imedi /  21 ივნისი 2019, 04:10 / სანდო წყარო

ბახტაძე: პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით. 

„ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა გაყოფილი. 

ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა - შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი, უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვნდნენ გუნდის წევრებს. 

იმავდროულად, 7 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს. რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენც პოლიციელებზე.

შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გაცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ  დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით. ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული. 

ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობან ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი.ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება - ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე. იმავდროულად, ჩვენ ყოველი მიზეზის გარეშე უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია.

ჩვენი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია , თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივი არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს."- განაცხადა ბახტაძემ.

ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვითარება ისევ დაიძაბა. აქციის მონაწილეების ნაწილი სპერაზმს დაუპირისპირდა. 

ბოლო ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტიც დაშავდა.

ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა. 

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა, ასევე ცუდად გახდა ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე  დატოვა.   დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ

დღესვე პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

სწორედ რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი.

ყველა სიახლე

ერგნეთი

20 აგვისტო 2019, 19:45

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია

ერგნეთის საგუშაგოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია. საგუშაგოსთან მათ შიდა ქართლის გუბერნატორი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე დახვდათ. ვაჟა სირაძის განმარტებით, დაკავებულებმა ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც გათავისუფლდნენ.

20 აგვისტო 2019, 19:23

საქართველო

ევროკავშირი გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს, წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ოკუპაცია

20 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ცხინვალის რეჟიმი: დაკავებულები ქართულ მხარეს გადავეცით

17 აგვისტოს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ ახალუბნის მკვიდრი 7 მოქალაქე მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი სასაფლაოდან ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. ის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.

იგი პოპი

20 აგვისტო 2019, 19:06

ტაბლოიდი

იგი პოპის თუთიყუში პატრონის ახალ სიმღერაზე აცეკვდა. ვიდეო

რამდენიმე დღის წინ როკერმა იგი პოპმა ახალ სიმღერაზე James Bond-ზე კლიპი გამოუშვა. კლიპის გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლები მუსიკოსს ვიდეოს კიდევ ერთი ვერსიის გადაღება სთხოვეს, ამჯერად მისი თუთიყუშის მონაწილეობით.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:50

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა. „დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ჯუზეპე კონტე

20 აგვისტო 2019, 18:34

მსოფლიო

იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის მთავრობის მეთაურმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სენატის სხდომის დასრულების შემდეგ ის პრეზიდენტ სერჯიო მატარელას გადადგომის შესახებ ოფიციალური მოთხოვნით მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:33

საქართველო

პრეზიდენტის დაპირებული ფონდის პრეზენტაცია 17 სექტემბერს გაიმართება

ამავე დღეს დაგეგმილია საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის წარდგენა და სწორედ ეს იქნება პირველი პროექტი, რომლისთვისაც ფონდი დაიწყებს ფინანსური შემოწირულობების მოზიდვას. აქამდე ფონდში პრეზიდენტის ხელფასის გარდა, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თანხა არ ჩარიცხულა.

სექსისტური

20 აგვისტო 2019, 18:07

მსოფლიო

ლუდის კომპანია „სკოლმა“ სექსისტური ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა

რუანდაში არსებულმა ლუდის კომპანია „სკოლმა“ სექსისტური ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა. კომპანიამ ლუდის ეტიკეტზე წააწერა ხუმრობა - „როდის შეიძლება გაქციოს ქალმა მილიონერად? როცა მილიარდელი ხარ“. „სკოლმა“ ბოთლების გამოშვება უკვე შეწყვიტა. რუანდა გენდერული თანასწორობის მხრივ მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 18:03

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპს მეათე შვილიშვილი შეეძინა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მეათე შვილიშვილი შეეძინა. ერიკ ტრამპი და მისი მეუღლე ლარა ქალიშვილის მშობლები გახდნენ. 2017 წლის სექტემბერში წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ერიკ ლუკი დაარქვეს. კიდევ 5 შვილი დონალდ ტრამპ უმცროსს, სამი კი ივანკა ტრამპს ჰყავს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:00

საქართველო

ადმინისტრაცია: გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტი დასვენების ადგილიდან მუშაობდა

გუგუტიანთკარის მოვლენების ფონზე საქართველოს პრეზიდენტის შვებულებაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ადმინისტრაცია პასუხობს და განმარტავს, რომ გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 17:57

მსოფლიო

ტრამპი გრენლანდიაში Trump Tower-ის აშენებას არ აპირებს

დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც გრენლანდიის სანაპიროზე Trump Tower-ის დამონტაჟებული ფოტო დაურთო. „გპირდებით, ამის აშენებას ნამდვილად არ ვაპირებ“, - წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შესყიდვის სურვილზე გასულ კვირას The Wall Street Journal-მა დაწერა.

კიბერფეხბურთი

20 აგვისტო 2019, 17:41

სპორტი

უეფა კიბერფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს

ტურნირში მონაწილეობას უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრებები მიიღებენ, შესარჩევი ეტაპი კი 2019 წლის ნოემბერში დაიწყება. ჩემპიონატის მონაწილეები eFootball Pro Evolution Soccer 2020-ს ითამაშებენ. გუნდებში 2-4 მოთამაშე შევა. ფინალური ეტაპი კი 2020 წლის 9-10 ივლისს ლონდონში გაიმართება.

რიო-დე-ჟანეირო ავტობუსის გატაცება

20 აგვისტო 2019, 17:18

მსოფლიო

პოლიციელებმა რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის გამტაცებელი მოკლეს

კაცი, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა ნეიტრალიზებულია. ამის შესახებ BBC ბრაზილიის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით ყველა მძევალი გათავისუფლებულია, შეიარაღებული კაცი კი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ოპერაცია 4 საათს გრძელდებოდა.

20 აგვისტო 2019, 17:14

საქართველო

კაჭრეთში ხანძრის შედეგად 3 ჰა ტყის მასივი და 40 ჰა ხმელი ბალახი დაიწვა

კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ჰექტარი ტყის მასივი და 40 ჰექტარი ხმელი ბალახი დაიწვა. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

კობა გვენეტაძე

20 აგვისტო 2019, 17:06

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ფეისბუკზე კამპანია დაიწყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით „ფეისბუკზე“ კამპანია დაიწყო. გვერდს „უცოდინრობა როგორც დანაშაული“ ჰქვია და გვენეტაძის „არასწორი საქმიანობის და დამაზიანებელი გადაწყვეტილებების“ შესახებ მომხმარებლების ინფორიმირებას ცდილობს.

ბიარიცი

20 აგვისტო 2019, 17:04

მსოფლიო

საფრანგეთში G7-ის სამიტზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს ხუთი მემარცხენე რადიკალი აქტივისტი, რომელბიც ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი BFMTV ავრცელებს. 4 კაცი და 1 ქალი პოლიციამ სოციალური ქსელების მონიტორინგის შედეგად დააკავა.

ფუტკარი

20 აგვისტო 2019, 16:57

მსოფლიო

ბრაზილიაში 500 მილიონზე მეტი ფუტკარი დაიხოცა

ბრაზილიაში, ბოლო 3 თვის განმავლობაში, 500 მილიონზე მეტი ფუტკარი დაიხოცა, - ინფორმაციას BBC ბრაზილიელი მეფუტკრეების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი სხვა მავნებელი მწერების მოსაშორებლად განკუთვნილი ქიმიკატებია. ფუტკრებს კვების ჯაჭვში დიდი მნიშვნელობა უკავიათ. კერძოდ, მათ იმ საკვები პროდუქტების წარმოებაში, რომლებსაც ადამიანები მიირთმევენ, ერთი მესამედი წილი

ლისტერიას 3D-გამოსახულება

20 აგვისტო 2019, 16:51

მსოფლიო

ესპანეთში იშვიათი ინფექციური დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საერთო ჯამში, ანდალუსიის ოლქში ლისტერიოზით დაავადების 80 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 56 შემთხვევაში დაავადებულების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მარია ლუისა კარსედომ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე სანიტარული განგაში გამოაცხადა.

ნურსულთან ნაზარბაევი

20 აგვისტო 2019, 16:34

ტაბლოიდი

ნურსულთან ნაზარბაევმა სიმღერა ჩაწერა. ვიდეო

კადრებში ექსპრეზიდენტი მინდორში დადის და მღერის. მედიის ცნობით, ნაზარბაევმა სიმღერის ტექსტი თავად დაწერა, მუსიკა კი კომპოზიტორ ალტინბეკ კორაზბაევს ეკუთვნის. ნურსულთან ნაზარბაევი 19 მარტს გადადგა. ის ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა. ივლისში ნაზარბაევს 79 წელი შეუსრულდა.

პაატა სალია

20 აგვისტო 2019, 16:30

საქართველო

სალია არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყოს. სალიამ განაცხადა, რომ სარჩელზე მუშაობენ და გარკვეული დასაბუთება უკვე არსებობს. სალიას განმარტებით, მათ შესახებ გადაწყვეტილება შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული.