imedi /  26 ივნისი 2019, 14:45 / სანდო წყარო

ოპოზიციამ ის მოწმეები დაასახელა, რომლებიც ნიკა მელიას საქმეში ფიგურირებენ

პარლამენტი

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით ხმაურის ფონზე მსჯელობენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ იმ მოწმეების ვინაობა დაასახელა, რომლებიც მელიას წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას. კობა ნაყოფიას თქმით ესენი არიან: 

"დავით ბარამაშვილი - სუს-ის თანამშრომელი, სანდრო ბარამაშვილი - შსს-ს თანამშრომელი, ალექსი ბუიშვილი - ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ირაკლი შაიშმელაშვილი - თავდაცვის სამინისტრო, ნათია ბერიძე - 2018 წელს არჩევნებში აქტიურად იყო ჩართული კომისიის თავმჯდომარედ თუ მოადგილედ ერთ-ერთ რაიონში. ამავე დროს ბაღის თანამშრომელი", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მოგვიანებით, "ნაციონალების" წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პროკურორებს ჰკითხა, რამდენად არიან მათი მოწმეები სანდოები

"მოწმე ალექსი ბუიშვილი (ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე) არის თუ არა შსს-ს თანამშრომელი და თვლიან თუ არა პროკურორები რომ შსს-ს თანამშრომლები უნდა იძლეოდნენ ჩვენებებს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით.

მეორე ადამიანი - დემეტრაშვილი ნიკა, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. მესამე ირაკლი შაიშმელაშვილი რომელიც არის დეტექტივი შსს-ში და ამას ღიად Facebook-ზე აცხადებს. მეოთხე მოწმე - სუსის ინსპექტორი დავით ბარამიშვილი, ასევე სანდრო ბარამიშვილი შსს-ს თანამშრომელი. და ბოლოს, ე.წ. მოწმე ნათია ბერიძე "ქართული ოცნების" კომისიის თავმჯდომარე, რომლის გადაღებულ ვიდეოს თურმე აპირებთ რომ გამოიყენოთ როგორც მტკიცებულება ნიკა მელიას წინააღმდეგ. თვლით თუ არა რომ ეს არის სანდო მოწმე და სანდო ვიდეომტკიცებულება?", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით კი პროკურატურას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დაეწყო ამ საქმეზე საფუძველი, გარდა პოლიტიკური მოტივაციისა, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაექცეს:

"პროფესიონალიზმში მოიკოჭლებთ ძალიან. ცრუ მოწმეებიც კი როგორც ჩანს ისეთი მცირე რაოდენობით გყავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიციის დევნისას იძულებული ხართ ერთი და იგივე ადამიანები გამოიყენოთ ცრუ მოწმეებად სხვადასხვა პროცესებზე. მაგალითად ბატონი ბუიშვილი, რომელიც მელიას საქმეში ფიგურირებს, გამოყენებულ იქნა დავით კირკიტაძის წინააღმდეგ საქმეში. მაინტერესებს, კირკიტაძის და მელიას წინააღმდეგ ერთი და იგივე ხალხის ჩვენებები არსებობს თუ არა. გადაამოწმეთ მათი ID ნომრები და მაცნობეთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

imedinews-ს პროკურატურაში განუცხადეს, რომ ალექსი ბუიშვილი დავით კირკიტაძის საქმეში მოწმე არ არის.

 

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ყველა სიახლე

მასობრივი ქორწილი ფილიპინები პირბადეები

24 თებერვალი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ფილიპინებზე მასობრივი ქორწილის 440 მონაწილეს ცერემონიაზე პირბადეები ეკეთა

ეს პრევენციული ზომები კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღეს. ქალაქ ბაკოლოდში წელს 220 წყვილი დაქორწინდა. ღონისძიება ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2020, 00:35

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩემი სურვილია, რომ უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში მორიგდნენ

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში მორიგდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მას უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ჰკითხეს.

სოზარ სუბარი

24 თებერვალი 2020, 00:11

საქართველო

სოზარ სუბარი: აღმოჩნდა, რომ არამხოლოდ კიბერთავდასხმისგან, მსოფლიო რუსული აგრესიისგან არ არის დაცული

„კიბერთავდასხმისგან ასი პროცენტით დაცვის შესაძლებლობა დიდ ქვეყნებსაც არ აქვთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა. ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედების შედეგია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2020, 00:10

მსოფლიო

აშშ-ში დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი გაიზარდა

ტრამპის მოწონების რეიტინგი 49%-ს შეადგენს, ხოლო მის საქმიანობას უარყოფითად 48% აფასებს. ამგვარად ტრამპის საქმიანობას, რომელმაც იმპიჩმენტის პროცედურა გამოიარა, დადებითად საშუალოდ 43.3% ფასებს, მისი საქმიანობით უკმაყოფილო კი 52.2%-ია.

მდინარე ფარავანი

23 თებერვალი 2020, 23:50

ძალოვნები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მდინარე ფარავნის ადიდების შესახებ აფრთხილებს

„მდინარის ადიდების გამო, გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, გაფრთხილებთ, რომ მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოზარ სუბარი

23 თებერვალი 2020, 23:33

საქართველო

სოზარ სუბარი: ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდება

„ვერანაირ საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდებიან, იმიტომ რომ მათი გაერთიანება პრაქტიკულად შეუძლებელია. უბრალოდ შეუძლებელია ეს ძალები დადგნენ და დაიწყონ: „აი ამ ადამიანს დავუჭიროთ მხარი“. ცალკე კიდე არც ერთს არ აქვს იმის რესურსი, რომ მოიგოს რომელიმე მაჟორიტარული ოლქი. რესურსი რომ ჰქონდეთ, მაშინ აღარც უნდა ითხოვდნენ არც სრულად პროპორციულს, არც რაიმე ცვლილებას“, - აღნიშნა სუბარმა.

ნინო ბურჯანაძე

23 თებერვალი 2020, 23:31

საქართველო

მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში ნინო ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილს მხარს არ დაუჭერს

ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ისეთი კანდიდატი დააყენოს, რომლის მიმართაც საზოგადოებას პრეტენზიები ნაკლებად, ან საერთოდ არ ექნება, ასეთ კანდიდატად ვანო მერაბიშვილი ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, როდესაც მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციის კონსულტაციების კონტექსტში დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ნინო ბურჯანაძე

23 თებერვალი 2020, 23:06

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას

„ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას. ის არასოდეს ყოფილა პოლიტიკური ლიდერი და არამგონია რომელიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის რომელიმე ორგანიზაციაში გადაწყვეტს შესვლას, მაინცდამაინც პოლიტიკურ ლიდერად ის მაგიდასთან გამოგზავნოს. იმიტომ რომ ეს იქნება უბრალოდ ხელოვნურად მაგიდის ჩაშლის მცდელობა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

გურამ თუშიშვილი

23 თებერვალი 2020, 22:44

სპორტი

გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

გადამწყვეტ შეხვედრამდე თუშიშვილმა ალიშერ იუსუპოვი, შაკარმამად მირმამადოვი, მინჯონგ კიმი და რაფაელ სილვა დაამარცხა. თუშიშვილის გარდა დიუსელდორფის გრან პრიზე ოქროს მედალი ქართველი ძიუდოისტებიდან ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

წოლჭიმის ნაკრები

23 თებერვალი 2020, 22:27

საქართველო

წოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშებიდან საქართველოს ნაკრები 2 მედლით ბრუნდება

საქართველოს წოლჭიმის ნაკრები მანჩესტერის 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებიდან 2 მედლით ბრუნდება. აკაკი ჯინჭარაძე 107კგ.წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აჰმად რაზმაზარმა ამავე ტურნირზე ოქროს მედალი 80კგ.წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ნიკოლ ფაშინიანი

23 თებერვალი 2020, 22:21

მსოფლიო

კორონავირუსის საფრთხის გამო სომხეთი ირანთან საზღვრას 2 კვირით კეტავს

ამის შესახებ Facebook-ზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა. „პატივცემულო თანამემამულენო, მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს ორი კვირით ჩაიკეტოს საზღვარი ირანთან. ასევე შეწყდება ავიამიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის და ირანთან საზღვარზე ხალხის შემოშვება“, - დაწერა ფაშინიანმა.

კალათბურთი საქართველო სერბეთი

23 თებერვალი 2020, 22:00

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

პირველი ტაიმი მასპინძლებმა ანგარიშით 48-41 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლა მოახერხა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრი თად მაკფადენი გახდა, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. გიორგი შერმადინმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

23 თებერვალი 2020, 21:46

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი. იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ხარაგაული

23 თებერვალი 2020, 21:20

საქართველო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხარაგაულში, ობიექტზე დასაქმებული ადგილობრივების მოთხოვნით, ჩინელი კოლეგები სხვა ობიექტზე გადაიყვანეს

სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტიდან ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ადგილზე დასაქმებულების პროტესტის შემდეგ, კომპანიამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჩინეთის მოქალაქეები ბორითში გადაიყვანა.

ბექა ღვინიაშვილი

23 თებერვალი 2020, 21:16

სპორტი

ბექა ღვინიაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გორელმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მამადლი მეჰდიევი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. მანამდე კი, ღვინიაშვილმა ყირგიზი ერლან შეროვი და შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვთან წააგო.

მიწისძვრა

23 თებერვალი 2020, 21:00

მსოფლიო

თურქეთში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხოიში დაფიქსირდა. მიწისძვრის მაგინტუდის სიმძლავრემ 5.9 შეადგინა. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულებზე არ ვრცელდება. დღესვე, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სახანძრო მანქანა

23 თებერვალი 2020, 20:50

ძალოვნები

დიდ ლილოში ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია

მეხანძრეები დიდ ლილოში ხანძარს აქრობენ. ცეცხლი უკიდია ბალახს და ბუჩქებს. ადგილზე სამი მანქანა მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილის გარშემო დასახლებული პუნქტი ან ტყე არ არის.

საბურთალო

23 თებერვალი 2020, 20:36

სპორტი

„საბურთალომ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია. თემურ შალამბერიძის მომზადებულმა გუნდმა ტიტულისთვის ბრძოლაში ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და სუპერთასი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ვენეციის კარნავალი კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 20:24

მსოფლიო

ვენეციის კარნავალი კორონავირუსის გამო ვადაზე ადრე დასრულდება

BBC -ის ინფორმაციით, ვენეციის კარნავალი გახსნის დღეს, 23 თებერვალს საღამოს დასრულდება, თავდაპირველი გეგმით კი ღონისძიება 25 თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იტალიაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 132-ს მიაღწია.

იტალია

23 თებერვალი 2020, 20:00

საქართველო

საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები.