imedi /  21 ივნისი 2019, 01:44 / სანდო წყარო

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. ვიდეო

აქცია

ვითარება პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დაშლილია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზეა. ისინი სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა დაშალეს ჯებირები და სპეცრაზმის მიმართულებით ისვრიან. 

სპეცრაზმი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს

ბოლო ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.

ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა. 

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა, ასევე ცუდად გახდა ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე  დატოვა.   დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ

დღესვე პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

სწორედ რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი.

ყველა სიახლე

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 18:45

საქართველო

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მისვლას დღესვე აპირებს

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რუსთავი2“-ში მისვლას დღესვე აპირებს. პაატა სალია იმედოვნებს, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. „ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს“.

18 ივლისი 2019, 18:44

მსოფლიო

საფრანგეთმა სისხლის დონაციაზე გეებისთვის შეზღუდვები შეარბილა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გეებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს შეარბილებს. ისინი შეძლებენ სისხლი სექსუალური აქტიდან 4 თვის შემდეგ ჩააბარონ. შეზღუდვა 12 თვეს ითვალისწინებდა. შერბილების მიზეზი სარჩელი გახდა, რომელიც ლგბტ ორგანიზაციამ ევროკომისიაში შეიტანა და საფრანგეთი გეების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

ერგნეთი

18 ივლისი 2019, 18:43

საქართველო

ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს არ მოუთხოვია მათ მიერ ძებნილი ორი პირის გადაცემა

ორი პირი ქართველმა სამართალდამცველებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერგნეთის მიმდებარედ დააკავეს. ანდრეი კაბისოვი და სარმატ გაბარაევი ოსური მხარის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ჩადენისთვის იძებნებიან. საქართველოს შსს-მ გამოძიება სსკ-ის 322-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

გიორგი გახარია

18 ივლისი 2019, 18:35

ძალოვნები

20 ივნისის აქციის ღამესთან დაკავშირებით შესაძლოა ანზორ ჩუბინიძეც გამოიკითხოს

20 ივნისის აქციის ღამესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვის შემდეგ, არ არის გამორიცხული გენერალურ პროკურატურაში გიორგი გახარიას მოადგილე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც დაიბარონ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა განაცხადა.

აფეთქება კანდაარში

18 ივლისი 2019, 18:33

მსოფლიო

ავღანეთში პოლიციის შენობასთან აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში პოლიციის სამმართველოსთან აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 60 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, სამმართველოს შენობის წინ ავტომობილი აფეთქდა. ტელეარხ 1TV-ის ცნობით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

ვალერიან გაბუნია

18 ივლისი 2019, 18:32

ეკონომიკა

ვალერიან გაბუნია: სებ-ის გადაწვეტილებით, იპოთეკური სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშეც შესაძლებელია

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან ამ კუთხით, ვინაიდან ახალი რეგულაციების შედეგად განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი დაზარალდა. „ახლა უკვე გააქტიურდება იპოთეკური სესეხები გაცემა, გამარტივდა შემოწმების მოდელიც, ჩვენ უკვე გავეცით ამ მოდელით პირველი სესხი“-განაცხადა გაბუნიამ.

მირშა ფრანსისკო ერერა გასტელუმი

18 ივლისი 2019, 18:27

სპორტი

მექსიკაში 20 წლის ფეხბურთელი მოკლეს

გამოცემა Lahoguera ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი ქუჩაში იდგა, როდესაც მას მოტოციკლეტებით ოთხი ადამიანი მიუახლოვდა. ერთ-ერთი მათგანი ფეხბურთელს თავს დაესხა და გულის არეში დანა დაარტყა. შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავდა.

გიგა ბოკერია

18 ივლისი 2019, 18:22

საქართველო

გიგა ბოკერია: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისას წინა ხელისუფლებამ მძიმე შეცდომები დაუშვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, წინა ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისას მძიმე შეცდომები დაუშვა. ამის შესახებ მან სტრასბურგის სასამართლოს მიერ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვალუტის კურსი

18 ივლისი 2019, 18:11

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8714 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 19 ივლისს 1 დოლარი 2.8714 ლარი ეღირება, ხოლო 1 ევრო 3.2191 ლარი იქნება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0027 ლარი, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0013 ლარი შეადგინა.

18 ივლისი 2019, 17:57

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ვიდეოს ერთად ყურება პრიმატებსაც აახლოებს

ორ შიმპანზეზე დაკვირვების შედეგად, რომლებიც ვიდეოს ერთად უყურებდნენ ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ცხოველები ერთმანეთზე გახდნენ დამოკიდებულები. კვლევა გამოცემა Royal Society-იმ გამოაქვეყნა. აქამდე მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ფილმის ან გადაცემის ერთობლივად ყურებისას სიახლოვეს მხოლოდ ადამიანები გრძნობდნენ.

წყალდიდობა

18 ივლისი 2019, 17:50

მსოფლიო

სამხრეთ აზიის ქვეყნებში სტიქიის შედეგად 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სტიქია იყო ინდოეთში, ნეპალში, პაკისტანსა და ბანგლადეშში. ინდოეთში განსაკუთრებით დაზარალდა ბიჰარისა და ასამის შტატები, სადაც სტიქია ჯამში 10 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო, ხოლო 77 ადამიანი ემსხვერპლა.ნეპალში მსხვერპლთა რაოდენობა 88 ადამიანია, დროებით თავშესაფარში კი 17 ათასამდე ადამიანი გადაიყვანეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 ივლისი 2019, 17:46

მსოფლიო

ზელენსკიმ დონბასში მეომარ ქართველს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ 9 უცხოელს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

პიცა

18 ივლისი 2019, 17:27

ტაბლოიდი

კვების ობიექტების ამერიკული ქსელი პიცის ახალ სახეობას ყიდის

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს - 1. ვინც პიცის ნაჭერს მთლიანად ჭამს; 2. ვინც პიცის კუთხეებს ტოვებს. ივლისში კვების ობიექტების ამერიკულმა ქსელმა Villa Italian Kitchen-მა დაიწყო პიცის გაყიდვა, რომელიც მხოლოდ კუთხეებისგან შედგება. ასეთი სახით პიცა პირველად არა Villa Italian Kitchen-მა, არამედ ნიუიორკულმა პიცერია Cuts & Slices-მა გაყიდა.

18 ივლისი 2019, 17:25

მსოფლიო

დასახელდა ქვეყანა, სადაც ნარკოტიკებისგან ყველაზე მეტი ადამიანი კვდება

შოტლანდიის ხელისუფლებამ საჯარო გახადა მონაცემები, რომლითაც დადასტურდა, რომ ქვეყანა ნარკოტიკის მოხმარებით მსოფლიოში ლიდერია. შესაბამისად შოტლანდიაში, ნარკოტიკის ზედოზირებით სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპაში და მსოფლიოში.

ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი

18 ივლისი 2019, 17:21

მსოფლიო

9 მაისს მოსკოვში აღლუმს ემანუელ მაკრონიც დაესწრება

2020 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ტოჩინოშინი

18 ივლისი 2019, 17:06

სპორტი

ტოჩინოშინი საქართველოს პოპულარიზებას განაგრძობს

ტოჩინოშინი იაპონიაში საქართველოს წარმოჩენას ქართული რაგბის პოპულარიზაციით განაგრძობს. ქართველმა სუმოისტმა ამჯერად სოციალურ ქსელში რაგბის ბურთით ფოტოები გამოაქვეყნა და ბორჟღალოსნებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

Corvette C8

18 ივლისი 2019, 16:58

ტექნოლოგიები

ავტოკონცერნმა General Motors-მა ახალი სპორტული მოდელი წარადგინა

ამერიკულმა ავტოკონცერნმა General Motors-მა ახალი სპორტული მოდელი ლოს-ანჯელესში წარადგინა. ახალი თაობის Corvette C8 იმით არის უნიკალური რომ ავტომობილში ძრავი შუაში მდებარეობს, ორი სავარძლის უკან. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი მერი ბარა განმარტავს ეს არის წარმოების ისტორიაში ყველაზე განსხვავებული Corvette-ი.

რეპეტიტორი

18 ივლისი 2019, 16:41

ტაბლოიდი

ბრიტანელი წყვილი რეპეტიტორობის მსურველს მოგზაურობასა და $75 000 სთავაზობს

ფრენკმა და ანტუანეტამ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გადაწყვიტეს, თუმცა 6 და 9 წლის შვილების სწავლისთვის ხელის შეშლა არ სურთ. ერთწლიანი შვებულების ფარგლებში ისინი ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და ჩრდილოეთ ამერიკაში იმოგზაურებენ და სურთ, რომ მოგზაურობის პერიოდში მათმა შვილებმა რეპეტიტორთან იმეცადინონ.

გული

18 ივლისი 2019, 16:38

ტექნოლოგიები

სისხლის წნევის ორივე კომპონენტს ინსულტისა და გულის შეტევის პროგნოზირება შეუძლია

შედეგების ანალიზის თანახმად, მაღალი დიასტოლური წნევა (გულის კუნთის მოდუნებული მდგომარეობის დროს) თითქმის ისეთივე ალბათობით იწვევს მწვავე გულ-სისხლძარღვთა დარღვევებს, როგორც მაღალი სისტოლური წნევა (გულის შეკუმშვის დროს). აქამდე მიიჩნეოდა, რომ დიასტოლური წნევა შეიძლება უგულებელყოფილი იყოს.

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 16:37

საქართველო

„რუსთავი 2“-ს დირექტორად გვარამიას ნაცვლად პაატა სალია დაინიშნა

ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ითხოვა. როგორც დოკუმენტში წერია, დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა.