imedi /  20 ივნისი 2019, 10:11 / სანდო წყარო

ნაზი ჯანეზაშვილი ასახელებს მიზეზებს, რატომ არ უნდა იყოს გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეობის კანდიდატი

ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ასახელებს 5 მიზეზს, რატომ არ უნდა იყოს გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი.

ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ყოფნა აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს და ჩრდილს აყენებს მთლიანად შერჩევის პროცესს, ამიტომ, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძემ უნდა მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ვიდრე ყველაფერი დასრულებული არ არის და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. 

„1. გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს, რომლის ვალდებულებაა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით. ეს სტატუსი მას სხვა კანდიდატებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

2. გიორგი მიქაუტაძეს ხელი მიუწვდება სხვა კანდიდატების მიერ ელექტრონულად შევსებულ ყველა განაცხადზე და თანდართულ დოკუმენტზე, რომელიც მათ საბჭოში წარმოადგინეს. ცხადია, ეს სხვა კანდიდატებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

3. გიორგი მიქაუტაძე ვალდებულია კენჭისყრის ჩატარების შემდგომ ხელი მოაწეროს შესაბამის ოქმს, კანონი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატივას. მის კანდიდატად დარჩენის შემთხვევაში იქმნება ჩიხი, რაც აზიანებს მთლიანდ შერჩევის პროცესს.

4.  გიორგი მიქაუტაძემ, ნაცვლად სავალდებულოდ დადგენილი 3 რეკომენდატორისა, განაცხადში მიუთითა 2, რის საფუძველზეც მას არ უნდა გადაელახა პირველი ეტაპი. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როგორც მოსალოდნელი იყო, იგი კანდადატის სტატუსით შემდგომ საფეხურზე დარღვევით გადავიდა.

5. გიორგი მიქაუტაძემ 7 ივნისის სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა. საბჭომ უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და სხდომის თავმჯდომარედ აირჩია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცედურას კანონი არ ითვალისწინებს", - ნათქვამია ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის მიზნით. ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე შერჩევის შემდგომ ეტაპზე 139 კანდიდატიდან გადადის 50 საუკეთესო შედეგის მქონე. ამის შემდგომ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე სიის გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა, იწყება კანდიდატების მოსმენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ყველა სიახლე

საქართველოს პროკურატურა

22 ივლისი 2019, 19:49

ძალოვნები

პროკურატურა: ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაზე გამოძიებას ვერ დავიწყებთ

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაზე გამოძიებას ვერ დაიწყებს. imedinews პროკურატურაში განუცხადეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ უთქვამს რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.

მარგარეტ ტეტჩერი

22 ივლისი 2019, 19:35

ტაბლოიდი

აუქციონზე მარგარეტ ტეტჩერის პირადი ნივთები და ტანსაცმელი გაიყიდება

დიდი ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრის მარგარეტ ტეტჩერის პირადი ნივთები და ტანსაცმელი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. ექსპრემიერის პირადი ნივთები თავდაპირველად აუქციონზე მისი გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს გაიყიდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 19:35

ძალოვნები

ხვალ 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

22 ივლისი 2019, 19:22

მსოფლიო

სომალიში ტერაქტს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. შემთხვევა მოგადიშუს საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სასტუმროსთან მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა“ აიღო.

დავით დვალი

22 ივლისი 2019, 19:17

საქართველო

დავით დვალი ფიქრობს, რომ პროკურატურაში მათი საქმის მიმდინარეობას ივანიშვილი აფერხებს

ოთხი წელია ჩვენ ველოდებით გამოძიებისგან, რომ ნაბიჯი გადაიდგმება წინ, ბევრჯერ გვაქვს უკვე ნათქვამი, რომ პრაქტიკულად გამოძიება დამთავრებულია, მზად არის, შეუძლია სვლა მისცეს პროკურატურამ, მაგრამ ეს არ ხდება. ამ პერიოდის განმავლობაში 4 პროკურორი გამოიცვალა და ოთხივემ, რატომღაც ერთი და იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ მისცეს სვლა და შემდეგი ნაბიჯი არ გადაიდგას, ანუ ბრალი არ წაეყენოს არავის, - განაცხადა დავით დვალმა.

ისლანდია

22 ივლისი 2019, 19:10

ეკონომიკა

ევროპაში ყველაზე ძვირი სახელმწიფო დასახელდა

გამოცემა Daily Mail-მა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც ევროპის ყველაზე ძვირი სახელმწიფო დაასახელა. გამოცემამ ევროპის სახელმწიფოების საშუალო სამომხმარებლო ფასები დათვალა. ამ მონაცემებით, ევროპის ყველაზე ძვირი სახელმწიფოა ისლანდია, მეორე შვეიცარია, ხოლო მესამე ადგილს ნორვეგია იკავებს.

დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2019, 18:55

მსოფლიო

ტრამპი ირანში 17 ამერიკელი ჯაშუშის დაკავების შესახებ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს

„ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჯაშუშების დაკავების შესახებ სრული სიცრუეა. მორიგი ტყუილი და პროპაგანდა (როგორც მათი ჩამოგდებული დრონი) რეჟიმის მხრიდან, რომელიც მძიმედ მარცხდება და აღარ იცის, რა მოიმოქმედოს. მათი ეკონომიკა მკვდარია და კიდევ უფრო ცუდი დღეები ელის“, - წერს ტრამპი Twitter-ზე.

პრინცი ჯორჯი

22 ივლისი 2019, 18:50

ტაბლოიდი

პრინცი ჯორჯი 6 წლის გახდა

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის პირველი შვილი ჯორჯი 6 წლის გახდა. პატარა პრინცის დაბადების დღესთან დაკავშირებით კენსინგტონის სასახლემ მისი ფოტოები გამოაქვეყნა. სამეფო წყვილს 3 შვილი ჰყავს.

22 ივლისი 2019, 18:50

ეკონომიკა

Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარება $1 მილიარდით დააფინანსა

მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-მა კომპანია OpenAI-ში $1 მილიარდის ინვესტირების შესახებ განაცხადა. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სუპერკომპიუტერული პროგრამები უნდა შექმნას.

22 ივლისი 2019, 18:39

ტექნოლოგიები

Asus-მა თამაშისთვის განკუთვნილი ყველაზე ძლიერი ტელეფონი წარადგინა

ROG Phone II აღჭურვილია Snapdragon 855 Plus-ის პროცესორით, 12 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. ამასთან, მას აქვს ძლიერი აკუმულატორი, რომელიც 7-საათიანი უწვეტი თამაშისთვისაა საკმარისი. გავრცელებული ცნობი, სმარტფონის გაყიდვა სექტემბერში დაიწყება და მისი ფასი 900 დოლარიდან იქნება.

გადაიღე საქართველოში

22 ივლისი 2019, 18:00

კულტურა

საქართველოში რეალური ამბის მიხედვით ტაილანდურ სერიალს იღებენ

სერიალის სიუჟეტის რამდენიმე ნაწილის გადაღებები თბილისში, მესტიასა და ქუთაისშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე გადამღები ჯგუფი მესტიაში მუშაობს. რაც შეეხება სერიალის შინაარს, სერიალი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, კერძოდ სიამის ტყუპებზე. პირველი სიამის ტყუპი ტაილანდში, სოფელ სიამში გაჩნდა და ამის შემდეგ ჰქვია სიამის ტყუპები.

პროტესტი

22 ივლისი 2019, 17:34

მსოფლიო

ეთიოპიაში სამართალდამცველებთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

სიდამას რეგიონში აქციის დროს უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღიდან ისროლეს. სიდამას ეთნიკური ჯგუფის აქტივისტებს მათი დამოუკიდებელი, ფედერალური სახელმწიფოს გამოცხადება სურდათ. სიდამა ეთიოპიაში სიდიდით მეხუთე ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია, რომელიც პოპულაციის 4%-ს შეადგენს.

პარიზი

22 ივლისი 2019, 17:34

მსოფლიო

საფრანგეთში მიმდინარე კვირას რეკორდულად დაცხება

საფრანგეთში მიმდინარე კვირას რეკორდულ სიცხეს ელოდებიან. ქვეყანაში ამინდის კონტროლის ნაციონალური სამსახურის მონაცემებით, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსამდე გათბეს. ივნისის ბოლოს ევროპის დიდ ნაწილში და საფრანგეთში ძლიერი სიცხე დაფიქსირდა.

ფხენიანი

22 ივლისი 2019, 17:33

ტექნოლოგიები

მედია: Huawei ჩრდილოეთ კორეას უსადენო ინტერნეტის შექმნასა და მომსახურებაში ეხმარებოდა

კომპანია Huawei ჩრდილოეთ კორეას საკუთარი კომერციული უსადენო ინტერნეტის შექმნასა და მომსახურებაში ეხმარებოდა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისი ინფორმაციით, გასული 8 წლის განმავლობაში Huawei-მ ჩინურ სახელმწიფო კომპანია Panda International Information Technology Co Ltd-სთან თანამშრომლობით ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე პროექტი განახორციელა.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 17:23

მსოფლიო

ოქრუშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას შერჩევით სამართალს უწოდებს

შერჩევითი სამართალი-ასეთია ირაკლი ოქრუაშვილის შეფასება მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე უარი განაცხადა. რა ფორმით გააგრძელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმის დამტკიცებას, რომ ტელეკომპანია რეალურად ყოველთვის მას ეკუთვნოდა და არა ქიბარ ხალვაშს, ადვოკატებთან ერთად ამ დღეებში გადაწყვეტს.

ქობულეთის საავადმყოფო

22 ივლისი 2019, 17:08

საქართველო

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში დამსვენებლები სავარაუდოდ საკვებით მოიწამლნენ

ათივე პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. რაც შეეხება თავად სასტუმროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეაგირების მიზნით დაწესებულების კვების ობიექტი შემოწმდა და სინჯებიც აიღეს, პასუხი კი შემდეგ კვირაში იქნება. პაციენტები ამბობენ, რომ ისინი ხაჭაპურის ჭამის შემდეგ მოიწამლნენ.

ემანუილ ფილებერტო დი სავოია
იტალიელი პრინცი

22 ივლისი 2019, 16:58

ტაბლოიდი

პარიზში იტალიელი პრინცის სახლი გაძარცვეს

პარიზში იტალიელი პრინცის ემანუილ ფილებერტო დი სავოიას ბინა გაძარცვეს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მძარცველებმა პრინცის სახლიდან ძვირფასი საიუველირო ნაკეთობები წაიღეს, რომლის ღირებულებაც €500 ათასია.

22 ივლისი 2019, 16:42

ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე მოკლე IQ ტესტი 3 კითხვისგან შედგება

ექსპერიმენტის ფარგლებში ფრედერიკმა მისი ამოხსნა 3 000 ადამიანს დაავალა, რომლებიც სხვადსახვა სფეროდან და განათლების განსხვავებულ დონეზე იყვნენ. სამივე პასუხზე ყველა სწორი პასუხი მონაწილეების მხოლოდ 17%-მა გასცა.

22 ივლისი 2019, 16:41

ძალოვნები

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულებმა ჩვენება კვლავ არ მისცეს

მოსამართლემ დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებისთვის ბოლოჯერ გააფრთხილა და ბრალდებულებს ჩვენების მისაცემად ვადა 21 აგვისტომდე მისცა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მხოლოდ დაცვის მხარის ის შუამდგომლობა განიხილა, რომლის მიხედვითაც საქმის მთავარ მტკიცებულებას, დიქტოფონს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

დელფინი

22 ივლისი 2019, 16:41

მსოფლიო

ისლანდიაში ზღვამ სანაპიროზე 50 მკვდარი დელფინი გამორიყა

სანაპიროზე შექმნილი ვითარება ვიდეოზე ტურისტმა გადაიღო და ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა. თვითმხილველის თქმით, დელფინთა ნაწილზე მან ჭრილობები შენიშნა, რომელიც საზღვაო ბიოლოგის ედა ელიზაბეთ მაგნუსდოტირის მოსაზრებით, დელფინთა ერთი ჯგუფი შესაძლოა ძლიერი დინების გამო აღებულ მარშრუტს აცდა.