imedi /  16 ივნისი 2019, 08:09 / სანდო წყარო

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

ეკლესია

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სულთმოფენობა ყოველთვის აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიები მინდვრის ყვავილებით იფინება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულით მიდიან, რომელიც წირვის დასრულების შემდეგ იკურთხება. 

სახარების მიხედვით, ამ დღეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. 

სულთმოფენობამდე ერთი დღით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია სულის შაბათს – მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.

ყველა სიახლე

13 ოქტომბერი 2019, 22:28

კულტურა

ფილმ „ექიმი დოლიტლის მოგზაურობის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

ექიმი დოლიტლის პერსონაჟი ინგლისელმა მწერალმა ჰიუ ლოფტინგმა შექმნა. ცხოველებთან მოლაპარაკე ექიმის შესახებ პირველი წიგნი 1920 წელს გამოვიდა და ამ ისტორიის მიხედვით არაერთხელ გადაიღეს ფილმი. ახალ ფილმში მთავარ როლს მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს.

13 ოქტომბერი 2019, 22:23

მსოფლიო

მედია: თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში ჯარი განლაგდება

სირიის არმიამ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე ჯარის განლაგება დაიწყო, მიზანი თურქეთის აგრესიისადმი დაპირისპირებაა. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზია იუწყება. 13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს.

ანტისემიტიზმი

13 ოქტომბერი 2019, 22:03

მსოფლიო

ბერლინში 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ანტისემიტიზმი გააპროტესტა

დემონსტრანტებმა მარშით გაიარეს გზა ბებელპლატციდან - ადგილი სადაც ნაცისტებმა წიგნები დემონსტრაციულად დაწვეს, ახალ სინაგოგამდე (რეალურად მისი მშენებლობა 1866 წელს დასრულდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ნგრევის შემდეგ ბერლინის კედლის დაცემამდე ის აღდგენილი არ იყო.

ანკარა

13 ოქტომბერი 2019, 21:58

მსოფლიო

თურქეთი აცხადებს რომ 525 ტერორისტი გაანეიტრალა

ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთმა 525 ტერორისტი გაანეიტრალა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ცოტა ხნის წინ აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში დარჩენილ ათასამდე ჯარისკაცს გაიყვანს.

გრეიფრუტი

13 ოქტომბერი 2019, 21:37

ტექნოლოგიები

იტალიელმა დიეტოლოგებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილეს

დილით წითელი გრეიპრუტისგან დამზადებული წვენი და ერთი მუჭა თხილი ორგანიზმს C ვიტამინით, Omega 3-ით, კალცით, ანტიოქსიდანტებით და მინერალური მარილით ავსებს. ასევე დიეტოლოგების რჩევაა კვების რაციონში ადამიანის ერთ კილოგრამზე 1.1 გრამი ცილის მიღება.

კლაუდიო რანიერი

13 ოქტომბერი 2019, 21:35

სპორტი

კლაუდიო რანიერი სამპდორიას მწვრთნელად დაინიშნა

„რომას“ ყოფილი მწვრთნელი ისევ იტალიური კლუბის მენეჯერად დაინიშნა. კლაუდიო რანიერი გენუის „სამპდორიას“ ჩაიბარებს. „სამპდორიას“ შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოგებას აქვს. კლუბი იტალიის ჩემპიონატში ცხრილის ბოლოშია. რანიერი კლუბში 2019 წლის მარტში მივიდა.

დაფნ დორმანი

13 ოქტომბერი 2019, 21:09

მსოფლიო

ამერიკელმა ტრანსგენდერმა კომიკოსმა თავი მოიკლა

გამოსამშვიდობებელ პოსტში დორმანი წერს, რომ ბევრი იფიქრა, თუ როგორ დამშვიდობებოდა ახლობლებს და აღნიშნა, რომ შესაფერისი გზა ვერ იპოვა. ის წერილში ყველას პატიებას სთხოვს, ვინც მასზე გაბრაზებულია და იმედოვნებს, რომ მას კარგად გაიხსენებენ. ის 44 წლის იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

13 ოქტომბერი 2019, 21:03

მსოფლიო

ერდოღანი ჩრდილოეთ სირიის ბანაკიდან ISIS-თან დაკავშირებული ადამიანების გაქცევას დეზინფორმაციას უწოდებს

ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ბანაკიდან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ადამიანების გაქცევის შესახებ ცნობას თურქეთის პრეზიდენტი დეზინფორმაციას უწოდებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამის მიზანი დასავლეთის პროვოცირებაა.

მაშველები

13 ოქტომბერი 2019, 20:47

საქართველო

ჯუთას მწვერვალზე საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

ადგილზე მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი გავიდა. რთული რელიეფის და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა. მაშველებმა დაშავებული მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს.

მარკ ესპერი

13 ოქტომბერი 2019, 20:38

მსოფლიო

აშშ ჩრდილოეთ სირიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს

აშშ ჩრდილოეთ სირიაში დარჩენილი 1 000 ჯარისკაცის გასაყვანად მზად არის, ამის მიზეზად კი რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაციას ასახელებს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მარკ სესპერმა განაცხადა.

 გორის რაიონული სასამართლო

13 ოქტომბერი 2019, 20:18

ძალოვნები

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 6 დეკემბერს გაიმართება.

13 ოქტომბერი 2019, 20:14

სპორტი

ამერიკელ მოკრივეს ნოკაუტის გამო თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს

შეხვედრის მეათე რაუნდში დეიმ რამდენიმე დარტყმის შედეგადაც ნოკაუტი მიიღო. 27 წლის მოკრივე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ის კომაშია, თუმცა უცნობია არის თუ არა კომა მედიკოსების მიერ ხელოვნურად გამოწვეული. პატრიკ დეის ანგარიშზე ამ დროისთვის 17 მოგება, 4 მარცხი და 1 ფრეა.

ზუგდიდი

13 ოქტომბერი 2019, 20:03

სპორტი

ზუგდიდში მიხეილ მესხის სახელობის ტურნირი გაიმართა

ტურნირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის საფეხბურთო კლუბმა კოლხამ მოიგო. თამაშებში ასევე მონაწილეობდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი. გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი და მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა.

მიხეილ კობახიძე

13 ოქტომბერი 2019, 19:59

კულტურა

რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლისა გარდაიცვალა

მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული პირველი სადიპლომო ფილმი „რვანახევარი“ იყო, რომელიც საბჭოურმა ცენზურამ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნია და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურა. მიხეილ კობახიძე „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმის ერთ-ერთი მონაწილის, მსახიობ გეგა კობახიძის მამა იყო.

ჰაგიბისი

13 ოქტომბერი 2019, 19:56

მსოფლიო

კანადელი მორაგბეები იაპონიაში ტაიფუნის შედეგებს ებრძვიან

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ იაპონიასთან ტაიფუნის გამო მატჩის გადადების შემდეგ, კანადის მორაგბეთა ნაკრებმა სტიქია „ჰაგიბისის“ შედეგებთან ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. მოთამაშეები ქუჩაში გავიდნენ და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის ინიციატივა გამოიჩინეს.

ტაიფუნი „ჰაგიბი“

13 ოქტომბერი 2019, 19:44

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდა

სტიქიამ ძირითადი ზიანი ჰონსიუს მიაყენა, სადაც ქარის სიჩქარე 140 კილომეტრ/საათი იყო. იაპონური მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება 160-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ელექტროენერგიის გარეშე ქვეყნის მასშტაბით 340 ათასი სახლი რჩება, სტიქიამ პრობლემები შექმნა წყალმომარაგების კუთხითაც.

13 ოქტომბერი 2019, 19:30

მსოფლიო

სასამართლომ 9 კატალონიელ პოლიტიკოსს ამბოხის ბრალდება მოუხსნა

ესპანეთის სასამართლომ 9 კატალონიელ პოლიტიკოსს, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფას მხარს უჭერდნენ, ამბოხის ბრალდება მოუხსნა, თუმცა მათ „არეულობების ორგანიზების“ ბრალდება დარჩათ. შესაბამისი გადაწყვეტილება 7-მა მოსამართლემ ერთხმად მიიღო.

შოტლანდია

13 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

შოტლანდიაში შეცდომით დაკავებული კაცი გაათავისუფლეს

მეუღლისა და 4 შვილის მკვლელობისთვის შოტლანდიაში შეცდომით დაკავებული ფრანგი გაათავისუფლეს. მეუღლისა და 4 შვილის „მკვლელობაში ეჭვმიტანილი“ კაცი პოლიციამ შოტლანდიაში, გლაზგოს აეროპორტში 12 ოქტომბერს დააკავა. დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ დაკავებული სხვა ადამიანია და დამნაშავე არ არის.

შოტლანდიური ვისკი

13 ოქტომბერი 2019, 19:06

ტექნოლოგიები

შოტლანდიური ვისკი Glenlivet კაფსულების სახით გამოუშვეს

200-წლიანი ისტორიის მქონე შოტლანდიური ვისკის ბრენდი Glenlivet-ი თანამედროვე გახდა. კომპანიის მფლობელებმა ალკოჰოლური სასმელი კაფსულების სახით გამოუშვეს. კაფსულა წყლის მცენარეების ექსტრაქტისგან დამზადდა. კაფსულა ბიოდეგრადირებადია, ერთ თვეში იშლება და გარემოს ზიანს არ აყენებს.

ტუნისი

13 ოქტომბერი 2019, 19:04

მსოფლიო

ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება იმ ორ კანდიდატს შორის უწევთ, რომლებიც წინასაპრეზიდენტო პერიოდში „აუტსაიდერებად“ მიიჩნეოდნენ და პოლიტიკურ სისტემასთან კავშირი თითქმის არ ჰქონიათ: სამართლის პროფესორსა და მედიამაგნატს შორის.