imedi /  26 ივნისი 2019, 15:40 / სანდო წყარო

ნიკა მელია: თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან

ნიკა მელია

ნიკა მელია

დეპუტატი ნიკა მელია საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმად, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირეს მხარი.

მელია ამბობს, რომ ეს პროცესები რუსეთის ინეტერესებშია. ის ასევე აცხადებს, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ახლა ბიძინა ივანიშვილია, რადგან პუტინი სხვა გზას არ უტოვებს და იმის გაკეთებას აიძულებს, რის კეთებაც შესაძლოა მასაც არ უნდოდეს.

"რა მოლოდინი უნდა მქონდეს, მთელ ქვეყანას აქვს საშუალება თვალი ადევნოს იმას რაც ხდება. ამას სახელს არ დავარქმევ, რადგან ყველა თავისთვის გააკეთებს დასკვნას. შემაშფოთებელი და თვალხილულია რატომ კეთდება ეს ყველაფერი გაშმაგებულად. ეს არ კეთდება ბიძინა ივანიშვილისთვის - ის არ არის აქ მთავარი საკვანძო ფიგურა. პუტინის ხელის ბიჭი ბიძინა ივანიშვილი და მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები ხედავთ რასაც აკეთებენ. აუცილებლად შევდივარ სესიაზე. ბატონმა რომან გოცირიძემ თქვა გენიალური რაღაც: თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან"- განაცხადა მელიამ.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის ორმა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

ახლა საკითხზე პარლამენტის სესიაზე უნდა იმსჯელონ და საბოლოო კენჭისყრა ჩატარდეს. ამის შემდეგ გადაწყდება, დააკმაყოფილებს თუ არა პარლამენტი პროკურატურის მოთხოვნას და შეუჩერებს თუ არა მელიას დეპუტატის იმუნიტეტს.

დილიდან ამ თემასთან დაკავშირებით გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება ნიკა მელიასაც ჰქონდა, თუმცა არ დაესწრო.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად აფასებს

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

კრატერი იარაბუბა

22 იანვარი 2020, 00:40

ტექნოლოგიები

ცნობილია სად მდებარეობს დედამიწის უძველესი კრატერი

ავსტრალიელი მეცნიერების მტკიცებით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე გიგანტური კრატერი იარაბუბა მეტეორიტის დაცემისგან 2,2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა, რაც მას დედამიწის უძველეს კრატერად აქცევს. კერტინის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის შედეგები ვებგვერდ Phys.org-ზე გამოქვეყნდა.

ერაყი

22 იანვარი 2020, 00:20

მსოფლიო

ერაყში პროტესტს ისევ მსხვერპლი მოჰყვა

ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ბაღდადში აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები ესროლეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ცრემლმდენი გაზით და რეზინის ტყვიებით უპასუხეს. სამშაბათს გამართულ აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ექვსი კი ორშაბათის დემონსტრაციებს ემსხვერპლა.

ედვარდ სნოუდენი

21 იანვარი 2020, 23:54

მსოფლიო

ჟურნალისტს, რომელმაც ედვარდ სნოუდენთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა კიბერდანაშაულს აბრალებენ

ბრაზილიის პროკურატურის განცხადებით, გრინვალდი,"კრიმინალური ორგანიზციის ნაწილი იყო". მათი თქმით, ჟურნალისტი "ეხმარებოდა, ამხნევებდა და ხელმძღვანელობდა" ჰაკერების ჯგუფს, რომლებმაც ბრაზილიის იუსტიციის მინისტრისა და პროკურორების ტელეფონებში შეღწევა შეძლეს.

თენგიზ სიგუა

21 იანვარი 2020, 23:33

საქართველო

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. 1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნა.

ტრამპის იმპიჩმენტი

21 იანვარი 2020, 23:11

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის საქმის განხილვა დაიწყო

მოსმენებზე უნდა გადაწყდეს დამნაშავეა თუ არა დონალდ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით. წარმომადგენელთა პალატამ ტრამპი ამაში დამნშავედ ცნო და 2019 წლის დეკემბერში მისი იმპიჩმენტის საკითხს უყარა კენჭი. პროცესი ხანგრძლივი იქნება და კვირაში 6 დღე გაიმართება მოსმენები.

21 იანვარი 2020, 22:51

მსოფლიო

CNN: აშშ-ში, სავარაუდოდ, უცნობი ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

CNN-ის ინფორმაციით, ელოდებიან, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აშშ-ის ტერიტორიაზე ჩინეთიდან მოხვედრილი უცნობი ვირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას ოფიციალურად დაადასტურებს. არსებული ინფორმაციით შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.

აიფონი

21 იანვარი 2020, 22:42

ტექნოლოგიები

Apple-მა iCloud-ში შენახული მონაცემების დაშიფვრის იდეაზე უარი თქვა

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც FBI-მ დაიჩივლა, რომ მსგავსი ნაბიჯი გამოძიებების პროცესს ზიანს მიაყენებს. Apple-მა FBI ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჩააყენა საქმის კურსში, რომ ღრუბლოვან ბაზაში დაშიფვრასთან დაკავშირებით ცვლილების განხორციელებას აპირებდა. ამას წინ უძღოდა სან-ბერნარდინოს ტერაქტის გამოძიება.

ბეა პერესი

21 იანვარი 2020, 21:56

ეკონომიკა

Coca-Cola: მომხმარებლებს პლასტმასის ბოთლები სურთ, ამიტომ მასზე უარს ვერ ვიტყვით

პერესის თქმით, მომხმარებლებს მოსწონთ ასეთი ბოთლები რადგან მსუბუქია. მისი განცხადებით, კომპანიის მიერ ბოთლის შეცვლამ შესაძლოა მომხმარებლის გაუცხოება გამოიწვიოს და მათ გაყიდვებს დაარტყას. "ბიზნესი არ იქნებოდა ბიზნესი ჩვენ თუ მომხმარებლებს არ მოვერგებით", - განაცხადა ბეა პერესმა.

პამელა ანდერსონი ჯონ პიტერსი

21 იანვარი 2020, 21:50

ტაბლოიდი

პამელა ანდერსონმა ფარულად პროდიუსერ ჯონ პიტერსზე იქორწინა

მსახიობმა და მოდელმა პამელა ანდერსონმა ფარულად პროდიუსერ ჯონ პიტერსზე იქორწინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დახურული საქორწინო ცერემონია მალიბუში გაიმართა. ანდერსონი და პიტერსი ერთმანეთს 80-იან წლებში ხვდებოდნენ, რამდენიმე თვის წინ კი ყველასგან ფარულად ძველი ურთიერთობა აღადგინეს.

21 იანვარი 2020, 21:30

კულტურა

Louis Vuitton-მა მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი დაუმუშავებელი ალმასი გამოფინა

Louis Vuitton-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი დაუმუშავებელი ალმასი „სეველო“ პარიზში მაღაზიაში გამოფინა. ფრანგულმა ბრენდმა შერჩეული სტუმრები მიიწვია საფრანგეთის დედაქალაქში მდებარე მაღაზიაში, რათა ქვა საკუთარი თვალით იხილონ. 1758-კარატიანი ალმასი 2019 წელს ბოცვანაში იპოვეს.

სერგეი ლავროვი

21 იანვარი 2020, 21:27

მსოფლიო

მიშუსტინის მთავრობაში საგარეო უწყებას კვლავ ლავროვი უხელმძღვანელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ, რომელიც მას ახალმა პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. პირველ ვიცეპრემიერად ანდრეი ბელოუსოვი, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელად კი დიმიტრი გრიგორენკო დაინიშნა.

LEGO საერთაშორისო კოსმოსური სადგური

21 იანვარი 2020, 20:51

ტაბლოიდი

LEGO-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდელის კონსტრუქტორი წარადგინა

კომპანია LEGO-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდელის კონსტრუქტორი წარადგინა. კომპლექტში ორბიტალური პლატფორმა, თანამგზავრი, კოსმოსური შატლი, სატვირთო კაფსულა და კოსმონავტის 2 ფიგურა შედის. კონსტრუქტორი 864 ნაწილისგან შედგება და 70 დოლარი ეღირება. მისი გაყიდვა 1-ელ თებერვალს დაიწყება.

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

21 იანვარი 2020, 20:40

ტაბლოიდი

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მედიას ფოტოებთან დაკავშირებით აფრთხილებენ

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მედიის წარმომადგენლები ოფიციალურად გააფრთხილეს მას შემდეგ, რაც გაზეთებსა და ონლაინმედიაში პაპარაცის მიერ ვანკუვერის პარკში გადაღებული მეგან მარკლის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მეგან მარკლი რვა თვის არჩის ორ ძაღლთან ერთად ასეირნებს.

ბომბი

21 იანვარი 2020, 20:22

მსოფლიო

კელნში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული ბომბი იპოვეს

ბომბი ქალაქის ბიზნესცენტრში აღმოაჩინეს, ირგვლივ 500 მეტრის რადიუსში დაცული ზონა შეიქმნა, რაიონიდან კი 10 000 დასაქმებული პირის ევაკუაცია მოხდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბომბი 1000 მეტრის სიმაღლიდან არის ჩამოგდებული და დეტონატორს. ის მშენებლებმა იპოვეს.

ემინემი

21 იანვარი 2020, 20:15

კულტურა

ემინემმა რეპის სისწრაფის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა

ამერიკელმა რეპერმა ემინემმა რეპის სისწრაფის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს. კერძოდ, კომპოზიცია Godzilla-ში, რომელიც ახალ ალბომში Music to Be Murdered By არის შესული, რეპერი 229 სიტყვას (339 მარცვალს) 30 წამში წარმოთქვამს. შესაბამისად, საშუალოდ ერთ წამში ემინემი 7,6 სიტყვას ამბობს.

ფხენიანი ჩრდილოეთ კორეა

21 იანვარი 2020, 20:03

მსოფლიო

უცნობი ვირუსის გამო ჩრდილოეთ კორეამ საზღვარი ჩაკეტა

უცნობი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩრდილოეთ კორეამ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ჩინური მედიის ცნობით, ყოველწლიურად ჩრდილოეთ კორეას 350 ათასი ჩინელი სტუმრობს.

სტარტაპი

21 იანვარი 2020, 19:55

ტექნოლოგიები

ქართულმა სტარტაპმა დავოსის ფორუმზე ღვინის ავთენტურობის დასადგენი პროგრამა წარადგინა

ქართულმა სტარტაპმა - Vault Wines დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების მართვის პროგრამა წარადგინა, რომელიც წამყვანი შვეიცარული ფონდის – CVVC ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებულია. გიორგი გახარია სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო.

ისრაელი საქართველო

21 იანვარი 2020, 19:35

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ისრაელი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესს დააჩქარებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოდან ისრაელში არალეგალური ნაკადის შემცირებას.

გრეტა ტუნბერგი

21 იანვარი 2020, 19:32

მსოფლიო

ტუნბერგი დავოსის ფორუმზე: თქვენი უმოქმედობა ყოველ საათს აძლიერებს ცეცხლს

ტუნბერგმა ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც მსოფლიოს ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებიც არიან მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ყველანაირი წიაღისეულის მოპოვებისთვის განკუთვნილი ინვესტიციები და სრულად უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.

რუსი ჯაშუშები

21 იანვარი 2020, 19:23

მსოფლიო

შვეიცარიის მთავრობამ დავოსში რუსი ჯაშუშების დაკავების შესახებ განაცხადა

შვეიცარიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დავოსში ორი რუსი ჯაშუში დააკავა, რომლებიც საინვესტიციო ფონდ Hermitage Capital-ის დამფუძნებელ ვილიამ ბრაუდერზე თავდასხმას გეგმავდნენ, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Tages Anzeiger სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს.