Imedi /  21 ივნისი 2019, 20:57 / სანდო წყარო

დიპლომატები ყველა მხარეს კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ

საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე შეფასებებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. 

შესაბამისი განცხადება დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ Facebook-ზე განათავსა. 

სიმშვიდისკენ მოუწოდებს ფრანგი დიპლომატიც. საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე Twitter-ზე წერს, რომ ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე ყველამ პასუხისმგებლობით უნდა იფიქროს მშიდობიან მომავალზე.

დიპლომატებსა და პრემიერმინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ამავე ქსელში წერს ავსტრიის ელჩი საქართველოში. არად ბენკოც მშვიდობიანი მოგვარების გზებზე მიანიშნებს. 

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეები შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. 

გიორგი გახარიას თქმით, პოლიციამ ბოლომდე გამოიყენა თმენის ვალდებულება, ვიდრე ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე. 

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა

ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

დღის ბოლოს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უგულავას, მელიასა და ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხავენ. 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 240 პაციენტიდან საავადმყოფოებში რჩება 55. 

240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

 „ობლების ბრუკლინი“

23 აგვისტო 2019, 00:40

კულტურა

გამოქვეყნდა „ობლების ბრუკლინის“ ტრეილერი, ტომ იორკის საუნდტრეკით

ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ედვარდ ნორტონია, რომელიც მთავარ როლსაც ასრულებს. კერძოდ, ის კერძო დეტექტივია, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ნორტონთან ერთად ფილმში უილემ დეფო და ალეკ ბოლდინი მონაწილეობენ. საუნდტრეკზე კი ტომ იორკი მუშაობდა.

ფორსაჟი 9

23 აგვისტო 2019, 00:18

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო ვაჟა-ფშაველას გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, ხოლო ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

დაღესტანი

22 აგვისტო 2019, 23:58

ტაბლოიდი

დაღესტნელმა ჩინოსანმა პენსიის მისაღებად ასაკი 34 წლით გაიზარდა

როგორც გაირკვა, 28 წლის ჩინოსანმა ადგილობრივ ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურში ყალბი პასპორტი აიღო, სადაც მისი ასაკი 34 წლით იყო გაზრდილი. ამ პასპორტით მან საპენსიო ფონდს მიმართა და პენსია დაუნიშნეს. 2018 წლის მარტიდან მან 155 000 რუბლი (2361$) აიღო.

ლევან გელბახიანი

22 აგვისტო 2019, 23:36

კულტურა

სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო ლევან გელბახიანს გადაეცა

გეი სიყვარულის შესახებ პირველი ქართული ფილმის მთავარი პერსონაჟი მერაბია, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავს. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული ირაკლი ჩნდება, რომელიც ასევე ცეკვავს ქართულ ცეკვებს.

Prodigy

22 აგვისტო 2019, 23:24

კულტურა

Prodigy ახალ სიმღერაზე მუშაობს

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის Prodigy-ს წევრებმა კიტ ფლინტის გარდაცვალების შემდეგ ახალ სიმღერაზე მუშაობა დაიწყეს. ხმის ჩამწერი სტუდიიდან ფოტო მუსიკალური კოლექტივის შექმნელმა ლიამ ჰოულეტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.„დავბრუნდით სტუდიაში, რათა ვიხმაუროთ“, - ასეთია ფოტოს აღწერა.

ხანძარი

22 აგვისტო 2019, 22:46

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა - ცეცხლი 40 ჰექტარიდან 10 ჰექტრამდე ლოკალიზდა. მის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. დილიდან პროცესში 3 ვერტმფრენი ჩაერთვება.

კოტე გუგუნავა

22 აგვისტო 2019, 22:44

სპორტი

ქართველი მწვრთნელი კოტე გუგუნავა კარიერას დუბაიში განაგრძობს

ქართველი მწვრთნელი კოტე გუგუნავა კარიერას დუბაიში, ადგილობრივ კლუბ "შაბაბ ალ-აჰლიში" განაგრძობს. „მადლობას ვუხდით მას გაწეული სამუშაოსთვის, პროფესიონალიზმისა და კარგი ადამიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბში"- წერს კლუბი Facebook-ის გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი

22 აგვისტო 2019, 22:33

საქართველო

ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზთან ჩავდივარ როცა საჭიროდ მივიჩნევ და არა სხვისი დღის წესრიგით

ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესისა, საქართველომ უნდა განაგრძოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

ემინემი

22 აგვისტო 2019, 22:19

მსოფლიო

ემინემის ლეიბლი Spotify-ის უჩივის

ლეიბლი, რომელიც ემინემის სიმღერების გამოშვებას უზრუნველყოფს, ციფრულ მუსიკალურ პროვაიდერ Spotify-ის მომღერლის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ლეიბლ Eight Mile Style-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Spotify-იმ ვერ უზრუნველყო ემინემის სიმღერების ლიცენზიის სრულფასოვნად დაცვა და შესაბამისად, ვარსკვლავისთვის ადეკვატური ანაზღაურების გადახდა.

