imedi /  24 ივნისი 2019, 14:09 / სანდო წყარო

უსუფაშვილი: ივანიშვილს უბარიერო არჩევნებით სურს პოლიტიკური სპექტრი „დაშალოს და იბატონოს“

პროპორციული არჩევნები

დავით უსუფაშვილი

"შენების მოძრაობის" ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" 5 წლის განმავლობაში გაუძლო ყველა დაწოლას, მაგრამ უძლური აღმოჩნდა ხალხის მშვიდობიან და სამართლიან პროტესტთან. ასე ეხმიანება დავით უსუფაშვილი 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს ივანიშვილის მზაობა პროპორციული არჩევნების ჩატარების შესხებ. 

"ხალხი საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს. როდესაც ხალხს წინ ახალგაზრდობა მიუძღვება, გამარჯვება კიდევ უფრო სწრაფად მიიღწევა. ქართულმა ოცნებამ 5 წლის განმავლობაში გაუძლო ყველა დაწოლას, მაგრამ უძლური აღმოჩნდა ხალხის მშვიდობიან და სამართლიან პროტესტთან. ივანიშვილის მზაობა პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იხსნება სხვა მოთხოვნები.

ეს არც იმას ნიშნავს, რომ ვერ ვხვდებით ივანიშვილის ჩანაფიქრს - უბარიერო არჩევნებით მას სურს პოლიტიკური სპექტრის სუპერ-ფრაგმენტაცია პრინციპით „დაშალე და იბატონე“. მაგრამ ამ გამოწვევას აქვს პოზიტივიც. მოხდება ბუნებრივი გადარჩევა პოლიტიკურ სპექტრში და ხალხი თვალნათლივ დაინახავს ვინ ზრუნავს ქვეყანაზე და ვინ - საკუთარ თვითდასაქმებაზე. ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება-განხილვის, ისევე, როგორც პარლამენტში 250 000 მოქალაქის მიერ უკვე შეტანილი ცვლილებების განხილვის პროცესში კიდევ ბევრი დეტალი იქნება დასაზუსტებელი და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც მათი შეფასებით, დარბევისას ძალას გადაამეტეს.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2019, 12:26

ტაბლოიდი

ქართველმა წყვილმა ჯვარი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე დაიწერა. ვიდეო

ინტერნეტსივრცეში ქართველი ახალგაზრდა წყვილის ჯვრისწერის ვიდეო გავრცელდა, რომელიც ზღვის დონიდან 4000 მეტრზეა გადაღებული. ჯვრისწერა პატარა ულამაზეს ეკლესიაში შედგა, რომელიც მყინვარწვერზე მდებარეობს. ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა.

საპარტნიორო ფონდი USAID Zrda

19 სექტემბერი 2019, 12:21

ეკონომიკა

„საპარტნიორო ფონდი“ და „USAID Zrda“ აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან საწარმოებს დააფინანსებენ

აფხაზეთის საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლები საწარმოების გასახსნელად დაფინანსებას მიიღებენ. შესაბამის ხელშეკრულებას „საპარტნიორო ფონდმა“ და „USAID Zrda“-მ ხელი ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლში" მოაწერეს ხელი.

განათლება

19 სექტემბერი 2019, 12:10

მსოფლიო

მსოფლიოს 500 უნივერსიტეტი რომელთა სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელიც ყველაზე მაღალია

ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 2020 წლის 500 უნივერსიტეტი დაასახელა, რომელსაც სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. სიის სათავეში სამი ამერიკული უნივერსიტეტია: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სტენფორდის და კალიფორნიის უნივერსიტეტები.

პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 11:51

საქართველო

NDI: მოქალაქეები ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის მუშაობას აფასებენ

საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 32% პარლამენტის საქმიანობს ცუდად აფასებს, 10% კი ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ პარლამენტი საშუალოდ საქმიანობას, 8% კი პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს.

ახალშობილი

19 სექტემბერი 2019, 11:50

მსოფლიო

აშშ-ში ჩინელი ქალი „სამშობიარო ტურიზმში“ ბრალდებულად ცნეს

გამოცემის ინფორმაციით, დონიან ლიმ აღიარა, რომ 2013-2015 წლებში მისი კომპანია You Win USA Vacation Services ე.წ.„სამშობიარო ტურიზმით“ იყო დაკავებული. მისი დახმარების საფასური 40 000-80 000 დოლარს შეადგენდა. სასამართლოს ცნობით, ამგვარად ლიმ $3 მილიონი დოლარი მოიპოვა.

ნათია მეზვრიშვილი

19 სექტემბერი 2019, 11:45

საქართველო

ნათია მეზვრიშვილი პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ინფორმაცია imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა.

ექსპორტი

19 სექტემბერი 2019, 11:42

ეკონომიკა

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 25%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი 5 714.5 მლნ. აშშ დოლარი.

ტკბილეულის ფესტივალი

19 სექტემბერი 2019, 11:33

კულტურა

მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება

22 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიბაში მონაწილეობას მიიღებენ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები და სტარტაპები. პარკი მთავარ მოედანზე ხალხს 12:00 საათიდან მიიღებს. როგორც მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტუმრებს ფესტივალზე ტკბილეულის მრავალფეროვნება,.

ფუკუშიმა

19 სექტემბერი 2019, 11:23

მსოფლიო

სასამართლომ ფუკუშიმას ხელმძღვანელობა გაამართლა

იაპონიის სასამართლომ ატომურ სადგურ ფუკუშიმას ოპერატორი კომპანია Tokyo Electric Power-ის 3 ყოფილი ხელმძღვანელი უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ BBC წერს. ბრალდება ამტკიცებდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ცუნამის საშიშროების შესახებ ჯერ კიდევ 2002 წელს გააფრთხილეს, თუმცა მათ სადგურის გასაძლიერებლად ზომები არ მიიღეს.

ფორსაჟი

19 სექტემბერი 2019, 11:20

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო 21 სექტემბერს მოძრაობა ნაწილობრივ ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, არსებულ გვირაბში ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2019, 11:07

საქართველო

პრემიერი: მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს

„ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რომელიც კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული და ბატონმა ლევან დავითაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მერაია ქერი

19 სექტემბერი 2019, 10:49

ტაბლოიდი

მერაია ქერი ახალ ვიდეორგოლში შვილებთან ერთად გამოჩნდება

ამერიკელმა მომღერალმა, მერაია ქერიმ ტელეკომპანია ABC-ის ახალი კომპოზიციისთვის Mixed-ish მუსიკალური თემა დაწერა. კომპოზიცია სახელწოდებით In The Mix ოფიციალურ ვიდეორგოლთან ერთად გავრცელდა. ჩანაწერში არსტისტის რვა წლის ტყუპები, მენრო და მორაკენი მონაწილეობენ.

20 ივნისის ღამე

19 სექტემბერი 2019, 10:47

საქართველო

NDI: გამოკითხულთა 68 % ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა

გამოკითხულთა 68 პროცენტი აცხადებს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა; 22 % ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილი

19 სექტემბერი 2019, 10:43

საქართველო

პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს, ხოლო 12% - კარგად, საშუალოდ პრეზიდენტის საქმიანობას 36% აფასებს.

გიორგი გახარია პრემიერმინისტრი

19 სექტემბერი 2019, 10:40

ეკონომიკა

გახარიამ მთავრობას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა

გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს 2020 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება პრემიერმინიტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

არჩევნები

19 სექტემბერი 2019, 10:39

საქართველო

NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს უმრავლესობა ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა

ხვალ რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 20% მხარს ქართულ ოცნებას დაუჭერს, „ნაციონალური მოძრაობა“ 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 4-4 პროცენტი. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 26 პროცენტს.

ჩემპიონთა ლიგა

19 სექტემბერი 2019, 10:36

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა

პარი სენ ჟერმენმა მადრიდის რეალს უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში დუბლი დი მარიამ შეასრულა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი მუნიემ საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა. ამავე ჯგუფში ბრიუგემ გალათასარაის უმასპინძლა, შეხვერა უგოლოდ 0:0 დასრულდა.

კვლევა

19 სექტემბერი 2019, 10:35

საქართველო

NDI: გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს

ამავე კვლევის თანახმად, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება. საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობა შეფასდა.

ტერაქტი

19 სექტემბერი 2019, 10:20

მსოფლიო

ავღანეთში საავადმყოფოსთან აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 95 კი დაიჭრა

აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 95 კი დაიჭრა. დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან. „თალიბანი“, რომელიც აშშ-სთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ თითქმის ყოველდღიურად აწყობს ასეთ თავდასხმებს, განაცხადა, რომ სამიზნე ქალაქ ქალაქათში მთავრობის დაზვერვის შენობა იყო.

ალექსანდრე გაბიშევი იაკუტელი შამანი

19 სექტემბერი 2019, 10:12

ტაბლოიდი

პუტინის „განსადევნად“ მოსკოვში მიმავალი შამანი დააკავეს

ბურიატიის და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე დააკავეს იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში პუტინის „განდევნის“ მიზნით ფეხით მიდიოდა. ამის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით Meduza წერს. იაკუტელმა შამანმა მოსკოვისკენ გზა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „განდევნას“ აპირებს.