imedi /  11 ივნისი 2019, 12:39 / დაუდასტურებელი

Washington Post: ​ქართველი ლიდერი ნატოს მომავალს ხედავს, რუსეთის მიმართ კი ხისტ ხაზს ეძებს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტს სურს, რომ დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთთან დაკავშირებით მეტი გააკეთონ, მან ასევე აღნიშნა  „ძალიან მძიმე ზეწოლა,“ რომელსაც რუსეთი მისი ერის წინააღმდეგ იყენებს, რადგან ქვეყანა ევროპასთან ინტეგრაციის „ბუნებრივ გზას“ მიჰყვება. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

როგორც გაზეთი წერს, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დეკემბერში პირველი ქალი პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ორშაბათს, ინტერვიუს დროს,  დაჟინებით განაცხადა ჟენევაში, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდება.

„მე არ მაქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც იქ მიგვიყვანს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა - ფრანგმა დიპლომატმა, რომელიც საფრანგეთში, ქართულ ოჯახში, დაიბადა. „თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი გზა ნატოსკენ წარმატებით დასრულდება, რაც ძალიან ნათელია - ასევე, იქნება ევროკავშირში - შესაძლოა სხვადასხვა საშუალებით, მაგრამ პარალელურად.

ზურაბიშვილი, ასევე ელის, რომ საქართველო დაიბრუნებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, პროვინციებს, რომლებზეც კონტროლი საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა. რუსეთი ორივე რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს და ორივე მათგანში სამხედროები ჰყავს განთავსებული.

ზურაბიშვილი მათ „ოკუპირებულ ტერიტორიებს“ ეძახის.

რუსეთი ამტკიცებს, რომ მან საქართველოში ჯარი მას შემდეგ გაგზავნა, რაც საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა. 

„თანდათან, ვფიქრობ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა აცნობიერებს იმას, რომ პერსპექტივა არ არის ჩრდილოეთით (რუსეთთან),“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

67 წლის ზურაბიშვილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბილეზე ჟენევაში იმყოფებოდა, რომელიც ორშაბათს გაიხსნა. რუსეთის პრემიერმინისტრი, დიმიტრი მედვედევი, ასევე იყო ქვეყნების იმ უმაღლეს თანამდებობის პირთა შორის, რომელიც ღონისძიებას ესწრებიან.

რადგან საქართველომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა - მედვედევის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის დროს - ქართველების მოკავშირეებს დასავლეთით მოეთხოვებათ რუსეთთან საქართველოს ხანგრძლივი ტერიტრორიული პრობლემის საკითხის დაყენება.

„მათ საქართველოს თაობაზე მეტი უნდა ისაუბრონ პირდაპირი შეხვედრების დროს. ეს თემა უნდა იყოს დღის წესრიგში რუსეთთან ყოველი შეხვედრის დროს“, - განაცხადა მან.

ყველა სიახლე

20 აგვისტო 2019, 11:55

კულტურა

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იხსნება. Check in Georgia-ს ფარგლებში პროექტი Echowaves 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები დაუკრავენ.

Twitter

20 აგვისტო 2019, 11:52

მსოფლიო

Twitter-მა სამთავრობო მედიის რეკლამა აკრძალა

უახლოეს დღეებში კომპანია ახალ წესზე ყველა იმ მედიასაშუალებას გააფრთხილებს, რომლებსაც ეს ეხება. მათ 30-დღიანი ვადა ექნებათ იმისთვის, რომ Twitter-ის სარეკლამო პროდუქტებზე უარი თქვან. რეკლამაზე აკრძალვა შეეხებათ იმ მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსებასა და სარედაქციო პოლიტიკას სახელმწიფო აკონტროლებს.

ბორის ჯონსონი

20 აგვისტო 2019, 11:39

მსოფლიო

ჯონსონმა ტუსკს Brexit-ის ხელშეკრულების გადახედვა სთხოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროპული საბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკს ღია წერილით მიმართა. კერძოდ, ჯონსონი ტუსკს Brexit-ის ხელშეკრულების პუნქტის გადახედვას სთხოვს, რომელიც ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვარს ეხება.

ქეითი ჰოლმსი და ჯეიმი ფოქსესი

20 აგვისტო 2019, 11:20

ტაბლოიდი

ჰოლივუდელი წყვილი ქეითი ჰოლმსი და ჯეიმი ფოქსესი ერთმანეთს დაშორდნენ

ჰოლივუდის მსახიობი ქეითი ჰოლმსი და ჯეიმი ფოქსესი ექვს წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. - ინფორმაციას გამოცემა THE SUN-ი ავრცელებს. როგორც გამოცემას სანდო წყრომ განუცხადა, ჰოლივუდელი წყვილი უკვე დიდიხანია ერთად აღარ არის და დაშორების ფაქტს მაისის თვის შემდეგ მალავდა.

მოლდოვა კიშინიოვის აეროპორტი

20 აგვისტო 2019, 10:49

ეკონომიკა

როტშილდების დინასტიის წარმომადგენელმა კიშინიოვის აეროპორტი იყიდა

მოლდოვის დედაქალაქის აეროპორტის ახალი მფლობელი ნატანიელ როტშილდი გახდა. ამის შესახებ უცხოური პრესა აეროპორტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კიშინიოვის აეროპორტმა მისტერ როტშილდზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.

შსს-ს თანამშრომლები ტურნირზე

20 აგვისტო 2019, 10:45

სპორტი

„მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებში“ ქართველებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

ჩინეთში 8-18 აგვისტოს ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები“ გაიმართა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.- ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. წელს, საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ჩენგდუში ჩატარდა.

ბელგრადი

20 აგვისტო 2019, 10:11

მსოფლიო

მსოფლიოს რომელ ქალაქებში იმართება საუკეთესო წვეულებები

რეიტინგში პირველ ადგილს ბელგრადი იკავებს. იქ წვეულებები ბარებში, კლუბებში, ტავერნებზე და ბარჟაზეც კი იმართება. სიაში მეორე ადგილზე მექსიკური ქალაქი პლაია-დელ-კარმენი, მესამე ადგილზე კი სინგაპური მოხვდა. ათეულში ასევე შევიდა სანქტ-პეტერბურგი, ტოკიო, სეული, სტამბოლი, ბანგკოკი და ბუენოს-აირესი.

მედიკამენტები

20 აგვისტო 2019, 09:38

ძალოვნები

საქართველოში დიდი ოდენობით მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.

უძილობა

20 აგვისტო 2019, 09:16

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა უძილობის სასიკვდილო საფრთხე დაასახელეს

სპეციალისტებმა 1,3 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მკვლევრება მენდელეევის რანდომიზაციის მეთოდი გამოიყენეს, როდესაც უძილობის გენეტიკურ ფაქტორებს განიხილავენ. ეს კი გულის დაავადებებსა და უძილობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის უფრო კონკრეტულად დადგენის საშუალებას იძლევა.

მასწავლებლები

20 აგვისტო 2019, 08:49

საქართველო

პენსიაზე გასვლის სანაცვლოდ ფულადი ჯილდოს მისაღებად პედაგოგების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

ეს პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს: მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ ოქტომბრის დასაწყისში. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხოციელდება.

გატაცება

20 აგვისტო 2019, 08:27

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული 8 ქართველი ისევ ცხინვალის იზოლატორშია

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე კვლავ ცხინვალის ე.წ. მილიციის იზოლატორში რჩება. ახლობლების ვარაუდით, ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ.

ბიძინა გეგიძე

20 აგვისტო 2019, 08:14

ძალოვნები

ბიძინა გეგიძემ გამოძიების ოქმს ხელი არ მოაწერა

თავად გეგიძე საქმეში პოლიტიკურ ხაზს ხედავს, რადგან ის ხაზარაძისა და კვირიკაშვილის პოლიტიკურ გუნდში მოიაზრება. დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისრტის პოსტი მისმა მეგობარმა გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა.

ხავიერ ბარდემი

20 აგვისტო 2019, 00:43

მსოფლიო

ხავიერ ბარდემმა კლიმატის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გამო ტრამპი გააკრიტიკა

2015 წლის 12 დეკემბერს მიღებული დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2100 წლისთვის საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე ინდუსტრიამდელ ეპოქასთან შედარებით მაქსიმუმ 2 გრადუსით მოიმატებდა. 2017 წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ პარიზის შეთანხმებიდან გამოვიდა.

ატრაქციონი

20 აგვისტო 2019, 00:14

ტაბლოიდი

გერმანიაში სვასტიკის ფორმის ატრაქციონი დახურეს

ატრაქციონი ივლისის ბოლოს გაიხსნა და მისი კონსტრუქციის გამო მაშინ საჩივარი არავის გამოუთქვამს. რამდენიმე დღის წინ კი ატრაქციონის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, სადაც ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ატრაქციონის კონსტრუქცია გერმანიაში აკრძალულ სიმბოლოს ჰგავს.

გულნარა კარიმოვა

19 აგვისტო 2019, 23:51

მსოფლიო

უზბეკეთის ექსპრეზიდენტის ქალიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის ქალიშვილის გულნარა კარიმოვას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკეთის პროკურატურა ავრცელებს. ამჟამად კარიმოვა ციხეში იხდის სასჯელს. ისლამ კარიმოვი უზბეკეთის პრეზიდენტის პოსტს 1990-2016 წლებში იკავებდა.

დიდი ბრიტანეთი აეროპორტი

19 აგვისტო 2019, 23:27

მსოფლიო

ხისტი Brexit-ის შემთხვევაში ევროპელებს გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდებათ

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ხისტი Brexit-ის შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში თავისუფალი ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ვერ ისარგებლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ბათუმის სტადიონი

19 აგვისტო 2019, 22:53

სპორტი

ბათუმის სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება

ბათუმის სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ სტადიონის დამკვეთი კომპანია „შპს სტადიონი“ Facebook-ზე ავრცელებს. ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას IV კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი გახსნა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა.

ჰიუ ჰარვიცი

19 აგვისტო 2019, 22:43

მსოფლიო

აშშ-ში ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობის გამო ციხეების ბიუროს დირექტორი შეიცვალა

ციხის საკანში მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობის გამო აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ციხეების ბიუროს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

პრინცი ჰარი, ელტონ ჯონი

19 აგვისტო 2019, 22:10

ტაბლოიდი

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის კერძო თვითმფრინავით საფრანგეთში მგზავრობა ელტონ ჯონმა დააფინანსა

მომღერალი პრესაში სამეფო წყვილის მიმართ ბრიტანული პრესის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავი სამეფო ოჯახის უსაფრთხოებისთვის გამოყო და რეისის დროს გამოყოფილი მავნე ნივთიერებების შესამცირებლად შესაბამისი წვლილი შეიტანა გარემოს დაცვისთვის.

რაკეტის გაშვება

19 აგვისტო 2019, 22:07

მსოფლიო

აშშ-მა ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

აშშ-მა მცირე მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. გამოცემა Defence News-ის ინფორმაციით, ეს „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლის შემდეგ ფრთოსანი რაკეტის პირველი გაშვებაა. ფრთოსანი რაკეტა კალიფორნიაში გამოსცადეს. რაკეტამ გაშვების ადგილიდან 500 კილომეტრში მდებარე მიზანს მიაღწია.