imedi /  10 ივნისი 2019, 16:59 / სანდო წყარო

აგარაში ქმრის მიერ დაჭრილ ქალს 13 ჭრილობა აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მკვლელობა

"გორმედი"

აგარაში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის გორში კლინიკა "გორმედში" მართვით სუნთქვაზეა. ქალი გორში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ქარელში ოპერაცია ჩაუტარეს და ექიმებმა მდგომარეობა დაუსტაბილურეს. 

"გორმედის" კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

"მას სხეულის სხვადასხვა არეში ბასრი საგნით მიყენებული 13 ჭრილობა აღენიშნება. დაზიანებები მიყენებული აქვს კისრის, სახის, გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირის არეში, ასევე მუცლის არეში რამდენიმე შემავალი ჭრილობაა. პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი და ღვიძლი. გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ახლა არის მართვით სუნთქვაზე ხელოვნურ ძილში", - თქვა "გორმედის" კლინიკურმა დირექტორმა. 

აგარაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ მედიასთან კომენტარი მოკლულის სიმამრმა გააკეთა. როგორც გივი ოსაძე ამბობს, მკვლელობა მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოხდა.

პოლიციამ აგარაში კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2019, 21:38

ვიდეო

ადა მარშანია: ჩვენს ჯიშზე დგას ეს ქვეყანა

16 ივნისი 2019, 21:36

საქართველო

„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს

ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ამ შინარსის განცხადებით „ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს.

16 ივნისი 2019, 21:36

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი: მე ყველას პრეზიდენტი ვარ

16 ივნისი 2019, 21:34

ვიდეო

ტოჩინოშინი საქართველოშია

16 ივნისი 2019, 21:31

ვიდეო

ილია მეორე: უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე და ტრადიციები

ბენქსი

16 ივნისი 2019, 21:27

კულტურა

ლისაბონში ბენქსის გამოფენა „გენიოსი თუ ვანდალი“ გაიხსნა

პორტუგალიაში, ლისაბონში ბრიტანელი იდუმალი ქუჩის მხატვრის, ბენქსის 70-მდე ნამუშევარი გამოიფინა. ასეთივე გამოფენა გაიმართა მადრიდსა და მოსკოვში, სადაც ნამუშევრებმა 600 000-ზე მეტმა მნახველმა მიიზიდა. გამოფენის სახელწოდებაა "გენიოსი თუ ვანდალი". გამოფენა მოიცავს ვიდეოებს, გრაფიტებს, სკულპტურებსა და ფოტოებს.

ლევან ვასაძე

16 ივნისი 2019, 21:02

საქართველო

ვასაძე ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნას გეგმავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეკრება ლოცვით დაიწყო, რომელიც სასულიერო პირმა წაიკითხა. ვასაძემ თქვა, რომ,დღეს ვერის ბაღში შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის თავიდან აცილებაა. მისივე თქმით, „ყველას ვისაც სურს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია და იგინოს, იფურთხოს, მისი ადგილი მათ გვერდით არ არის“.

დაღუპვა

16 ივნისი 2019, 20:38

საქართველო

ანტალიაში 61 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს

თურქული მედია წერს, რომ ქალი სავარაუდოდ თოკით დაახრჩვეს. 61 წლის ქალი ემიგრანტი იყო და თურქეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტობს. მიმდინარეობს გამოძიება.

ლგბტ

16 ივნისი 2019, 20:31

საქართველო

ზუგდიდში ხეებზე ლგბტქ პრაიდის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა და სიმბოლურად ხეებზე გააკრა პლაკატები წარწერით "არა ლგბტ-პრაიდს საქართველოში". აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უერთდებიან თბილისში გამართულ აქციას და ამბობენ. რომ საქართველოში ლგბტ თემის პროპაგანდა მიუღებელია.

ხანძარი

16 ივნისი 2019, 20:26

ძალოვნები

წნორში სასაწყობე მეურნეობაში სულ ცოტა 30 ტონამდე მარცვლეული ხანძარმა გაანადგურა

წნორში მდებარე სასაწყობე მეურნეობაში (ყოფილი წისქვილკომბინატი) ხანძარმა სულ ცოტა 30 ტონამდე მარცვლეული გაანადგურა. ასევე დაზიანდა სასფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილი. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. ახლა ქრობის პროცესი მიმდინარეობს.

ჟურნალისტები

16 ივნისი 2019, 20:15

მსოფლიო

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში AFP-ის ორი ჟურნალისტი დააკავეს

28 წლის და 30 წლის ჟურნალისტები თითქმის 6 საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები და კითხავდნენ. მათ ასევე ჩამოართვეს აპარატურა და გაუტეხეს კამერა. ჟურნალისტების თქმით, პოლიცია ხედავდა რომ ისინი მიმდინარე პროცესს იღებდნენ და არ იყვნენ ჩართულები უშუალოდ საპროტესტო აქციაში.

16 ივნისი 2019, 20:08

კულტურა

გოგენის პირველი ნახატი აუქციონზე 80 000 ევროდ გაიყიდა

ცნობილი ფრანგი მხატვრის პოლ გოგენის პირველი ნახატი აუქციონზე, საფრანგეთში (Indre-et-Loire) 80 000 ევროდ გაიყიდა. ფრანგული მედიის ცნობით, ნამუშევარი გოგენმა 17 წლის ასაკში შექმნა. მედიის ცნობით, ჩინური მელნით და აკვარელით შექმნილი ნახატი პირველი ცნობილი ნამუშევარია.

ჰონგ-კონგი

16 ივნისი 2019, 19:36

მსოფლიო

ჰონგ-კონგის ლიდერმა დემონსტრანტებს მოუბოდიშა

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუბოდიშა. როგორც მის განცხადებაში წერია, ის აპირებს გულწრფელად მიიღოს ჰონგ-კონგის მცხოვრებლებისგან ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონთან დაკავშირებული კრიტიკა.

16 ივნისი 2019, 19:22

მსოფლიო

ფრანგი თინეიჯერები სავალდებულო სამოქალაქო სამსახურში დასაქმდებიან

15-დან 16 წლამდე მოზარდები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სხვა უნარების განსავითარებლად საჭირო ტრენინგებისთვის თავშესაფარში გადანაწილდებიან. მოგვიანებით კი სხვა, ორკვირიან პროგრამაში მოხალისეების როლს მოირგებენ.

ელენე ლოლაძე

16 ივნისი 2019, 19:06

სპორტი

კიკბოქსინგის მსოფლიო თასის გამარჯვებული ელენე ლოლაძე გახდა

ტურნირში, რომელიც WAKO-ს ეგიდით ჩატარდა, მონაწილეობდა 42 ქვეყნიდან 2800 სპორტსმენი მონაწილეობდა. WAKO ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო სპორტული კომიტეტი. შეჯიბრი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს 16 ივნისს დასრულდა.

16 ივნისი 2019, 19:01

მსოფლიო

საფრანგეთში ხანძარმა 250 ათასი ლიტრი კონიაკი გაანადგურა

საფრანგეთში, შარანტას რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად 250 ათასი ლიტრი კონიაკი განადგურდა. BFMTV-ის ცნობით, ხანძარი 15 ივნისს გაჩნდა და მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მეორე დღის შუადღემდე ვერ შეძლეს. ადგილზე 70 მეხანძრე მუშაობდა და ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

საუდის არაბეთი

16 ივნისი 2019, 18:42

მსოფლიო

CNN: არაბი ბიჭი რომელიც 13 წლისა დააკავეს სიკვდილით დასჯას გადაურჩა

როგორც CNN-ის ინფორმაციაში წერია, ბრალდების მიხედვით ქურეირისი სულ ცოტა 10 წლის იყო როდესაც პირველი დანაშაული დაუფიქსირდა. კერძოდ, ბრალი ედებოდა აქტივისტ ძმასთან ერთად ყოფნა, რომელმაც საუდის არაბეთის დასავლეთით, ქალაქ ავამიაში პოლიციის განყოფილებას გამოძიების ცნობით მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი

16 ივნისი 2019, 18:39

ტაბლოიდი

მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის ნამდვილი ფოტო გავრცელდა

SussexRoyal-ის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის არჩის ფოტო გავრცელდა. პრინც არჩის ახალი ფოტო, რომელიც ინტერნეტში გუშინ გავრცელდა, ყალბი აღმოჩნდა. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა პირველ შვილს სახელად არჩი დაარქვეს. სრული სახელია არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი.

16 ივნისი 2019, 18:30

თემა

ხელების კანკალი პარკინსონის დაავადების უტყუარი ნიშანია?

პარკინსონის დაავადება ადამიანების 1%-ს აქვს, მაგრამ მასზე საჯაროდ იშვიათად საუბრობენ. ნიშნავს თუ არა აუცილებლად ხელების კანკალი პარკინსონის დაავადებას? რა სიმპტომების ახასიათებს მას? არის თუ არა შესაძლებელი ამ დაავადებისგანგანკურნება?

16 ივნისი 2019, 18:30

ტექნოლოგიები

ევროპა ახალი თაობის ავიაგამანადგურებელს 2026 წელს შექმნის

ევროპა ახალი თაობის ავიაგამანადგურებელის შექმნას 2026 წლისთვის გეგმავს. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი თანამშრომლობისთვის პირველ ნაბიჯს 17 ივნისს „პარიზის ავიასალონის“ ღონისძიებაზე გადადგამენ. ავიასალონზე ვიზიტისას ამ ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.