imedi /  18 ივნისი 2019, 12:43 / სანდო წყარო

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ აქტივისტებს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს

13 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში 14 და 16 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს  სოლიდარობას უცხადებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ლგბტ+-ის გამოხატვის თავისუფლება უხეშად შეიზღუდა ძალადობრივი ჯგუფების მიერ 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ:

„მოვუწოდებთ, სამართალდამცავ ორგანოებს გაატარონ ყველა საჭირო ზომა, ერთი მხრივ მოძალადეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისათვის, მეორე მხრივ კი „თბილისი პრაიდის” კვირეულის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლება, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს სრული უფლება, გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება და გამოხატოს ის თავისუფლად, ზეპირად, წერილობით ან სხვა ფორმით. ამავდროულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მიიღოს სათანადო ზომები, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ამ უფლებით სარგებლობას. სწორედ ამგვარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩათვალა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომ 2012 წლის 17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა კონვენციის დარღვევას საქართველოს მხრიდან“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. 

არსამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ 14 ივნისს კანცელარიასთან ლგბტ+ აქტივისტებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება. ისინი, ისევე როგორც იქ მყოფი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, გახდნენ მუქარისა და ძალადობის ობიექტები, იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთა ლიდერებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს 16 ივნისს ვერის პარკში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც შეიცავდა მკაფიო მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას ლგბტ+ აქტივისტების, პოლიციელების, უფლებადამცველებისა და საერთაშორიო პარტნიორების მიმართ. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილებს „თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმაც გააცნო და ძალადობრივი დაჯგუფებაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. 14 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული წესით, დააკავა 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და სხვადასხვა ქმედებით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე, ჟურნალისტების მიმართ“ - ნათქვამია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამასთან, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებსა და მოწოდებებზე რეაგირება მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ჯგუფების გაძლიერება წლების მანძილზე ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკის, უმოქმედობისა და ხშირად შემწყნარებლური დამოკიდებულების შედეგია. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს პრაიდის არჩატარებას სთავაზობს და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია:

● სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 14 და 16 ივნისის აქციებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები და მოწოდებები; ამ კუთხით სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს აქციაზე გაჟღერებული გეგმების მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს;

● გატარდეს ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი „თბილისი პრაიდის” კვირეულის განმავლობაში და მიეცეთ საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის უფლებებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება;

● ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით დააკვირდეს ქვეყანაში ექსტრემისტული ძალების გააქტიურებას, შეისწავლოს რუსეთის სპეც-სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირები და მოახდინოს ამ მხრივ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება“ - ნათქვამია განცხადებაში. 

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერს 14 არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;  საზოგადოება და ბანკები;  მედიის განვითარების ფონდი; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; საფარი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი. 

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ლგბტქ+ პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილი პატრულირება გააუქმა. 

მმართველი გუნდი და ოპოზიცია ლევან ვასაძის განცხადებებში საფრთხეს ხედავს. 

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში პრობლემა, რომელიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს, დეოკუპაცია და სიღარიბეა, ლგბტქ ჯგუფების ირგვლივ შექმნილ ვითარებას კი პრემიერი საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ პრობლემად მიიჩნევს. 

შსს-მ ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნის შესახებ ლევან ვასაძის განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყო.

14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და მათმა უფლებადაცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც. 

კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა. 

მოგვიანებით ვასაძემ ვიდეომიმართვაც გაავრცელა

პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

„თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.

ყველა სიახლე

17 ივლისი 2019, 20:25

კულტურა

ლონდონში რეივისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

ამ მოძრაობამ პოპულარობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 80-იან და 90-იან წლებში მოიპოვა. გამოფენაზე წარმოდგენილია მულტიმედიური ინსტალაციები, ფოტოები, პროექტების აუდიოვიზუალური ჩანაწერები და არტისტების გამოსვლებიც.

17 ივლისი 2019, 20:06

მსოფლიო

Boeing 737 MAX-ი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებისთვის $50 მილიონს გამოყოფს

კომპანიამ განაცხადა, რომ ფინანსური დახმარების ფონდიდან ამ რაოდენობის თანხას ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად გამოიყენებს. ამერიკულმა ავიახაზებმა Boeing 737 Max-ის ფრენების აკრძალვა სამ ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

ვლადიმერ პუტინი

17 ივლისი 2019, 19:27

მსოფლიო

პუტინმა დონბასის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას ეხება. ბრძანება ეხება მხოლოდ მათ, ვინც ამ ტერიტორიაზე 2014 წლის აპრილამდე ცხოვრობდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

17 ივლისი 2019, 19:05

ძალოვნები

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს. კ.კ-ს 236-ე მუხლის მიხედვით, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.

ნიგერია

17 ივლისი 2019, 19:03

მსოფლიო

ნიგერიაში შენობის ჩამონგრევას 12 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა პლატოს შტატში მდებარე ქალაქ ჯოსში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ცნობით, შენობა ავარიული იყო, რადგან უსაფრტხოების სტადარტებს არ აკმაყოფილებდა.

ელ ჩაპო

17 ივლისი 2019, 18:56

მსოფლიო

ნარკობარონ ელ ჩაპოს ნიუ-იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ნარკობარონ ხოაკინ გუსმანის (მეტსახელად ელ ჩაპო) განაჩენი გამოაცხადა. 62 წლის ხოაკინ გუსმანი წარდგენილ 10 ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში. ელ ჩაპო მექსიკის ციხიდან გვირაბის დახმარებით 2016 წელს გაიქცა.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:43

საქართველო

გახარია: ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო. „მე არ მქონია პირადად კომუნიკაცია. დამირეკა მეორე დღეს და ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:35

საქართველო

გახარიამ ინგა გრიგოლიას მწვავე დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებენ. მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა"- განაცხადა გახარიამ.

F16

17 ივლისი 2019, 18:32

მსოფლიო

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღის ადგილსამყოფელი შემთხვევით გასაჯაროვდა

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღი სავარაუდოდ ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიისა და თურქეთის სამხედრო ბაზებზე მდებარეობს. მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის, ჯოზეფ დეის ანგარიშიდან.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:12

ძალოვნები

გახარია პროკურატურაში გამოკითხეს

20-21 ივნისის საქმეზე შს მინისტრი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხეს. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

სალომე სამადაშვილი

17 ივლისი 2019, 18:11

საქართველო

ოპოზიციის ნაწილისთვის მმართველ გუნდთან კოალიციაში ყოფნა გამორიცხულია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემდეგ სავარაუდოდ კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ოპონენტები პასუხობენ. პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ 2020 წლისთვის ითანამშრომლოს ყველასთან "ნაციონალური მოძრაობის" გამოკლებით.

17 ივლისი 2019, 17:11

ტაბლოიდი

როგორ მიულოცეს პანდას იუბილე ბერლინის ზოოპარკში. ვიდეო

ბერლინის ზოოპარკის ბინადარ პანდას 9 წელი შეუსრულდა. ზოოპარკის თანამშრომლებმა მას იუბილე ტორტით მიულოცეს. პანდამ, სახელად-ჯიაო ქინგი, წონის მიუხედავად (110 კგ-ს იწონის) უპრობლემოდ მიირთვა სპეციალურად მისთვის მომზადებული ტორტი, გაყინული ბოსტნეულის შიგთავსით.

თალიბები

17 ივლისი 2019, 17:04

მსოფლიო

ავღანეთში თალიბებთან შეტაკებას 18 სპეცრაზმელი ემსხვერპლა

შეტაკება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეცრაზმის ჯგუფმა ბაგდის პროვინციაში თალიბების შტაბბინის შტურმი მიიტანა. დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილობრივი მთავარობის ცნობით, 19 მებრძოლი ლიკვიდირებულია, 20 კი დაჭრილი. ამასთან, რადიკალებმა 6 სამხედრო მძევლად აიყვანეს.

სუზან იტონი

17 ივლისი 2019, 16:56

მსოფლიო

პოლიციამ ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის სავარაუდო მოტივი დაასახელა

ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამართალდამცველების თქმით, დანაშაული 27 წლის კაცმა აღიარა. ეჭვმიტანილის ჩვენების მიხედვით, უგონო მდგომარეობაში მყოფი სუზან იტონი ბუნკერამდე მანქანით მიიყვანა. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში ამერიკელი მეცნიერის ცხედარი 10 ივლისს იპოვეს.

ჯანსაღი კვება

17 ივლისი 2019, 16:50

ტექნოლოგიები

რას გულისხმობს ჯანსაღი კვების 5 ძირითადი ელემენტი. რეკომენდაცია

არა ერთი კვლევით დასტურდება, რომ ჯანსაღი კვება დაკავშირებულია როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ასევე წონის რეგულირებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯანსაღი კვების ხუთი ძირითადი ელემენტი აქვს შემუშავებული. სია იწყება ადრეულ ასაკში ძუძუთი კვებიდან.

ანდრეა კამილერი

17 ივლისი 2019, 16:47

კულტურა

„წყლის ფორმის“ ავტორი ანდრეა კამილერი გარდაიცვალა

ის საავადმყოფოში 17 ივნისს გადაიყვანეს, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.კამილერის ყველაზე ცნობილი წიგნი „წყლის ფორმაა“, რომლის მთავარი გმირი პოლიციის კომისარი სალვო მონტალბანოა. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა მწერალს საყოველთაო აღიარება.

სოციალური ქსელი

17 ივლისი 2019, 16:45

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობა შეფერხებულია

Facebook-ის მუშაობაში შეფერხებაა. ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო Facebook-ის გვერდი არ იხსნება, ასევე არ მუშაობას Messanger-ი, შეფერხება ფიქსირდება Instagram-ზეც.

იხვები

17 ივლისი 2019, 15:54

ტაბლოიდი

მთვლემარე იხვი მთელი ძალით ცდილობს, რომ არ დაიძინოს 🦆

Reddit-ის მომხმარებელმა მეტსახელად dobbyisafreepup-ი ქსელში ვიდეო გააზიარა, რომელშიც იხვს ძალიან ეძინება, მაგრამ მთელი ძალით ცდილობს, რომ არ ჩაეძინოს. შეიძლება ითქვას, რომ მთვლემარე იხვები Youtube-ზე ცალკე ვიდეოების ჟანრია. არის ვიდეოები, სადაც იხვებს სულაც ადამიანებთან ერთად სძინავთ.

მოსამართლეების დანიშვნა

17 ივლისი 2019, 15:33

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხმაურით დასრულდა

საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა გასაუბრება ისე დაასრულა, რომ არამოსამართლე წევრებს კითხვები ჯერ კიდევ ჰქონდათ. საბჭოს სრულმა შემადგენლობამ სხდომის დარბაზი დატოვა, ამან კი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის პროტესტი გამოიწვია.

 F-35

17 ივლისი 2019, 15:30

მსოფლიო

აშშ თურქეთს გამანადგურებელ F-35-ს აღარ მიჰყიდის

შეიარაღების პირველი კომპონენტები ანკარასთან მდებარე ავიაბაზაზე ჩაიტანეს. ივნისის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა და დრო ივლისის ბოლომდე მისცა, რომ არჩევანი ამერიკულ გამანადგურებელ F-35-სა და რუსულ S-400 ტიპის კომპლექსს შორის გაეკეთებინა.