Apple

22 აგვისტო 2019, 21:59

ტექნოლოგიები

სექტემბერში Apple ახალ iPhone-ს, iPads-სა და MacBook Pro-ს წარადგენს

ამერიკული კორპორაცია Apple სექტემბერში 3 ახალ iPhones-ს წარადგენს. მათი სახელწოდება კი Pro iPhone იქნება. ახალ სმარტფონებს დამატებითი კამერა ექნება. გარდა ამისა, განახლდა სახის სკანირების სისტემა Face ID-ისთვის. გარდა ამისა, კომპანია ახალ iPads-სა და MacBook Pro-ს წარადგენს.

Echowaves

22 აგვისტო 2019, 21:36

საქართველო

ანაკლიაში ფესტივალ Echowaves-ის ტერიტორიაზე 2 სამედიცინო პუნქტი მოეწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ, ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველიდი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. ფესტივალი Echowaves-ი რამდენიმე საათში დაიწყება.

Die Antwoord

22 აგვისტო 2019, 20:37

კულტურა

ჰომოსექსუალი მუსიკოსის ცემის გამო Die Antwoord-ი ორი ფესტივალიდან მოხსნეს

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქსელში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ მუსიკოსები ჯგუფ Hercules and Love Affair-ის წევრ ენდი ბატლერს. შემთხვევა ჯერ კიდევ 2012 წელს ფესტივალ Future-ზე მოხდა, თუმცა ვიდეო მხოლოდ ახლა გავრცელდა. კადრები Die Antwoord-ის ოპერატორმა ბენ კროსმანმა გადაიღო.

ბადრი ჯაფარიძე

22 აგვისტო 2019, 20:25

ძალოვნები

ბადრი ჯაფარიძე: გენერალური პროკურორი ამ აბსურდულ ბრალზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

„თიბისი" ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურა, სადაც ისინი ბრალის დასაზუსტებლად იყვნენ დაბარებულნი, დატოვეს. როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა, პროცესს ანაკლიის პორტსა და მის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობას უკავშირებს.

ხანძარი

22 აგვისტო 2019, 19:38

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს კვლავ ებრძვიან. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და 3სამაშველო მანქანა, ასევე, 9 დამხმარე ტექნიკა და 170 მეხანძრე-მაშველი.

ჯუნიორ აგოგო

22 აგვისტო 2019, 19:37

სპორტი

განას ნაკრების ყოფილი ფებურთელი ჯუნიორ აგოგო გარდაიცვალა

განას ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯუნიორ აგოგო გარდაიცვალა. ის 40 წლის იყო. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები 2015 წლიდან ჰქონდა. ის ლონდონში გარდაიცვალა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

დელფინი

22 აგვისტო 2019, 19:29

საქართველო

გარემოს სააგენტო: 2019 წელს ზღვამ ნაკლები დელფინი გამორიყა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში შავი ზღვის სანაპირო ზოლში გასულ წლებთან შედარებით ნაკლები დელფინი გამოირიყა. უწყების ინფორმაციით, გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს.

ბათუმის პორტი

22 აგვისტო 2019, 19:11

ეკონომიკა

ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზით დაკავშირება ტვირთის ადგილამდე ჩატანის დროსაც შეამცირებს და ერთი მიმართულებით მარშრუტი 5 დღეში განხორციელდება, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმზიდველობას.

Apple Card-ი

22 აგვისტო 2019, 19:09

ტექნოლოგიები

Apple-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მისი საკრედიტო ბარათი საფულეს ან ჯინსს მოარიდონ

Apple-მა თავისი მომხმარებლებისთვის საკრედიტო ბარათი გამოუშვა, რომელიც ტიტანისგან არის დამზადებული. Apple Card-ი ტრადიციული საკრედიტო ბარათებისგან საგრძნობლად განსხვავდება. მას როგორც ფიზიკურად, ისე უკონტაქტოდ - Apple Pay-ს აპლიკაციით იყენებენ. სწორედ ამიტომ ზიანდება.

უფასო ფაკულტეტები

22 აგვისტო 2019, 18:52

საქართველო

ცნობილია ფაკულტეტები, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს

უფასო სპეციალობებია: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრონომია.

აჭარის ტელევიზია

22 აგვისტო 2019, 18:37

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს. პირველი ტურის შემდეგ განმეორებითი კენჭისყრა გამოცხადდა, რომელიც იგივე შედეგებით დასრულდა. პირველ კენჭისყრაზე ორი ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის წევრმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი - თინა ცისკარაძემ. მონაწილეობა პროტესტის ნიშნად ბეჟან გობაძემ არ მიიღო.