაესწრება, რომლებიც თანამედროვე შრომით გამოწვევებზე, ძალადობისა და შევიწროების დაძლევის საკითხებზე იმსჯელებენ.

საქართველოს პრეზიდენტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაშელესთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორ მიხაელ მიოლერთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევის გაეროს ოფისთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში ქეთევან მახარაშვილი.

ყველა სიახლე

ფეხსაცმელი

16 ივნისი 2019, 23:10

ტაბლოიდი

9 საინტერესო ისტორიული ფაქტი ქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ

საიდან იღებს სათავეს და როგორ ვითარდებოდა ელეგანტური, ზოგჯერ კი მტკივნეული - ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია? BBC Rado 4-მა მოამზადა სტატია, რომელშიც ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორიის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.

16 ივნისი 2019, 22:34

მსოფლიო

ლიონში ფრანგმა ჯარისკაცებმა შეიარაღებულ კაცს ესროლეს

Euronews-ის ცნობით, თავდამსხმელი ფეხშია დაჭრილი. პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძებიება, თუმცა თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა და მისი მოტივი უცნობია. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედია წერს, რომ მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

უამინდობა

16 ივნისი 2019, 22:23

მსოფლიო

ევროპაში უამინდობამ მსხვერპლი გამოიწვია

ევროპის ნაწილში უამინდობამ წყალდიდობა და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. euronews-ის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპაში, ლიონში დაახლოებით ჩოგბურთის ზომის სეტყვამ ავტომობილები დააზიანა. დაიტბორა სამანქანო გზები და დაზიანდა სახლები. უამინდობამ პრობლემები შექმნა პოლონეთშიც.

გლობალური დათბობა

16 ივნისი 2019, 21:59

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო ათასობით ადამიანს სიკვდილი ემუქრება

თუკი გლობალური დათბობა ზოგჯერ შორეულ ან აბსტრაქტულ საფრთხედ გვეჩვენება, ახალი კვლევის მიხედვით, ეს პრობლემა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. კვლევის თანახმად, გარემოში სათბური გაზების გამოყოფის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობას ფატალური შედეგი მოჰყვება.

16 ივნისი 2019, 21:54

ვიდეო

ლევან ვასაძე ლეგიონის შექმნით იმუქრება

16 ივნისი 2019, 21:53

სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის ფინალში კუბის ნაკრები 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 31:21 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ახალგაზრდა ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე იყო.

16 ივნისი 2019, 21:38

ვიდეო

ადა მარშანია: ჩვენს ჯიშზე დგას ეს ქვეყანა

16 ივნისი 2019, 21:36

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი: მე ყველას პრეზიდენტი ვარ

16 ივნისი 2019, 21:36

საქართველო

„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს

ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ამ შინარსის განცხადებით „ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს.

16 ივნისი 2019, 21:34

ვიდეო

ტოჩინოშინი საქართველოშია

16 ივნისი 2019, 21:31

ვიდეო

ილია მეორე: უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე და ტრადიციები

ბენქსი

16 ივნისი 2019, 21:27

კულტურა

ლისაბონში ბენქსის გამოფენა „გენიოსი თუ ვანდალი“ გაიხსნა

პორტუგალიაში, ლისაბონში ბრიტანელი იდუმალი ქუჩის მხატვრის, ბენქსის 70-მდე ნამუშევარი გამოიფინა. ასეთივე გამოფენა გაიმართა მადრიდსა და მოსკოვში, სადაც ნამუშევრებმა 600 000-ზე მეტმა მნახველმა მიიზიდა. გამოფენის სახელწოდებაა "გენიოსი თუ ვანდალი". გამოფენა მოიცავს ვიდეოებს, გრაფიტებს, სკულპტურებსა და ფოტოებს.

ლევან ვასაძე

16 ივნისი 2019, 21:02

საქართველო

ვასაძე ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნას გეგმავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეკრება ლოცვით დაიწყო, რომელიც სასულიერო პირმა წაიკითხა. ვასაძემ თქვა, რომ,დღეს ვერის ბაღში შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის თავიდან აცილებაა. მისივე თქმით, „ყველას ვისაც სურს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია და იგინოს, იფურთხოს, მისი ადგილი მათ გვერდით არ არის“.

დაღუპვა

16 ივნისი 2019, 20:38

საქართველო

ანტალიაში 61 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს

თურქული მედია წერს, რომ ქალი სავარაუდოდ თოკით დაახრჩვეს. 61 წლის ქალი ემიგრანტი იყო და თურქეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტობს. მიმდინარეობს გამოძიება.

ლგბტ

16 ივნისი 2019, 20:31

საქართველო

ზუგდიდში ხეებზე ლგბტქ პრაიდის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა და სიმბოლურად ხეებზე გააკრა პლაკატები წარწერით "არა ლგბტ-პრაიდს საქართველოში". აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უერთდებიან თბილისში გამართულ აქციას და ამბობენ. რომ საქართველოში ლგბტ თემის პროპაგანდა მიუღებელია.

ხანძარი

16 ივნისი 2019, 20:26

ძალოვნები

წნორში სასაწყობე მეურნეობაში სულ ცოტა 30 ტონამდე მარცვლეული ხანძარმა გაანადგურა

წნორში მდებარე სასაწყობე მეურნეობაში (ყოფილი წისქვილკომბინატი) ხანძარმა სულ ცოტა 30 ტონამდე მარცვლეული გაანადგურა. ასევე დაზიანდა სასფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილი. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. ახლა ქრობის პროცესი მიმდინარეობს.

ჟურნალისტები

16 ივნისი 2019, 20:15

მსოფლიო

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში AFP-ის ორი ჟურნალისტი დააკავეს

28 წლის და 30 წლის ჟურნალისტები თითქმის 6 საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები და კითხავდნენ. მათ ასევე ჩამოართვეს აპარატურა და გაუტეხეს კამერა. ჟურნალისტების თქმით, პოლიცია ხედავდა რომ ისინი მიმდინარე პროცესს იღებდნენ და არ იყვნენ ჩართულები უშუალოდ საპროტესტო აქციაში.

16 ივნისი 2019, 20:08

კულტურა

გოგენის პირველი ნახატი აუქციონზე 80 000 ევროდ გაიყიდა

ცნობილი ფრანგი მხატვრის პოლ გოგენის პირველი ნახატი აუქციონზე, საფრანგეთში (Indre-et-Loire) 80 000 ევროდ გაიყიდა. ფრანგული მედიის ცნობით, ნამუშევარი გოგენმა 17 წლის ასაკში შექმნა. მედიის ცნობით, ჩინური მელნით და აკვარელით შექმნილი ნახატი პირველი ცნობილი ნამუშევარია.

ჰონგ-კონგი

16 ივნისი 2019, 19:36

მსოფლიო

ჰონგ-კონგის ლიდერმა დემონსტრანტებს მოუბოდიშა

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუბოდიშა. როგორც მის განცხადებაში წერია, ის აპირებს გულწრფელად მიიღოს ჰონგ-კონგის მცხოვრებლებისგან ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონთან დაკავშირებული კრიტიკა.

16 ივნისი 2019, 19:22

მსოფლიო

ფრანგი თინეიჯერები სავალდებულო სამოქალაქო სამსახურში დასაქმდებიან

15-დან 16 წლამდე მოზარდები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სხვა უნარების განსავითარებლად საჭირო ტრენინგებისთვის თავშესაფარში გადანაწილდებიან. მოგვიანებით კი სხვა, ორკვირიან პროგრამაში მოხალისეების როლს მოირგებენ.