imedi /  21 ივნისი 2019, 10:55 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ბელარუსში ვიზიტს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს. სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში 20 ივნისს გაემგზავრა. აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისში ბრუნდება.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა. 

ყველა სიახლე

ხანძარი

22 აგვისტო 2019, 19:38

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს კვლავ ებრძვიან. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და 3სამაშველო მანქანა, ასევე, 9 დამხმარე ტექნიკა და 170 მეხანძრე-მაშველი.

ჯუნიორ აგოგო

22 აგვისტო 2019, 19:37

სპორტი

განას ნაკრების ყოფილი ფებურთელი ჯუნიორ აგოგო გარდაიცვალა

განას ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯუნიორ აგოგო გარდაიცვალა. ის 40 წლის იყო. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები 2015 წლიდან ჰქონდა. ის ლონდონში გარდაიცვალა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

დელფინი

22 აგვისტო 2019, 19:29

საქართველო

გარემოს სააგენტო: 2019 წელს ნაკლები დელფინი გამოირიყა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში გასულ წლებთან შედარებით ნაკლები დელფინი გამოირიყა. უწყების ინფორმაციით, გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს.

ბათუმის პორტი

22 აგვისტო 2019, 19:11

ეკონომიკა

ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზით დაკავშირება ტვირთის ადგილამდე ჩატანის დროსაც შეამცირებს და ერთი მიმართულებით მარშრუტი 5 დღეში განხორციელდება, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმზიდველობას.

Apple Card-ი

22 აგვისტო 2019, 19:09

ტექნოლოგიები

Apple-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ საკრედიტო ბარათები საფულეს ან ჯინსს მოარიდონ

Apple-მა თავისი მომხმარებლებისთვის საკრედიტო ბარათი გამოუშვა, რომელიც ტიტანისგან არის დამზადებული. Apple Card-ი ტრადიციული საკრედიტო ბარათებისგან საგრძნობლად განსხვავდება. მას როგორც ფიზიკურად, ისე უკონტაქტოდ - Apple Pay-ს აპლიკაციით იყენებენ. სწორედ ამიტომ ზიანდება.

უფასო ფაკულტეტები

22 აგვისტო 2019, 18:52

საქართველო

ცნობილია ფაკულტეტები, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს

უფასო სპეციალობებია: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრონომია.

აჭარის ტელევიზია

22 აგვისტო 2019, 18:37

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს. პირველი ტურის შემდეგ განმეორებითი კენჭისყრა გამოცხადდა, რომელიც იგივე შედეგებით დასრულდა. პირველ კენჭისყრაზე ორი ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის წევრმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი - თინა ცისკარაძემ. მონაწილეობა პროტესტის ნიშნად ბეჟან გობაძემ არ მიიღო.

ზვიგენი

22 აგვისტო 2019, 18:25

ტაბლოიდი

თურქმა მეთევზეებმა გიგანტური ზვიგენი დაიჭირეს

თურქმა მეთევზეებმა ეგეოსის ზღვაში 5-მეტრიანი ზვიგენი დაიჭირეს, რომელიც თითქმის 1 ტონას იწონის. ზვიგენი თურქეთის ჩანაკალეს პროვინციასთან დაიჭირეს. ხმელთაშუა და ეგეოს ზღვებში ბინადარი ზვიგენების უმრავლესობა ადამიანისთვის საშიში არ არის.

22 აგვისტო 2019, 17:53

მსოფლიო

ამაზონის ტყე რეკორდული სისწრაფით იწვის

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. წლის დასაწყიდან იქ 74-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება. ბუნების დამცველები მიიჩნევენ, რომ ხანძრების უმრავლესობა განზრახ გააჩინეს, ბრაზილიის პრეზიდენტი კი ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“

22 აგვისტო 2019, 17:36

საქართველო

„ჯორჯიან მანგანეზი“ Human Rights Watch-ის კვლევას პასუხობს

„გასათვალისწინებელია, რომ კომპანიაში არსებული ცვლიანობის მრავალფეროვნება ხელს უწყობს დასაქმებულთა მიერ მათი დროის მართვის მოქნილობას, ბაზრის გეოგრაფიულ გაფართოებას და ამით მთელ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ფარავს. ამავე შესაძლებლობას ამყარებს საერთო საცხოვრებლისა და უფასო ტრანსპორტირების არსებობა"- წერია კომპანიის განცხადებაში.

22 აგვისტო 2019, 17:30

თემა

რატომ არ წყდება პროტესტი ჰონ-კონგში და ჩაახშობს თუ არა აქციებს ჩინეთის არმია?

