Imedi /  12 ივნისი 2019, 20:13 / სანდო წყარო

ბახტაძე: ვმუშაობთ აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

აშშ-ში, მშვიდობის ინსტიტუტში იმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მესამე კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა გახსნა.

კონფერენცია მამუკა ბახტაძის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმართება. პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკის კონგრესს, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. თქვა, რომ საქართველო ღიაა მეტი ამერიკული ინვესტიციებისთვის და ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.

„საქართველოში ამჟამად 100-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი სრულდება ყოველდღიურად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნიდან და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რადიკალურად განსხვავებული იყო ვითარება რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან იშვიათი საჰაერო რეისები სრულდებოდა და ეს ბევრისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.

„საქართველომ გააზრებულად იკისრა ვალდებულება ეკონომიკური ხედვის განხორციელებაზე, რაც სამპუნქტიან სტრატეგიას ეფუძნება. ჩვენ ვახდენთ გეოგრაფიის, ეროვნული უპირატესობებისა და ძალისხმევის მობილიზებას ეკონომიკური ზრდის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, რაც საშუალოდ 5 პროცენტია და ორჯერ აღემატება სამეზობლოში არსებულ მაჩვენებელს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს რეგიონში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით.ვცდილობთ ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას, რაც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს სარგებელს. ეს ნამდვილად არ არის არარეალისტური და წელს უკვე გავუსწარით საპროგნოზო მაჩვენებლებს. ჩვენ გვსურს არა მარტო რეგიონული ცენტრი ვიყოთ, არამედ გზაჯვარედინი აზიასა და ევროპას შორის.

ჩვენი ხალხი უკვე გლობალურ მასშტაბებზე გავიდა და ამჟამად ვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმას მასშტაბური კაპიტალდაბანდების გზით, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს მოქალაქეებს”, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

სიუზენ კოლინზი

18 ივნისი 2019, 00:47

კულტურა

სიუზენ კოლინზი „შიმშილის თამაშების“ პრიკველს გამოუშვებს

მოქმედება ახალ წიგნში 64 წლით ადრე ვითარდება იმ მოვლენებამდე, რომლებიც „შიმშილის თამაშებშია“ აღწერილი. რომანის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ტრილოგია „შიმშილის თამაშები“ 2008-2010 წლებში გამოვიდა. მწერალი მასში პოსტაპოკალიფსურ მსოფლიოზე მოგვითხრობს.

Gmail

18 ივნისი 2019, 00:08

ტექნოლოგიები

Gmail-ის მუშაობაში შეფერხებაა

საფოსტო სერვისის Gmail-ის მუშაობაში შეფერხებებია. ყველაზე მეტად პრობლემები ავსტრიაში, ბრაზილიაში, გერმანიასა და აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს შეეხოთ. იუზერების თქმით, შეფერხებები ძირითადად შეტყობინების მიღებას, ავტორიზაციას და ვებგვერდის მუშაობას უკავშირდება.

დეივ მასტეინი

17 ივნისი 2019, 23:33

კულტურა

ჯგუფ Megadeth-ის ლიდერს ყელის კიბო აღმოაჩნდა

ამ დიაგნოზის გამო Megadeth-მა 2019 წელს დაგეგმილი კონცერტების უმრავლესობა გააუქმა. ამავდროულად, ჯგუფი ახალი ალბომის ჩაწერაზე მუშაობას გააგრძელებს. Megadeth-ი 1983 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ დეივ მასტეინი მისი უცვლელი ლიდერია. ის Metallica-ს გიტარისტიც იყო.

სტამბოლის პოლიციის ლენტი

17 ივნისი 2019, 23:01

ძალოვნები

სტამბოლში ქართველებისა და რუსების ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირებას ერთი რუსეთისა და ერთი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღვოდა, რა დროსაც მხარეებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მორის ბენიშუ

17 ივნისი 2019, 22:43

კულტურა

ფრანგი მსახიობი მორის ბენიშუ გარდაიცვალა

ბენიშუ 1943 წელს ალჟირის ქალაქ ტლემსენში დაიბადა. კარიერის განმავლობაში ის ისეთ ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან მიხაელ ჰანეკე, ჟან-პიერ ჟენე და პიტერ ბრაუკი. ბენიშუ მონაწილეობდა ფილმებში „ამელი“, „ჯეკი და ჯილი: სიყვარული ჩემოდნებზე“ და „პარიზი“. მსახიობს 18 ივნისს დაკრძალავენ.

საქართველო ფიჯი რაგბი U20

17 ივნისი 2019, 22:18

სპორტი

20-წლამდე ქართველმა მორაგბეებმა ფიჯი 12:8 დაამარცხეს

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალური მატჩი ფიჯისთან ანგარიშით 12:8 მოიგო. ქართველებს მეტოქემ ლელო მე-9 წუთზე დაუდო. მატჩის პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან ანგარიშით 0:5 წააგო.

17 ივნისი 2019, 21:50

სპორტი

ქართველმა სპორტსმენებმა კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 19 მედალი მოიპოვეს

ტურნირის პირველ დღეს ქართველმა სპორტრმენებმა ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის მეორე დღეს შეჯიბრება ტაო ლუს სახეობაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა ათი მედალი მოიპოვა. დასკვნითი შეჯიბრება ხვალ გაიმართება. ჩემპიონატში 48 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი მონაწილეობს.

მფრინავის კაბინა

17 ივნისი 2019, 21:25

ტექნოლოგიები

კვლევა: 10-დან 7 ადამიანი პილოტის გარეშე ფრენაზე თანახმაა

კვლევაში მონაწილეობა 22 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთაც თვითმფრინავის ავტომატური მართვის შესახებ დაუსვეს კითხვა. გამოკითხვის მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ მფრინავის როლი ბორტზე ნაკლებად ნაყოფიერია. კვლევა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Ansys-მა ჩაატარა.

17 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

როგორია საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები რუსეთის პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით

თბილისში საერთაშორისო ექსპერტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის პოლიტიკურ გავლენებზე მსჯელობენ. ისინი აფრთხილებენ ოფიციალურ თბილისს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ყველა ბერკეტს აამოქმედებს.

ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2019, 20:41

საქართველო

ირაკლი კობახიძე ბულგარეთში ვიზიტს მართავს

მხარდამჭერი განცხადებები ბულგარეთიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრეზიდენტს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას.

გლორია ვანდერბილტი

17 ივნისი 2019, 20:32

კულტურა

ამერიკელი მსახიობი და დიზაინერი გლორია ვანდერბილტი გარდაიცვალა

ვანდერბილტმა, რომელიც 1924 წელს ცნობილი ამერიკელი მილიონერების ოჯახში დაიბადა, პოპულარობა ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიპოვა. ამის მიზეზი მასზე მეურვეობის უფლების შესახებ გამართული ხმაურიანი სასამართლო პროცესი გახდა. სწორედ ეს მოვლენები დაედო საფუძვლად 1928 წელს გამოსულ მინისერიალს „პატარა გლორია“.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებები

17 ივნისი 2019, 20:29

სპორტი

ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროები 2:1 დაამარცხა

შეხვედრისას ორივე ბურთი ლელა ჭიჭინაძემ გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი ქალები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადებიან, სადაც იტალიის, ბოსნიის, ისრაელის და მალტის გუნდებს შეხვდებიან. მატჩს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

ლევან ვასაძე

17 ივნისი 2019, 20:13

საქართველო

ვასაძემ ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილი პატრულირება გააუქმა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძე ლგბტქ+ პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილი პატრულირება გააუქმა. ამის მიზეზად ვასაძემ ის გარემოება დაასახელა, რომ მისი ინფორმაციით, „დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრმ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს პრაიდის აქციას და ორგანიზატორებს მისი ჩატარება აუკრძალა“.

მუჰამედ მორსი

17 ივნისი 2019, 20:07

მსოფლიო

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სასამართლოში გარდაიცვალა

მურსიმ მგრძნობელობა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაკარგა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებას ეხებოდა. მურსი 67 წლის იყო. მუჰამედ მურსი დაკავებული თანამდებობიდან 2013 წელს გადააყენეს, რის შემდეგაც ეგვიპტის სამხედრო მეთაურობამ მუსლიმთა საძმოს საქმიანობა აუკრძალა.

Instagram

17 ივნისი 2019, 20:04

ტექნოლოგიები

Instagram-ი გატეხილი ექაუნთის აღდგენას გააადვილებს

ახალი ფუნქციის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი Instagram-ანგარიშის დაბრუნებას მაშინაც შეძლებს, თუ მათი პირადი ინფორმაცია მესამე პირმა ექაუნთის გატეხვის შემდეგ შეცვალა. 2012 წელს აპლიკაცია Facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა.

ბექა ბურჯანაძე

17 ივნისი 2019, 19:45

სპორტი

ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიაში“ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიაში“ ითამაშებს. ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდთან ბექამ 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ქართველი სპორტსმენი აქამდე „დელტეკოში“ ასპარეზობდა, სადაც 32 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 11.2 ქულას და 5.8 მოხსნას აგროვებდა.

17 ივნისი 2019, 19:23

ეკონომიკა

ფრანგმა მილიარდერმა სოტბის სახლი $3.7 მილიარდად შეიძინა

ფრანგმა მილიარდერმა, საფრანგეთი-ისრაელის სატელეკომუნიკაციო და მედიაბიზნესების მფლობელმა პატრიკ დრაჰიმ სოტბის სახლი $3.7 მილიარდად შეიძინა. მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიასთან ხელშეკრულება დრაჰის კუთვნილმა BidFair USA-მ უკვე გააფორმა.

Samsung QLED TV

17 ივნისი 2019, 19:19

ტექნოლოგიები

Samsung-მა უახლესი ტელევიზორის მფლობელებს რეკომენდაცია მისცა

სამხრეთკორეული კომპანიის რეკომენდაციით, პროგრამული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად QLED TV ხშირად უნდა შემოწმდეს. Samsung-მა საინფორმაციო ვიდეოც გაავრცელა. 19 წამიანი ვიდეოგიდი, რომელსაც 200 ათასმა მომხმარებელმა უყურა, კომპანიამ მალევე წაშალა.

ტეილორ სვიფტი

17 ივნისი 2019, 19:09

კულტურა

ტეილორ სვიფტმა ლგბტ თემის მხარდამჭერი კლიპი გამოუშვა. ვიდეო

კლიპი გადაღებულია ტრაილერების პარკში, სადაც გეი-ქორწილი იმართება. რგოლში ასევე ნაჩვენებია ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პარკთან აქციას მართავენ. ტეილორ სვიფტის ახალ კლიპში მისი მეგობრები და არაერთი ცნობილი ადამიანი მონაწილეობენ. მათ შორის მომღერლები კეტი პერი და ადამ ლაბერტი, მსახიობი რაიან რეინოლდსი, ასევე ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი.

ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2019, 19:04

საქართველო

კობახიძე: სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვის აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მითუმეტეს როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით და ასეთი სარჩულით. ამ შინაარსის განცხადება კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც გუშინ ვერის ბაღში განვითრებული მოვლენები შეაფასა.