imedi /  27 ივნისი 2019, 14:30 / სანდო წყარო

უწყებებმა დიპკორპუსს ტურიზმის სფეროში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს

ტურიზმი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ არველაძე და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებაზე და მიმდინარე გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის უსაფრთხო და პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას. შშეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და ახალი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში.

„ჩვენ განვიხილეთ ტურიზმის პერსპექტივა იმ პოლიტიკურ და საერთაშორისო მოვლენების დროს რაც ამჟამად ხდება ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. მე ვგულისხმობ იმას, რომ აქ არის დემოკრატია, რაც გამოიხატება იმაში, რომ აქ იმართება დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. ასევე, ჩემი აზრით, ზოგჯერ კარგი რაღაცეები სწორედ ცუდი რაღაცეებისგან გამომდინარეობს და განვითარებული მოვლენები არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ მოხდეს ტურიზმის წყაროების დივერსიფიკაცია. ტურიზმი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ამ ქვეყნისთვის. საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი, რადგანაც ის არის მშვენიერი ქვეყანა. ჩვენ ვართ ძალიან მოხარულნი, რომ თორმეტი მიმართულება იქნა ახლახანს დამატებული ქუთაისის აეროპორტიდან, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ცენტრში, და თორმეტიდან სამი მათგანი არის იტალიაში: ვენეცია, ნეაპოლი და პიზა. სრულდება რომით, მილანითა და ბარით. ასე, რომ მეტი კავშირები, მეტი სწორი კავშირები, გააუმარტივებს ევროპელ და იტალიელ ტურისტებს, რომ მოინახულონ ეს ლამაზი ქვეყანა და ჩვენ ამაში მაქსიმალურ წვლილს შევიტანთ", - განაცხადა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ. 

"ქართული ტურიზმი მზარდად ვითარდება, თურქი ტურისტების რაოდენობა საქართველოში იზრდება, ასევე იზრდება ინვესტიციები ტურიზმის სექტორში. ტურისტებისთვის საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ეს არის ქვეყანა სავსე აღმოჩენებითა და სიურპრიზებით. ვფიქრობ, თურქი ტურისტები ჩამოვლენ საქართველოში ზაფხულის პერიოდში. მათ ასევე, შეუძლიათ თვალი მიადევნონ სოციალურ ქსელებში მიმდინარე კამპანიას, ჩვენ უკვე გავაზიარეთ რამდენიმე საიმიჯო კლიპი საქართველოს რეგიონების - კახეთის, სვანეთის, სამეგრელოსა და ბათუმის შესახებ. ეს შეხვედრა საინტერესო იყო და რომ ვიყოთ გულწრფელები- როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს", - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

რუსი ტურისტები. როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ლიამ გალაჰერი

21 სექტემბერი 2019, 00:37

კულტურა

ლიამ გალაჰერმა ახალი სოლო ალბომი გამოუშვა

ჯგუფ Oasis-ის ყოფილმა წევრმა ლიამ გალაჰერმა ახალი სოლო ალბომი გამოუშვა, - წერს Rolling Stone. მისი სახელია - „Why My? Why Not“. ალბომი რიგით მეორეა და მასში შესულია 14 კომპოზიცია. როკ-ჯგუფი Oasis-ი მანჩესტერში 1991 წელს შეიქმნა. მისი წევრები იყვნენ: ლიამ გალაჰერი, პოლ ართურსი, პოლ მაკ-გიგენი და ტონი მაკ-კეროლი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 სექტემბერი 2019, 00:36

სპორტი

ბასილაშვილი მეცის ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა

ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 61-ე ჩოგანი, ფრანგი ჯო-უილფრიდ ცონგა იყო. პირველი სეტი ბასილაშვილმა 7:5 მოიგო, მეორეში კი 3:6 დამარცხდა. მესამე სეტის მიმდინარეობისას, როდესაც ანგარიში ცონგას სასარგებლოდ 4:1 იყო, ნიკამ სამედიცინო ტაიმაუტი აიღო, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ კი შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ტრაიან ბესესკუ

21 სექტემბერი 2019, 00:22

მსოფლიო

რუმინეთის ექსპრეზიდენტი კომუნისტური პოლიციის ინფორმატორი იყო

რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის ინფორმატორად მუშაობდა. გამოცემა Balkan Insight-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა. ბესესკუ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

პორშე

21 სექტემბერი 2019, 00:12

ეკონომიკა

Volkswagen-ი და Porsche ბაზრიდან 227.000 ავტომობილს გაიწვევენ

Volkswagen-ი და Porsche საავარიო ბალიშების დეფექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მიზეზით ავტომობილების ნაწილს უკან გაიწვევენ, - წერს Reuters. კერძოდ, ეს შეეხება შემდეგ მოდელებს: 2015 წელს გამოშვებულ Tiguan-ს, Sharan-ს და CC-ს. ასევე, Boxster-ს, Cayman-სა და Panamera-ს. ორივე კომპანია ბაზრიდან ეტაპობრივად სულ 227.000 ავტომობილს გაიწვევს.

Psylla frodobagginsi

20 სექტემბერი 2019, 23:58

ტექნოლოგიები

ახალაღმოჩენილ მინდვრის რწყილს მეცნიერებმა ფროდო ბეგინსი დაარქვეს 💍🧙‍♂️

ახალზელანდიელმა მეცნიერებმა მინდვრის რწყილის ახალ სახეობას სახელი „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟის, ჰობიტ ფროდო ბეგინსის საპატივცემულოდ დაარქვეს. რწყილის ახალ სახეობას Psylla frodobagginsi ერქმევა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით წერს.

მაჰდი ალ-მაშათი

20 სექტემბერი 2019, 23:29

მსოფლიო

ჰუსიტები მზად არიან საუდის არაბეთზე ავიადარტყმები შეწყვიტონ

დაჯგუფება „ანსარ ალას“ მებრძოლები, რომლებმაც იემენის ჩრდილოეთის ნაწილზე კონტროლი დაამყარეს, საუდის არაბეთზე ავიადარტყმების შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამენ და ერ-რიადისგან საპასუხო ნაბიჯს ელოდებიან, - ამის შესახებ ტელეარხ „ალ-მასირას“ ეთერში ჰუსიტების პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა მაჰდი ალ-მაშათმა განაცხადა.

სანქციები

20 სექტემბერი 2019, 23:24

მსოფლიო

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. კერძოდ, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები ახლა უკვე ირანის ეკონომიკას - ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული განვითარების ფონდს შეეხება. აშშ-ი კი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს. ირანმა ისიც განაცხადა, რომ ომისთვის მზად არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი

20 სექტემბერი 2019, 23:12

საქართველო

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განმარტა

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა.

პრინცი ენდრიუ

20 სექტემბერი 2019, 22:46

მსოფლიო

ეპშტეინის მსხვერპლმა პრინც ენდრიუსთან სექსუალური ურთიერთობის დეტალები გაიხსენა

ჯეფრი ეპშტეინის მსხვერპლი ქალი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრინც ენდრიუს მასთან სექსის აღიარებისკენ მოუწოდებდა, ამბობს, რომ პრინცს ის ეპშტეინმა მიუგზავნა. ამის შესახებ მან NBC News-ის ეთერში განაცხადა. 35 წლის ვირჯინია ჟუფრეს მტკიცებით, პრინცს ენდრიუსთან სექსი მას 17 წლის ასაკში ჰქონდა.

შოთა დიღმელაშვილი

20 სექტემბერი 2019, 22:08

საქართველო

„სირცხვილია“: ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის არჩევნებზე დაასრულებს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა მომიტინგეებს მანიფესტი წაუკითხა და მოძრაობის გეგმები გააცნო. მისი განცხადებით, „სირცხვილიას“ მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება იქნება.

ბავშვთა პორნოგრაფია

20 სექტემბერი 2019, 21:49

ძალოვნები

საქართველოში ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დაკავებებს საერთაშორისო მედია გამოეხმაურა

შსს-ს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია გამოეხმაურა. კერძოდ, უწყებამ Reuters-ისა და ავსტრალიური მედია ABC-ის მიერ ამ საქმის გაშუქება მიმოიხილა.

საპატრიარქო

20 სექტემბერი 2019, 21:11

საქართველო

საპატრიარქო: უწმინდესი კირილეს ქმედება ჩვენთვის სეპარატიზმის წახალისებად აღიქმება

საპატრიარქო ინფორმაციას, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა კირილემ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა, განცხადებით ეხმაურება. „გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს“.

კუ ჰელიქსი

20 სექტემბერი 2019, 20:57

ტაბლოიდი

ამერიკელმა ხეიბარ კუს ფინგერბორდის ბორბლები დაუმაგრა

ამერიკელი რენდი ბეტცი დელავერის შტატში ცხოვრობს, ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობს და თავისუფალ დროს კუების გამრავლებით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მისი ერთ-ერთი კუ ზურგის დეფორმაციით დაიბადა, რის გამოც უკანა კიდურებს ვერ იყენებდა.

მარნეულის სასურსათო ქარხანა

20 სექტემბერი 2019, 20:44

ეკონომიკა

მარნეულის სასურსათო ქარხანა: წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა, - ინფორმაციას მარნეულის სასურსათო ქარხანა ავრცელებს. „შედეგების მოსვლისთანავე ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას“.

20 სექტემბერი 2019, 20:33

მსოფლიო

ჰეზბოლა: ომის შემთხვევაში ირანი საუდის არაბეთს გაანადგურებს

ომის შემთხვევაში ირანი საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაანადგურებს, - ამის შესახებ ტელემიმართვაში ლიბანური ისლამისტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ლიდერმა საიდ ჰასან ნასრალამ, იუწყება სააგენტო Reuters-ი. მან ასევე არაბულ ქვეყნებს იემენში მიმდინარე ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მამუკა ხაზარაძე

20 სექტემბერი 2019, 20:10

საქართველო

პარლამენტის წინ აქციაზე მამუკა ხაზარაძე მივიდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც მივიდა. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, 20 ივნისს გაჩენილი მუხტი არ გაქრება და მთელ საქართველოში გავრცელდება.

სიდნეი კლიმატის ცვლილება

20 სექტემბერი 2019, 20:04

მსოფლიო

კლიმატის დასაცავად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა

მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში კლიმატის დაცვის მოთხოვნით დემონსტრაციები იმართება. BBC-ის ინფორმაციით, დემონსტრანტები წიაღისეული საწვავის ხანის დასრულებას და დედამიწის ბუნებრივი რესურსების სამართლიანი გადანაწილებას მოითხოვენ.

კონსორციუმი

20 სექტემბერი 2019, 19:49

ეკონომიკა

ანაკლიის კონსორციუმი: ინვესტორი „მერიდიანი“ ყაზახური წარმომავლობისაა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფ Merdian Capital Limited (Meridian)-ის წარმომავლობა ყაზახურია.

დორიან სი

20 სექტემბერი 2019, 19:23

მსოფლიო

გერმანელმა სერფერმა შემთხვევით მეტეორის ჩამოვარდნა გადაიღო

12 სექტემბერს დორიან სი ჩრდილოეთის ზღვაში სერფინგით იყო დაკავებული. მის მიერ გადაღებულ ვიდეოზე მეტეორის ჩამოვარდნა ჩანს. ექსპერტების ინფორმაციით, მეტეორი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა და დანიის სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდა.

„სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია

20 სექტემბერი 2019, 19:00

საქართველო

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობს

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მესამე თვეა, რაც აქციის მონაწილეები 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ.