imedi /  25 ივნისი 2019, 14:40 / სანდო წყარო

დოლიძე ითხოვს პარლამენტმა მოსამართლეთა სიის განხილვა შეაჩეროს

ანა დოლიძე

ანა დოლიძე

„საქართველოს პარლამენტმა დაკარგა ლეგიტიმაცია, ამიტომ მან არ უნდა განიხილოს უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სია“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

მისი განმარტებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებელია, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება არ მიიღოს და განხილვა შეაჩეროს. მისი თქმით, ამის გაკეთება კანონით შესაძლებელია.

ანა დოლიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული სია მომდევნო მოწვევის და მაღალი ლეგიტიმაციის პარლამენტმა უნდა განიხილოს. დოლიძე დარწმუნებულია, რომ "სასამართლო კლანის მხარდამჭერის, ირაკლი კობახიძის" გადადგომის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაინც ეცდება მოსამართლეობის სასურველი კანდიდატები შეარჩიოს და სწორედ მათი სია გადაუგზავნოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

ანა დოლიძის შეფასებით, ამ სიაში მოხვედრილი მოსამართლეების მიმართ სანდოობა არ იქნება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა: „ეს არის კიდევ ერთი აბსურდული მოსაზრება. საქართველოს პარლამენტი კანონის დადგენილი წესით არჩეულია ოთხი წლის ვადით. ის რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ეს არის დოლიძის მოსაზრება. რა თქმა უნდა აზრის გამოხატვის უფლება ჩვენს სახელმწიფოში დაცულია, მაგრამ ეს არის აბურდული მოსაზრება. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს, ეს დარეგულირებულია ორგანული კანონის დონეზე. მას აქვს თავისი ვადები და ეტაპები, რომელიც უნდა განხორციელდეს. პროცესი დაწყებულია და სწორედ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაგრძელდება. ამიტომ, საუბარი სიის შეჩერებაზე, ან პარლამენტის არალეგიტიმურობაზე აბსურდულია“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა. 

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

გარლიკი კლონირებული კატა

21 აგვისტო 2019, 10:52

ტექნოლოგიები

ჩინეთში კლონირებული კატა პირველად დაიბადა

ჩინური კორპორაცია Sinogene Biotechnology -ს მეცნიერებმა ქვეყანაში პირველად კატის წარმატებული კლონირება მოახერხეს. ბრიტანული ჯიშის კნუტი სახელად გარლიკი 21 ივლისს დაიბადა. ცხოველი აბსოლუტურად ჯანმრთელია. კნუტმა სახელი იმ კატის საპატივცემულოდ მიიღო, რომლის გენეტიკური მასალის გამოყენებით იყო შემქნილი.

მატრიცა

21 აგვისტო 2019, 10:36

კულტურა

სტუდია Warner-მა ახალ "მატრიცაზე" დაიწყო მუშაობა

ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ორიგინალური ტრილოგიის თანაავტორი ლანა ვაჩოვსკი იქნება. კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი კი ნეოს და ტრინიტის როლებს დაუბრუნდებიან. ფრანშიზის პირველი ფილმი ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა. ტრილოგიამ საერთაშორისო გაქირავებიდან 1.6 მილიარდი ფუნტი მიიღო.

ლარი კინგი

21 აგვისტო 2019, 10:31

ტაბლოიდი

ლარი კინგი მეშვიდე ცოლს გაშორდა

ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი მეშვიდე ცოლს გაშორდა, ამის შესახებ People წერს. 85 წლის წამყვანმა 59 ცოლთან ურთიერთობა ურთიერთობა 22 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაასრულა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. გამოცემის ცნობით მათ ლოს-ანჯელესის სამხარეო სასამართლოს უკვე მიმართეს.

ედგარს რინკევიჩსი

21 აგვისტო 2019, 09:50

საქართველო

რინკევიჩსი: გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი საქართველოს სუვერენიტეტის მორიგი აშკარა დარღვევაა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ეს არალეგალური ქმედება უნდა შეჩერდეს. „ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც გუგუტიანთკარში მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მოროგი აშკარა დარღვევაა“, - წერს რინკევიჩსი.

21 აგვისტო 2019, 09:20

საქართველო

ოკუპანტების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი ამ დროისათვის შეჩერებულია

ხელოვნური ბარიერის აღმართვა და გამყოფი ხაზის მოწყობის სამუშაოები გუშინ იქ 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივთა საკარმიდამო ნაკვეთებში ოკუპანტებმა დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს, რომელზეც მოგვიანებით სავარაუდოდ რკინის ღობეს დაამონტაჟებენ.

21 აგვისტო 2019, 09:07

საქართველო

ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულები მოინახულა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულები მოინახულა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს თავიანთ ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება მიულოცა. დაკავებული მოქალაქეები გუშინ გაათავისუფლეს.

21 აგვისტო 2019, 08:52

მსოფლიო

ინდოელი თინეიჯერის მუცლიდან 1.5კგ-მდე თმა ამოიღეს

პაციენტი ტკივილით და ღებინების სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 14 წლის გოგო თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. დაავადების მიზეზის დასადგენად პაციენტს გაოკვლევები ჩაუტარდება.პაციენტი ტკივილით და ღებინების სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

21 აგვისტო 2019, 08:42

ძალოვნები

ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდებიდან ერთი ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა სავაურაუდოდ დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით დაიღუპა. ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში რამდენიმე ახალგაზრდა ერთნაირი სიპტომებით მოხვდა, მათგან ერთი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ქიბარ ხალვაში

21 აგვისტო 2019, 08:31

საქართველო

ხალვაში „რუსთავი2-ზე“: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო

„რუსთავი2-ში“ განვითარებულ მოვლენებს არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „რუსთავი 2“-ის მფლობელი წერს, რომ ჟურნალისტების მიერ პირდაპირ ეთერში სამსახურის დატოვება სიურპრიზი არ იყო. 9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს.

21 აგვისტო 2019, 08:11

ტექნოლოგიები

HMD Global-ი განახლებულ Nokia 2720-ს გამოუშვებს

ორიგინალი Nokia 2720-ს 1.3 მეგაპიქსელი კამერით და მხოლოდ 9 მეგაბაიტი მეხსიერებით არის აღჭურვილი. ახალი ტელეფონის ფასი 100 ევრო იქნება. გასული წლის განმავლობაში HMD Global-მა Nokia 8110, Nokia 6-ის, 7 Plus-ის და 1-ის განახლებული ვერსიები წარადგინა.

დონალდ ტრამპი

21 აგვისტო 2019, 07:59

მსოფლიო

გრენლანდიის ყიდვაზე უარის შემდეგ ტრამპმა დანიაში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში დაგაგემილი ვიზიტი გააუქმა, იტყობინება BBC. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დანიის პრემიერმინისტრის განცხადებით ახსნა, როდესაც მეტე ფრედერიქსენმა გრენლანდიის გაყიდვის იდეას აბსურდული უწოდა.

ვარდისფერი ლეოპარდი

21 აგვისტო 2019, 00:27

ტექნოლოგიები

სამხრეთ აფრიკაში ფარულმა კამერამ იშვიათი ვარდისფერი ლეოპარდი გადაიღო

ფოტოები ნაკრძალის მფლობელს, 45 წლის ალან უოტსონს და მის 41 წლის მეუღლეს ლინსი უოტსონს ეკუთვნის. კადრებზე აღბეჭდილი ველური ლეოპარდი მკვდარ ჟირაფს ჭამს. ლეოპარდის ტყავის ასეთი იშვიათი ფერი ერითრიზმით (გადაჭარბებული წითელი პიგმენტაცია) არის გამოწვეული.

პოლ მაკარტნი

21 აგვისტო 2019, 00:15

ტაბლოიდი

პოლ მაკარტნი მედიატორს ლიანდაგებზე გასწორებული მონეტებით ამზადებს

პაპარაცებმა პოლ მაკარტნი მატარებლის ლიანდაგებზე მონეტების დაწყობისას დააფიქსირეს. როგორც აღმოჩნდა, ამგვარად ლეგენდარული მუსიკოსი გიტარისთვის მედიატორებს ამზადებს. მედიატორების დამზადების ასეთი მეთოდისთვის არაერთ დამწყებ მუსიკოსს მიუმართავს, თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, ამ მეთოდზე უარს არც პოლ მაკარტნი ამბობს.

ჯონ სალივანი

21 აგვისტო 2019, 00:03

მსოფლიო

რუსეთში აშშ-ის ელჩად შესაძლოა პომპეოს მოადგილე დაინიშნოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთში ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოადგილის ჯონ სალივანის დანიშვნა სურს. ამის შესახებ თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი წერს. სალივანის კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში ის ელჩად სენატმა უნდა დაამტკიცოს.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 23:41

მსოფლიო

ტრამპი „დიდ რვიანში“ რუსეთის დაბრუნების მომხრეა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვაშინგტონში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრაზე განუცხადა.

ეგვიპტე სამხედრო

20 აგვისტო 2019, 23:09

მსოფლიო

ეგვიპტელმა ძალოვნებმა სინას ნახევარკუნძულზე 11 ტერორისტი მოკლეს

ეგვიპტელმა ძალოვნებმა სინას ნახევარკუნძულზე 11 ტერორისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. მისი ინფორმაციით, რადიკალები თავს ქალაქ ელ-არიშის მახლობლად ერთ-ერთ ტყეს აფარებდნენ, სადაც საიდუმლო ბაზა ჰქონდათ მოწყობილი.

ნიკა გვარამია

20 აგვისტო 2019, 22:40

საქართველო

გვარამია: 2013 წელს შუბლაძე ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდებოდა

ნინო შუბლაძე 2013 წელს „რუსთავი 2“-დან იმიტომ წავიდა, რომ მას ვანახე ვიდეო, სადაც ის მთავრობის წარმომადგენელს „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ონლაინგადაცემის „სირცხვილია“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ასტროლოგი

20 აგვისტო 2019, 22:03

მსოფლიო

რუმინეთის ტელეარხებზე პოლიტოლოგები ასტროლოგებმა ჩაანაცვლეს

რუმინეთში პროფესიონალური მედიასაშუალებების მიმართ ნდობის დაცემის ფონზე ტელესივრცეში პოლიტიკური ექსპერტები ასტროლოგებმა ჩაანაცვლეს. Politico-ს ინფორმაციით, ტელეგადაცემებს, სადაც ასტროლოგები არჩევნების შედეგებზე პროგნოზებს აკეთებენ, ყველაზე მაღალი რეიტინგები აქვთ.

დენიელ კრეიგი

20 აგვისტო 2019, 21:39

კულტურა

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის სახელი ცნობილია

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის სახელი ცნობილია. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 2 აპრილს გაიმართება. მისი რეჟისორი კერი ფუკუნაგა იქნება. კრეიგის გარდა ფილმში კრისტოფ ვალცი, რამი მალექი, ლეა სეიდუ, ანა დე არმასი და რეიფ ფაინსი მონაწილეობენ.

დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვილი

20 აგვისტო 2019, 21:13

საქართველო

9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს

9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს. „მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა "კურიერის" წამყვანი დიანა ჯოჯუა ტელემაყურებელს.