imedi /  21 ივნისი 2019, 21:07 / სანდო წყარო

გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებს სთავაზობს

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 20 ივნისს რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა. „ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა“ - აცხადებს კვირიკაშვილი. 

„ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა. შედეგად სამართლიანად აზვირთებული მუხტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი თაობის წარმომადგენლები.

როდესაც მხოლოდ ერთი ათწლეული გაშორებს მოვლენებს (განსაკუთრებით თბილისის პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქციას ვგულისხმობ), რომლის დროსაც უამრავი ადამიანი დასახიჩრდა პლასკიკური ტყვიით და რამდენიმემ მხედველობაც დაკარგა, ვფიქრობ იგივე ტყვიების გამოყენება გუშინდელ აქციაზე ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა იყო. პროფესიულ პოლემიკაში ვერ წავალ, თუმცა არ მგონია, რომ თუნდაც მეტი პოლიციელის დროული მიყვანით ადგილზე, ან თუნდაც მხოლოდ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების სამართლიანად შეჩერება, რომლებმაც პოლიციელების კორდონზე ყოვლად გაუმართლებელი შეტევა მიიტანეს.

დღეს ხელისუფლება აგრძელებს შეცდომების სერიას და ფიქრობს, რომ მუხტი მინელდება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით. ეს, შესაძლოა, დროებით ასეც მოხდეს, მაგრამ პირველივე შემდეგი უხეში შეცდომის შემთხვევაში გაცილებით უფრო ფართო და სახიფათო ფორმით გამოვლინდება. ამის მიზეზი კი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების აცდენა მოსახლეობის განწყობებთან, ანუ ლეგიტიმაციის დეფიციტი, რომელიც გამომდინარეობს ხელისუფლების ბოლო პერიოდის შეცდომებიდან და შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილის სულ უფრო მზარდი პოლიტიკური აპათიიდან, რაც, მათ შორის, გამოიხატება არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებაში. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, პოლიტიკური დისკურსი დატოვოს ორპარტიულ პოლარიზებულ განზომილებაში და მიეცეს სახიფათო თვითდამშვიდებას.

შესაბამისად, სიტუაციის ჩიხიდან გამოსაყვანად და საზოგადოების დასამშვიდებლად, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია მოსახლეობაში ლეგიტიმაციის აღქმის გაჩენა და გაძლიერება, რის მისაღწევადაც ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ დაუყოვნებლივ გამოაცხადოს პოლიტიკური რეფორმა, რომელიც მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

1. საკონსტიტუციო ცვლილება შემდეგი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე (ბოლო ცვლილებების გატარებისას პოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან, თუმცა ალბათ სჯობდა მაშინვე განგვეხორციელებინა ეს ცვლილება თუნდაც ოპოზიციური ხმების გამოყენებით - და აქ საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, როგორც ქართული ოცნების მაშინდელი თავმჯდომარე);

2. საკანონმდებლო (ან საკონსტიტუციო) ცვლილება, რომელიც სხვა დანარჩენ ვალდებულებებთან ერთად, როგორიცაა გადასახადების გადახდა და ა.შ., სავალდებულოს გახდის საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას (ადამიანის უფლებების ზოგიერთი დამცველი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ამ იდეას, თუმცა ეს კონცეფცია მუშაობს არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, და არ შეიძლება, 3.7 მილიონი მოსახლეობის ნახევარი ან უფრო ნაკლები ირჩევდეს ხელისუფლებას და განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს). ეს ცვლილება ასევე დაასრულებს გაუთავებელ საუბარს მმართველი ძალის პარტიული კოორდინატორების არაპროპორციულ გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და შედეგად პოლიტიკურ სპექტრს გაამრავალფეროვნებს.

3. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადება ახალი პრინციპების გათვალისწინებით.

4. შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა ასევე აიღოს პასუხისმგებლობა გუშინ დაზიანებული ჩვენი შვილების და საზოგადოების წინაშე და დატოვოს თანამდებობა.

ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, ქართული ოცნება შეძლებს, შეინარჩუნოს მოსახლეობის ნდობა არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესებისადმი, არამედ დაიტოვოს შანსი, იყოს პროცესის წარმმართველი, დაბოლოს, რაც უმთავრესია, ქვეყანას შეუნარჩუნოს შესაძლებლობა, დარჩეს დასავლურ ორბიტაზე რეგიონის ლიდერად“, - წერს კვირიკაშვილი.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეები შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. 

გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისს პოლიციამ ბოლომდე გამოიყენა თმენის ვალდებულება, ვიდრე ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე. 

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვაზაქარია ქუცნაშვილი კი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

დღის ბოლოს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უგულავას, მელიასა და ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხავენ. 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 240 პაციენტიდან საავადმყოფოებში რჩება 55. 

240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტიდან 2018 წლის 13 ივნისს გადადგა. ის ამ თანამდებობას 2015 წლის ბოლოდან იკავებდა.

2018 წლის 24 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა.

ყველა სიახლე

სოხუმი

25 აგვისტო 2019, 08:52

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ე.წ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 118 932 ადამიანს აქვს. თავდაპირველად დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციამ მისი 23 ნოემბრამდე გადადება მოითხოვა, ვინაიდან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამასკო

25 აგვისტო 2019, 08:30

მსოფლიო

ისრაელმა სირიაში ირანის ობიექტებზე იერიში მიიტანა

ისრაელმა სირიაში ირანის ობიექტებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დამასკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთში თვითმფრინავებმა „რამდენიმე ტერორისტული სამიზნე“ - ირანული ქვედანაყოფის „ალ-ქუდსისა“ და შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებების ობიექტები გაანადგურეს.

ბორის ჯონსონი

25 აგვისტო 2019, 08:18

ეკონომიკა

ბორის ჯონსონმა აშშ-ს ბრიტანული კომპანიებისთვის შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა

„აშშ-ში ბრიტანული კომპანიებისთვის სერიოზული შესაძლებლობები არსებობს. ვცდილობთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, თუმცა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეგვიწყონ ამაში ხელი, იმიტომ რომ ამჟამად ძალიან ბევრი შეზღუდვა მოქმედებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ჯეფრი ეპშტეინი პრინცი ენდრიუ

25 აგვისტო 2019, 00:57

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ: ეპშტეინის ქმედებებში ეჭვი არასდროს შემიტანია

დიდი ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ მის მეგობარ, ამერიკელ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინზე საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის რაიმე სახის კრიმინალური ქმედებები არ შეუმჩნევია. ის ამბობს, რომ თანაუგრძნობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეპშტეინისგან თვს დაზარალებულად თვლის.

25 აგვისტო 2019, 00:30

მსოფლიო

საფრანგეთის პოლიციამ დიდი შვიდეულის სამიტის საწინააღმდეგო აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის სხვა ქალაქებში ანტიგლობალისტებმა და გარემოს დამცველებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს, თუმცა განსხვავებული ატმოსფერო იყო ქალაქ ბაიონაში, სადაც პოლიციამ ბარიკადები განალაგა, თუმცა მომიტინგეებმა მისი გარღვევა სცადეს.

24 აგვისტო 2019, 23:51

მსოფლიო

ტეხასელი წყვილი საქორწილო ცერემონიის შემდეგ ავარიას ემსხვერპლა

ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 19 წლის ჰარლი მორგანი და 20 წლის რიანონ ბოდრო ტეხასში, ავტომაგისტრალს უახლოვდებოდა. სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა. პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი ბრიჟიტ ტორნიე მელანია ტრამპი

24 აგვისტო 2019, 23:20

მსოფლიო

მაკრონი ტრამპს მასპინძლობს

აშშ-ის პრეზიდენტი დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად საფრანგეთში ჩავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ტრამპთან შეხვედრაზე ლიბიის, სირიის და ჩრდილოეთ კორეის საკითხები განიხილეს, ასევე გაცვალეს შეხედულებები ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების თავიდან აცილებაზე.

ემა სტოუნი

24 აგვისტო 2019, 22:39

კულტურა

Disney-მ „კრუელას“ ეკრანიზაციის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ფილმში მთავარი გმირის - კრუელა დე ვილის როლს მსახიობი ემა სტოუნი ასრულებს. ფილმი "101 დალმატინელის" ბოროტი პერსონაჟის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება 1970-იან წლებში მიმდინარეობს და ეკრანიზაციაში ასახულია კრუელა დე ვილის ისტორია, სანამ ის ლეკვების მოტაცებას დაიწყებდა.

24 აგვისტო 2019, 22:33

მსოფლიო

ათასობით ბრაზილიელი ამაზონის ხანძართან დაკავშირებით პრეზიდენტის უმოქმედობას აპროტესტებს

ბრაზილიაში ამაზონის ხანძრების რეკორდული რაოდენობის გამო საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს უმოქმედობას აპროტესტებენ და გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ღამის სერენადები

24 აგვისტო 2019, 22:09

კულტურა

ბათუმში ხვალ კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“, დირექტორი-ნინა ცაგარელი. ფესტივალის მთავარი პარტნიორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან.

24 აგვისტო 2019, 22:08

ძალოვნები

სენაკში, მდინარეში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურაზე 25 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ გეჯეთში მოხდა. გარდაცვლილი ქუთაისში სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

24 აგვისტო 2019, 21:30

კულტურა

საქართველო ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, დიდი იტალიელი კომპოზიტორის, შემოქმედებას ეძღვნება და ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ტარდება, წელს კი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში გაიმართა. ღონისძიება თბილისში გაიხსნა, გუშინ კი შეკვეთილში ბლექ სი არენას სცენა დაიკავა.

პრეზიდენტის სასახლე

24 აგვისტო 2019, 21:21

საქართველო

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა მიღება გამართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 20:30

საქართველო

ზურაბიშვილი: არავიზე ნაკლებად არ გვტკივა ის ახალგაზრდები და პოლიციელი, რომლებმაც თვალები დაკარგეს

„აზრთასხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალსოფელის მიმდებარე ტერიტორია

24 აგვისტო 2019, 20:25

საქართველო

ახალსოფელთან ხანძარის ჩასაქრობად ვერტმფრენები მუშაობას ხვალ განაახლებენ. ვიდეო

მეორე დღეა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოებს რელიეფი ართულებს, რის გამოც ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს, ისინი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვებიან.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:56

საქართველო

ზურაბიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დასაბრუნებლად ყველა გზას ვეძებ

„ვზრუნავ იმაზე, ვეძებო ყველა გზა და ყველა საშუალება, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ თალაკვაძე

24 აგვისტო 2019, 19:21

საქართველო

თალაკვაძე: მჯერა, რომ აფხაზებთან და ოსებთან ერთად მომავალში კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე ვიმუშავებთ

საქართველოს კონსტიტუციის დებულებების სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:20

საქართველო

ზურაბიშვილი: უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ

"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ახლო პარტნიორსა და მეგობარს - უკრაინას. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ" - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

24 აგვისტო 2019, 19:11

მსოფლიო

საზღვაო ხომალდ Ocean Viking-ის 356 მიგრანტს ევროპის 6 ქვეყანა მიიღებს

არასამთავრობო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ კუთვნილმა გემმა Ocean Viking-მა ღუზა მალტის სანაპიროსთან ჩაუშვა. გემზე 356 მიგრანტი იმყოფება, რომელიც ორგანიზაციამ სამი კვირის წინ შეკრიბა. მიგრანტები 21 დღის განმავლობაში გაურკვევლობაში იყვნენ, რადგან ისინი იტალიამ არ მიიღო და გემს ლამპედუზასა და სიცილის პორტებში შესვლა აუკრძალა.

ლიდსის მუსიკალური ფესტივალი

24 აგვისტო 2019, 18:35

მსოფლიო

ლიდსის მუსიკალურ ფესტივალზე გოგო სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა

ლიდსის ფესტივალზე თინეიჯერი გოგო სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთ პარკში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე გოგოს გარდაცვალების შესახებ მიიღო შეტყობინება.