imedi /  26 ივნისი 2019, 12:19 / სანდო წყარო

მელია: ისეთი დაბნეულები არიან, ჩემს დაპატიმრებაზე მიმართვა შეიძლება თბილისის ზოოპარკს გაუგზავნონ

ნიკა მელია

ნიკა მელია

დაპატიმრების შემთხვევაში კეთდება მიმართვა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომ შემოდის პატიმარი, მაგრამ ესენი ისეთი დაბნეულები არიან, მადლობელი დავრჩები, თუ თბილისის ზოოპარკზე არ გააკეთებენ მიმართვას, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარე მოვლენები.

ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის წევრები დამოუკიდებლად არ მოქმედებენ და ივანიშვილის მითითებებს ასრულებენ.

„ეს არის რუსული ოცნება და მისი ხელმძღვანელი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც არა მარტო დიდი ფულის და გავლენის მატარებელია, არამედ ადამიანი, რომლის ძირითადი ნაკლი არის შემდეგი, იგი ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში.

ამ ადამიანებს რომ კითხო, პარლამენტარები არიან და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლს ახორციელებენ, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ბიძინა ივანიშვილს მოსამსახურე პერსონალი ყავს მაღალ თანამდებობებზე.

დაპატიმრების შემთხვევაში კეთდება მიმართვა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომ შემოდის პატიმარი, მაგრამ ესენი ისეთი დაბნეულები არიან, მადლობელი დავრჩები, თუ თბილისის ზოოპარკზე არ გააკეთებენ მიმართვას. რაც შეეხება გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო დაკავებას, იმედია, ამ დონის სიგიჟეზე ისინი არ წავლენ. ბიძინა ივანიშვილის მზე ესვენება, იძირება გემი“, – განაცხადა მელიამ.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ. საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 09:00 საათზე დაიწყო. მასზე დასწრების საშუალება თავად ნიკა მელიასაც აქვს, თუმცა ის სხდომას არ ესწრება. სხდომას გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებიან. 

12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. 

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად აფასებს

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ყველა სიახლე

ლიამ გალაჰერი

21 სექტემბერი 2019, 00:37

კულტურა

ლიამ გალაჰერმა ახალი სოლო ალბომი გამოუშვა

ჯგუფ Oasis-ის ყოფილმა წევრმა ლიამ გალაჰერმა ახალი სოლო ალბომი გამოუშვა, - წერს Rolling Stone. მისი სახელია - „Why My? Why Not“. ალბომი რიგით მეორეა და მასში შესულია 14 კომპოზიცია. როკ-ჯგუფი Oasis-ი მანჩესტერში 1991 წელს შეიქმნა. მისი წევრები იყვნენ: ლიამ გალაჰერი, პოლ ართურსი, პოლ მაკ-გიგენი და ტონი მაკ-კეროლი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 სექტემბერი 2019, 00:36

სპორტი

ბასილაშვილი მეცის ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა

ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 61-ე ჩოგანი, ფრანგი ჯო-უილფრიდ ცონგა იყო. პირველი სეტი ბასილაშვილმა 7:5 მოიგო, მეორეში კი 3:6 დამარცხდა. მესამე სეტის მიმდინარეობისას, როდესაც ანგარიში ცონგას სასარგებლოდ 4:1 იყო, ნიკამ სამედიცინო ტაიმაუტი აიღო, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ კი შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ტრაიან ბესესკუ

21 სექტემბერი 2019, 00:22

მსოფლიო

რუმინეთის ექსპრეზიდენტი კომუნისტური პოლიციის ინფორმატორი იყო

რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის ინფორმატორად მუშაობდა. გამოცემა Balkan Insight-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა. ბესესკუ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

პორშე

21 სექტემბერი 2019, 00:12

ეკონომიკა

Volkswagen-ი და Porsche ბაზრიდან 227.000 ავტომობილს გაიწვევენ

Volkswagen-ი და Porsche საავარიო ბალიშების დეფექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მიზეზით ავტომობილების ნაწილს უკან გაიწვევენ, - წერს Reuters. კერძოდ, ეს შეეხება შემდეგ მოდელებს: 2015 წელს გამოშვებულ Tiguan-ს, Sharan-ს და CC-ს. ასევე, Boxster-ს, Cayman-სა და Panamera-ს. ორივე კომპანია ბაზრიდან ეტაპობრივად სულ 227.000 ავტომობილს გაიწვევს.

Psylla frodobagginsi

20 სექტემბერი 2019, 23:58

ტექნოლოგიები

ახალაღმოჩენილ მინდვრის რწყილს მეცნიერებმა ფროდო ბეგინსი დაარქვეს 💍🧙‍♂️

ახალზელანდიელმა მეცნიერებმა მინდვრის რწყილის ახალ სახეობას სახელი „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟის, ჰობიტ ფროდო ბეგინსის საპატივცემულოდ დაარქვეს. რწყილის ახალ სახეობას Psylla frodobagginsi ერქმევა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით წერს.

მაჰდი ალ-მაშათი

20 სექტემბერი 2019, 23:29

მსოფლიო

ჰუსიტები მზად არიან საუდის არაბეთზე ავიადარტყმები შეწყვიტონ

დაჯგუფება „ანსარ ალას“ მებრძოლები, რომლებმაც იემენის ჩრდილოეთის ნაწილზე კონტროლი დაამყარეს, საუდის არაბეთზე ავიადარტყმების შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამენ და ერ-რიადისგან საპასუხო ნაბიჯს ელოდებიან, - ამის შესახებ ტელეარხ „ალ-მასირას“ ეთერში ჰუსიტების პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა მაჰდი ალ-მაშათმა განაცხადა.

სანქციები

20 სექტემბერი 2019, 23:24

მსოფლიო

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. კერძოდ, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები ახლა უკვე ირანის ეკონომიკას - ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული განვითარების ფონდს შეეხება. აშშ-ი კი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს. ირანმა ისიც განაცხადა, რომ ომისთვის მზად არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი

20 სექტემბერი 2019, 23:12

საქართველო

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განმარტა

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა.

პრინცი ენდრიუ

20 სექტემბერი 2019, 22:46

მსოფლიო

ეპშტეინის მსხვერპლმა პრინც ენდრიუსთან სექსუალური ურთიერთობის დეტალები გაიხსენა

ჯეფრი ეპშტეინის მსხვერპლი ქალი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრინც ენდრიუს მასთან სექსის აღიარებისკენ მოუწოდებდა, ამბობს, რომ პრინცს ის ეპშტეინმა მიუგზავნა. ამის შესახებ მან NBC News-ის ეთერში განაცხადა. 35 წლის ვირჯინია ჟუფრეს მტკიცებით, პრინცს ენდრიუსთან სექსი მას 17 წლის ასაკში ჰქონდა.

შოთა დიღმელაშვილი

20 სექტემბერი 2019, 22:08

საქართველო

„სირცხვილია“: ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის არჩევნებზე დაასრულებს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა მომიტინგეებს მანიფესტი წაუკითხა და მოძრაობის გეგმები გააცნო. მისი განცხადებით, „სირცხვილიას“ მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება იქნება.

ბავშვთა პორნოგრაფია

20 სექტემბერი 2019, 21:49

ძალოვნები

საქართველოში ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დაკავებებს საერთაშორისო მედია გამოეხმაურა

შსს-ს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია გამოეხმაურა. კერძოდ, უწყებამ Reuters-ისა და ავსტრალიური მედია ABC-ის მიერ ამ საქმის გაშუქება მიმოიხილა.

საპატრიარქო

20 სექტემბერი 2019, 21:11

საქართველო

საპატრიარქო: უწმინდესი კირილეს ქმედება ჩვენთვის სეპარატიზმის წახალისებად აღიქმება

საპატრიარქო ინფორმაციას, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა კირილემ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა, განცხადებით ეხმაურება. „გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს“.

კუ ჰელიქსი

20 სექტემბერი 2019, 20:57

ტაბლოიდი

ამერიკელმა ხეიბარ კუს ფინგერბორდის ბორბლები დაუმაგრა

ამერიკელი რენდი ბეტცი დელავერის შტატში ცხოვრობს, ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობს და თავისუფალ დროს კუების გამრავლებით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მისი ერთ-ერთი კუ ზურგის დეფორმაციით დაიბადა, რის გამოც უკანა კიდურებს ვერ იყენებდა.

მარნეულის სასურსათო ქარხანა

20 სექტემბერი 2019, 20:44

ეკონომიკა

მარნეულის სასურსათო ქარხანა: წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა, - ინფორმაციას მარნეულის სასურსათო ქარხანა ავრცელებს. „შედეგების მოსვლისთანავე ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას“.

20 სექტემბერი 2019, 20:33

მსოფლიო

ჰეზბოლა: ომის შემთხვევაში ირანი საუდის არაბეთს გაანადგურებს

ომის შემთხვევაში ირანი საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაანადგურებს, - ამის შესახებ ტელემიმართვაში ლიბანური ისლამისტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ლიდერმა საიდ ჰასან ნასრალამ, იუწყება სააგენტო Reuters-ი. მან ასევე არაბულ ქვეყნებს იემენში მიმდინარე ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მამუკა ხაზარაძე

20 სექტემბერი 2019, 20:10

საქართველო

პარლამენტის წინ აქციაზე მამუკა ხაზარაძე მივიდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც მივიდა. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, 20 ივნისს გაჩენილი მუხტი არ გაქრება და მთელ საქართველოში გავრცელდება.

სიდნეი კლიმატის ცვლილება

20 სექტემბერი 2019, 20:04

მსოფლიო

კლიმატის დასაცავად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა

მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში კლიმატის დაცვის მოთხოვნით დემონსტრაციები იმართება. BBC-ის ინფორმაციით, დემონსტრანტები წიაღისეული საწვავის ხანის დასრულებას და დედამიწის ბუნებრივი რესურსების სამართლიანი გადანაწილებას მოითხოვენ.

კონსორციუმი

20 სექტემბერი 2019, 19:49

ეკონომიკა

ანაკლიის კონსორციუმი: ინვესტორი „მერიდიანი“ ყაზახური წარმომავლობისაა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფ Merdian Capital Limited (Meridian)-ის წარმომავლობა ყაზახურია.

დორიან სი

20 სექტემბერი 2019, 19:23

მსოფლიო

გერმანელმა სერფერმა შემთხვევით მეტეორის ჩამოვარდნა გადაიღო

12 სექტემბერს დორიან სი ჩრდილოეთის ზღვაში სერფინგით იყო დაკავებული. მის მიერ გადაღებულ ვიდეოზე მეტეორის ჩამოვარდნა ჩანს. ექსპერტების ინფორმაციით, მეტეორი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა და დანიის სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდა.

„სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია

20 სექტემბერი 2019, 19:00

საქართველო

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობს

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მესამე თვეა, რაც აქციის მონაწილეები 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ.