imedi /  22 ივნისი 2019, 13:03 / სანდო წყარო

მიტროპოლიტი პეტრე: კეკელიას ცილისმწამებლურ განცხადებებზე საეკლესიო სასამართლოს ველოდები

მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე "ქრონიკასთან" აცხადებს, რომ დეკანოზ  შალვა კეკელიას განცხადებების გამო წმინდა სინოდის სხდომას ელოდება.

"მამა ელისბარმა გუშინ პირადად მითხრა, რომ 20 ივნისის საღამოს გაზით მოიწამლა და იძულებული გახდა სახლში წასულიყო, რაც შეეხება ტაძარს, ვინაიდან აქციების დროს იყო ტაძარში ქურდობის ფაქტები და შემთხვევები, ტაძარი იყო დაკეტილი. კეკელიას უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლურ განცხადებებზე კი ველოდები წმიდა სინოდის სხდომას და საეკლესიო სასამართლოს", - განმარტა მეუფე პეტრემ.

დეკანოზი შალვა კეკელია 20 ივნისის აქციის დაშლისას ქაშვეთის ტაძრის დაკეტვასთან დაკავშირებით მეუფე პეტრეს განცხადებას გამოეხმაურა და მას „ცრუ პეტრე“ და „პატრიარქის მოწინააღმდეგე“ უწოდა.

ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიტინგის დაშლისას ეკლესია დაკეტილი იყო და გაზის გაშვებისას იქ მოქალაქეებს თავის შეფარება არ შეეძლოთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ორჯერ გაზში მოვყევი და აღარ შემეძლო გაჩერება და სახლში წავედი 2 საათისკენ. ტელევიზორი რომ ჩავრთე, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს უშვებდნენ და ამის შემდეგ სხვა სამღვდელოება მოვიდა, ჩამენაცვლნენ და ეკლესია გახსნეს. აქ არავინ შემოდიოდა, იმიტომ რომ სხვა დროს რომ მიტინგები ხდებოდა, ჩასასვლელებს უკეტავდნენ და ახლა ეს ჩასასვლელები დაკეტილი არ იყო, ხალხს შეეძლო ქვევითაც ჩასულიყო, ზევითაც ასულიყვნენ და გადიოდნენ. ზოგი ბაღში ჩადიოდა და ისევ უკან ამოდიოდნენ. მეუფე პეტრე შეცდომაშია შეყვანილი. რა უნდა ვთქვა, ჩინი აქვს მას და ვიღაცამ შეიყვანა შეცდომაში. მეუფე პეტრეს შეეძლო ჩემთვის დაერეკა და ეკითხა: - „მამაო ელიზბარ, იყო თუ არა დაკეტილი ტაძარი. მე მას კარგად ვიცნობ და შეეძლო გადმოერეკა და ეკითხა მართლა იყო თუ არა დაკეტილი ქაშვეთი",- განაცხადა მამა ელიზბარ ოდიშვილმა. 

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

რაიან გოსლინგი

19 აგვისტო 2019, 00:55

კულტურა

რაიან გოსლინგი შესაძლოა „თორი“-ს მეოთხე ნაწილში გამოჩნდეს

კანადელი მსახიობი რაიან გოსლინგი შესაძლოა "თორი"-ს მეოთხე ნაწილში გამოჩნდეს. მსახიობი 16 აგვისტოს ფილმის რეჟისორს ტაიკოი ვაიტიტის ლოს-ანჯელესში შეხვდა, სადაც მსახიობს პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ამ დღეს ტაიკოი ვაიტიტი 44-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა.

კანარის კუნძულები

19 აგვისტო 2019, 00:40

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრის გამო 4000-მდე ადამიანია ევაკუირებული

10 თვითმფრინავი და ვერტმფრენია ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული, ასევე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს 700 მეხანძრე-მაშველი და 200 სამხედრო მოსამსახურე. ცეცხლის ლოკალიზებას ხელს ძლიერი სიცხე, ქარი და დაბალი ტენიანობა უშლის ხელს. ცეცხლმა 1700 ჰექტარი უკვე გაანადგურა, ძლიერი ხანძრის გამო გადაკეტილია 11 სამანქანო გზა.

ტანკერი

19 აგვისტო 2019, 00:22

მსოფლიო

გიბრალტარმა ირანული ტანკერის დაკავებაზე აშშ-ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

გიბრალტარმა უარი განაცხადა აშშ-ის მოთხოვნის შესრულებაზე, დაეკავებინა ირანული ტანკერი Grace 1, რომელსაც ირანიდან სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. გიბრალტარის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ვერ შეასრულებდნენ ვაშინგტონის მოთხოვნას, ვინაიდან აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები ევროკავშირში არ მოქმედებს. აშშ-მა ეს რამდენიმე დღის წინ მოითხოვა.

19 აგვისტო 2019, 00:10

თემა

როგორ უნდა ისარგებლოთ ტელეფონით და ინტერნეტით ისე, რომ ვერავინ მოგისმინოთ!

დღევანდელ ეპოქაში, იმის მიუხედავად, თუ რა ქვეყანაში და როგორ პირობებში ცხოვრობთ, უნდა იცოდეთ თუ როგორ ისარგებლოთ ტელეფონით და ინტერნეტით ისე, რომ თქვენი პირადი მონაცემები და საიდუმლოებები უცნობ ადამიანებს და მით უფრო, ბოროტმოქმედებს, ხელში არ ჩაუგდოთ. წესები, რომელთა შესახებაც ქვემოთ გიამბობთ, ცბიერი კიბერთავდასხმისგან ვერ დაგიცავთ, მაგრამ მოწინააღმდეგეებისთვის იოლი სამიზნეც აღარ იქნებით.

მეტე ფრედერიქსენი

19 აგვისტო 2019, 00:06

მსოფლიო

დანიის პრემიერმინისტრი გრენლანდიის გაყიდვის იდეას აბსურდს უწოდებს

გრენლანდია არ იყიდება, ის დანიური არ არის, გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიას, განაცხადა კუნლზე ვიზიტის დროს დანიის პრემიერმინისტრმა. მეტე ფრედერიკსენი იმედიოვნებს, რომ ეს თემა სერიოზულად არ განიხილება. ეკონომიკის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ლარი კუდლოვმა დაადასტურა, რომ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის იდეა მრჩევლებთან განიხილა.

დედამიწა

18 აგვისტო 2019, 23:52

ტექნოლოგიები

როგორი იქნებოდა უცხოპლანეტელების თვალით დანახული დედამიწა. ფოტო

მკვლევრებმა პლანეტის 10 ათასი გამოსახულება აიღეს, რომელიც NASA-ს თანამგზავრის Deep Space Climate Observatory-მ (DSCOVR) 2016-2017 წლებში გადაიღო. საბოლოოდ მიიღეს გამოსახულება, რომელზეც უხეშად თუმცა ჩანს კონტინენტების კონტურები. ეს კვლევა მომავალში დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების ზედაპირის მახასიათებლების შესწავლას ემსახურება.

ჟოზე მოურინიო

18 აგვისტო 2019, 23:29

სპორტი

მოურინიო: ფეხბურთი სიამოვნებას მანიჭებდა, ძალიან მენატრება. ვიდეო

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ინტერვიუს დროს ემოციები ვერ შეიკავა, როდესაც განიხილავდა თემას, როგორ ენატრება ფეხბურთი. ვიდეო Twitter-ზე გავრცელდა. როგორც ცნობილია, ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო 2019-2020 წლის სეზონზე ტელეარხ Sky Sports-ის ექსპერტი იქნება.

იხვი

18 აგვისტო 2019, 23:18

ტაბლოიდი

კაცმა სამსახური მიატოვა, რომ მთელი დღე იხვისთვის ეყვირა და ვიდეო გადაეღო 🦆

6 წლის წინ ბრენდანმა სცადა თავისი იხვი ჯერი Youtube-ზე პოპულარული გაეხადა, თუმცა ამ გეგმამ ფიასკო განიცადა - მისი არხი მხოლოდ ასამდე ადამიანმა გამოიწერა. სამაგიეროდ ახლა, ბრენდანის მთავარი სამუშაო სწორედ იხვთან ერთად ვიდეორგოლების შექმნაა, რაშიც პატარა და ეხმარება. ვიდეოებს, სადაც ბრენდანი იხვს სულ ეჩხუბება, მილიონობით ნახვა აქვს.

ბრექსიტი

18 აგვისტო 2019, 22:42

მსოფლიო

მედია: ბრიტანეთს ხისტი Brexit-ის შემთხვევაში საკვების, საწვავის და წამლების დეფიციტი ემუქრება

დოკუმენტში საუბარია იმ ეფექტებზე, რასაც დიდი ბრიტანეთი ხისტი Brexit-ის შემთხვევაში უნდა ელოდოს. კერძოდ, მთავრობის მიერ მომზადებული მასალის თანახმად, ქვეყანას საკვების, საწვავის და მედიკამენტების დეფიციტი ემუქრება, თუ ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე დატოვებს გაერთიანებას, რომელიც 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

18 აგვისტო 2019, 22:30

ტაბლოიდი

პრესამ იბიცაზე პრინც ჰარის და მეგან მარკლის დასვენების ადგილს მიაგნო

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ დასვენების დღეები იბიციაზე, „მილიარდერების მოედანზე“ ატარებენ. კომპლექსი ზღვის ხედებით, ვილებით სრული განმარტოების საშუალებას იძლევა. ვილები აქ 120 000 ევრო ღირს. პოლ მაკარტნი იმ სხვა ცნობილ სახეებს შორის არის, რომელმაც ეს ადგილი თავის დროზე აირჩია დასასვენებლად.

ჰონგ-კონგი

18 აგვისტო 2019, 21:51

მსოფლიო

ორგანიზატორების თქმით ჰონგ-კონგში მორიგ აქციაზე 1.7 მილიონი ადამიანი მივიდა

აქციაზე ყველა ასაკის ადამიანი იმყოფებოდა, რათა აქციების მუდმივი დემონსტრანტებისთვის, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერას კარგავენ, თავიანთი სოლიდარობა გამოეხატათ. ეს პირველი აქცია იყო გასულ კვირაში ჰონგ-კონგის აეროპორტში მომხდარი დაპირისპირებების შემდეგ, როდესაც მცირე ჯგუფმა ორ კაცს სცემა.

ქეთევან ციხელაშვილი

18 აგვისტო 2019, 21:47

საქართველო

ციხელაშვილი: გატაცებული მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებული პირები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ, - იუწყება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

18 აგვისტო 2019, 21:24

ტაბლოიდი

საქართველოში 65 წლის ქალი ჭურჭელს ცხოვრებაში საშუალოდ 564 დღე რეცხავს

ჭურჭლის რეცხვის შესახებ საქართველოს მასშტაბით 1100 რესპონდენტი გამოკითხა. მსგავსი გამოცდილების დეფიციტი „საშინაო შრომის ბაზარზე“ უმეტესად, კაცებს აქვთ.კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხული ქალების 96% და კაცების 14% რეცხავს ჭურჭელს.

18 აგვისტო 2019, 21:22

ტაბლოიდი

ნორვეგიის პრინცესა საქმროსთან ერთად თურქეთში ისვენებს

ნორვეგიის პრინცესა საქმროსთან ერთად თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პროვინცია მუღლაში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ისვენებს. თურქული მედიის ინფორმაციით, „მარტა ლუიზამ და შამან დიურეკი ტურისტებისთვის მიმზიდველ ქალაქში 16 აგვისტოს ჩავიდნენ“. სტუმრებს რამდენიმე საჩუქარი გადასცეს, მათ შორის არის მუსტაფა ქემალ ათათურქის პორტრეტი.

კულტურა

18 აგვისტო 2019, 20:52

კულტურა

ტიმოთესუბანში სამონასტრო კომპლექსში სათავსო თვითნებურად ჩადგეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარეს სრულიად არ შეესაბამება და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.

გიორგი შოთაძე

18 აგვისტო 2019, 20:48

სპორტი

ქართველი მოჭიდავე გიორგი შოთაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ გიორგი შოთაძემ (67 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა სომეხი მოჭიდავე დაამარცხა. .

შემთხვევის ადგილი

18 აგვისტო 2019, 20:32

ძალოვნები

სოფელ ნიგვზიანთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 45 წლამდე ქალი, 8 ადამიანი კი დაშავდა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

გემი

18 აგვისტო 2019, 20:27

მსოფლიო

ლიბიელი მიგრანტების გემმა ესპანეთის მთავრობის შეთავაზება არ მიიღო

ჰუმანიტარული ორგანიზაციის კუთვნილმა გემმა Open Arms, სადაც 130 მიგრანტი იმყოფება, უარი განაცხადა ესპანეთის ხელისუფლების შეთავაზებაზე რომ გემი პროვინცია კადისში მდებარე ალხესირასის პორტში შესულიყო, რომელიც გემის ამჟამინდელი მდებარეობიდან 6 დღის სავალზეა.

18 აგვისტო 2019, 20:25

ძალოვნები

ოკუპანტებმა გატაცებული მოქალაქეების ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ავტომობილები პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, ისინი კანონიერ მეპატრონეებს დაუბრუნდებათ.

შსს

18 აგვისტო 2019, 19:42

საქართველო

თბილისში ბარათაშვილის ხიდზე სამანქანო მოძრაობა 5 დღით ნაწილობრივ იზღუდება

თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 18 აგვისტოს 20:00 საათიდან 23 აგვისტოს 24:00 საათამდე, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანებისთვის დაწესდება მოძრაობის განრიგები.