imedi /  25 ივნისი 2019, 21:56 / სანდო წყარო

სანდრა რულოვსი: ხალხი გასაპროტესტებლად გავიდა, რა თქმა უნდა პარლამენტში შესვლა მოუნდებოდა

სანდრა რულოვსი

სანდრა რულოვსი

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ის ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნას და მის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელია პატიმრობას არ იმსახურებს.

"ძალიან ცუდია. აი როგორ უპასუხეს დემონსტრანტების ადმინისტრაციულ დარღვევას: ტყვიებით, გაზით, შეურაცხყოფით და ასობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში. იმედია, რომ არ დააკავებენ ნიკა მელიას, იმიტომ რომ არ იმსახურებს და არც არავინ იმსახურებს. მარტო გახარიას დაკავებას ველოდებით",- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

რულოვსის თქმით, ხალხი აქციაზე გასაპროტესტებლად გავიდა და "რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მოუნდებოდა. ეს ყველაფერი ხალხთან ერთად და ხალხის ძალით ხდებოდა. შეიძლება, მათ ადმინისტრაციული ან რამე ასეთი დაარღვიეს, მაგრამ რაც გავრილოვის შემოყვანით და მერე გახარიას პასუხისმგებლობით მოხდა, ასჯერ და ათასჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რაც შუაში მოხდა", - განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

რაც შეეხება საპროტესტო აქციებზე გამოსვლას და რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ დემონსტრაციები უნდა გაგრძელდეს.

"არის 4 მოთხოვნა: ერთია ნაწილობრივად შესრულებული და დანარჩენების შესრულებას ველოდებით", - აღნიშნა რულოვსმა.

 

 

 

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად აფასებს

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს. თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ყველა სიახლე

ვანო ზარდიაშვილი

23 ივლისი 2019, 15:45

საქართველო

ვანო ზარდიაშვილი: ეკა ბესელიას უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა

ქართული ოცნების წევრი, ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა და მას ნოდარ მელაძეს აწვდიდა. ამის შესახებ ზარდიაშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა.

პაატა სალია

23 ივლისი 2019, 15:44

საქართველო

სალია ყველას სთხოვს, „რუსთავი 2“-ის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ

სალიას განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება იყო კომპანიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ტელეკომპანიის დირექტორი ყველას სთხოვს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს არხის ინტერესებს.

ნიკოლოზ ბასილაშილი

23 ივლისი 2019, 15:29

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მარტივად დაძლია. ტურნირის მოქმედი ქართველი ჩემპიონი ბოლივიელ უგო დელიენის დაუპირისპირდა. ბასილაშვილი ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს, მისი მეტოქე კი მსოფლიოს 87-ე ჩოგანია.

Queen

23 ივლისი 2019, 15:23

კულტურა

Queen-ის „ბოჰემური რაფსოდია“ ძველ სიმღერებს შორის ერთადერთია, რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

ბრიტანული როკჯგუფის Queen-ის „ბოჰემური რაფსოდია“ ძველ სიმღერებს შორის ერთადერთია, რომელსაც YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. ეს სიმღერა ჯგუფის სოლისტმა ფრედი მერკურმა 1975 წელს დაწერა. თავდაპირველად ის სინგლის სახლით გამოვიდა, შემდეგ კი მასზე ვიდეორგოლი გადაიღეს. გამოსვლიდან პირველ კვირას ის ბრიტანული ჰიტაღლუმის ლიდერი გახდა.

23 ივლისი 2019, 15:17

კულტურა

Marvel-ის ფილმებში სმენადაქვეითებული, აზიელი დ გეი სუპერგმირები გამოჩნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, Marvel Studio-ს ახალ ფილმებში მეტი მრავალფეროვნება იქნება. როგორც ცნობილია, მაყურებლები სხვადასხვა ფილმში სმენადაქვეითებულ სუპერგმირს, პირველ აზიელ სუპერგმირსა და ღიად გეი სუპერგმირს იხილავენ. ცნობილია ისიც, რომ Marvel-ის ფილმებში ქალებიც უფრო მეტად გამოჩნდებიან.

ეკა ბესელია

23 ივლისი 2019, 15:16

საქართველო

ბესელია შსს-ს განცხადებაზე: რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი არ იყო პირველწყარო

ახალი არაფერი მომისმენია. ვიცოდი ამ პატიმრის შესახებ და კიდევ ვსვამ კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში მას ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ შსს-ს ბრიფინგის შეფასებისას.

ბორის ჯონსონი

23 ივლისი 2019, 15:10

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. ჯონსონი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს და საქმიანობას 24 ივლისიდან შეუდგება.

ლაშა ჭელიძე ზურაბ ხორგუაშვილი, გიორგი ნემსაძე

23 ივლისი 2019, 14:52

სპორტი

„გორის დილას“ გიორგი ნემსაძე გაწვრთნის

გუნდის სპორტულმა დირექტორმა "დილის" უკვე ყოფილ უფროს მწვრთნელს გიორგი დეკანოსიძეს, რომელიც გუნდთან ბოლო 8 თვე იყო, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მწვრთნელს კი წარმატებები უსურვა. ნემსაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მთავარია გუნდი სარისკო ზონიდან გამოვიდეს და ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

ნინო ლომჯარია

23 ივლისი 2019, 14:45

საქართველო

ლომჯარიას აზრით, „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის მიერ აღსრულების მოთხოვნა კანონდარღვევა არ არის

კანონდარღვევა ვერ დავინახეთ იმაში, რომ რუსთავი2-ის ახალმა მესაკუთრემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ შეფასებასთან დაკავშირებით.

მამუკა ჭელიძე

23 ივლისი 2019, 14:11

ძალოვნები

პასუხისგებაში მისცეს კაცი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველმა ატვირთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა კაცი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქალაქო სასამართლო

23 ივლისი 2019, 13:49

ძალოვნები

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გუშინ 9 ნაფიცმა მსაჯულმა 3-ის წინააღმდეგ ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ყუფარაძე ნაფიცებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნეს. გამოძიება მას ორი ადამიანის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და შენახვას ედავებოდა.

არჩილ თალაკვაძე

23 ივლისი 2019, 13:31

საქართველო

თალაკვაძე: ჩემთვის უფრო მეტად შემაშფოთებელია ნიკა გვარამიას ნათქვამი, რომ „რუსთავი 2“ და მედია მის ხელში იარაღი იყო

როდესაც შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც გვარამიამ თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან.

23 ივლისი 2019, 13:22

მსოფლიო

სამხრეთ კორეა რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

BBC სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა იაპონიის ზღვის თავზე, ტოკტოს (ტაკესიმას) კუნძულებთან მოხდა, რომელიც სეული საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა მასზე ტოკიოც დაობს. სეული აცხადებს, რომ რუსეთმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეასა და რუსეთს შორის ეს ასეთი სახის პირველი ინციდენტია.

გია ვოლსკი

23 ივლისი 2019, 13:06

საქართველო

გია ვოლსკი: ოქრუაშვილი მსოფლიო რევოლუციის გარდა ყველაფერში მონაწილეობდა

„რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური განცხადებებია და არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ ირონიით უნდა მივუდგეთ, რაც საზოგადოებაში ამ განცხადებებმა დაიმკვიდრა. სამართლებრივი ნაწილი მას გააჩნია და რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ასეთი თვითაღიარება და ლუსტრაციის მაგალითები ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ მოიპოვება”, - აცხადებს ვოლსკი.

23 ივლისი 2019, 12:21

საქართველო

იუსტიციის სახლის ფილიალებში ახალი სერვისი დაინერგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სერვისის დანერგვისთვის საჭირო ყველა პროცესი დასრულებულია და მომხმარებელს სერვისი შეუფერხებლად, იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით მიეწოდება. აღნიშნული ცნობა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის, რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია.

23 ივლისი 2019, 12:14

საქართველო

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი-2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 12:09

ძალოვნები

ოქრუაშვილი: გამოძიებას ვუთხარი, რომ პარლამენტში შესვლას ხელფასის ასაღებად ვაპირებდი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოკითხეს. ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან დაასახელა რამდენიმე შეკითხვა, რომელიც მისი თქმით, გამოკითხვის დროს დაუსვეს.

მამუკა ბახტაძე

23 ივლისი 2019, 12:06

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: 2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა

როგორც შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 11:53

საქართველო

თადუმაძე: მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა

ის ხიბლი, რაც მოსამართლეს გააჩნია გადაწყვეტილების მიღების დროს , ეს არის შინაგანი რწმენა, შესაბამისობაში იყოს გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ჩატარებულ პროცესის შედეგებზე“,-აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 11:40

საქართველო

თადუმაძე: რეიტინგების მიხედვით, პროკურატურა და სახალხო დამცველი ერთმანეთს უტოლდება

მენეჯერული გამოცდილებაზე საუბრისას უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ საგამოძიებო უწყებას საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით სერიოზული პრობლემა ჰქონდა.