imedi /  22 ივნისი 2019, 12:51 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა ოკუპაცია მოახდინა და ამავდროულად ცდილობს შეგვაშინოს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის მსოფლიო ახალი ამბების სამსახურის მთავარ საინფორმაციო ანალიტიკურ გადაცემაში Newshour პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა.

„ეს იყო ქართველი ხალხის პროტესტი რუსეთის ქმედებების გამო. მეზობელი ქვეყნის რომელმაც ოკუპაცია მოახდინა და ამავდროულად ცდილობს შეგვაშინოს. ახლაც პუტინმა ხელი მოაწერა და საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა. 

ქართველი ხალხის რეაქცია ბუნებრივი და სპონტანური იყო. პრობლემა ისაა, რომ მცირე ჯგუფი ცდილობს გამოიყენოს ეს პროტესტი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. დესტაბილიზაცია მოახდინოს ქვეყანაში. უნდოდათ აეღოთ პარლამენტი,  ამას მოჰყვა პოლიციის რეაქცია, რომელიც მშვიდად იყო მთელი საღამო,"- ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, მას მოსკოვში აკრიტიკებენ. კერძოდ, რუსეთის პრემიერმინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა, რომელმაც მოსკოვი ქვეყანაში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაადანაშაულა. დიმიტრი მედვედევის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ასეთი განცხადებები არაპროფესიონალურია და ის ან საქმის კურსში არ არის, ან ვითარებას ამახინჯებს.

საქართველოში ახლა უმთავრესი სტაბილურობაა, ქვეყნის სტაბილურობა კი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრს უკავშირდება, რადგან ის საკმაოდ პატივცემული პიროვნებაა, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა კითხვას თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე რატომ რჩება შს მინისტრი თანამდებობაზე.

"რუსეთისთვის რეგიონში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საქართველოს სტაბილურობაა. საქართველოს სტაბილურობა კი შინაგან საქმეთა მინისტრთან არის დაკავშირებული, რომელიც საკმაოდ პატივცემული პიროვნებაა. უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც რეგიონში ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შორის ვითარება დაძაბულია. ხვალ სტამბოლში არჩევნები იმართება. საქართველო ევროპისკენ სტაბილურად მიიწევს. შემდეგ თვეში კი, ევროკავშირთან პარტნიორობის საკმაოდ მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება. სწორედ ასეთ პერიოდში არის ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობები. სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელმაც იცის, საით მიდის და აქვს მკაფიო ევროატლანტიკური პერსპექტივა. სწორედ ამიტომ გასაკვირი არის არის, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის წოდების გამო, ბატონმა მედვედევმა გამაკრიტიკა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათზეა დადეგმილი.  აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. 

გიორგი გახარიას თქმით, პოლიციამ ბოლომდე გამოიყენა თმენის ვალდებულება, ვიდრე ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე. 

მანამდე „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უგულავას, მელიასა და ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხავენ. 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 240 პაციენტიდან საავადმყოფოებში რჩება 55. 240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

მფრინავი ტაქსი

24 აგვისტო 2019, 00:57

ტექნოლოგიები

კომპანია Volocopter-მა მფრინავი ტაქსი შექმნა

გერმანულმა კომპანია Volocopter-მა პირველი მფრინავი ტაქსი შექმნა, რომელსაც სინგაპურში 2019 წლის მე-4 კვარტალში დაგეგმილ გამოფენაზე წარადგენს. მფრინავი ტაქსის ბორტზე ორი ადამიანი მოთავსდება და მანქანა საათში 110 კილომეტრ სიჩქარეს ანვითარებს.

24 აგვისტო 2019, 00:32

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის მთავარი პირობა დაასახელეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის უკეთესი პირობებიამ ვიდრე დედამიწაზე. მათ გამოყვეს მთავარი ფაქტორი, რაც ცოცხალი მიკროორგანიზმების გაჩენას განაპირობებს.

24 აგვისტო 2019, 00:06

მსოფლიო

ბოსნიაში პოლიტიკური პარტია LGBT პრაიდის გამართვის წინააღმდეგია

ბოსნიაში მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტია „ხალხი და სიმართლე“ სარაევოში ქვეყნის ისტორიაში პირველი LGBT პრაიდის ჩატარებას ეწინააღმდეგება. france24-ის ცნობით, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ღირსების მარში ქვეყანაში ვითარებას დაძაბავს. „ნებისმიერი ესკალაცია ნეგატიურ შედეგებს მოიტანს“, - აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები.

დეპრესია

23 აგვისტო 2019, 23:37

ტექნოლოგიები

მეცნიერები: დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს

„დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს“ - ეს დასკვნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დადეს. მათ აშშ-სა და დანიაში151 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სადაზღვევო კომპანიებში არსებული მონაცემები და გარემო პირობები შეისწავლეს.

23 აგვისტო 2019, 23:34

თემა

რატომ არის ზღვაზე დასვენებისთვის საუკეთესო დრო სექტემბერი და ოქტომბერი?

გამოთქმა ხავერდოვანი სეზონი XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ასე უწოდებდნენ შუა გაზაფხულის რამდენიმე კვირას, როდესაც ბეწვის ტანსაცმლის უფრო მსუბუქი, ხავერდისსამოსით ჩანაცვლება ხდებოდა შესაძლებელი. 1920 წლისათვის ხავერდოვანი სეზონი სექტემბერ-ოქტომბერს შეარქვეს. მას შემდეგ ხავერდოვანისეზონი ზღვაზე დასვენებისთვისსაუკეთესო პერიოდად მიიჩნევა.

23 აგვისტო 2019, 23:12

მსოფლიო

გაერთიანებული საამიროების ფედერაციის საბჭოს არჩევნებში 200 ქალი დარეგისტრირდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფედერაციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 200-მა ქალმა გამოთქვა. მეოთხე მოწვევის საბჭოში დეპუტატის მანდატისთვის 555 კანდიდატი იბრძოლებს. აბუ-დაბიდან საარჩევნო კომისიაში 155 განაცხადი შევიდა. კანდიდატების საბოლოო სია 3 სექტემბერს დაზუსტდება.

23 აგვისტო 2019, 22:38

ძალოვნები

ყვარელში, ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარი და ხეები იწვის

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარს და ხეებს უკიდია ცეცხლი. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20- მდე მეხანძრე.

Deutsche Bank

23 აგვისტო 2019, 22:25

ეკონომიკა

აშშ-მა რუსეთსა და აზიაში კორუფციული სქემებისთვის Deutsche Bank დააჯარიმა

გავრცელებული ცნობით, ფინანსურ ინსტიტუტს ამ ქვეყანებში სამსახურში აჰყავდა ჩინოსნების ნათესავები, რომლებიც საჭირო კვალიფიკაციას არ ფლობდნენ, ეს კი Deutsche Bank-ს არსებული ბიზნესის შესანარჩუნებლად ან ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად ხდებოდა.

ყვარელის ციხე

23 აგვისტო 2019, 22:01

კულტურა

ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კოშკის კედელზე, რომლის ქვის წყობაც ნახევრად ჩამოშლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აღდგა რიყის ქვით კირდუღაბზე. ფიზიკური სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 17 200 ლარი შეადგინა.

დრეიკი

23 აგვისტო 2019, 21:48

კულტურა

დრეიკს პლაგიატში ადანაშაულებენ

ნიუ-ორლეანელი მუსიკოსი სემ სკალი ცნობილ კანადელ რეპერს დრეიკსა და ჰიპ ჰოპ შემსრულებელ Big Freedia-ს პლაგიატში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სკალის მტკიცებით, კოლეგებმა მისი ერთ-ერთი ბიტი მოიპარეს. კერძოდ, მათ 2000 წელს გამოშვებული კომპოზიციის Roll Call-ის ნაწილი გამოიყენეს.

ჯერემი კაილი

23 აგვისტო 2019, 21:46

კულტურა

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ეთერში ბრუნდება

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ახალ გადაცემაზე მუშაობს. სამი თვის წინ დღის შოუ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაიხურა. სტუმარი გადაცემის ჩაწერიდან მალევე მოკვდა ტელეარხ ITV-ის დირექტორი კევინ ლიგო აცხადებს, რომ შოუ სხვა ფორმატით გავა.

სკარლეტ იოჰანსონი

23 აგვისტო 2019, 21:09

კულტურა

Forbes: სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობია

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი სკარლეტ იოჰანსონი Forbes-ის რეიტინგით, უკვე მეორე წელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობის პოზიციას არ თმობს. თუმცა ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში მერვეა. 34 წლის მსახიობის შემოსავალი $56 მილიონია. მან 2019 წელს $15,5 მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2018 წელს.

23 აგვისტო 2019, 21:02

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

საქართველოს საგარეო უწყება ცნობას კატეგორიულად უარყოფს. დიპლომატიურ უწყებას აფხაზეთის მიერ დასახელებულ ყველა სახელმწიფოსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. დე ფაქტო აფხაზეთის ვერსიას ევროპარლამენტიც უარყოფს. პრესსამსახურის კომენტარს სააგენტო აქცენტი აქვეყნებს.

კენია. თეთრი მარტორქა

23 აგვისტო 2019, 20:45

ტექნოლოგიები

მეცნიერები: კენიაში იშვიათ თეთრ მარტორქას გაქრობა ემუქრება

კენიაში მეცნიერების და ვეტერინარების ჯგუფი ცდილობს ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების გამრავლების პროცესი წარმატებით დასრულდეს. ვეტერინარებმა ორი მდედრი მარტორქის 10 კვერცხის შეგროვება შეძლეს. ისინი კვერცხებს იმ მარტორქის გაყინული სპერმით გაანაყოფიერებენ, რომელიც 2018 წლის მარტში მოკვდა. თეთრი მარტორქა ბოლო მამრი იყო.

23 აგვისტო 2019, 20:10

მსოფლიო

ჩეჩნეთში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი გაიხსნა

ჩეჩნეთის ქალაქ შალიში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი გაიხსნა. ის სტამბოლის ცისფერ მეჩეთზე ორჯერ დიდია. იქ 30 000-ზე მეტი ადამიანი ეტევა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 70 000-მდე ადამიანი. გახსნის ცერემონიაზე რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მეჩეთი მუჰამედ წინასწარმეტყველის სახელობისაა.

ევროკავშირი

23 აგვისტო 2019, 19:52

მსოფლიო

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერა

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროზე ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ზეწოლა გააძლიერა, - ამის შესახებ Reuter-ი წერს. ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. ამ ფონზე ბოლსონარომ უარყო განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს სურთ მათ საშინაო საქმეებში ჩაერიონ.

23 აგვისტო 2019, 19:13

ვიდეო

ხანძარი ამაზონის ტყეში

ფორსაჟი

23 აგვისტო 2019, 19:10

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც. ამ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

23 აგვისტო 2019, 19:04

ძალოვნები

პროკურატურა: ია კერზაიას საქმეზე დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე უწყებამ შემეჯემებელი გადაწყვეტილება მიიღო: დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ჟაირ ბოლსონარო

23 აგვისტო 2019, 18:55

მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი: სხვა ქვეყნებს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ

ჟაირ ბოლსონარუმ Facebook-ზე პიდაპირი ჩართვისას განაცხადა „ეს ქვეყნები აგზავნიან ფულს აქ, მაგრამ არა ქველმოქმედების მიზნით, ისინი აგზავნიან ფულს იმისთვის, რომ ჩვენს სუვერენიტეტში ჩაერიონ“. მანამდე კი ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ამაზონის ჯუნგლებთან მასშტაბურ ხანძართან გასამკლავებლად რესურსი არ ჰყოფნის.