imedi /  27 ივნისი 2019, 17:21 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე მელიას განაჩენზე: პრაქტიკულად ეს შინაპატიმრობაა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„პრაქტიკულად ეს არის შინა პატიმრობა, ნიკა მელიას პროკურორის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლა არ შეეძლება“, - ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა, არჩია, რომ ნიკა მელია არ გავიდეს სახლიდან, თუ პროკურორი და გამომძიებელი ამის უფლებას არ დართვას.

„შინაპატიმრობა, როგორც ასეთი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აღარ არსებობს, მაგრამ შინა პატიმრობის მიზნებიდან გამომდინარე ეს იყო აღკვეთის ღონისძიება, რომელთაც თავისი პოზიტიური შედეგები გამოძიების ინტერესებთან მიმართებით ჰქონდა. როდესაც გაუქმდა შინაპატიმრობა, ამ დროს იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც მსგავს მიზნებთან დაკავშირებით იქნება რელევანტური, ანუ საუბარია იმაზე, რომ შინა პატიმრობა როგორც ასეთი არ არსებობს, მაგრამ გირაოს შეფარდებით სასამართლოს აქვს საშუალება დაუწესოს ქცევის ისეთი წესები, რომელიც მსგავსი არის შინაპატიმრობის - შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და ეს საშუალება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის ნებართვას პროცესის მწარმოებელი ორგანო მისცემს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიკა მელიას არ შეეძლება სახლიდან გასვლა თუ ამის ნებას არ დართავს პროკურორი ანუ პრაქტიკულად ეს არის შინა პატიმრობა, თუმცა ასეთის აღმკვეთი ღონისძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა, სასამართლო თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და ჩვენ მივიღეთ სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო თავისუფალია.

„გუშინ ჩვენ ვამბობდით და აღვნიშნავდით, ეს იყო თანხმობა, შუამდგომლობით მიემართა საქართველოს პროკურატურას სასამართლოსათვის. ჩვენ ამის თანხმობა გავეცით. საქართველოს პარლამენტი არავის არ იჭერს. ვერასდროს ვერავის დაიჭერს და არ დაიჭერს და პატიმრობას ვერ შეუფარდებს. ამასაც ხაზგასმით ვიმეორებდით - ეს არის სასამართლოს საქმე და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ისე როგორც გადაწყვიტა ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში გადაწყვეტს. ის არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც დაამტკიცა რომ ამ ქვეყანაში სასამართლო თავისუფალია. იმაშიც ხომ დავრწმუნდით, რომ თურმე პატიმრობას არ ითვალისწინებდა ჩვენი ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გამოვიტანეთ, რაზეც მთელი დღე სპეკულაციები მიდიოდა. ისინი იყვნენ მოწოდებული რომ უნდა მოეტყუებინათ ქართული საზოგადოება, მაგრამ დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა მოუხსნა იმუნიტეტი, ანუ მისცა საქართველოს მთავარ პროკურატურას იმის საშუალება რომ მიემართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოსათვის - ეს აპრიორი არ ნიშნავდა პატიმრობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასლარიანი გირაო შეეფარდა, დაცვის მხარე კი 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, სასამართლომ ნიკა მელიას გარკვეული შეზღუდვებიც დაუწესა. ნიკა მელია მისთვის გირაოს შეფარდებას საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობას უკავშირებს.

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა. 

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

16 სექტემბერი 2019, 21:50

თემა

იცით თუ არა, რომ პორტუგალიის დედაქალაქი რიო-დე-ჟანეირო იყო?

დედაქალაქის სტატუსი ამა თუ იმ ქალაქის განსაკუთრებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სულაც არ არის აუცილებელი ის ქვეყნის ყველაზე დიდიქალაქი იყოს. ასევე შესაძლებელია, პოლიტიკურ ძალაუფლებას სხვა ქალაქთან ინაწილებდეს. თუმცა ერთი რამ ფაქტია, დედაქალაქი სახელმწიფოს მთავარი ქალაქია. შესაძლებელია, ამ ტიტულს სხვადასხვა დროს ერთი და იმავე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი ატარებდეს. მაგალითად, ინდონეზიის ხელისუფლება გეგმავს ქვეყნის დედაქალაქი ჯაკარტიდან კონძულ ბორნეოზე გადაიტანოს. ჯერჯერობით არც კონკრეტული ადგილი და არც თარიღია ცნობილი, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტმა ეს ინიციატივა პარლამენტს უკვე გააცნო. ინდონეზიის გარდა რომელ ქვეყნებს აქვთ მსგავსი გამოცდილება და რა არის ხოლმე დედაქალაქის შეცვლის მიზეზი?

მაილი საირუსი

16 სექტემბერი 2019, 16:10

ტაბლოიდი

მაილი საირუსი მეგობარ გოგოსთან ურთიერთობას აღარ მალავს

ცნობილი მომღერალი მაილი საირუსი მეგობარ გოგოსთან ურთიერთობას აღარ მალავს. როგორც გამოცემა Daily Mail-ი წერს, ვარსკვლავი კეიტლინ კარტერთან ერთად ლოს-ანჯელესის ქუჩებში პაპარაცებმა დააფიქსირეს, სადაც წყვილი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა და ამის გამოხატვას არც ერიდებოდა.

ოზონის ხვრელი

16 სექტემბერი 2019, 15:59

ტექნოლოგიები

წელს ოზონის ხვრელი ბოლო 30 წელიწადთან შედარებით ყველაზე პატარა იქნება

მეცნიერების თქმით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში წელს ანტარქტიდის თავზე ოზონოს ფენაში არსებული ხვრელი ყველაზე პატარა ზომის იქნება. ოზონის შრეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ წელს ოზონის ხვრელი არ გადიდებულა. ამასთან ოზონის ხვრელის მდებარეობა პოლუსის თავზე აღარ არის.

მიხეილ ბატიაშვილი

16 სექტემბერი 2019, 15:40

საქართველო

მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიში წარადგინა

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სისტემაში განათლების ევროპული მოდელისა და ხარისხის პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე, ახალი სკოლის მოდელზე, სკოლის უსაფრთხოებაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურაზე, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე.

ზაზა გაბუნია

16 სექტემბერი 2019, 15:28

საქართველო

პარლამენტმა დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, რეკომენდაციებში ჯგუფმა გამოკვეთა პარლამენტის როლი და მის წინაშე აგნარიშვალდებულების საკითხი. რეკომენდაციები ბიუროს დღეს წარედგინება და შემდეგ მთავრობაში გაიგზავნება.

Purdue Pharma ოქსიკონტინი

16 სექტემბერი 2019, 15:03

ეკონომიკა

კომპანიამ, რომელსაც აშშ-ში ოპიოიდების კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ, გაკოტრების პროცედურა დაიწყო

ფარმაცევტული კომპანია Purdue Pharma, რომელსაც აშშ-ში ოპიოიდების კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ, სასამართლოში გაკოტრების შესახებ საბუთები შეიტანა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. კომპანიაში რესტრუქტურიზაცია ჩატარდება.

იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი 2019, 14:50

საქართველო

იოჰანეს ჰანი: საქართველო სამართლის უზენაესობის კუთხით მოწინავე ქვეყანაა

პრემიერმა გიორგი გახარიამ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანისთან ერთად ბრიფინგზე ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა.

იაგო ხვიჩია

16 სექტემბერი 2019, 14:46

ეკონომიკა

„გირჩი“ ეროვნული ბანკში დაცული ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

იაგო ხვიჩიასთან გადაცემაში სტუმრობისას რომან გოცირიძემ თქვა, რომ ეროვნული ბანკის საცავში ინახება ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ჩანაწერები, სადაც დეტალურად არის აღრიცხული ვისზე და რა ოდენობებით გაიცემოდა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მითითებით სესხები.

ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

16 სექტემბერი 2019, 14:30

საქართველო

პარლამენტში ბოკერია და ქაცარავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც "ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტს განიხილავენ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერად გიგა ბოკერია და კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დაუპირისპირდნენ.

პარლამენტი

16 სექტემბერი 2019, 14:19

საქართველო

ბოკერია: „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ მათი ამოცანაა რუსეთს სანქციები არ დაუწესდეს

გიგა ბოკერიას განცხადებით, დღეს "ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ მათი ამოცანაა რუსეთს სანქციები არ დაუწესდეს. ამ საკითხზე კომენტარი ბოკერიამ პარლამენტში გააკეთა. "ივანიშვილის გუნდისგან გამჭვირვალობის ახალ დონეზე გავედით, რომ არ ცდილობენ რუსეთს რამე საერთაშორისო ტკივილი ჰქონდეს.

სერ როდ სტიუარტი

16 სექტემბერი 2019, 13:57

კულტურა

როდ სტიუარტმა კიბო დაამარცხა

როდ სტიუარტის თქმით, ის კიბოს სამი წლის განმავლობაში ებრძოდა, ახლახანს ჩატარებულმა ტესტებმა კი დაადასტურა, რომ დაავადებისგან სრულად განიკურნა. როგორც მუსიკოსმა განაცხადა, მკურნალობა დროულად დაიწყო.მან კაცებს ექიმებთან დროული ვიზიტისა და შემოწმებისკენ მოუწოდა.

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღი

16 სექტემბერი 2019, 13:53

საქართველო

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაწყებიდან მალევე შეწყდა. მიზეზი დაუსრულებელი სარემონტო ოთახები, საპირფარეშო და დერეფანი გახდა. ასევე - მოუწესრიგებელი სააღმზრდელო გარემო და საღებავის მკვეთრი სუნი.

თორნიკე შენგელია ბასკონია

16 სექტემბერი 2019, 13:32

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ბასკეთის თასი მოიგო

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ბასკეთის თასი მფლობელი გახდა. ტურნირი ყოველი სეზონის დაწყებამდე იმართება, მასში ესპანეთის ამ რეგიონის 2 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. „ბასკონიამ“, რომელშიც შენგელიას გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი - ამერიკელი მეტ ჯენინგი თამაშობს, ბილბაოს „რეტაბეტი“ 66:55 დაამარცხა.

ელექტროველოსიპედი

16 სექტემბერი 2019, 13:32

მსოფლიო

პარიზში ელექტროველოსიპედის შესაძენად მოქალაქე €500-ს სუბსიდიას მიიღებს

სექტემბრიდან ამოქმედდა პროგრამა Veligo, რომელიც მოქალაქეებს ელექტროველოსიპედების გრძევალდიანი პერიოდით დაქირავების შესაძლებლობას აძლევს. ის თვეში 40 ევრომდე ღირს, რომლის ნახევარიც შესაძლებელია, რომ დამქირავებელმა დაუფაროს დასაქმებულს.

ავსტრალიური კაჭკაჭი

16 სექტემბერი 2019, 13:32

ტაბლოიდი

ავსტრალიაში კაცი კაჭკაჭის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

ავსტრალიაში კაცი კაჭკაჭის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, - წერს CNN. კერძოდ, 75 წლის კაცს, რომელიც ველოსიპედით მგზავრობდა, გააფთრებული კაჭკაჭი თავს დაესხა. კაცმა წონასწორობა დაკარგა და ღობეს შეეჯახა. შედეგად, მან თავის მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.

ტოჩინოშინი

16 სექტემბერი 2019, 13:21

სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-9 დღეს გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-9 დღეს მეოთხედ გაიმარჯვა. ლევან გორგაძის მეტოქე კომოსუბი შოთა ენდოს იყო. მან შეხვედრის დაწყებისთანავე აიცილა პირდაპირი შეჯახება და იაპონელს ბრძოლა მოუგო. მას ბალანსი 4:5-თან აქვს და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დარჩენილ 6 შეხვედრაში 4 მოგება ესაჭიროება.

 ნაომი კემპბელი

16 სექტემბერი 2019, 13:03

ტაბლოიდი

ნაომი კემპბელი საქველმოქმედო საღამოზე გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა

სუპერმოდელი ნაომი კემპბელი მის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე Fashion For Relief Charity Party, გამჭვირვალე კაბით მივიდა, რომლის ქვეშაც სავარაუდოდ საცვლები არ ეცვა. მან ღონისძიებიდან ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა. კემპბელს ღონისძიებაზე ფრანგი დიზაინერის ტიერი მიულერის კაბა ეცვა.

გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 13:01

საქართველო

გახარიამ მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალდებას უპასუხა

ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

დემნა გვასალია

16 სექტემბერი 2019, 12:57

კულტურა

დემნა გვასალია Vetements ტოვებს

ქართველი დიზაინერი „ბალენსიაგაში“ რჩება და ახალ კოლექციას 29 სექტემბერს წარუდგენს საზოგადოებას. დემნა გვასალიამ Vetements-ში 5 წელი იმუშავა და ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მისი მომხმარებლები ცნობილი ვარსკვლავები არიან.

ქობულეთი მერია სწავლა

16 სექტემბერი 2019, 12:52

საქართველო

ქობულეთში ბაღებსა და სკოლებს მიღმა დარჩენილი ბავშვები მშობლებმა მერიაში მიიყვანეს

ქობულეთში, ბავშვები რომლებიც საბავშო ბაღსა და სკოლის მიღმა დარჩნენ, მშობლებმა მერიაში მიიყვანეს. მათი განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში ის ბავშვები ვერ მოხვდნენ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ. ბავშვები არც მოსამზადებელ ჯგუფებში დაუშვეს.