Imedi /  20 ივნისი 2019, 20:33 / სანდო წყარო

ინაშვილი გავრილოვის ინციდენტს დადგმულს უწოდებს

ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს მმართველი პარტიის ლიდერის ივანიშვილის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბოკერიას და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ერთობლივად დადგმული სპექტაკლს უწოდებს.

„რუსეთი რომ ოკუპანტია, ის თავად არ უარყოფს ამას. სხდომა უნდა წაეყვანა თუ არა რუს დეპუტატს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ვინ დასვა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე? „ქართულმა ოცნებამ“! ისევ ვამბობ: მთელი ეს სპექტაკლი გააზრებულად დადგეს „ქართულმა ოცნებამ“ და სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტჯგუფებმა“, - დაწერა ინაშვილმა Facebook-ზე. 

„კობახიძე გადადგესო. ორი წელია მოვითხოვთ, რომ გადადგეს კობახიძე, მაგრამ კობახიძე, პირველ რიგში, იმიტომ უნდა გადადგეს, რომ ჩვენს რეზოლუციას არ დაუჭრა მხარი. სოხუმის და ცხინვალის ოკუპაციის თანაოკუპანტებთან (სააკაშვილი და ბოკერია) ააგო პოლიტიკური თამაშები, არც იმ საგამოძიებო კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი, რომელმაც კოდორის ჩაბარების დეტალები უნდა გამოიძიოს. აი, ამიტომ უნდა გადადგეს კობახიძე და არა მარტო იმის გამო, რომ მისი სავარძელი („ქართული ოცნებისვე“ გადაწყვეტილებით) გავრილოვმა დაიკავა, რაც სრულიად მიუღებელია ჩვენთვის.

დააკვირდით: გავრილოვი „ქართულმა ოცნებამ“ შემოუშვა ქვეყანაში, „ქართულმა ოცნებამ“ დაპატიჟა მაინც და მაინც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, რაც იყო დაუშვებელი! მიუღებელი და დაუშვებელი! „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით (ისე არ ხდება!) დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, მერე „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ბოკერია-სააკაშვილის პოლიტჯგუფებს გავრილოვის გაგდების, გავრილოვისთვის წყლის შესხმის საშუალება. ახლა ეს ყველაფერი ტრაგიკომედია არ არის? თანაოკუპანტები – აი, ეს ტერმინი შემოგვაქვს დღეიდან და თანაოკუპანტია ბოკერია, სააკაშვილი, ყველა ის პირი, ვინც 2008 წლამდე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრები გაავლო, ხოლო 2008 წელს ქვეყნის მიწების 22%-ი სამაცხვინოდ გაყიდა. სწორედ ამ ხალხს – თავად გამყიდეველებს არა აქვს უფლება, ილაპარაკონ ოკუპაციაზე! ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხვდება და დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური სპექტაკლი უძვირესად დაუჯდება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე მის პარტნიორ სააკაშვილ-ბოკერიებს.

პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ იზიარებს მოსახლეობის პროტესტს. ვიმეორებ: მოსახლეობას გადასარევად ესმის, რა სპექტაკლი დაიდგა. მოსახლეობის პროტესტი დღეს მიმართულია სამივე პოლიტიკური მოთამაშის მიმართ: ოცნება-სააკაშვილი-ბოკერია და მათი რეალური სატელიტები! ყველას გასაგონად ვწერ: ამ პოლიტიკურ სპექტაკლთან პატრიოტთა ალიანსს არავითარი შეხება არა აქვს. რატომ ხდება ეს ყველაფერი, დეტალურად კიდევ დავწერ ჩემს მოსაზრებებს“, - აღნიშნავს ირმა ინაშვილი.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველოს ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა. 

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის ეზოში ყვითელი ავტობუსებით სამართალდამცველები მიიყვანეს. 

დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბაქოდან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. 

პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

რუსი დეპუტატების ვიზიტს მოქალაქეებისა პროტესტი მოჰყვა. ისინი მათ დეპორტაციას მოითხოვენ.

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები.

ყველა სიახლე

ვლადიმერ პუტინი

17 ივლისი 2019, 19:27

მსოფლიო

პუტინმა დონბასის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას ეხება. ბრძანება ეხება მხოლოდ მათ, ვინც ამ ტერიტორიაზე 2014 წლის აპრილამდე ცხოვრობდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

17 ივლისი 2019, 19:05

ძალოვნები

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს. კ.კ-ს 236-ე მუხლის მიხედვით, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.

ნიგერია

17 ივლისი 2019, 19:03

მსოფლიო

ნიგერიაში შენობის ჩამონგრევას 12 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა პლატოს შტატში მდებარე ქალაქ ჯოსში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ცნობით, შენობა ავარიული იყო, რადგან უსაფრტხოების სტადარტებს არ აკმაყოფილებდა.

ელ ჩაპო

17 ივლისი 2019, 18:56

მსოფლიო

ნარკობარონ ელ ჩაპოს ნიუ-იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ნარკობარონ ხოაკინ გუსმანის (მეტსახელად ელ ჩაპო) განაჩენი გამოაცხადა. 62 წლის ხოაკინ გუსმანი წარდგენილ 10 ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში. ელ ჩაპო მექსიკის ციხიდან გვირაბის დახმარებით 2016 წელს გაიქცა.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:43

საქართველო

გახარია: ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო. „მე არ მქონია პირადად კომუნიკაცია. დამირეკა მეორე დღეს და ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:35

საქართველო

გახარიამ ინგა გრიგოლიას მწვავე დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებენ. მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა"- განაცხადა გახარიამ.

F16

17 ივლისი 2019, 18:32

მსოფლიო

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღის ადგილსამყოფელი შემთხვევით გასაჯაროვდა

ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღი სავარაუდოდ ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიისა და თურქეთის სამხედრო ბაზებზე მდებარეობს. მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის, ჯოზეფ დეის ანგარიშიდან.

გიორგი გახარია

17 ივლისი 2019, 18:12

ძალოვნები

გახარია პროკურატურაში გამოკითხეს

20-21 ივნისის საქმეზე შს მინისტრი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხეს. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

სალომე სამადაშვილი

17 ივლისი 2019, 18:11

საქართველო

ოპოზიციის ნაწილისთვის მმართველ გუნდთან კოალიციაში ყოფნა გამორიცხულია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემდეგ სავარაუდოდ კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ოპონენტები პასუხობენ. პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ 2020 წლისთვის ითანამშრომლოს ყველასთან "ნაციონალური მოძრაობის" გამოკლებით.

17 ივლისი 2019, 17:12

მსოფლიო

ერაყში 3 თურქი დიპლომატი მოკლეს

ერაყის ქალაქ ერბილში 3 თურქი დიპლომატი მოკლეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მოკლულებს შორის არის თურქეთის კონსულის მოადგილე. მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა დიპლომატებს ერთ-ერთ რესტორანში გაუხსნეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. დიპლომატები ერთ-ერთ რესტორანში სადილზე იყვნენ.

17 ივლისი 2019, 17:11

ტაბლოიდი

როგორ მიულოცეს პანდას იუბილე ბერლინის ზოოპარკში. ვიდეო

ბერლინის ზოოპარკის ბინადარ პანდას 9 წელი შეუსრულდა. ზოოპარკის თანამშრომლებმა მას იუბილე ტორტით მიულოცეს. პანდამ, სახელად-ჯიაო ქინგი, წონის მიუხედავად (110 კგ-ს იწონის) უპრობლემოდ მიირთვა სპეციალურად მისთვის მომზადებული ტორტი, გაყინული ბოსტნეულის შიგთავსით.

თალიბები

17 ივლისი 2019, 17:04

მსოფლიო

ავღანეთში თალიბებთან შეტაკებას 18 სპეცრაზმელი ემსხვერპლა

შეტაკება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეცრაზმის ჯგუფმა ბაგდის პროვინციაში თალიბების შტაბბინის შტურმი მიიტანა. დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ადგილობრივი მთავარობის ცნობით, 19 მებრძოლი ლიკვიდირებულია, 20 კი დაჭრილი. ამასთან, რადიკალებმა 6 სამხედრო მძევლად აიყვანეს.

სუზან იტონი

17 ივლისი 2019, 16:56

მსოფლიო

პოლიციამ ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის სავარაუდო მოტივი დაასახელა

ამერიკელი მეცნიერის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამართალდამცველების თქმით, დანაშაული 27 წლის კაცმა აღიარა. ეჭვმიტანილის ჩვენების მიხედვით, უგონო მდგომარეობაში მყოფი სუზან იტონი ბუნკერამდე მანქანით მიიყვანა. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში ამერიკელი მეცნიერის ცხედარი 10 ივლისს იპოვეს.

ჯანსაღი კვება

17 ივლისი 2019, 16:50

ტექნოლოგიები

რას გულისხმობს ჯანსაღი კვების 5 ძირითადი ელემენტი. რეკომენდაცია

არა ერთი კვლევით დასტურდება, რომ ჯანსაღი კვება დაკავშირებულია როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ასევე წონის რეგულირებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯანსაღი კვების ხუთი ძირითადი ელემენტი აქვს შემუშავებული. სია იწყება ადრეულ ასაკში ძუძუთი კვებიდან.

ანდრეა კამილერი

17 ივლისი 2019, 16:47

კულტურა

„წყლის ფორმის“ ავტორი ანდრეა კამილერი გარდაიცვალა

ის საავადმყოფოში 17 ივნისს გადაიყვანეს, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.კამილერის ყველაზე ცნობილი წიგნი „წყლის ფორმაა“, რომლის მთავარი გმირი პოლიციის კომისარი სალვო მონტალბანოა. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა მწერალს საყოველთაო აღიარება.

სოციალური ქსელი

17 ივლისი 2019, 16:45

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობა შეფერხებულია

Facebook-ის მუშაობაში შეფერხებაა. ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო Facebook-ის გვერდი არ იხსნება, ასევე არ მუშაობას Messanger-ი, შეფერხება ფიქსირდება Instagram-ზეც.

იხვები

17 ივლისი 2019, 15:54

ტაბლოიდი

მთვლემარე იხვი მთელი ძალით ცდილობს, რომ არ დაიძინოს 🦆

Reddit-ის მომხმარებელმა მეტსახელად dobbyisafreepup-ი ქსელში ვიდეო გააზიარა, რომელშიც იხვს ძალიან ეძინება, მაგრამ მთელი ძალით ცდილობს, რომ არ ჩაეძინოს. შეიძლება ითქვას, რომ მთვლემარე იხვები Youtube-ზე ცალკე ვიდეოების ჟანრია. არის ვიდეოები, სადაც იხვებს სულაც ადამიანებთან ერთად სძინავთ.

მოსამართლეების დანიშვნა

17 ივლისი 2019, 15:33

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხმაურით დასრულდა

საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა გასაუბრება ისე დაასრულა, რომ არამოსამართლე წევრებს კითხვები ჯერ კიდევ ჰქონდათ. საბჭოს სრულმა შემადგენლობამ სხდომის დარბაზი დატოვა, ამან კი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის პროტესტი გამოიწვია.

 F-35

17 ივლისი 2019, 15:30

მსოფლიო

აშშ თურქეთს გამანადგურებელ F-35-ს აღარ მიჰყიდის

შეიარაღების პირველი კომპონენტები ანკარასთან მდებარე ავიაბაზაზე ჩაიტანეს. ივნისის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა და დრო ივლისის ბოლომდე მისცა, რომ არჩევანი ამერიკულ გამანადგურებელ F-35-სა და რუსულ S-400 ტიპის კომპლექსს შორის გაეკეთებინა.

ბიძინა ივანიშვილი არჩილ თალაკვაძე

17 ივლისი 2019, 15:16

საქართველო

თალაკვაძე: მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ძალადობრივი შეტევის აღკვეთა ხელისუფლების მოვალეობაა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, გნებავთ როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა და ამ ქვეყნის მოქალაქემ, უბრალოდ და ზუსტად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც მთელი გუნდი მხარს უჭერს". ამის შესახებ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა.