imedi /  21 ივნისი 2019, 13:11 / სანდო წყარო

თსუ-ის პირველ კორპუსთან სტუდენტები აქციას გამართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თსუ-ის პირველი კორპუსთან სტუდენტები აქცია დაიგეგმა. შესაბამისი ღონისძიების ანონსი სოციალურ ქსელ Facebook-ში შეიქმნა. 

„20 ივნისს განვითარებული მოვლენები კერძოდ, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის კუთვნილი ადგილის დაკავება და მიმართვა, მისი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში არის საქართველოს სუვერენიტეტის, ეროვნული ღირსებისა და ინტერესების შელახვა, იმ ადამიანების ღვაწლის არაფრად ჩაგდება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს,რათა გვეცხოვრა ერთიან და თავისუფალ ქვეყანაში.

ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, რომელმაც გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა, გააუქმა ავტოკეფალია, რომელიც ცდილობდა და ცდილობს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო გააქროს მსოფლიო რუკიდან, ხელს უშლის ჩვენს სწრაფვას დასავლურ სამყაროსკენ, დღეს ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ვხედავთ პარლამენტის ტრიბუნაზე.

თავის მხრივ, ქართველი სტუდენტების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ქვეყანაში დაწყებული ყველა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ძირითად მამოძრავებელ ძალას სწორედ რომ სტუდენტები, უფრო კონკრეტულად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შესაბამის ღირებულებებზე აღზრდილი სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებმაც საქართველოს მომავალი შეუნარჩუნეს.

დღეს ჩვენი ვალია მათი გზა განვაგრძოთ, მოვიქცეთ ისე, როგორც იქცეოდნენ თსუ-ის სტუდენტები იმ ეტაპზე, როცა ჩვენს ქვეყანას მათი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებოდა.  

ჩვენი მოწოდება რჩება პოლიტიკის მიღმა და გამომდინარეობს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სიყვარულიდან და მის წინაშე ჩვენი ვალდებულებებიდან. დღეს, 21 ივნისს, 18:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის წინ, შევიკრიბებით და გავმართავთ მშვიდობიან (მჯდომარე) აქციას. ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. რუსეთი ოკუპანტია“.

რუსთაველის გამზირზე აქცია გუშინ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.

ყველა სიახლე

ედვარდ სნოუდენი

15 სექტემბერი 2019, 18:43

მსოფლიო

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემას ეთანხმება

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ნიკოლ ბელუბე აცხადებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენისთვის ქვეყანაში თავშესაფრის მიცემის საკითხს ეთანხმება. მანამდე სნოუდენმა რადიოსადგურ France Inter -თან განაცხადა, რომ საფრანგეთს თავშესაფარი ჯერ კიდევ 2013 წელს სთხოვა.

მოდა

15 სექტემბერი 2019, 18:42

მსოფლიო

ლონდონის მოდის კვირეული კლიმატისა და ცხოველების დამცველთა აქციებით გაიხსნა

ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციის PETA-ს წარმომადგენლებმა სახესა და სხეულზე შავი ფერის სითხე წაისვეს, რათა ამით ხაზი გაესვათ "სახიფათო ნარჩენებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ტყავის ინდუსტრიასთან". პარალელურად კი აქტივისტთა მეორე ჯგუფმა გამართა აქცია.

15 სექტემბერი 2019, 18:36

მსოფლიო

ირანი აცხადებს რომ ომისთვის მზად არის

საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმაში ამერიკის მიერ ირანის დადანაშაულებას თეირანი უაზრო განცხადებას უწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აბას მუსავმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა. ბრიგადის გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ კი განაცხადა, რომ ირანი სრულფასოვანი ომისთვის მზად არის.

იოჰანეს ჰანი

15 სექტემბერი 2019, 18:27

საქართველო

16 სექტემბერს იოჰანეს ჰანი საქართველოს ესტუმრება

ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანი საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდება. დღის განმავლობაში იოჰანეს ჰანი და გიორგი გახარია მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

კლიმატის ცვლილება

15 სექტემბერი 2019, 18:01

მსოფლიო

ეკოაქტივისტები 20 სექტემბერს კლიმატის დასაცავად მასობრივ გაფიცვას გეგმავენ

კლიმატის დასაცავად აქცია 20 სექტემბერს, ნიუ-იოკრში დაგეგმილი გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე, მთელს მსოფლიოში გაიმართება. ეკომოძრაობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საყოველთაო აქციები მსოფლიოს 129 ქვეყნის 2000-მდე ქალაქშია დაგეგმილი.

ნუგზარ წურწუმია

15 სექტემბერი 2019, 17:53

სპორტი

ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონიის წარმომადგენლის დამარცხებით გავიდა. მანამდე კი საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა ჩინელ და რუს სპორტსმენებს სძლია.

ბაშარ ასადი

15 სექტემბერი 2019, 17:51

მსოფლიო

ბაშარ ასადმა სირიაში საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა საყოველთაო ამნისტიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ასადმა ყველა დამნაშავე შეიწყალა, რომელთა მიმართაც 2019 წლის 14 სექტემბრამდე იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ამნისტია შეეხოთ ასევე სიკვდილმისჯილებს, რომელთაც განაჩენი შეუცვალეს და უვადო პატიმრობაში დატოვეს.

არჩილ თალაკვაძე

15 სექტემბერი 2019, 17:43

საქართველო

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა გაიმართა

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დასრულდა. დისკუსიაში პარტიები, კონსტიტუციონალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განხილვის მთავრი თემა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

ბორის ჯონსონი ელისაბედ მეორე

15 სექტემბერი 2019, 17:38

მსოფლიო

Bloomberg: ბორის ჯონსონი არ აპირებს შეასრულოს Brexit-ზე დედოფლის ხელმოწერილი კანონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერი გეგმავს არ შეასრულოს დედოფალ ელისაბედ მეორის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებას კრძალავს. ამის შესახებ Bloomberg-ი მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

აფხაზეთი, ბედიის მონასტერი

15 სექტემბერი 2019, 17:12

კულტურა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის მონასტერში ფრესკები დაზიანდა. ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში კედლები თითქმის სრულად არის დაზიანებული. განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები. შენობაში ჩანს ხარაჩოები.

სალომე ზურაბიშვილი

15 სექტემბერი 2019, 17:11

საქართველო

თეთრიწყაროში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიხსნა

სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა ფორუმს არაჩვეულებრივი წამოწყება უწოდა და თქვა, რომ ასეთი საქმიანობა ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას.

15 სექტემბერი 2019, 17:05

საქართველო

„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო სიის შედგენის ახალ წესზე გადაწყვეტილება მიიღო

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. პოლიტსაბჭოს წევრებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის შედგენის ახალი წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული წესის მიზანია სიის შედგენისას მაქსიმალურად გამოირიცხოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.

ჰონგ-კონგი

15 სექტემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა ჰიმნი God Save the Queen იმღერეს

ჰონგ-კონგში ასობით დემონსტრანტმა აქციაზე დიდი ბრიტანეთის დროშით და დედოფალ ელისაბედ მეორის გამოსახულებიანი ბანერით გავიდა. ისინი ბრიტანეთის საკონსულოს წინ მღეროდნენ სიმღერას "God Save the Queen" და ყოფილი კოლონიზატორებისგან ჩინეთზე ზეწოლის გაძლიერება მოითხოვეს.

ვოლოკოპტერი

15 სექტემბერი 2019, 16:47

ტექნოლოგიები

გერმანიაში ორადგილიანი აეროტაქსი გამოსცადეს

ამის შესახებ Twitter-ზე მწარმოებელი კომპანია Volocopter-ის ტექნიკური დირექტორი იან-ჰენდრიკ ბიოლენსი წერს. ელექტროძრავებზე მომუშავე ვოლოკოპტერი-ტაქსი Mercedes-Benz-ის მუზეუმის მახლობლად ჰაერში 4 წუთის განმავლობაში რჩეობდა, პილოტი მას მიწიდან მართავდა, ტაქსიში კი არავინ იჯდა.

ინტერნეტი

15 სექტემბერი 2019, 16:34

ტექნოლოგიები

როგორია საქართველოში ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში სარგებლობდა ინტერნეტით, 89.2 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 9.1 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.8 პროცენტი კი - უფრო იშვიათად. ყველაზე ხშირად კი სოცქსელებისთვის იყენებენ.

აქცია

15 სექტემბერი 2019, 16:25

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნები წარადგინა

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დაიწყო. პარტიის ლიდერები პროტესტის მონაწილეებს მიმართავენ. ირმა ინაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა 10 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი და მოქალაქეებს იმ დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ უამბო.

პოლიცია

15 სექტემბერი 2019, 16:11

ძალოვნები

თბილისში ცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

დაკავებულმა 15 სექტემბერს ქართული კინოს მოედანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1985 წელს დაბადებულ პირს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე.

„ამერიკული აფერა“

15 სექტემბერი 2019, 15:59

კულტურა

მეცნიერებმა ჰოლივუდის კაცი და ქალი მსახიობების ანაზღაურება შეადარეს

ჰოლივუდის მსახიობი კაცების ანაზღაურება ქალებისას აღემატება. ჰადერსფილდის, ვისკონსინისა და ლანკასტერის უნივერსიტეტების მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. ეკონომისტების გათვლებით, საშუალოდ განსხვავება ანაზღაურებაში ერთი ფილმისთვის 1,1 მილიონ დოლარს შეადგენს.

ლორდი ედვარდ სპენსერ-ჩერჩილი

15 სექტემბერი 2019, 15:41

საქართველო

გამოფენის ორგანიზატორი, საიდანაც ოქროს უნიტაზი მოიპარეს, საქართველოს მსხვილი ინვესტორია

გამოფენის ორგანიზატორი, საიდანაც ბოლო დღეებში გახმაურებული ოქროს უნიტაზი მოიპარეს, ლორდი ედვარდ სპენსერ-ჩერჩილია. ის მარლბოროს ჰერცოგის შვილი და ლეგენდარული ბრიტანელი პოლიტიკოსის უინსტონ ჩერჩილის ოჯახის წევრია. ლორდ ედვარდ სპენსერ-ჩერჩილი 2007 წლიდან საქართველოში საქმიანობს.

ჭავჭავაძის გამზირი

15 სექტემბერი 2019, 15:23

საქართველო

ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპული მუშა „ენ ეს გრუპში“ მუშაობდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში imedinews განუცხადეს, რომ მუშა მათ ტერიტორიაზე დაიღუპა, სადაც ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. უნივერსიტეტის A და E კორპუსებში ეზოს კეთილმოწყობისთვის, საკანალიზაციო სისტემების და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, სახელმწიფო ტენდერის შედეგად კომპანია „ენ ეს გრუპი“ დაიქირავეს.