imedi /  13 ივნისი 2019, 13:10 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის პრობლემების განსახილველად იწვევს

კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.

კომისიის ცნობით, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს  ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის 1 ივლისამდე  უნდა მიიღოს.

ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიისა და EBRD-ის დაფინანსებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტზე 2 წელი მუშაობდა. კერძოდ, სამუშაო პროცესში ჩართული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, როგორიცაა Grant Thornton-ი, Analysys Mason-ი და Pierstone-ი.

ასევე, ევროკომისიის დაფინანსებით, კანონპროექტებში ცვლილებების პაკეტზე კომისიასთან ერთად მუშაობდა ბელგიელი მედია ექსპერტი  ჟან ფრანსუა ფურნემონი, რომელიც წლების განმავლობაში, იკავებდა ბელგიის მედია მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის და მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) თავმჯდომარის თანამდებობებს. 

კომისიის ცნობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დღეს ისეთი სენსიტიური და მნიშნელოვანი საკითხები, როგორიც არის სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა მოქმედი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს მაუწყებლებისთვის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებს და ასეთი საკითხები მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მიხედვით, მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, რაც ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, შეუსაბამობაშია ევრო დირექტივასთან და  კანონში ცვლილებებს საჭიროებს. 

 ევროპელი ექსპერტების მიერ კომისიისთვის შემოთავაზებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების თვითრეგულირებიდან მთლიანად ამოღება და საკითხის  სრულად კომისიისათვის დაქვემდებარება. აღნიშნულმა რეკომენდაციებმა ასახვა ჰპოვა კომისიის მიერ მომზადებულ პროექტში, რომელიც კომენტარებისთვის გაეგზავნათ, როგორც მაუწყებლებს, ისე მედიის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

მაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, ასევე თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომისიამ გადაწყვიტა პირველ ეტაპზე გასაჩივრების უფლება კვლავ მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოში დარჩენილიყო, ხოლო  კომისიაში, ან სასამართლოში საკითხის გასაჩივრება მხოლოდ მას შემდეგ გამხდარიყო შესაძლებელი, რაც დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იქნებოდა უკმაყოფილო.  

თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას და მაუწყებლები მეტი პასუხიმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს. მოგეხსენებათ, რომ დღეს თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტურად მუშაობას და ამას თავად არასამთავრობო სექტორიც ადასტურებს.  

კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება  შესაძლებელი იქნება სასამართლოში. კომისიის მიერ პარლამენტში კანონპროექტის შეტანის შემდეგ, არასამთავრობო სექტორმა დააყენა საკითხი, რომ  თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში გასაჩივრება მაუწყებლებისთვის რისკებს შეიცავდა.

კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი რისკის შემცველი არ  არის და ცვლილების  მიზანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა. მიუხედავად ამისა, კომისიამ არასამთავრობო სექტორს ევროკომისიასთან წერილის გაგზავნა შესთავაზა, რათა დაზუსტდეს, ხომ არ შეუქმნის აღნიშნული ცვლილებების განუხორციელებლობა საფრთხეს ასოცირების ხელშეკრულებას. არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა 2 თვეზე მეტია რაც შედგა, თუმცა კომისიას მათგან დამატებითი ინფორმაცია, ან კომენტარი ამ დრომდე არ მიუღია.

თავის მხრივ, კომისიამ აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ დაზუსტების მიზნით, წერილობით მიმართა  ევროკომისიას და ელოდება მათ პასუხს. კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დაიცვას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ქვეყნის ევროპულ განვითარებაზე იზრუნოს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთანაა დაკავშირებული-ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპაა“ (CREATIVE EUROPE), რომელიც ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა. 2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველო  ჩაერთო პროგრამაში კულტურის ქვეპროგრამის მიმართულებით.

რაც შეეხება მედია ქვეპროგრამას, აუდიოვიზუალური დირექტივის არქონის გამო, საქართველო ნაწილობრივ არის ჩართული მასში და არსებული 14 დაფინანსების სქემიდან (კონკურსიდან) ქართველ აპლიკანტებს საშუალება აქვთ მხოლოდ 4 კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, პროგრამაში ჩართვის შემდეგ ქართველ ბენეფიციარებს უკვე აქვთ 280,000 ევროს ოდენობით თანხა მიღებული. 

ამ კონკურსებში ქართველი აპლიკანტების მონაწილეობა, უმნიშვნელოვანეს 10 კომპონენტში სწორედ იმიტომ იზღუდება, რომ „მაუწყებლობის კანონში“ ცვლილებების შეტანა არ განხორციელებულა. აღნიშნულის გამო, ქართული აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა  მიიღონ მონაწილეობა  იმ კონკურსებში, რომლის  ბიუჯეტიც 1,50 მილიარდი ევროა. აღნიშნული შესაძლებლობა ინდუსტრიის განვითარებისა და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანია. 

ყველა სიახლე

სიუზენ კოლინზი

18 ივნისი 2019, 00:47

კულტურა

სიუზენ კოლინზი „შიმშილის თამაშების“ პრიკველს გამოუშვებს

მოქმედება ახალ წიგნში 64 წლით ადრე ვითარდება იმ მოვლენებამდე, რომლებიც „შიმშილის თამაშებშია“ აღწერილი. რომანის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ტრილოგია „შიმშილის თამაშები“ 2008-2010 წლებში გამოვიდა. მწერალი მასში პოსტაპოკალიფსურ მსოფლიოზე მოგვითხრობს.

Gmail

18 ივნისი 2019, 00:08

ტექნოლოგიები

Gmail-ის მუშაობაში შეფერხებაა

საფოსტო სერვისის Gmail-ის მუშაობაში შეფერხებებია. ყველაზე მეტად პრობლემები ავსტრიაში, ბრაზილიაში, გერმანიასა და აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს შეეხოთ. იუზერების თქმით, შეფერხებები ძირითადად შეტყობინების მიღებას, ავტორიზაციას და ვებგვერდის მუშაობას უკავშირდება.

დეივ მასტეინი

17 ივნისი 2019, 23:33

კულტურა

ჯგუფ Megadeth-ის ლიდერს ყელის კიბო აღმოაჩნდა

ამ დიაგნოზის გამო Megadeth-მა 2019 წელს დაგეგმილი კონცერტების უმრავლესობა გააუქმა. ამავდროულად, ჯგუფი ახალი ალბომის ჩაწერაზე მუშაობას გააგრძელებს. Megadeth-ი 1983 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ დეივ მასტეინი მისი უცვლელი ლიდერია. ის Metallica-ს გიტარისტიც იყო.

სტამბოლის პოლიციის ლენტი

17 ივნისი 2019, 23:01

ძალოვნები

სტამბოლში ქართველებისა და რუსების ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირებას ერთი რუსეთისა და ერთი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღვოდა, რა დროსაც მხარეებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მორის ბენიშუ

17 ივნისი 2019, 22:43

კულტურა

ფრანგი მსახიობი მორის ბენიშუ გარდაიცვალა

ბენიშუ 1943 წელს ალჟირის ქალაქ ტლემსენში დაიბადა. კარიერის განმავლობაში ის ისეთ ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან მიხაელ ჰანეკე, ჟან-პიერ ჟენე და პიტერ ბრაუკი. ბენიშუ მონაწილეობდა ფილმებში „ამელი“, „ჯეკი და ჯილი: სიყვარული ჩემოდნებზე“ და „პარიზი“. მსახიობს 18 ივნისს დაკრძალავენ.

საქართველო ფიჯი რაგბი U20

17 ივნისი 2019, 22:18

სპორტი

20-წლამდე ქართველმა მორაგბეებმა ფიჯი 12:8 დაამარცხეს

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალური მატჩი ფიჯისთან ანგარიშით 12:8 მოიგო. ქართველებს მეტოქემ ლელო მე-9 წუთზე დაუდო. მატჩის პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან ანგარიშით 0:5 წააგო.

17 ივნისი 2019, 21:50

სპორტი

ქართველმა სპორტსმენებმა კუნგფუს მსოფლიო ჩემპიონატზე 19 მედალი მოიპოვეს

ტურნირის პირველ დღეს ქართველმა სპორტრმენებმა ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის მეორე დღეს შეჯიბრება ტაო ლუს სახეობაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა ათი მედალი მოიპოვა. დასკვნითი შეჯიბრება ხვალ გაიმართება. ჩემპიონატში 48 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი მონაწილეობს.

მფრინავის კაბინა

17 ივნისი 2019, 21:25

ტექნოლოგიები

კვლევა: 10-დან 7 ადამიანი პილოტის გარეშე ფრენაზე თანახმაა

კვლევაში მონაწილეობა 22 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთაც თვითმფრინავის ავტომატური მართვის შესახებ დაუსვეს კითხვა. გამოკითხვის მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ მფრინავის როლი ბორტზე ნაკლებად ნაყოფიერია. კვლევა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Ansys-მა ჩაატარა.

17 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

როგორია საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები რუსეთის პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით

თბილისში საერთაშორისო ექსპერტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის პოლიტიკურ გავლენებზე მსჯელობენ. ისინი აფრთხილებენ ოფიციალურ თბილისს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ყველა ბერკეტს აამოქმედებს.

ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2019, 20:41

საქართველო

ირაკლი კობახიძე ბულგარეთში ვიზიტს მართავს

მხარდამჭერი განცხადებები ბულგარეთიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრეზიდენტს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას.

გლორია ვანდერბილტი

17 ივნისი 2019, 20:32

კულტურა

ამერიკელი მსახიობი და დიზაინერი გლორია ვანდერბილტი გარდაიცვალა

ვანდერბილტმა, რომელიც 1924 წელს ცნობილი ამერიკელი მილიონერების ოჯახში დაიბადა, პოპულარობა ჯერ კიდევ ბავშვობაში მოიპოვა. ამის მიზეზი მასზე მეურვეობის უფლების შესახებ გამართული ხმაურიანი სასამართლო პროცესი გახდა. სწორედ ეს მოვლენები დაედო საფუძვლად 1928 წელს გამოსულ მინისერიალს „პატარა გლორია“.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებები

17 ივნისი 2019, 20:29

სპორტი

ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროები 2:1 დაამარცხა

შეხვედრისას ორივე ბურთი ლელა ჭიჭინაძემ გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი ქალები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადებიან, სადაც იტალიის, ბოსნიის, ისრაელის და მალტის გუნდებს შეხვდებიან. მატჩს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

ლევან ვასაძე

17 ივნისი 2019, 20:13

საქართველო

ვასაძემ ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილი პატრულირება გააუქმა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძე ლგბტქ+ პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილი პატრულირება გააუქმა. ამის მიზეზად ვასაძემ ის გარემოება დაასახელა, რომ მისი ინფორმაციით, „დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრმ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს პრაიდის აქციას და ორგანიზატორებს მისი ჩატარება აუკრძალა“.

მუჰამედ მორსი

17 ივნისი 2019, 20:07

მსოფლიო

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სასამართლოში გარდაიცვალა

მურსიმ მგრძნობელობა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაკარგა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებას ეხებოდა. მურსი 67 წლის იყო. მუჰამედ მურსი დაკავებული თანამდებობიდან 2013 წელს გადააყენეს, რის შემდეგაც ეგვიპტის სამხედრო მეთაურობამ მუსლიმთა საძმოს საქმიანობა აუკრძალა.

Instagram

17 ივნისი 2019, 20:04

ტექნოლოგიები

Instagram-ი გატეხილი ექაუნთის აღდგენას გააადვილებს

ახალი ფუნქციის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი Instagram-ანგარიშის დაბრუნებას მაშინაც შეძლებს, თუ მათი პირადი ინფორმაცია მესამე პირმა ექაუნთის გატეხვის შემდეგ შეცვალა. 2012 წელს აპლიკაცია Facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა.

ბექა ბურჯანაძე

17 ივნისი 2019, 19:45

სპორტი

ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიაში“ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიაში“ ითამაშებს. ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდთან ბექამ 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ქართველი სპორტსმენი აქამდე „დელტეკოში“ ასპარეზობდა, სადაც 32 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 11.2 ქულას და 5.8 მოხსნას აგროვებდა.

17 ივნისი 2019, 19:23

ეკონომიკა

ფრანგმა მილიარდერმა სოტბის სახლი $3.7 მილიარდად შეიძინა

ფრანგმა მილიარდერმა, საფრანგეთი-ისრაელის სატელეკომუნიკაციო და მედიაბიზნესების მფლობელმა პატრიკ დრაჰიმ სოტბის სახლი $3.7 მილიარდად შეიძინა. მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიასთან ხელშეკრულება დრაჰის კუთვნილმა BidFair USA-მ უკვე გააფორმა.

Samsung QLED TV

17 ივნისი 2019, 19:19

ტექნოლოგიები

Samsung-მა უახლესი ტელევიზორის მფლობელებს რეკომენდაცია მისცა

სამხრეთკორეული კომპანიის რეკომენდაციით, პროგრამული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად QLED TV ხშირად უნდა შემოწმდეს. Samsung-მა საინფორმაციო ვიდეოც გაავრცელა. 19 წამიანი ვიდეოგიდი, რომელსაც 200 ათასმა მომხმარებელმა უყურა, კომპანიამ მალევე წაშალა.

ტეილორ სვიფტი

17 ივნისი 2019, 19:09

კულტურა

ტეილორ სვიფტმა ლგბტ თემის მხარდამჭერი კლიპი გამოუშვა. ვიდეო

კლიპი გადაღებულია ტრაილერების პარკში, სადაც გეი-ქორწილი იმართება. რგოლში ასევე ნაჩვენებია ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პარკთან აქციას მართავენ. ტეილორ სვიფტის ახალ კლიპში მისი მეგობრები და არაერთი ცნობილი ადამიანი მონაწილეობენ. მათ შორის მომღერლები კეტი პერი და ადამ ლაბერტი, მსახიობი რაიან რეინოლდსი, ასევე ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი.

ირაკლი კობახიძე

17 ივნისი 2019, 19:04

საქართველო

კობახიძე: სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვის აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მითუმეტეს როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით და ასეთი სარჩულით. ამ შინაარსის განცხადება კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც გუშინ ვერის ბაღში განვითრებული მოვლენები შეაფასა.