ორ თვეზე მეტია, რაც ჰონ-კონგში გამოსვლები არ წყდება. გასულ კვირაში დემონსტრანტებმა ორი დღით საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაჩერეს. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი იყო ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ჩინეთისთვის დანაშაულში ბრალდებულთა გადაცემას ითვალისწინებდა. მეგაპოლისის ხელისუფლებამ ამ კანონზე მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ ამან ქუჩის აქციების მონაწილეები ვერ შეაჩერა. ახლა ორი მთავარი კითხვაა: რატომ ვერ უმკლავდება ჰონ-კონგის პოლიცია საპროტესტო გამოსვლებს და ხომ არ ჩაერთვება პროეტესტის ჩახშობაში ჩინეთი?

ლიეტუვა

22 აგვისტო 2019, 17:19

საქართველო

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მუდმივად დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრისას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლიეტუვას მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ სურვილი დაეხმარონ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.

ელექტრომობილი

22 აგვისტო 2019, 17:07

ეკონომიკა

საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია

ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსი აშენდება, რომელიც 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. ის მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

Qantas

22 აგვისტო 2019, 17:03

ტექნოლოგიები

ავიაკომპანია Qantas-ი ყველაზე ხანგრძლივ მარშრუტზე სატესტო ფრენებს განახორციელებს

Qantas-ი მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ მარშრუტზე სატესტო ფრენებს 2019 წლის ბოლოს განახორციელებს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით ავსტრალიური ავიაკომპანია სიდნეიდან ლონდონის და ნიუ-იორკის მიმართულებით პირდაპირ რეისებს განახორციელებს, მათი ხანგრძლივობა კი 19 საათი იქნება.

ქიბარ ხალვაში

22 აგვისტო 2019, 17:02

საქართველო

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ზე საინფორმაციო მაუწყებლობის აღდგენას სექტემბრიდან ვარაუდობს

„ჩვენ ვიქნებით ობიექტური, კრიტიკული ტელევიზია. მე ვფიქრობ, რომ ძველი კადრები შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. თუ მობრუნდებიან ვიქნებით ბედნიერები, თუ არადა ახალს ვიპოვით. მაყურებელი „კურიერს“ იხილავს უახლოეს დღეებში, შევეცდებით რომ აღვადგინოთ მაუწყებლობა, ალბათ სექტემბრამდე დაგვჭირდება დრო“, - აცხადებს ხალვაში.

2021 წლის ევრობასკეტი

22 აგვისტო 2019, 16:56

სპორტი

2021 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მე-3 მეტოქე ცნობილია

ევროპის 2021 წლის წინასაკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ის გუნდები გაირკვა, რომლებიც ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში დარჩენილ 4 ადგილს შეავსებენ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველების მეტოქე მიმდინარე ტურნირზე შვეიცარია იქნება, მე-3 მეტოქე

ხანძარი

22 აგვისტო 2019, 16:46

ძალოვნები

სოფელ საყავრეს მიმდებარედ ძლიერი დაკვამლიანებაა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ ძლიერი დაკვამლიანებაა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარსა და ეკალ-ბარდზეა გავრცელებული. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების პრესსამსახური ადასტურებს. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველები ადგილზე უკვე გავიდნენ.

კოსოვო

22 აგვისტო 2019, 16:42

მსოფლიო

კოსოვოს პარლამენტი დაიშალა

1 თვის წინ კოსოვოს პრემიერმინისტრის რამუშ ჰარადინაის გადადგომის შემდეგ რამდენიმე პარტია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ინიციატივით გამოვიდა. ჰარადინაიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 1998-1999 წლებში კოსოვოში მომხდარ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილად ცნო.

დიდი ბრიტანეთის დროშა საფრანგეთის დროშა

22 აგვისტო 2019, 16:38

მსოფლიო

მაკრონმა და ჯონსონმა Brexit-ის საკითხი განიხილეს

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის Brexit-ის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დრო აღარ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა. თავის მხრივ ბორის ჯონსონმა იმედი გამოთქვა, რომ ლონდონი და ბრიუსელი შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.

პოლ უოკერი

22 აგვისტო 2019, 16:38

ტაბლოიდი

პოლ უოლკერის ქალიშვილმა მამის უცნობი ფოტო გამოაქვეყნა

ფილმ „ფორსაჟის“ ერთ-ერთი მსახიობის პოლ უოლკერის ქალიშვილი მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. 20 წლის მიდოუ უოლკერი, გარდა იმისა, რომ ცნობილი მამის შვილია, უკვე წარმატებული მოდელია და რამდენიმე ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს. გოგონა სოციალურ ქსელში მამასთან ერთად გადაღებულ სურათებს ხშირად აქვეყნებს