Imedi /  18 ივნისი 2019, 14:03 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა

პრემიერმინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ახალ მინისტრს აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა.

"მას აქვს საკმაოდ რთული დავალებები, ამავე დროს, გრაფიკი არის საკმაოდ შეზღუდული. ის ხედვები, რაც აქვს მას, ამავე დროს, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მას უმაგრებს ზურგს, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, დარწმუნებული ვიყო, რომ ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ამავე დროს გახდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე“, - აღნიშნა პრემიერმა.

თავის მხრივ ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის, დავით სერგეენკოს კი რეკომენდაციისთვის. „გულწრფელად გეტყვით, ვღელავ, ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პირველი ფაზა ნამდვილად წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი არის მეორე ეტაპის განხორციელება, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარი მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის, „დოსტაქარის“ დირექტორი იყო. ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მიწვეული კონსულტანტი, მანამდე მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. ჯანდაცვის ახალი მინისტრი გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია.

რაც შეეხება დავით სერგეენკოს, ის პრემიერის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. როგორც სერგეენკომ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერს თავად სთხოვა, რომ მინისტრის შეცვლის საკითხი განეხილა, რადგან ამით რეფორმები კიდევ უფრო წარმატებული იქნება. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძეს რეკომენდაცია თავად გაუწია.

„ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორი იქნებოდა ოპტიმალური, რომ რეფორმების ახალი ტალღა სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ესაა ჯანდაცვის მენეჯმენტი. მჯერა და ეს არაა ერთჯერადი შეხედულება, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერს, ახალ ჯანდაცვის მინისტრს კი მეორე მხრივ ექნება საშუალება, თავისი ცოდნა მოახმაროს ამ რთული სისტემის მართვას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკომ ჯანდაცვა 2012 წელს ჩაიბარა და იუსტიციის მინისტრთან ერთად ის გამონაკლისია, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე არ შეცვლილა. 2018 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გარდა მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა პრობლემებზე ზრუნვაც დაევალა.

იმის გარდა, რომ მინისტრთა კაბინეტში ხანგრძლივად იმუშავა, სერგეენკო სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ყოველთვის პოზიტიურად ფასდებოდა, როგორც გაწეული სამუშაოს, ისე პერსონალური დამოკიდებულების მიმართულებით. მაგ: მიმდინარე წლის 21 მაისის NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, პოლიტიკოსების მიმართ განწყობის რეიტინგში ის თბილისის მერთან ერთად ლიდერობდა, 40 პროცენტით.

ყველა სიახლე

ვლადიმერ პუტინი

17 ივლისი 2019, 19:27

მსოფლიო

პუტინმა დონბასის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას ეხება. ბრძანება ეხება მხოლოდ მათ, ვინც ამ ტერიტორიაზე 2014 წლის აპრილამდე ცხოვრობდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

17 ივლისი 2019, 19:05

ძალოვნები

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს. კ.კ-ს 236-ე მუხლის მიხედვით, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.

ნიგერია

17 ივლისი 2019, 19:03

მსოფლიო

ნიგერიაში შენობის ჩამონგრევას 12 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა პლატოს შტატში მდებარე ქალაქ ჯოსში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ცნობით, შენობა ავარიული იყო, რადგან უსაფრტხოების სტადარტებს არ აკმაყოფილებდა.

ელ ჩაპო

17 ივლისი 2019, 18:56

მსოფლიო

ნარკობარონ ელ ჩაპოს ნიუ-იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ნარკობარონ ხოაკინ გუსმანის (მეტსახელად ელ ჩაპო) განაჩენი გამოაცხადა. 62 წლის ხოაკინ გუსმანი წარდგენილ 10 ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში. ელ ჩაპო მექსიკის ციხიდან გვირაბის დახმარებით 2016 წელს გაიქცა.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:43

საქართველო

გახარია: ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო. „მე არ მქონია პირადად კომუნიკაცია. დამირეკა მეორე დღეს და ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:35

საქართველო

გახარიამ ინგა გრიგოლიას მწვავე დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებენ. მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა"- განაცხადა გახარიამ.

F16

17 ივლისი 2019, 18:32

მსოფლიო

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღის ადგილსამყოფელი შემთხვევით გასაჯაროვდა

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღი სავარაუდოდ ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიისა და თურქეთის სამხედრო ბაზებზე მდებარეობს. მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის, ჯოზეფ დეის ანგარიშიდან.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:12

ძალოვნები

გახარია პროკურატურაში გამოკითხეს

20-21 ივნისის საქმეზე შს მინისტრი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხეს. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

სალომე სამადაშვილი

17 ივლისი 2019, 18:11

საქართველო

ოპოზიციის ნაწილისთვის მმართველ გუნდთან კოალიციაში ყოფნა გამორიცხულია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემდეგ სავარაუდოდ კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ოპონენტები პასუხობენ. პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ 2020 წლისთვის ითანამშრომლოს ყველასთან "ნაციონალური მოძრაობის" გამოკლებით.

17 ივლისი 2019, 17:12

მსოფლიო

ერაყში 3 თურქი დიპლომატი მოკლეს

ერაყის ქალაქ ერბილში 3 თურქი დიპლომატი მოკლეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მოკლულებს შორის არის თურქეთის კონსულის მოადგილე. მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა დიპლომატებს ერთ-ერთ რესტორანში გაუხსნეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. დიპლომატები ერთ-ერთ რესტორანში სადილზე იყვნენ.

17 ივლისი 2019, 17:11

ტაბლოიდი

როგორ მიულოცეს პანდას იუბილე ბერლინის ზოოპარკში. ვიდეო

ბერლინის ზოოპარკის ბინადარ პანდას 9 წელი შეუსრულდა. ზოოპარკის თანამშრომლებმა მას იუბილე ტორტით მიულოცეს. პანდამ, სახელად-ჯიაო ქინგი, წონის მიუხედავად (110 კგ-ს იწონის) უპრობლემოდ მიირთვა სპეციალურად მისთვის მომზადებული ტორტი, გაყინული ბოსტნეულის შიგთავსით.

თალიბები

17 ივლისი 2019, 17:04

მსოფლიო

ავღანეთში თალიბებთან შეტაკებას 18 სპეცრაზმელი ემსხვერპლა

შეტაკება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეცრაზმის ჯგუფმა ბაგდის პროვინციაში თალიბების შტაბბინის შტურმი მიიტანა. დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილობრივი მთავარობის ცნობით, 19 მებრძოლი ლიკვიდირებულია, 20 კი დაჭრილი. ამასთან, რადიკალებმა 6 სამხედრო მძევლად აიყვანეს.

სუზან იტონი

17 ივლისი 2019, 16:56

მსოფლიო

პოლიციამ ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის სავარაუდო მოტივი დაასახელა

ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამართალდამცველების თქმით, დანაშაული 27 წლის კაცმა აღიარა. ეჭვმიტანილის ჩვენების მიხედვით, უგონო მდგომარეობაში მყოფი სუზან იტონი ბუნკერამდე მანქანით მიიყვანა. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში ამერიკელი მეცნიერის ცხედარი 10 ივლისს იპოვეს.

ჯანსაღი კვება

17 ივლისი 2019, 16:50

ტექნოლოგიები

რას გულისხმობს ჯანსაღი კვების 5 ძირითადი ელემენტი. რეკომენდაცია

არა ერთი კვლევით დასტურდება, რომ ჯანსაღი კვება დაკავშირებულია როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ასევე წონის რეგულირებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯანსაღი კვების ხუთი ძირითადი ელემენტი აქვს შემუშავებული. სია იწყება ადრეულ ასაკში ძუძუთი კვებიდან.

ანდრეა კამილერი

17 ივლისი 2019, 16:47

კულტურა

„წყლის ფორმის“ ავტორი ანდრეა კამილერი გარდაიცვალა

ის საავადმყოფოში 17 ივნისს გადაიყვანეს, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.კამილერის ყველაზე ცნობილი წიგნი „წყლის ფორმაა“, რომლის მთავარი გმირი პოლიციის კომისარი სალვო მონტალბანოა. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა მწერალს საყოველთაო აღიარება.

სოციალური ქსელი

17 ივლისი 2019, 16:45

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობა შეფერხებულია

Facebook-ის მუშაობაში შეფერხებაა. ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო Facebook-ის გვერდი არ იხსნება, ასევე არ მუშაობას Messanger-ი, შეფერხება ფიქსირდება Instagram-ზეც.

იხვები

17 ივლისი 2019, 15:54

ტაბლოიდი

მთვლემარე იხვი მთელი ძალით ცდილობს, რომ არ დაიძინოს 🦆

Reddit-ის მომხმარებელმა მეტსახელად dobbyisafreepup-ი ქსელში ვიდეო გააზიარა, რომელშიც იხვს ძალიან ეძინება, მაგრამ მთელი ძალით ცდილობს, რომ არ ჩაეძინოს. შეიძლება ითქვას, რომ მთვლემარე იხვები Youtube-ზე ცალკე ვიდეოების ჟანრია. არის ვიდეოები, სადაც იხვებს სულაც ადამიანებთან ერთად სძინავთ.

მოსამართლეების დანიშვნა

17 ივლისი 2019, 15:33

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხმაურით დასრულდა

საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა გასაუბრება ისე დაასრულა, რომ არამოსამართლე წევრებს კითხვები ჯერ კიდევ ჰქონდათ. საბჭოს სრულმა შემადგენლობამ სხდომის დარბაზი დატოვა, ამან კი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის პროტესტი გამოიწვია.

 F-35

17 ივლისი 2019, 15:30

მსოფლიო

აშშ თურქეთს გამანადგურებელ F-35-ს აღარ მიჰყიდის

შეიარაღების პირველი კომპონენტები ანკარასთან მდებარე ავიაბაზაზე ჩაიტანეს. ივნისის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა და დრო ივლისის ბოლომდე მისცა, რომ არჩევანი ამერიკულ გამანადგურებელ F-35-სა და რუსულ S-400 ტიპის კომპლექსს შორის გაეკეთებინა.

ბიძინა ივანიშვილი არჩილ თალაკვაძე

17 ივლისი 2019, 15:16

საქართველო

თალაკვაძე: მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ძალადობრივი შეტევის აღკვეთა ხელისუფლების მოვალეობაა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, გნებავთ როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა და ამ ქვეყნის მოქალაქემ, უბრალოდ და ზუსტად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც მთელი გუნდი მხარს უჭერს". ამის შესახებ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა.