imedi /  20 ივნისი 2019, 19:07 / სანდო წყარო

პარლამენტის წინ აქციის გამო გზა გადაიკეტა. ვიდეო

რუსეთი

აქცია პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია სახელწოდებით "სირცხვილია" მიმდინარეობს, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, რადგან სამანქანო გზა ხალხმა დაიკავა. ტრიბუნასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები გამოდიან სიტყვით. აქციის მონაწილეები დღეს დილით პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატის მიერ ასამბლეის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვას აპროტესტებენ.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველოს ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა. 

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის ეზოში ყვითელი ავტობუსებით სამართალდამცველები მიიყვანეს. 

დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბაქოდან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. 

პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

რუსი დეპუტატების ვიზიტს მოქალაქეებისა პროტესტი მოჰყვა. ისინი მათ დეპორტაციას მოითხოვენ.

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები.

ყველა სიახლე

20 ივლისი 2019, 10:11

ძალოვნები

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ტანკერი

20 ივლისი 2019, 09:54

მსოფლიო

ირანი მეორე ტანკერის დაკავებას უარყოფს

ლაპარაკია ტანკერზე Mesdar-ი, რომელიც როგორც თეირნში განმარტეს დროებით შეაყოვნეს შემოწმების მიზნით, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. თავის მხრივ ტანკერის მფლობელი კომპანია Norbulk Shipping-ი ამ ცნობას ადასტურებს. მანამდე ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ირანმა ორი ტანკერი დააკავა.

20 ივლისი 2019, 09:33

მსოფლიო

აშშ საუდის არაბეთში თავის სამხედრო კონტიგენტს განალაგებს

გადაწყვეტილება ოფიციალურ ვაშინგტონში მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანთან ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. თავის მხრივ, რეგიონში სტაბილურობის გამო, საუდის არაბეთის მეფე სალმანი მზადაა აშშ-ის სამხედრო დანაყოფები თავის ტერიტორიაზე განალაგოს.

რომელუ ლუკაკუ

20 ივლისი 2019, 09:18

სპორტი

„ინტერს“ ლუკაკუს შეძენა სურს

ლუკაკუს ტრანსფერში 75 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ ინგლისური კლუბი კიდევ 5 მილიონით მეტს ითხოვს. "მანჩესტერმა" ლუკაკუ 2017 წელს "ევერტონისგან" 85 მილიონად იყიდა. რომელუ ლუკაკუ ბელგიელი ფეხბურთელია. მონაწილობდა 2014 წლის მსოფლიოსა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატებში.

ჰარი სტაილზი

20 ივლისი 2019, 08:54

კულტურა

ჰარი სტაილზი „პატარა ქალთევზას“ ეკრანიზაციაში პრინც ერიკის როლს შეასრულებს

სტაილზი One Direction-თან ერთად პირველად დიდი ბრიტანეთის X ფაქტორში 2010 წელს გამოჩნდა. მან 2017 წლის მაისში სადებიუტო სტუდიური ალბომი გამოუშვა. როგორც მსახიობმა კი კარიერა კრისტოფერ ნოლანის ფილმით „დიუნკერკში“ დაიწყო.

დონალდ ტრამპი და კიმ კარდაშიანი

20 ივლისი 2019, 08:45

ტაბლოიდი

მედია: რეპერ ASAP Rocky-ს გათავისუფლება ტრამპს კიმ კარდაშიანმა სთხოვა

აღსანიშნავია, რომ წყვილს ტრამპის ადმინისტრაციასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს. კიმ კარდაშიანი თეთრ სახლში რამდენჯერმე მიიწვიეს და ის დონალდ ტრამპსაც შეხვდა. კიმის თხოვნით შეიწყალა ტრამპმა მსჯავრდებული აფროამერიკელი ქალი.

ლონდონი

20 ივლისი 2019, 08:20

მსოფლიო

ბრიტანეთმა ირანის მიერ მათი ტანკერის დაკავება დაგმო

ირანმა თავის ტერიტორიულ წლებში ბრიტანული ტანკერი 19 ივლისს დააკავა. ირანული მედიის ცნობით, დაკავების მიზეზი საერთაშორისო ნორმების დარღვევა გახდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 18 ივლისს ირანმა სპარსეთის ყურეში კიდევ 1 ტანკერი დააკავა.

ირაკლი ოქრუაშვილი

20 ივლისი 2019, 08:11

საქართველო

ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“ ყოველთვის ჩემი, ხალვაში კი ხელის ბიჭი იყო

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მისი საკუთრებაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს.

ოლივერ სტოუნი
ვლადიმერ პუტინი

20 ივლისი 2019, 00:47

ტაბლოიდი

ოლივერ სტოუნმა პუტინს შვილის მონათვლა სთხოვა

ინტერვიუსას სტოუნმა ვლადიმერ პუტინს შვილის მონათვლა სთხოვა. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტი დაინტერესდა, უნდა თუ არა რეჟისორის ქალიშვილს მართლმადიდებელი გახდეს. სტოუნმა აღნიშნა, რომ შვილს მართლმადიდებლად მონათლავს. 2017 წელს რეჟისორმა პუტინზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის ყურების დროს კრემლის ლიდერს ჩაეძინა.

ფილმი „საუკეთესო მსროლელის“ ეპიზოდი

20 ივლისი 2019, 00:33

კულტურა

ფილმის Тop Gun-2 ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია Paramount Pictures-მა საკულტო ფილმის „საუკეთესო მსროლელის“ (Тop Gun) ტრეილერი წარმოადგინა. ფილმში მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს, ფილმი კი რეჟისორმა ჯოზეფ კოსინსკიმ გადაიღო. ფილმის პირველი ნაწილი 1986 წელს გამოვიდა.

რეპერი ASAP Rocky

20 ივლისი 2019, 00:02

კულტურა

ამერიკელი რეპერი ASAP Rocky სტოკჰოლმში ჩხუბის გამო დააპატიმრეს

ამერიკელი რეპერი რაკიმ მაიერსი, რომელიც ASAP Rocky-ის სახელით არის ცნობილი შვედეთის ციხეში კიდევ ერთ კვირას დარჩება. გამოცემა Aftonbladet-ის ცნობით, ის 25 ივნისს სტოკჰოლმში ჩხუბის გამო დააპატიმრეს. რეპერის საქმეში აშშ-ის გენერალური მდივნის მოადგილე კარლ რიში ჩაერთო. მოგვიანებით კი ამ საკითხით მაიკ პომპეო დაინტერესდა.

პაატა სალია

19 ივლისი 2019, 23:59

საქართველო

პაატა სალია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების მოთხოვნაზე: ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი

პაატა სალიას განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტი, რადგან ამ შემთხვევაში გადამწყვეტია არხის მესაკუთრის ნება. სალია განმარტავს, რომ არხის ჟურნალისტების შეთავაზებას მას შემდეგ უპასუხებს, რაც დეტალურად გაეცნობა მას.

19 ივლისი 2019, 23:37

კულტურა

როკ-მუსიკოსი იგი პოპი ახალ ალბომს გამოუშვებს

ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა და მსახიობმა იგი პოპმა ახალი ალბომის Free-ს გამოსვლა დააანონსა. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო მუსიკოსმა სარა ლიპსტეიდმა ( გიტარა) და ჯაზმენმა ლერონ ტომასმა (საყვირი). იგი პოპმა ახალი ალბომის თიზერი საკუთარ YouTube არხზე გამოაქვეყნა. ალბომის პრეზენტაცია 2019 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი.

19 ივლისი 2019, 23:24

ტაბლოიდი

WhatsApp-ში ცოლის შეურაცხყოფისთვის ემირატებში კაცს 2 წელი მიუსაჯეს

ცოლმა ქმარს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის მობილური ტელეფონით მრავალრიცხოვან წერილს იღებდა. კაცმა ცოლის თხოვნა, რომ შეჩერებული, არ გაითვალისწინა. პირველი ინსტანციის სასამართლომ კაცს ცოლის შეურაცხყოფისთვის და ინტერნეტში დანაშაულის შესახებ კანონის დარღვევისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

19 ივლისი 2019, 22:59

საქართველო

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას მოითხოვენ

„რუსთავის 2“-ს საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალ მენეჯმენტს წინადადებით მიმართეს. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და მედია ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას მოითხოვენ, რომელთა გარეშეც არხზე საკადრო გადაწყვეტილებები არ მიიღება.

19 ივლისი 2019, 22:38

მსოფლიო

უკრაინაში პედოფილებს ქიმიურ კასტრაციას ჩაუტარებენ

უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ანდრეი პარუბიმ ხელი მოაწერა კანონს პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ. ინფორმაცია რადას ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. დადგენილია, რომ იძულებითი კასტრაციის დროს მსჯავრდებულს სხეულში ანტიანდროგენულ პრეპარატებს შეუყვანენ რომლებიც შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, რაც სექსუალურ აქტივობას აქვეითებს.

19 ივლისი 2019, 22:29

მსოფლიო

ირანმა ბრიტანული ტანკერი დააკავა

ირანმა თავის ტერიტორიულ წლებში ბრიტანული ტანკერი დააკავა. ტანკერი საუდის არაბეთის მიმართულებით მიცურავდა, თუმცა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა და ირანის კუნძულისკენ გააგრძელა გზა. ირანული მედიის ცნობით, დაკავების მიზეზი საერთაშორისო ნორმების დარღვევა გახდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ედი მერფი

19 ივლისი 2019, 22:12

კულტურა

ედი მერფი კომიკოსის კარიერას უბრუნდება

ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ედი მერფიმ განაცხადა, რომ კომიკოსის კარიერას დაუბრუნდება. მას სურს ისევ გამოვიდეს „სტენდაფში“. „მე ამას ისევ გავაკეთებ“ განაცხადა მსახიობმა გამოცემა Daily Mail-თან საუბარში. თუმცა მსახიობი აცხადებს, რომ ჯერ ვარჯიში და ფორმის დაბრუნება მოუწევს.

19 ივლისი 2019, 21:44

ეკონომიკა

ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალის მქონე ევროპული ქვეყანა დასახელდა

ევროზონაში საფრანგეთმა ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალით იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზეა. 2019 წლის პირველი კვარტლის დასასრულს საფრანგეთის სახელმწიფო ვალმა 2,358897 ტრილიონი ევრო შეადგინა. ამრიგად, საფრანგეთს იტალიაზე 360 მილიონი ევროთი მეტი სახელმწიფო ვალი აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივლისი 2019, 21:11

მსოფლიო

ზელენსკიმ 11 ელჩი შეცვალა

გათავისუფლებულებს შორის არის აშშ-ში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენდა აგრეთვე კუნძულოვან სახელმწიფოებში: ტრინიდადი და ტობაგოში და აგრეთვე ანტიგუა და ბარბუდაში. ელჩები შეიცვალა აგრეთვე იორდანიაში, არგენტინაში, პარაგვაიში, ჩილეში, ვატიკანში, თურქმენეთსა და სომხეთში.