imedi /  10 ივნისი 2019, 17:43 / სანდო წყარო

ნუკრი ქანთარია: მომავალ პარლამენტში ჩემი ყოფნის აუცილებლობას ვერ ვხედავ

ნუკრი ქანთარია

ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სახელისუფლო გუნდში მიმდინარე განახლების პროცესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას Facebook-ზე ავრცელებს. როგორც ნუკრი ქანთარია აცხადებს, "ამ ეტაპისთვის მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში მისი ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს".

ქანთარიას თქმით, ეს იმიტომ, რომ ორი მოწვევის პარლამენტის წევრია და მიაჩნია, რომ ახალი ხალხია საჭირო.

"მინდა ჩემი პოზიცია სახელისუფლო გუნდში მიმდინარე განახლების პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტო, რათა საზოგადოების და მედიის მხრიდან სხვადასხვაგვარად არ იყოს აღქმული და ინტერპრეტირებული. მიმაჩია, რომ ნებისმიერი გუნდი, მით უფრო სახელისუფლო, მუდმივად საჭიროებს განახლებას. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისთვის. იმედი მაქვს, განახლების პროცესი, რომელიც მმართველ გუნდში უკვე დაწყებულია და ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯებიც გადაიდგა, წარმატებით დასრულდება.

ამ ეტაპისთვის მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ჩემი ყოფნის აუცილებლობას ვერ ვხედავ იქიდან გამომდინარე, რომ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და მიმაჩნია, რომ ახალი ხალხია საჭროა. ვიმეორებ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ჩემს საჭიროებას ახალ პარლამენტში, თუმცა, ეს არამც და არამც არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას ან პასიურ პოზიციაში გადასვლას. პირიქით, ვფიქრობ, სწორედ მრავალწლიანი გამოცდილებით და დაგროვილი ცოდნით აქტიურად ჩავერთო პარტიის განახლების და, ზოგადად, მმართველი გუნდის გაძლიერების პროცესში. ვარ და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე და მასთან ერთად ვაპირებ ბრძოლის გაგრძლებას. შევხედოთ მოვლენებს, თუ იქნება სტაბილური პოლიტიკური გარემო, ასეთ შემთხვევაში ვერ ვხედავ აუცილებლობას და საჭიროებას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის. მაგრამ თუ გამწვავდა სიტუაცია და გუნდმაც და მეც დავინახეთ, რომ საჭიროა საპარლამენტო პროცესში ჩემი კვლავ მონაწილეობა, დავდგები იქ, სადაც გუნდის და ქვეყნის ინტერესები მოითხოვს", - წერს ნუკრი ქანთარია Facebook-ზე.

 

 

"ქართული ოცნების" ლიდერები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიაში ახალი სახეები იქნებიან და რომ არჩევნებისთვის მზადების პროცესი უკვე დაწყებულია. 

ყველა სიახლე

პირადი მონაცემები

18 სექტემბერი 2019, 12:44

მსოფლიო

13 ათასზე მეტი გერმანელი პაციენტის ისტორია ინტერნეტში საჯარო იყო

მრავალი წლის განმავლობაში 13 ათასზე მეტი გერმანელი პაციენტის სამედიცინო ისტორიები ინტერნეტში ხელმისაწვდომი იყო. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ ამ მხრივ არსებული კანონის მოთხოვნები "ძალიან, ძალიან ნათელია". ამაზე განცხდება გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ტატუირება

18 სექტემბერი 2019, 12:30

ტაბლოიდი

94 წლის ბრიტანელმა შვილის და ქმრის ინიციალებიანი ტატუ გაიკეთა

94 წლის ქალს, რომელსაც შვილიშვილები და შვილთაშვილის შვილები ჰყავს, ტატუს სალონამდე მისვლაში მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლები დაეხმარნენ. როგორც ის ამბობს, ქმართან ერთად 70 წელი იცხოვრა და ის 5 წლის წინ გარდაიცვალა. ტატუს გაკეთებას სულ 20 წუთი დასჭირდა.

Facebook

18 სექტემბერი 2019, 12:23

ტექნოლოგიები

Facebook-ი მონიტორინგის საბჭოს შექმნის

სოციალური ქსელი Facebook მონიტორინგის დამოუკიდებელ საბჭოს შექმნის. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაცით, საბჭო იმ მომხმარებლების საჩივრებს განიხილავს, რომლებიც კონტენტის წაშლას გააპროტესტებენ. საბჭოში 40-მდე ექსპერტი იმუშავებს. მათ 3-წლიანი ვადით დანიშნავენ. თითო საჩივარს 5 სპეციალისტი განიხილავს.

18 სექტემბერი 2019, 12:17

ტაბლოიდი

ჯულია რობერტსი Jess Cagle Show-ს პირველი სტუმარი იყო

51 წლის ცნობილი მსახიობი, ჯულია რობერტსი SiriusXM ეთერში გასული, ახალი შოუს პირველი სტუმარი გახდა. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, ვარსკლავი ასაკის მიუხედავად საოცრად მომხიბვლელად გამოიყურებოდა წითელ კომბინიზონში. მსახიობს ტანისამოსი ელი ტაჰარის ბოლო კოლექციიდან ეცვა.

ტაქსები

18 სექტემბერი 2019, 12:08

საქართველო

მერია ტაქსების მფლობელებს ავტომობილების კატეგორიებად დროულად დაყოფისკენ მოუწოდებს

1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ტაქსების მფლობელებს ავტომობილების კატეგორიებად დროულად დაყოფისკენ მოუწოდებს.

ქარიშხალი „უმბერტო“

18 სექტემბერი 2019, 12:04

მსოფლიო

ქარიშხალი „უმბერტო“ მესამე კატეგორიამდე გაძლიერდა

ქარიშხალი „უმბერტო“ მესამე კატეგორიამდე გაძლიერდა, - წერს CNN. კერძოდ, ქარის სიჩქარე საათში უკვე 201 კილომეტრს აღწევს. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, ქარიშხალი, რომელიც ბერმუდის კუნძულებიდან 655 კილომეტრში მძვინვარებს, კიდევ უფრო გაძლიერდება. „უმბერტოს“ შედეგად ბაჰამის კუნძულებზე ძლიერი წვიმა იყო. სტიქია ბაჰამის კუნძულებს ქარიშხალ „დორიანის“ შემდეგ დაატყდა თავს.

ჯამალ ჰაშაღი

18 სექტემბერი 2019, 12:03

მსოფლიო

საუდის არაბეთმა გაყიდა საკონსულოს შენობა სადაც ჰაშაღი მოკლეს

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ სტამბულში საკონსულოს შენობა, სადაც გასულ წელს საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღი მოკლეს, გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეარხი Habeturk-ი ავრცელებს, თუმცა მედიასაშუალება არ აკონკრეტებს რომელ წყაროზე დაყრდნობით აქვს ეს ინფორმაცია.

ავთანეთი თალიბანი

18 სექტემბერი 2019, 11:50

მსოფლიო

„თალიბანი“ აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის

„თალიბანი“ აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის. ამის შესახებ BBC წერს. შესაბამის განცხადება ტელეკომპანიისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დაჯგუფების წარმომადგენელმა შერ მოჰამად აბას სტანიკზაიმ გააკეთა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ავღანეთში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა.

დავით ნარმანია

18 სექტემბერი 2019, 11:44

საქართველო

პარლამენტი სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურას განიხილავს

საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარდგინებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა. დავით ნარმანიას კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებას ადასტურებენ სემეკ-შიც.

მოგზაურობა

18 სექტემბერი 2019, 11:44

საქართველო

აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ბლოგერებს რომლებიც საქართველოს კულტურაზე წერენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ბლოგერებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერენ. ამასთან დაკავშირებით საელჩომ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა ჰეშთეგით #spend4seasonsingeorgia. მოგზაურებს სექტემბრიდან ახალი ჰეშთეგების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

18 სექტემბერი 2019, 11:29

კულტურა

სკოლების მასწავლებლებს „გამარჯობა რუბით“ სწავლების მეთოდი გააცნეს

კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. „გამარჯობა რუბი“ 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური წიგნების სერიაა, რომლითაც პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ოქტომბრიდან მოსწავლეები საქართველოს სკოლებში ისწავლაინ.

ვანო ზარდიაშვილი

18 სექტემბერი 2019, 11:28

საქართველო

ვანო ზარდიაშვილი: მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს“

„ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტისგან განმარტებებს მოითხოვენ, თუ რის საფუძველზე შეიწყალა მან განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პირები. მათი განცხადებით, შეწყალების მექანიზმი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ სამომავლოდ მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირები აღარ შეიწყალონ.

ტურიზმი

18 სექტემბერი 2019, 11:22

კულტურა

National Geographic-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

„თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“ - ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა National Geographic-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. National Geographic-ის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი სსფ

18 სექტემბერი 2019, 11:10

ეკონომიკა

სსფ: საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი 5.4% იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც მისიის ხელმძღვანელი საქართველოს ეკონომიკის მთავარ მიღწევებზე და გამოწვევებზე საუბრობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

დიმიტრი გაბუნია

18 სექტემბერი 2019, 11:09

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ბრიფინგი თავად პრეზიდენტმა გამართა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი გაეცა, საკუთარ თავზე აიღო.

ოლიმპიური თამაშები

18 სექტემბერი 2019, 11:00

სპორტი

ათენში ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ლოზანის III თამაშებისთვის ცეცხლი მზის სხივებისგან დაინთო. ცეცხლის დანთების ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები და სტუმრები, ასევე სკოლის 1400 მოსწავლე.

მერილინ მენსონი ამერიკელი ღმერთები

18 სექტემბერი 2019, 10:49

კულტურა

მერილინ მენსონი სერიალ „ამერიკელ ღმერთებში“ ითამაშებს

ცნობილი მუსიკოსი და მსახიობი მერილინ მენსონი Starz-ის სერიალ „ამერიკელ ღმერთებში“ ითამაშებს. ამის შესახებ Entertainment Weekly წერს. გამოცემის ინფორმაციით, სერიალის მესამე სეზონში მენსონი როკ-ჯგუფის Blood Death-ის სოლისტ იოჰან ვენგრენის განასახიერებს. ეს პერსონაჟი 4 ეპიზოდში გამოჩნდება.

„ინფო რუსთავი“

18 სექტემბერი 2019, 10:40

საქართველო

რუსთავში 18 წლის გოგო ოპერაციამდე ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა. გეგმური ოპერაციის დაწყებამდე გოგოს ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რომლის დროსაც გული გაუჩერდა.

ხელოვნური ინტელექტი

18 სექტემბერი 2019, 10:17

ტექნოლოგიები

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება. იმისთვის, რომ Microsoft-ის პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირება სრულფასოვნად მოხდეს, აუცილებელია ქართული წინადადებების ინგლისურად თარგმნა. ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდა.

კოკა-კოლა

18 სექტემბერი 2019, 10:07

ძალოვნები

„კოკა-კოლას“ ოფისის სეიფიდან 133 000 ლარის მოპარვისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

დაკავებული 1981 წელს დაბადებული პირია. სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.