imedi /  21 ივნისი 2019, 15:40 / სანდო წყარო

კალაძე: კობახიძის გადადგომა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გამოხატულებაა

კახა კალაძე

კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტსაბჭოს განცხადება საზოგადოებას პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააცნო.

„საქართველოს პარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია, რომლის სოლიდარულიც იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მისცა შესაბამისი, მკაცრი შეფასებები.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება. ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი, როგორც კანონის და საზოგადოების წინაშე იმ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რომელსაც დილამდე ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება.

აქვე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვათ ქართული პოლიციის როლს, რომელმაც უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში. ვითარებაში, როდესაც მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს. პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური.

სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირებისას დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცავები. სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ კი ადგილი ქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის. “ქართული ოცნება” არის დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და იგი მაღალი დემოკრატული სტანდარტით გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას პოლიტიკურ რევანშს მოწყურებულ ძალებს, საფრთხე შეუქმნან ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას“, - განაცხადა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ Imedinews-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა. 

ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე დატოვა.

ყველა სიახლე

20 ნოემბერი 2019, 15:29

საქართველო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

ოპოზიცია გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. მანამდე მათ პროკურატურის ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბოქლომის დადებას თავდაპირველად კარზე გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათ შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკებასაც მოხდა.

კინოფესტივალი

20 ნოემბერი 2019, 15:24

კულტურა

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი 1-8 დეკემბერს გაიმართება

1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ფესტივალი 1 დეკემბერს 19:30 კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „ შანტაჟი“ (Blackmail) გაიხსნება. ფილმი ცოცხალი მუსიკის თანხლებით უჩვენებენ.

ემილია კლარკი

20 ნოემბერი 2019, 15:18

ტაბლოიდი

ემილია კლარკი GOT-ის სცენების გადაღების დროს თავს არაკომფორტულად გრძნობდა

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავის ემილია კლარკის განცხადებით, შიშველი სცენების შესრულების დროს თავს არაკომფორტულად გრძნობდა. როგორც The Guardian-ი წერს, ამის შესახებ მსახიობმა ინტერვიუს დროს ისაუბრა. მისი თქმით, ასეთ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა და მომავალში მირებულ გამოცდილებას აუცილებლად გაითვალისწინებს და არაკომფორტულ როლს აღარ დათანხმდება.

ვაჟა გაფრინდაშვილი

20 ნოემბერი 2019, 15:09

საქართველო

ღუდუშაურის კლინიკა: ვაჟა გაფრინდაშვილს 2008 წლის აგვისტოში კლინიკა არ დაუტოვებია

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას ეხმიანება და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. კლინიკა გაფრინდაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.

კახა იმნაძე

20 ნოემბერი 2019, 15:06

საქართველო

კახა იმნაძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დააკავეს სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან ვიზიტის განხორციელებისას, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და დღემდე დაკავებულია ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით.

თამარ ჩუგოშვილი

20 ნოემბერი 2019, 14:59

საქართველო

თამარ ჩუგოშვილი: კარის აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არაა

უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კარის აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არაა. ამის შესახებ ჩუგოშვილმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკოსებმა კანონის ფარგლებში მოქმედება უნდა ისწავლონ.

გიორგი მაღალაშვილი

20 ნოემბერი 2019, 14:50

საქართველო

ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ნეიროქირურგიის განყოფილების ხელძღვანელი "ქრონიკასთან" ამბობს, რომ გუშინ, ოპერაციის შემდეგ, მასთან ორი პირი შევიდა, რომლიდანაც ერთი აგრესიული ქცევით და საუბრით გამოირჩეოდა - აინტერესებდა ერთ-ერთი პაციენტის შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კახა კალაძე

20 ნოემბერი 2019, 14:38

ეკონომიკა

კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო, რომლის თქმით მთელი დღისა და ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს.

ინფლაცია

20 ნოემბერი 2019, 14:38

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. კოვზანაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დასაბრუნებლად, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს.

ეროვნული ბანკი

20 ნოემბერი 2019, 14:34

ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ თქვა როდემდე შეიძლება გაგრძელდეს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იქამდე გაგრძელდება, სანამ პროგნოზით არ გამოჩნდება, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა.

20 ნოემბერი 2019, 14:32

საქართველო

აქციაზე დაკავებულების პროცესზე მოსამართლის შეურაცხყოფისთვის რამდენიმე ადამიანი დარბაზიდან გააძევეს

მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის რა ღონისძებას გამოიყენებს იმ აქტივისტების მიმართ, ვისაც პოლიცია ხულიგნობას და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. სასამართლო განხილვა გუშინდელისგან განსხვავებით, ახლა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ეზოში მცირე ინციდენტი მოხდა.

სენატი

20 ნოემბერი 2019, 14:03

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ჰონგ-კონგში დემოკრატიის მხარდამჭერი კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ჰონგკონგში დემოკრატიის მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტი ავალდებულებს თეთრ სახლს ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყოველწლიურად არა მხოლოდ კანონმდებლების წინაშე ანგარიში წარადგინოს, არამედ სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

თამარ ჩუგოშვილი

20 ნოემბერი 2019, 13:59

საქართველო

ჩუგოშვილი: ფრაქციაზე მოლაპარაკებები კენჭისყრის გამო უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან გვაქვს

პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტში ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იმ დეპუტატებს შორის არის, რომლებმაც უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრის შედეგების გამო დატოვეს.

ანატოლი ბიბილოვი

20 ნოემბერი 2019, 13:41

საქართველო

ბიბილოვი: წნელისში ქართული საგუშაგო ეკალია რომელიც მთელ რესპუბლიკას აყენებს ტკივილს

ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა სოფელ წნელისთან ქართული საგუშაგო შეადარა "ეკალს, რომელიც მთელ რესპუბლიკას აყენებს ტკივილს". ამის შესახებ ბიბილოვმა ცხინვალში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

აკაკი ზოიძე

20 ნოემბერი 2019, 13:33

საქართველო

აკაკი ზოიძე: ექიმები მზად ვართ ვაჟა გაფრინდაშვილს ჩავენაცვლოთ

​ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიო ხუციშვილი

20 ნოემბერი 2019, 13:23

კულტურა

თბილისის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა. როგორც imedinews-s სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა, ვარსკვალავის სახელი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, ყაზბეგის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთს დაერქვა.

ფრენები

20 ნოემბერი 2019, 13:19

ეკონომიკა

ფრენების აკრძალვამ რუსული ავიაკომპანიები დაახლოებით 50 მილიონი დოლარით დააზარალა

საქართველოში, ფრენების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიების ზარალმა 3,2 მილიარდ რუბლს (499 52000 დოლარი). ყველაზე მეტად „ურალის ავიახაზებმა“ იზარალა. ავიაკომპანიებმა მონაცემები რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს კომპენსაციის მისაღებად წარუდგინეს, რომელსაც მათ ფრენების აკრძალვის ძალაში შესვლამდე დაჰპირდნენ.

რუსეთი

20 ნოემბერი 2019, 13:07

სპორტი

მედია: რუსეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიდან მოხსნან

რუსეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიდან მოიხსნას. ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, 9 დეკემბერს საერთაშორისო ანტიდოპინგური კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, სადაც ბოლო წლების განმავლობაში, რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებით, დამატებით მტკიცებულებებს განიხილავენ.

მალტა

20 ნოემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ცნობილი ბიზნესმენი დააკავეს

კომპანია 17 Black-ის მფლობელის დაკავებას წინ უძღოდა ქვეყნის პრემიერმინისტრის ჯოზეფ მუსკატის განცხადება, რომ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შეწყალების საკითხს განიხილავს. დაფნე კარუან გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს ააფეთქეს.

ავღანეთი

20 ნოემბერი 2019, 12:53

მსოფლიო

ავღანეთში თალიბების თავდასხმას სულ მცირე 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმას ავღანეთში სულ მცირე 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ Tolo News-ი წერს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნდუზის პროვინციაში მოხდა. რადიკალები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს.