imedi /  26 ივნისი 2019, 10:45 / სანდო წყარო

პროკურორი: არსებობს ნიკა მელიას მიმალვის საფრთხე

ამირან გულუაშვილი

ამირან გულუაშვილი

პროკურორი ამირან გულუაშვილი ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს. ამირან გულუაშვილის განმარტებით, არსებობს მელიას მიმალვის და მის მიერ ქვეყნის საზღვრების დატოვების საფრთხე. ასევე, მისივე თქმით, შესაძლოა, მელიამ გავლენა კვლავ მოახდინოს ადამიანებზე და ისინი დაიყოლიოს ახალი დანაშაულის ჩადენაზე.

ამირან გულუაშვილმა ასევე განმარტა, რომ შესაძლოა მელიამ მოწმეებზე ზეგავლენა მოახდინოს, რომ მათ არ მისცენ საწინააღმდეგო ჩვენება. მისივე მტკიცებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლოა მელიამ ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

ამირან გულუაშვილმა ასევე თქვა, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ნიკა მელიას მიმართ გამოყენებულია გირაო და ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებამ ვერ უზრუნველყო, რომ მას არ ჩაედინა ახალი დანაშაული. ამიტომ ახალი დანაშაულის პრევენციისთვის მყარი გარანტი იქნება პატიმრობა.

„გენერალური პროკურორი მოგმართავთ თხოვნით, გასცეთ თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

 

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად აფასებს

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ყველა სიახლე

23 აგვისტო 2019, 15:16

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ არცევთან დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს

„უკანონო დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული პირი უკანონო პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა და იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აცხადებენ სუს-ში.

23 აგვისტო 2019, 14:51

ძალოვნები

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია

ხმაურია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბის საქმე დაკავებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპირებენ ცენტრალური ქუჩა გადაკეტონ.

ტყის ხანძრები

23 აგვისტო 2019, 14:40

საქართველო

გარემოს სააგენტო: საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა და ტყის ხანძრების რისკი იზრდება

საქართველოს მთიან რეგიონებში 3 სექტემბრის ჩათვლით მოსალოდნელია მაღალი, +36, +38 გრადუსამდე ტემპერატურა, - ამ ინფორმაციას გარემოს ეროვნული (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი

23 აგვისტო 2019, 14:32

მსოფლიო

პუტინი: აშშ რუსეთს ახალ შეიარაღებაზე მუშაობის დაწყებას აიძულებს

პუტინმა აშშ რაკეტების ლიკვიდაციის გაუქმებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ვაშინგტონის მიერ ახალი ფრთოსანი რაკეტის გამოცდით გამოწვეული საფრთხის შეფასება და სიმეტრიული პასუხის მომზადება დაავალა.

ალექსანდრე ლუკაშენკო და მამუკა ბახტაძე

23 აგვისტო 2019, 14:18

საქართველო

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურობა მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გამოხატულებაა.

23 აგვისტო 2019, 14:08

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით.

ამაზონის ხანძარი

23 აგვისტო 2019, 13:58

მსოფლიო

ამაზონის ტყე იწვის. რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოს? ფოტო

ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის სახეობას უყრის თავს. ის დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარია. ამაზონის ტყე ყოველწლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს.

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი სამეფო ოჯახი

23 აგვისტო 2019, 13:49

ტაბლოიდი

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი შოტლანდიაში ეკონომკლასით გაფრინდნენ

პრინცი უილიამი მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად შოტლანდიაში ავიაკომპანია Flybe-ს კომერციული რეისით გაფრინდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. The Mirror-ის ინფორმაციით ბილეთი ლონდონიდან აბერდინამდე £73 ფუნტი ღირს.

ტეილორ სვიფტი

23 აგვისტო 2019, 13:44

კულტურა

ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი და კლიპი გამოუშვა

ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მეშვიდე ალბომი გამოუშვა. ალბომ Lover-ში 18 სიმღერა შევიდა, მათ შორის არის ქანთრი-ჯგუფ Dixie Chicks-თან და Panic! At the Disco-ს ვოკალისტ ბრენდონ ურისთან შერსრულებული სიმღერებიც.

მაშველები შავი ზღვა

23 აგვისტო 2019, 13:19

ძალოვნები

საგანგებო სიტუაციების სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებს

დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ.

სალომე ზურაბიშვილი

23 აგვისტო 2019, 13:17

მსოფლიო

ზურაბიშვილი: საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყეებთან ერთად

„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად. ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი დედამიწის გადასარჩენად და მოვუწოდებთ ყველას, ამაზონის გადასარჩენად ვიმოქმედოთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

მატარებელი ლიანდაგებიდან

23 აგვისტო 2019, 13:08

მსოფლიო

საკრამენტოში მეტროს მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა

გამოცემა Sacramento Bee-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 ბრიგადა და 40 მაშველი მუშაობდა. ინციდენტის მიზეზი უცნობია, გამოძიებას ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველი კომპანია აწარმოებს.

კეილორ ნავასი მეკარე

23 აგვისტო 2019, 12:59

სპორტი

კეილორ ნავასი „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას აპირებს

მეკარე კეილორ ნავასმა შესაძლოა „მადრიდის რეალი“ დატოვოს. ესპანური Marca-ს ცნობით 32 წლის კოსტარიკელი ფრანგულ „პსჟ“-ში გადასვლასთან ახლოსაა. „რეალმა“ ნავასის წასვლის სურვილი გაითვალისწინა და მის შემცვლელს უკვე ეძებს. კეილორ ნავასი „მადრიდის რეალში“ 2014 წლიდან თამაშობს.

ექიმები

23 აგვისტო 2019, 12:43

მსოფლიო

აფეთქება სევეროდვინსკთან: რუსი ექიმები სამხედროებს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

სევეროდვინსკთან აფეთქების შედეგად დაშავებულების მკურნალობა ყველანაირი წესის დარღვევით მიმდინარეობა. ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტებს იმ ექიმებმა განუცხადეს, რომლებმაც დაშავებულებს დახმარება გაუწიეს. არხანგელსკის საავადმყოფოს თანამშრომლებმა გამოცემას ინტერვიუ ანონიმურობის დაცვის გარანტიით მისცეს.

სოფიო გორგოძე

23 აგვისტო 2019, 12:29

საქართველო

3000 სააპელაციო განაცხადიდან აბიტურიენტების შეფასება 648 შემთხვევაში შეიცვალა

3000 სააპელაციო განაცხადიდან 648 შემთხვევაში, აბიტურიენტების შეფასება შეიცვალა - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ 648 აბიტურიენტიდან, ვისაც ქულა შეეცვალა, უმეტეს შემთხვევაში ეს ქულა გაიზარდა, თუმცა იყო საპირისპირო შემთხვევებიც.

კონორ მაკგრეგორი

23 აგვისტო 2019, 11:38

სპორტი

კონორ მაკგრეგორს ხაბიბთან რევანშის აღება სურს

ამის შესახებ შერეულ ორთაბრძოლებში ყოფილმა ჩემპიონმა ტელეკომპანია ESPN-ის ეთერში განაცხადა. ირლანდიელის თქმით, მას ტიტულის დაბრუნება სურს. მან ასევე აღიარა, რომ ხაბიბთან ბრძოლისთვის არასწორად მოემზადა და მოწინააღმდეგე სათანადოდ არ შეაფასა. „იმ ბრძოლაში ბევრი რამ ვისწავლე“, - განაცხადა მაკგრეგორმა.

მზის ენერგია

23 აგვისტო 2019, 11:23

ტექნოლოგიები

ჰემფშირის სარკინიგზო ხაზი მსოფლიოში პირველად მზის ენერგიას გამოიყენებს

ჰემფშირის სარკინიგზო ხაზი დღეიდან მზის ენერგიითაც მომარაგდება, - ინფორმაციას Guardian ავრცელებს. მზის 100-მდე პანელით სარკინიგზო ხაზი დამატებით ენერგიას მიიღებს, რომელსაც ამ ეტაპზე სიგნალიზაციისთვის, ან განათებისთვის გამოიყენებს. მომავალში სქემის გაფართოება იგეგემება, რაც დიზელის საწვავის გამოყენების შემცირებას ითვალისწინებს.

ტყის ხანძარი

23 აგვისტო 2019, 11:04

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრების გაჩენის საშიშროების გამო განგაში გამოცხადდა

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მთავრობამ კუნძულ გრან-კანარიაზე მძვინვარე ხანძრის სტაბილიზაციის შესახებ განაცხადა. ხანძარი 17 აგვისტოს გაჩნდა და 12 000 ჰექტარის ფართობზე იყო მოდებული, ბოლო მონაცემებით სტიქიის გამო 9.800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ყველა მათგანი სახლებში დაბრუნდა.

კანაფი

23 აგვისტო 2019, 10:45

ეკონომიკა

ამერიკელი ფერმერები კანაფის მოყვანაზე დიდ იმედებს ამყარებენ

ამის შესახებ სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. Financial Times-ის ცნობით კანაფის ბაზრის მოცულობამ 2018 წელს $ 1.9 მილიარდს მიაღწია. თუ ამ კულტურაზე მოთხოვნის ზრდა ისეთივე აქტიური იქნება, როგორც მარიხუანაზე, რომელიც ზოგ შტატში ლეგალიზებულია, 5 წელში გაყიდვების მოცულობა $20 მილიარდამდე გაიზრდება.

Echowaves-ი

23 აგვისტო 2019, 10:27

კულტურა

ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves-ი მიმდინარეობს

ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves-ი მიმდინარეობს. განახლებულ სცენაზე წუხელ მსოფლიოში განთქმულმა დიჯეებმა დაუკრეს. მათ შორის იყვნენ ნინა კრავიცი და ეტაპ კაილი. Echowaves-ი, რომელიც უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება.