imedi /  21 ივნისი 2019, 12:48 / სანდო წყარო

პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებიან

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება. ოფისში იმყოფებიან პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა.

შეხვედრის დაწყების წინ კომენტარი არ გაკეთებულა. 

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მივიდა. მან პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა და გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. 

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა.

მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. 240 დაშავებულიდან 80 სამართალდამცველია.

განცხადება ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ "ნიუ ჰოსპიტალსის" შენობასთან გააკეთა. მან კლინიკაში დაშავებულები მოინახულა და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი პაციენტები მოინახულა.

„ინგოროყვას კლინიკაში მოყვანილი იყო 46 პაციენტი, აქედან 35 გაწერილია და რჩება 11 პაციენტი, რომლებსაც უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები და დახმარება. ყველას მდგომარეობა არის სტაბილური.

ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240 დან 80 იყო პოლიციელი.

ჩატარდა ორი ქირურგიული ოპერაცია. ამ დრომდე ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ გვქონია“. 

პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა. 

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე დატოვა.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2019, 22:06

საქართველო

საგარეო უწყება: დავით გარეჯში 14 ივლისის მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დავუშვებთ

იმედს ვიტოვებთ, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ დავით გარეჯის საკითხზე განაცხადა.

კადრი ფილმიდან „იგი 2“

18 ივლისი 2019, 21:50

კულტურა

„იგი 2“-ის ტრეილერი გამოქვეყნდა

„იგი 2“-ში სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის პირველი ნაწილის გმირები ზრდასრულ ასაკში მშობლიურ ქალაქ დერიში ბრუნდებიან, სადაც კვლავ გაიღვიძა ძველმა ბოროტებამ, რომელმაც ასახვა ჯამბაზ პენივაიზში ჰპოვა.

კორი ჰენრი

18 ივლისი 2019, 21:47

კულტურა

ბათუმში შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს კორი ჰენრი გახსნის

ბათუმი დღეიდან შავი ზღვის რიგით მეცამეტე ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, ფესტივალი მელომანებს ჯაზისა და სხვა მუსიკალური მიმდინარეობების სინთეზს შესთავაზებს. ფესტივალს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დღეს კორი ჰენრი გახსნის.

18 ივლისი 2019, 21:27

საქართველო

15 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 21:19

საქართველო

სალია: გვარამიამ მითხრა რომ მის კაბინეტში ვერ შევიდოდი

ნიკა გვარამია არ არის არხის გენერალური დირექტორი, შესაბამისად, მას როგორც გენერალური დირექტორს არ აქვს არანაირი უფლებების განხორციელების საფუძველი. ის აქ დირექტორის რანგში უკანონოდ იმყოფება, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის შენობის დატოვების შემდეგ ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

18 ივლისი 2019, 21:10

საქართველო

ზურაბიშვილი: ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამომეხმაურა. „ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო“ - აცხადებს ზურაბიშვილი.

ორთავიანი კუ

18 ივლისი 2019, 20:38

ტექნოლოგიები

მალაიზიაში ორთავიანი კუ იპოვეს

მალაის არქიპელაგის კუნძულ მაბულზე ბუნებისდამცველებმა ორთავიანი კუ იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. მეცნიერების თქმით, სამეცნიერო ცენტრში დაბადებულ 13 ათას კუს შორის ასეთი შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა. ბიოლოგი დევიდ მაკანი ამბბოს, რომ თითოეული თავი გარემოზე დამოუკიდებლად რეაგირებს და სუნთქავს.

18 ივლისი 2019, 20:37

მსოფლიო

მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფი თუთიყუშის იშვიათი სახეობა გადარჩა

ახალ ზელანდიაში გადაშენების პირას მყოფი თუთიყუშის იშვიათი სახეობა გადარჩა. ბოლო 10 წლის განმავლობაში თუთიყიშის ეს სახეობა არ მრავლდებოდა. 2019 წლის სეზონზე კი ამ თუთიყუშის 150 ბარტყი გამოიჩეკა. მეცნიერების შეფასებით, ფრინველის გადაშენება მტაცებლების თავდასხმებმა განაპირობა.

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 20:20

საქართველო

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მივიდა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რუსთავი2“-ში მივიდა. პაატა სალია იმედოვნებს, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. „რუსთავი2“-ს ახალი დირექტორი აცხადებს, რომ გვარამია დირექტორი აღარ არის და თუ პრეტენზიები აქვს კონტრაქტის მიხედვით შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

FaceApp

18 ივლისი 2019, 20:05

ტექნოლოგიები

რა უნდა იცოდეთ „დაბერების“ აპლიკაციის შესახებ. მთავარი

ინტერნეტ-საზოგადოების ყურადღება მიიპყრო FaceApp-ის სამომხმარებლო შეთანხმებამ, რომელშიც გადმოწერის შემდეგ „მომხმარებლის ფოტოების, სახელისა და სახის ნებისმიერი მიზნით გამოყენება“ არის მითითებული. შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას ადგილმდებარეობისა და ვებგვერდების მონახულების ისტორიის შესახებ.

თვითმფრინავის სალონი

18 ივლისი 2019, 19:21

ტექნოლოგიები

ავიაკატასტროფის შემთხვევაში თვითმფრინავის ყველაზე უსაფრთხო ადგილები დასახელდა

ავიაკომპანიის განცხადებამ აღშფოთება გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილს კითხვები ამ ინფორმაციის გამოქვეყნების მიზანშეწონილობამ გაუჩინა, სხვებმა კი ავიაკომპანია ტყუილში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ ავიაკომპანიამ განმარტა, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია არა კომპანიის თანამშრომლების პირადი აზრი, არამედ ყველასათვის ცნობილი ფაქტია.

18 ივლისი 2019, 19:15

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ზღვის ფრინველების 95% პლასტიკისგან კვდება

მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ზღვის ფრინველების 95% პლასტიკის ნარჩენების შედეგად კვდება. მეცნიერებმა დასკვნა ფრინველ „ქარიშხალაზე“, დაკვირვების შედეგად გააკეთეს, რომელიც დანიის სანაპიროზე ბინადრობს. მკვდარი ფრინველების კუჭში მათ პლასტიკის ნარჩენი იპოვეს.

Circle K-ის სარეკლამო შეთავაზება

18 ივლისი 2019, 19:04

ტაბლოიდი

მექსიკაში სუპერმარკეტმა მომხმარებლებს „მდივნის დღისთვის“ პრეზერვატივის ყიდვა შესთავაზა

მექსიკაში სუპერმარკეტების ქსელმა Circle K-მ „მდივნის დღესთან“ დაკავშირებით მომხმარებლებს პრეზერვატივის ყიდვა შესთავაზა. ამის შესახებ BBC წერს. რეკლამაში მაღაზია სხვადასხვა საჩუქრების სპეციალური ნაკრებები წარმოადგინა, ერთ-ერთი ასეთი ნაკრები კი შამპანურის ბოთლის, შოკოლადის ფილისა და პრეზერვატივების შეკვრისგან შედგებოდა.

სტიქია

18 ივლისი 2019, 18:57

საქართველო

ამბროლაურში ძლიერმა ქარმა კორპუსების ნაწილს სახურავი გადახადა

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, გადაკეტილი იყო ცენტრალური გზაც, რომელიც ქარის შედეგად დაყრილი სახურავებისგან და მოგლეჯილი ხეებისგან უკვე გაიწმინდა. მერიის განცხადებით, კორპუსების გადახურვის სამუშაოები დღესვე დაიწყება, საჭიროების შემთხვევაში კი მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

18 ივლისი 2019, 18:56

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

20-21 ივნისის საქმეზე დაპატიმრებულ კიდევ ერთ ძალოვანი უწყების თანამშრომელს მოსამართლემ 10 ათას ლარიანი შეუფარდა. სპეცრაზმელმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის გიორგი ესიაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

18 ივლისი 2019, 18:44

მსოფლიო

საფრანგეთმა სისხლის დონაციაზე გეებისთვის შეზღუდვები შეარბილა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გეებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს შეარბილებს. ისინი შეძლებენ სისხლი სექსუალური აქტიდან 4 თვის შემდეგ ჩააბარონ. შეზღუდვა 12 თვეს ითვალისწინებდა. შერბილების მიზეზი სარჩელი გახდა, რომელიც ლგბტ ორგანიზაციამ ევროკომისიაში შეიტანა და საფრანგეთი გეების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

ერგნეთი

18 ივლისი 2019, 18:43

საქართველო

ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს არ მოუთხოვია მათ მიერ ძებნილი ორი პირის გადაცემა

ორი პირი ქართველმა სამართალდამცველებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერგნეთის მიმდებარედ დააკავეს. ანდრეი კაბისოვი და სარმატ გაბარაევი ოსური მხარის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ჩადენისთვის იძებნებიან. საქართველოს შსს-მ გამოძიება სსკ-ის 322-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

გიორგი გახარია

18 ივლისი 2019, 18:35

ძალოვნები

20 ივნისის აქციის ღამესთან დაკავშირებით შესაძლოა ანზორ ჩუბინიძეც გამოიკითხოს

20 ივნისის აქციის ღამესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვის შემდეგ, არ არის გამორიცხული გენერალურ პროკურატურაში გიორგი გახარიას მოადგილე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც დაიბარონ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა განაცხადა.

აფეთქება კანდაარში

18 ივლისი 2019, 18:33

მსოფლიო

ავღანეთში პოლიციის შენობასთან აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში პოლიციის სამმართველოსთან აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 60 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, სამმართველოს შენობის წინ ავტომობილი აფეთქდა. ტელეარხ 1TV-ის ცნობით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

ვალერიან გაბუნია

18 ივლისი 2019, 18:32

ეკონომიკა

ვალერიან გაბუნია: სებ-ის გადაწყვეტილებით, იპოთეკური სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშეც შესაძლებელია

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან ამ კუთხით, ვინაიდან ახალი რეგულაციების შედეგად განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი დაზარალდა. „ახლა უკვე გააქტიურდება იპოთეკური სესეხები გაცემა, გამარტივდა შემოწმების მოდელიც, ჩვენ უკვე გავეცით ამ მოდელით პირველი სესხი“-განაცხადა გაბუნიამ.