imedi /  09 ივნისი 2019, 22:48 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ყველა ამომრჩეველს სათანადო გარემოში ჰქონდა არჩევანის გაკეთების საშუალება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ულოცავს ლადო კახაძეს დამაჯარებელ გამარჯვებას. მისი თქმით, კახაძის შედეგები 62%-ს არ ჩამოცდება შედეგი, შესაბამისად სხვაბოა ძალიან დიდია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში განაცხადა. 

"ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა. ყველაფერი კარგად დაინახა და გაანალიზა მთაწმინდის ამომრჩეველმა. ამის შედეგია ის ციფრები რომლებზეც ჩვენ ვსაურბობთ. ყველა ამომრჩეველს მადლობა, განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ლადო კახაძეს დაუჭირა მხარი.

ჩვენ გვქონდა წინასწარი ანალიზი და მონაცემები, რასაც დაემთხვა ეს შედეგი რომელიც მივიღეთ.

ყველა ხედავდა ვითარებას, რომელიც იყო არჩევნების გარშემო შექმნილი. ყველა ამომრჩეველს სათანადო გარემოში ჰქონდა არჩევანის გაკეთების საშუალება. შეიძლება იყო მცირე ხარვეზები მაგრამ ისინი რეალურად ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმების 75% დათვლილია და დიდი უპირატესობით მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს.

19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის შედეგად 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41,01% მიიღო, მეორე ადგილზე (36,84%) კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გავიდა.

ყველა სიახლე

შსს

16 ივნისი 2019, 13:40

ძალოვნები

შსს-მ აქციაზე ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან 14 ივნისს მიმდინარე აქციზე ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ასევე, დაწყებულია გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე.

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე

16 ივნისი 2019, 13:27

ტაბლოიდი

როგორი ტორტი ჰქონდათ კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ჯვრისწერაზე. ვიდეო

მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობა, რომ კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი დაიწერეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორი ტორტი ჰქონდა წყვილს ჯვრისწერაზე. წ ყვილის ჯვრისწერა კახეთში, გრემის მონასტერში შედგა. მათ 4 შვილი ლევან, კახაბერ, ვაჩე და ნიკოლა კალაძეები ჰყავთ.

16 ივნისი 2019, 13:22

მსოფლიო

ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში გემების დასაცავად სპეცრაზმს გზავნის

დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში კუთვნილი გემების დასაცავად სპეცრაზმის გაგზავნას გეგმავს. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ მიიღო. 100 კაციანი სპეცრაზმი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ბაჰრეინში განთავსდება. მათი ამოცანა იქნება სპარსეთის ყურეში პატრულირება და სამხედრო გემების დაცვა

16 ივნისი 2019, 13:00

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა

ორი თვითმფრინავიერთმანეთს დაფრენისას შეეჯახა. კატასტროფისას პილოტები დაიღუპნენ. თვითმფრინავების შეჯახება ქალაქ მასტერტონ ჰუდის აეროპორტში მოხდა.

ტაისონ ფიური
ტომ შვარცი

16 ივნისი 2019, 12:51

სპორტი

ტაისონ ფიურიმ შვარცი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა მოკრივე ტაისონ ფიურიმ ლას ვეგასში დაუმარცხებელ გერმანელ ტომ შვარცსს მოუგო.„ბოშათა მეფეს“ ბრძოლის მოსაგებად ორი რაუნდი დასჭირდა. მეორე რაუნდის ბოლოს, ბრიტანელმა შვარცი რინგის კუთხეში მიიმწყვდია და მსაჯმა ორთაბრძოლა შეაჩერა. ფიურიმ ბრძოლა ტენიკური ნოკაუტით მოიგო.

ემზარ კვიციანი

16 ივნისი 2019, 12:33

საქართველო

კვიციანი ვასაძეს: დიდება ღმერთს!!! ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას

ლევან ვასაძემ კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მეორე დღეს ვიდეომიმართვა, გაავრცელა, რომელშიც ბიზნესმენი მოუწოდებს „ქუდზე კაცებს“, რომ 16 ივნისს შეიკრიბონ. „ვთხოვ ქალბატონებსა და ბავშვებს, ვერავის ვერ აუკრძალავ იქ მოსვლას, მარამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა, დარჩით სახლში. მე ვეძახი კაცებს“,-ამბობს ის.

წერილები

16 ივნისი 2019, 12:25

ძალოვნები

მოსწავლეებმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს

წერილებში მოსწავლეების შეკითხვები ძირითადად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების საქმიანობას შეეხებოდა. პატარებმა ჯარისკაცებს სამშობლოში ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებაც უსურვეს.

ლევან გორგაძე

16 ივნისი 2019, 12:18

სპორტი

როგორ დახვდნენ ტოჩინოშინს საქართველოში. ვიდეო

ტოჩინოშინი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება, რომლის შემდეგაც, ის იაპონიაში დაბრუნდება. ის ივლისის სუპერტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 7-21 ივლისს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2019, 12:06

მსოფლიო

ტრამპი უარყოფს ცნობას, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევას ახორციელებს

"შეგიძლიათ თუ არა დაიჯეროთ, რომ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ აშშ-მა, არსებითად, მოუხშირა რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს“, - წერს ტრამპი.

16 ივნისი 2019, 11:58

მსოფლიო

აფროამერიკელმა თანამშრომელმა Boeing-ი რასიზმში დაადანაშაულა

აფროამერიკელმა თანამშრომელმა ამერიკული კორპორაცია Boeing-ი რასიზმში დაადანაშაულა. კერტის ენტონიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც კანის ფერის გამო მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

Spice Girls

16 ივნისი 2019, 11:50

კულტურა

Spice Girls-ის წევრმა ფანებს ბოდიში მოუხადა. ვიდეო

ლაპარაკია ჯერი ჰოლიველზე, რომელმაც ბენდი 21 წლის წინ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, თავის საქციელს ძალიან ნანობს. თუმცა, ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტში გადაღლილი იყო და დასვენებას საჭიროებდა.Spice Girls-ი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია, რომელიც 2000 წელს დაიშალა.

16 ივნისი 2019, 11:44

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა „საქართველოს მელიორაციას“ 25 ავტომანქანა და ეკიპირება გადასცა

გარემოს დაცივსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს მელიორაციას“ მსოფლიო ბანკმა 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

ახალი ზელანდიის სანაპირო

16 ივნისი 2019, 11:26

მსოფლიო

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის სანაპიროსთააან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსაურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები 16 ივნისს საქართველოს დროით 00:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 34,4 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

16 ივნისი 2019, 11:25

მსოფლიო

გვატემალაში საყოველთაო არჩევნებია

პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მეორე ტური 11 აგვისტოს გაიმართება. ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის 19 კანდიდატი იბრძვის.

ბაბე რუთი

16 ივნისი 2019, 11:21

სპორტი

ბეისბოლის ლეგენდარული მოთამაშის მაისური აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

უცნობია ვინ შეიძინა ლოტი. თუმცა, აუქციონზე სპორტული ნივთების მაღალ ფასში გაყიდვით რუთი ნამდვილი რეკორდსმენია. ახლა მან თავისი რეკორდი მოხსნა, რადგან 2012 წელს მისი იანკების მაისური $4.4 მილიონად გაიყიდა.

ინდოეთი

16 ივნისი 2019, 11:03

მსოფლიო

ინდოეთში ძლიერ სიცხეს მსხვერპლი მოჰყვა

ამავე ინფორმაციით დაღუპულია სულ ცოტა 29 ადამიანი. ჰაერის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ბიჰარის შტატშია. დედაქალაქ ნიუ-დელიში კი 10 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა.

16 ივნისი 2019, 10:57

მსოფლიო

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის - განცხადება კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ვიდეო მიმართვაში გააკეთა. გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი წელს $47 მილიარდ 32 მილიონია. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, კიდევ $2 მილიარდი დოლარით გაიზრდება და 49 მილიარდ 32 მილიონს მიაღწევს.

კათოლიკეები

16 ივნისი 2019, 10:45

საქართველო

კათოლიკური სამყარო წმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს

"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სამების დღესასწაულს ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს, სულიწმინდა იყოს თქვენი მფარველი“,- ნათქვამია მილოცვაში.

16 ივნისი 2019, 10:39

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. უწყებაში დიპლომატის დაბარების მიზეზი ოფიციალური ლონდონის განცხადებაა.დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრებმა ომანის ყურეში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს.

მამების დღე

16 ივნისი 2019, 10:38

მსოფლიო

ამერიკაში მამის დღეა

"დღეს ამერიკაში მამის დღეა და გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ჯონ ადამსის სიბრძნე: „ყოველთვის დადექი პრინციპის მხარეს, თუნდაც დარჩე მარტო","- ამბობდა ის. შეგიძლიათ, გაიხსენოთ მამის საუკეთესო რჩევა,"- წერია საელჩოს განცხადებაში.